მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » Marlene Favela ))<3
4:29 PM
Marlene Favela ))<3
   Marlene Favela   
მარლენ ფაველა / Marlene Favela მარლენ ფაველა / Marlene Favela
 ცხოვრებისეული ფაქტები მარლენ ფაველაზე  
ულამაზესი მარლენ ფაველა დაიბადა მექსიკის პროვინციალურ ქალაქში,როგორც თვითონ ამბობს,ბავშობაში იყო ძალიან გულუბრყვილო გოგონა,ის ოცნებობდა პოპულარულობაზე.რეალობა იყო მძიმე.მას აძლევდნენ ძალიან პატარა,ეპიზოდურ როლებს.
ამას ის ყურადღებას არ აქცევდა.იგიჩაეწერა სტუდია «Телевиса»-ს სასწავლო კურსებზე.პირველი როლი მან მიიღო ტელენოველაში "ველური კატა"
მარლენს უკვე ოთხი მთავარი როლი აქვს ნათამაშები,მაგრამ თავს კმაყოფილად მაინც არ თვლის.
ამჟამად მას არ ჰყავს საქმრო და თვლის რომ ჯერ ამისი დრო არ აქვს.
Marlene Favela Wallpaper
იყო ლამაზი, ადვილი არ არის, განსაკუთრებით, როდესაც ხარ ლათინური სერიალების ვარსკვლავი მარლენ ფაველა. გოგონა ბავშვობიდან ოცნებობდა პოპულარობაზე, მაგრამ გზა პოპულარობისკენ არც ისე ადვილი იყო. "მექსიკაში წავედი, რათა იურისპრუდენცია შემესწავლა. შემთხვევით გავიცანი პროდიუსერი, რომლის საშუალებითაც 5 წელი ფოტომოდელად ვიმუშავე. შემდეგ შემამჩნია "ტელევისას" ხელმძღვანელობამ და დამინიშნეს სტიპენდია. შევისწავლე სამსახიობო პროფესია. ბევრჯერ სილამაზე ჩემთვის ხელისშემშლელი ფაქტორი უფრო იყო, კარგა ხანი მხოლოდ მოდელად აღმიქვამდნენ, მსახიობად არავინ მთვლიდა", – იხსენებს ახლა უკვე ვარსკვლავი ფაველა. 
Marlene Favela Wallpaper
პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში მარლენმა ერთ–ერთ გადაცემაში წამყვანის პატარა როლით დაიწყო. ტელესერიალები მოგვიანებით მოვიდა მასთან. ვარსკვლავური საათი კი მის ცხოვრებაში მაშინ დადგა, როდესაც სერიალში "ველური კატა" მიიწვიეს. მარლენის გმირი განსაკუთრებით პოპულარული იყო მამაკაცებში. ის უმალ იქცა წლის ყველაზე სექსუალურ მსახიობად. მას შემდეგ მსახიობს საინტერესო როლები არ მოკლებია. 
2003 წელს მარლენმა ითამაშა სერიალში "პატარძლის ფატა", 2004 წელს კი სერიალში "რუბი". გარდა ტელენოველებისა, მარლენმა სპორტის მოყვარულების ყურადღებაც მიიპყრო. ის ერთი პერიოდი სპორტული გადაცემის წამყვანი იყო, რომელიც ექსტრემალურ სპორტის სახეობებზე მოუთხრობდა მაყურებელს. "ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის სპორტული გადაცემის წამყვანის ამპლუა. ამ პროექტზე მუშაობისას საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ თურმე მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ვყოფილვარ, თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მაინც საინტერესო როლია, ექსტრიმი კი ჩემი ახალი სერიალის ეკრანებზე გამოსვლაა. ყოველთვის ვნერვიულობ, როგორ მიიღებს მაყურებელი ჩემს გმირს და მთლიანად სერიალს", – აცხადებს მსახიობი. 

Adela Noriega ))
ერთი პერიოდი მარლენს ვიზუალურად ძალიან ამსგავსებდნენ ცნობილ მსახიობს ადელა ნორიეგას, რომელიც ცნობილია სერიალით "გვადალუპე". "ადელას დიდ პატივს ვცემ, შესანიშნავი მსახიობია და ნამდვილად დიდი ვარსკვლავი, მაგრამ მასთან მსგავსებით არასოდეს მიამაყია. როდესაც ვიღაცას გამსგავსებენ, ავტომატურად იზღუდები, შენთან საინტერესო როლები უკვე აღარ მოდის. მუდმივად იმის დამტკიცება გჭირდება, რომ შენ დამოუკიდებელი მსახიობი ხარ და მისგან განსხვავდები. ვფიქრობ, დღეს უკვე აღარავის ეშლება, ვინ არის ფაველა და ვინ – ნორიეგა", – აღნიშნავს მარლენი. 


გთავაზობთ მარლენ ფაველასთან ინტერვიუს, რომელიც მის პოპულარულ სერიალს, "შურისძიების ნიღაბს" ეხება.  ))<3
– რას ნიშნავს თქვენთვის სერიალი "შურისძიების ნიღაბი"? 

– როგორც პროფესიულად, ასევე პირადი კუთხით, ეს როლი ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ძალიან მომწონს. ჩემი პერსონაჟი ძალიან ადამიანურია და რადიკალურად განსხვავებული იმ გმირებისგან, რომლებიც აქამდე მითამაშია. ))

– მაინც რით განსხვავდება ესმერალდას როლი სხვა დანარჩენებისგან? 

– ის ძალიან საინტერესო ქალია, ემოციური, ტირის იმ დროს, როცა უნდა იტიროს, არ ჰგავს იმ პერსონაჟებს, რომლებიც მთელი სერიალის განმავლობაში, საჭიროა თუ არა, მაინც ტირიან. მებრძოლია, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. პრინციპში, ყველა ამ თვისებით ძალიან მგავს. ალბათ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ რეალურად სერიალში ვთამაშობ ქალს, რომელთანაც ბევრი საერთო მაქვს. 

– სხვა მხრივ რამე თუ გასწავლათ ამ როლმა? 

– ყველა როლი გარკვეულწილად რაღაცას მიტოვებს. ახლა უფრო დაბრძენებული ვარ, როგორც მსახიობი და როგორც პიროვნება. 

– რთული იყო მთელი დღის განმავლობაში ისტორიული ეპოქის კოსტიუმის ტარება? 

– არა, ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი. ასე მეგონა, მთელი ცხოვრება იმ ეპოქაში ვცხოვრობდი. 

– გარისკავდით და ითამაშებდით ბოროტ ქალს? 

– ტელესერიალებში უპირატესობას ვანიჭებ მთავარ როლს, რომელიც ყოველთვის კარგი გოგოა, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტს გიხდიან და შესაბამისად ბევრი პერსპექტივა გაქვს. დიდ კინოში მქონდა ბოროტი გმირის განსახიერების პრაქტიკა და, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. კინოში საკუთარ თავზე ბევრ ექსპერიმენტს მოვსინჯავ, სერიალში კი მაინც კარგი გოგოების როლებს დავჯერდები. 

– თავს ალბათ იღბლიანად გრძნობთ, რადგან 32 წლის ხარ და თქვენს კარიერაში 15 წარმატებული სერიალია. 

– რა თქმა უნდა, იღბლიანი ვარ. ცხოვრებაში ყველაზე მარტივად ჩემი ოცნების განხორციელება შევძელი. რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მხოლოდ წარმატება მახსენდება. ყველაფერში გამიმართლა – სამსახურში, მეგობრებში. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და ამაში ფულსაც მიხდიან. 

– ყოველთვის გჯეროდათ, რომ თქვენი კარიერა ასეთი წარმატებული იქნებოდა? 

– ერთხელ მითხრეს, რომ გადამეტებული ამბიციები გაქვსო. მე კი ვიცოდი, რომ დასახულ მიზანს მივაღწევდი. დარწმუნებული ვარ, რომ გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. დავიბადე და გავიზარდე უბრალო ოჯახში, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა საკუთარი ოცნებები, ფასეულობები და ძალები. 

– როგორ ხედავთ თქვენს კარიერას სერიალების გარდა? 

– მინდა, მალე მთელი ჩემი ძალები დიდი კინოსკენ მივმართო. ვაპირებ ლოს ანჯელესში წასვლას. ოცნება მაქვს, რომ  ალმადოვარის ფილმში ვითამაშო და ამას აუცილებლად მოვახერხებ. 

– ეს თქვენგან ამბიციური განაცხადია თუ ბრძოლის ჟინი გაქვთ? 

– ვაღიარებ, რომ საშინლად ამბიციური ვარ, მაგრამ რომ არა ამბიციები, წარმატებაც არ მოვა.

– ვინმესი გშურთ? 

– არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ბევრ ქალს შურს. წითელ ხალიჩაზე სიარულის დროს ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ხოლმე. ამ დროს ჩანთაში ერთი თილისმა მაქვს, რომელიც შურიანი თვალისგან მიცავს. 

– რატომ არ შექმენით ოჯახი, თქვენთან სიყვარული რთულად მოდის? 

– შეიძლება რთულადაც მოდის, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებს ასე დრამატულად ვერ დავხატავდი. უბრალოდ ასეთი პრინციპი მაქვს – მხოლოდ იმით აღვფრთოვანდე, ვინც ნამდვილად მიყვარს. 

– წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ცოლისა და დედის ამპლუაში? 

– რა თქმა უნდა, ეს ჩემი მიზანია და ჯერჯერობით აუხდენელი ოცნება. ალბათ 4–5 წელიწადში ამ როლსაც მოვირგებ. რატომღაც მჯერა, რომ 35 წლის ასაკში გვერდით ცხოვრების ნამდვილი მამაკაცი მეყოლება, რომელიც აბსოლუტურად ბედნიერს გამხდის. კაცის მიმართ მაშინვე ვკარგავ ინტერესს, თუ ვიგრძენი, რომ მასში ნამდვილი მამაკაცი არ ზის. )))

წითელ ხალიჩაზე უმშვენიერესი მარლეენიი))<3
Marlene Favela

Marlene Favela - 2012 Billboard Mexican Music Awards Presented by State Farm - Arrivals

Marlene Favela - Telemundo's Premios Tu Mundo Awards - Arrivals

Marlene Favela - The 10th Annual Latin GRAMMY Awards - Press Room
Marlene Favela - The 10th Annual Latin GRAMMY Awards - Show

Marlene Favela - People en Espanol celebrates 50 Most Beautiful People Issue

Marlene Favela - People en Espanol Celebrates Its 12th Annual '50 Most Beautiful' Issue

Marlene Favela - 2012 Billboard Mexican Music Awards Presented by State Farm - Show

Marlene Favela - 2012 Billboard Mexican Music Awards Presented by State Farm - Arrivals


-GabbY-♥
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1362 | დაამატა: ❤cinderella❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
2012-12-24 Spam
ეს რაარი ? ;დ Tiko Godoladze,