მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » Marilyn Monroe
11:36 PM
Marilyn Monroe
ერილინ ონროს აიდუმლო იეტა 
აყინი ა ევრი ორცი

ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის მერილინ მონროს გარდაცვალებიდან ზუსტად 50 წელი გავიდა. ჰოლივუდის ქერა ქალღმერთის მოულოდნელმა სიკვდილმა მთელი პლანეტა შეძრა და ეს ფაქტი დღემდე XX საუკუნის ერთ-ერთ ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. თუმცა ხალხს მერილინი მაინც ყოველთვის ცოცხალი, მშვენიერი და ხიბლით სავსე ახსოვს. 

ნამდვილი სუპერვარსკვლავი მერილინი ბევრ რამეში ჩვეულებრივ გოგონად რჩებოდა. ამას მოწმობს, მაგალითად, მსახიობის დიეტა, რომლის შესახებაც თავადვე ისაუბრა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. მისი კვების რაციონის შესწავლის შემდეგ თანამედროვე დიეტოლოგები აღტაცებული დარჩნენ: უფრო გონივრული რეცეპტების მოფიქრება არც კი შეიძლებოდა. 

მერილინი თაყვანისმცემლებს აღაფრთოვანებდა სავსე თეძოებითა და მკერდით. ამავე დროს მსახიობს ყოველთვის ვიწრო წელი ჰქონდა. სხვადასხვა დროს მისი წონა მერყეობდა, მაგრამ საშუალოდ თანამედროვე 42 ზომის სამოსს ატარებდა. მერილინი არასდროს იცავდა დიეტას - მის დროს ეს უბრალოდ არ იყო მიღებული, რადგან მამაკაცები ქალურ სიმრგვალეებს აფასებდნენ და სიგამხდრე არ გახლდათ მოსაწონი და აქტუალური. მით უმეტეს, ომგამოვლილ მერილინს, ისევე როგორც მისი თაობის სხვა გოგონებს, ნამდვილი შიმშილობა გამოცდილი ჰქონდათ და ძალით თავის მოშიების წინააღმდეგი იყვნენ. "არასდროს მიმაჩნდა ჩემი სხეული განსაკუთრებულად. ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ ყოველთვის დანაყრებული ვყოფილიყავი", - ამბობდა ჰოლივუდის ლეგენდა. 

მოხდენილობის შენარჩუნებაში მსახიობს ეხმარებოდა კვების სწორი რაციონი, რომელიც თავადვე შეიმუშავა. ამის შესახებ 1952 წელს უსაუბრია ჟურნალისტთან ინტერვიუში. სტატიაში "როგორ ვინარჩუნებ ფორმას" მსახიობს მოუყოლია, რომ მისი თითოეული დილა საფირმო საუზმით იწყებოდა: 

- სანამ შხაპს მივიღებ, ქურაზე ვდგამ ერთ ჭიქა რძეს. როცა გაცხელდება, ორ კვერცხს ჩავახლი შიგ, ჩანგლით ავურევ და ვსვამ. საუზმეს მულტივიტამინებით ვამთავრებ. არა მგონია, ექიმს უფრო ნოყიერი საუზმე გამოეწერა ჩემისთანა საქმიანი გოგონასთვის, რომელსაც სულ ეჩქარება". 

მერილინი ვახშამსაც გემრიელად მიირთმევდა. 
- შინ ჩემი ვახშამი საოცრად მარტივია - საღამო რომ მოახლოვდება, ბაზარში შევდივარ და ვირჩევ სტეიკს, ცხვრის ხორცს ან ღვიძლს, რომელსაც ღუმელში ვწვავ. გარნირად - ოთხი ან ხუთი ცალი სტაფილო. შინაგანად ნამდვილი კურდღელი ვარ - უმი სტაფილო არასდროს მწყინდება. 

მერილინის ერთ-ერთი სისუსტე ნაყინი ყოფილა - რეგულარულად შედიოდა საკონდიტროში, სადაც ცივი დესერტით იტკბარუნებდა პირს. ხშირად მას ცხელ კარამელსაც ასხამდა. 

მსახიობი არც სპორტული ვარჯიშებით იტანჯავდა თავს, მისი ყოველდღიური ვარჯიშებით ალბათ დაიზაფრებოდნენ ახლანდელი ვარსკვლავები, რომლებიც საათობით იოფლებიან სატრენაჟორო დარბაზებში. მერილინი ყოველ დილას მსუბუქად ვარჯიშობდა, ოღონდ სულ 10 წუთი. "როგორც კი ვიღლები, მაშინვე გვერდზე ვდებ ჰანტელებს", - აღიარებდა მონრო. ძირითადად ხელებისა და მკერდის ვარჯიშებს ატარებდა. 

მერილინის დიეტა რომ შეისწავლეს, თანამედროვე ექსპერტებმა მას სავსებით "გონივრული და დაბალანსებული" უწოდეს. ექსპერტთა აზრით, მსახიობი რეგულარულად იკვებებოდა, არ იშიებდა თავს და საჭმლის მომნელებელ სისტემას არ აღიზიანებდა, ჯანსაღ პროდუქტებს ირჩევდა და მათ სწორად ამზადებდა. რაც შეეხება ნაყინს ცხელი კარამელით - ამ სისუსტის უფლება ჰქონდა დიეტური წესის - 80/20-ის თანახმად. ამ პროპორციის მიხედვით, საკვები რაციონის 20%-ს შეიძლება შეადგენდეს კალორიული ზედმეტობები, იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი 80% დაბალკალორიული საკვებია.



კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 630 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-12-09 Spam
aiaiaii! umagresiii adamiani iyo ! qali ,,saocreba'' )) eseti metiii agar daibadeba!