ციტატები მარიო პიუზოს ნოველიდან | რომანის ეკრანიზაციები
მარიო პიუზო/Mario Puzo
მარიო პიუზო იტალიური წარმოშობის ამერიკელი მწერალია, დაიბადა ღარიბ ოჯახში, 1920 წლის 15 ოქტომბერს. სწავლობდა ნიუ-იორკში და კოლუმბიის უნივერსიტეტში, მისი ახალგაზრდობა დაემთხვა II მსოფლიო ომს და ეს შემოქმედებასეც აისახა პიველი ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 1955 წელს მოგვითხრობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ხალხის ცხოვრებას. მარიო ოცი წლის განმავლობაში სახელწიფო დაწესებულებაში მუშაობდა. 1963 წლიდან კი უშტატო ჟურნალისტად.
მისი სცენარების მიხედვით არაერთი ფილმი გამოვიდა ეკრანზე. "ქრისტეფორე კოლუმბი", "სუპერმენის" სერია, "მიწისძვრა". მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა "ნათლიამ" რომელშიც მოთხრობილია მაფიის ცხოვრება. წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო ამერიკლემა რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ 1972 წელს, ფილმში მონაწილეობენ:მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო, ჯეიმს კაანი.. "ნათლია" აშშ-ის ფილმების ისტორიაში რიგით მეორე რეიტინგულ ფილმად აღიარეს, ხოლო ინტერნეტმონაცემთა ბაზაში დღესაც პირველი ადგილი უკავია. ფილმი სენსაციად იქცა, წიგნი - ბესტსელერად. მარიო პიუზო ორჯერ დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო სცენარებისათვის. ის გარდაიცვალა 79 წლის ასაკში 1999 წელს.
ციტატები წიგნიდან:
„საზოგადოება ხშირად გაყენებს წყენას, რომელიც უნდა დაითმინო, რადგან შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თავლს გაახელს და სამაგიეროს მოუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს."
„ .. კაცი, რომელიც შვილებს მამობას არ უწევს, ვერასოდეს იქნება ნამდვილი კაცი."
„ ... მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია."
„პორტფელიდან ადვოკატს გაცილებით მეტი შეუძლია მოიპაროს, ვიდრე ავტომატებით შეიარარებულ ას კაცს."
„არასოდეს არავის მისცე საშუალება, გარდა შენი ოჯახის წევრებისა, გაიგონ, რას ფიქრობ. არასოდეს არ უნდა იცოდნენ, რა გაქვს გულში."
„ არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ."
„–გაცილებით მომგებიანია, იმეგობრო ისეთ ადამიანთან ვინც დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თავის საქმეებს თვითონვე აგვარებს და ყოველთვის მზად იქნება, იქით დაგეხმაროს, როცა რაღაც გჭირდება."
„მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია; მრისხანების დაუოკებლობა უგუნურებაა."
„მეგობრებმა ბოლომდე არ უნდა იცოდნენ შენი ღირსებების შესახებ, მტრებს კი გადაჭარბებული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ შენს სისუსტეებზე."
„მადლიერების გრძნობას დრო სილამაზეზე უფრო სწრაფად აჭკნობს."
''...რაღა ადამიანები ვიქნებოდით, გონება რომ არ გვიჭრიდეს, მაშინ ველურ მხეცებს დავემსაგვსებოდით, ჯუნგლებში რომ დაძრწიან, მაგრამ ჩვენ ხომ განსჯის უნარს ვფლობთ, შეგვიძლია, ერთმანეთისა და საკუთარ თავსაც რჩევა ვკითხოთ.''
„წყალობა მხოლოდ ოჯახისგან მოდის და ოჯახისადმი საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ნდობა გვამრთებს."
„ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია."
„..მაიკლმა მამას ხუმრობით უთხრა: – ესე იგი, შენ ყველაფერი მასწავლე ამის გარდა, როგორ ვუთხრა ადამიანს „არა" ისე, რომ კმაყოფილი დარჩეს? – ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს, ‘არა’ ძალიან ხშირად არ უნდა უთხრა. მთელი საიდუმლო ესაა, ხოლო როცა ეუბნები ‘არას’, ეს ისე უნდა ჟღედეს, თითქოსდა ეუბნები ‘დიახ’. ან იქამდე უნდა მიიყვანო, რომ თვითონვე თქვან: ‘არა’. ეს დროსა და წვალებას მოითხოვს."
„– შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც გაციებული უნდა მიირთვა; მაშინაა გემრიელი."
„არსებობს ისეთი მოვალეობები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესონიც კი ვეღარ ასრულებენ".
„მამაისმა სიკვდილის წინ წარმოთქვა „რა მშვენიერია სიცოცხლე". მაიკლი საერთოდ ვერ იხსენებდა, რომ დონს რაიმე ეთქვას სიკვდილზე როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ პატივს სცემდა სიკვდილს, მასზე რომ ეფილოფოსობა...''
„_თუკი მოვახერხებ მოვკვდე ამ სიტყვებით „რა მშვენიერია სიცოცხლე", სხვას არაფერს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუკი შევძლებ მჯეროდეს საკუთარი თავისა, დანარჩენს მართლა არ ექნებაო მნიშვნელობა.''
დონ ვიტო კორლეონე ნიუ იორკის მაფიას ხელმძღვანელობს. იგი თავის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია, რაც ხელს არ აძლევს მაფიის სხვა კლანების წარმომადგენლებს. ამ უთანხმოების საფუძველზე წამოწყებული მტრობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება.
ჯილდოები
ოსკარი: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - მარლონ ბრანდო
საუკეთესო სურათი - ალბერტ ს. რუდი
საუკეთესო სცენარი - მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა
ოქროს გლობუსი:
საუკეთესო სურათი (დრამა)
საუკეთესო როჟისორი - ფრენსის ფორდ კოპოლა
საუკეთესო მსახიობი (დრამა) - მარლონ ბრანდო
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა - ნინო როტა
საუკეთესო სცენარი - მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა
ფილმი წარდგენილი იყო კინოაკადემიის ოსკარზე 11 ნიმინაციაზე, და მოიგო ექვსი, მათ შორის საუკეთესო ფილმი და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი რობერტ დე ნიროსთვის.
შინაარსი: კორლეონეს კლანს სათავეში დონ ვიტოს უმცროსი ვაჟი, მაიკლი ჩაუდგა. იგი ოჯახურ ბიზნესს უძღვება, აძლიერებს და აფართოვებს თავისი კლანის გავლენას. ფილმი პარალელურად მოგვითხრობს დონ ვიტო კორლეონეს ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ.
შინაარსი: ცნობილი განგსტერული ეპოპეის დამასრულებელი ნაწილი, რომელშიც გრძელდება დონ კორლეონეს 'ოჯახის' საქმეების ისტორია. ოცი წლის შემდეგ, წინა სურათში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მაიკლ კორლეონე პატიოსანი ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს. თუმცა, კლანში არსებული წინააღმდეგობა მას მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობის ძველებური მეთოდების გახსენებას აიძულებს, რაც ტრაგიკულ ფინალს გამოიწვევს...
იმედია მოგეწონათ <3
რომანი არაჩვეულებრივია, ფილმები მე პირადად არ მინახავს(ამ კვირაში ვაპირებ), მაგრამ ყველასგან ვიცი, რომ იმ იშვიათ შემთხვევებს ეკუთვნის, როდესაც წიგნს ეკრანიზაცია სჯობნის, ამიტომ ნამდვილად ღირს ყურება.
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:1252 | დაამატა:MissBarnes♥ | რეიტინგი:5.0/1