მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » მაკიაჟის წესები
12:29 PM
მაკიაჟის წესები
ქალების უმრავლესობისთვის მაკიაჟი ავტომატურობამდე დაყვანილი ყოველდღიური რიტუალია, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ არასწორად გაკეთებული მაკიაჟი ხაზს კი არ უსვამს, არამედ ჩქმალავს ქალის ღირსებებს. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია მაკიაჟის წესების ცოდნა. 

უმნიშვნელო შეცდომები, ჩრდილის არასწორად წასმა ან ტუშის ჩამოფცქვნა, ადვილად შეიძლება გამოვასწოროთ, ხოლო თუ მაკიაჟი არასწორად წავისვით, ვეღარაფერს შევცვლით - უნდა ჩამოვიბანოთ და ხელახლა წავისვათ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ტონალური კრემის არასწორად წასმა. 

სქლად წასმული ტონალური კრემი სახეს ნიღაბს ამსგავსებს. სწორად წასმული ტონალური სახეზე შესამჩნევი არ უნდა იყოს, თუმცა იმავდროულად წარმატებით უნდა ნიღბავდეს ყველა ნაკლს. ტონალური კრემის წასმის წესები: 
კრემის წასმამდე აუცილებლად გაისუფთავეთ სახის კანი. 
კრემი წაისვით თხლად. 
კიდეები ისე გადაასწორეთ, რომ არ ჩანდეს გამყოფი ხაზი. 
სახის ფერი კისრისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. 
სახის კანისა და ტონალური კრემის ფერი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. განსხვავებული ელფერი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სახის გარკვეული ნაწილის ჩამუქება გვჭირდება. 
მომდევნო ეტაპი პუდრი და რუჟია. მეტად გავრცელებული შეცდომაა მკვეთრი წითელი ლოყები და დიდი რაოდენობით პუდრი. მკვეთრი რუჟი აბერებს, ხოლო ბევრი პუდრი კანის გამოშრობას იწვევს. რუჟისა და პუდრის წასმის წესები: 
პუდრის ფერი კანის ფერის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. 
ნუ წაისვამთ დიდი რაოდენობით პუდრს, უმჯობესია მხოლოდ იმ უბნებით შემოიფარგლოთ, სადაც კანი პრიალებს. 
ნუ წაისვამთ პუდრს თვალების ირგვლივ. 
ეცადეთ, რუჟი თანაბრად წაისვათ. ამისთვის გამოიყენეთ ფხვიერი რუჟი და ფართო, მსხვილი ფუნჯი. 
ნუ წაისვამთ დიდი რაოდენობით რუჟს - ლოყები არაბუნებრივი ფერისა გამოჩნდება. 
სახეზე პუდრი უნდა წავისვათ ზემოდან ქვემოთ. ასე კანი აბრეშუმისებრ ელფერს შეიძენს. სახლის პირობებში უმჯობესია ვისარგებლოთ ფხვიერი პუდრით, მისი თანაბრად წასმა ბევრად უფრო ადვილია. მაკიაჟის კორექციისთვის გამოგადგებათ კომპაქტური პუდრი, მაგრამ მისი თანაბრად წასმა რამდენადმე უფრო ძნელია, ამიტომ ის საგზაო ვარიანტად შეიძლება გამოვიყენოთ. მას ღრუბლით ისვამენ. რამდენიმე გადასმა და კანი თითქოს ცოცხლდება. შუბლის შუა ნაწილს, ცხვირსა და ნიკაპს O-ზონას უწოდებენ. ამ ადგილებში ბევრი საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვალია, ამიტომ მასზე რამდენჯერმე უნდა გადავატაროთ ფუნჯი. თუ O-ზონა აპრიალდა, ზედმეტი ცხიმი შეიძლება მოვიცილოთ ხელსახოცით, მერე კი ფაქიზად გადავისვათ კომპაქტური პუდრი. ფხვიერ პუდრს ბუმბულის სპეციალური ფუნჯით სვამენ. ის კანს ჰაეროვანს აჩენს, თავად პუდრი კი შეუმჩნეველი რჩება. თუ ლამაზი, თანაბარი რუჯი გაქვთ, გამოიყენეთ ბრინჯაოსფერი პუდრი. თუმცა ასეთ პუდრს რუჯის უქონლობის შემთხვევაშიც ისვამენ ნამზეურის ეფექტის მისაღებად. ამ შემთხვევაში ის უნდა წავისვათ არა მარტო სახეზე, არამედ კისერზე და დეკოლტეს ზონაზეც. უნდა მოვერიდოთ კანზე მუქი უბნების გამოჩენას. მსუბუქი რუჯის ელფერით შეიძლება გამოვაცოცხლოთ და გავახალისოთ გადაღლილი კანი. არანაკლებ მნიშვნელოვანია თვალების მაკიაჟი. აქ შეცდომა ჩრდილების ფერის არასწორი შერჩევით გამოიხატება. თვალების შეღებვისას უნდა გვახსოვდეს: 
ჩრდილი თვალების ფერის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ფერი ემთხვეოდეს თვალების ფერს - ამ შემთხვევაში თვალების მაგივრად დიდი ფერადი ლაქა გამოჩნდება. ჩრდილის მიზანი თვალების ფერის ხაზგასმაა და არა მასთან შერწყმა. 
ლურჯმა და რუხმა ჩრდილებმა შეიძლება ხაზი გაუსვას თვალის ქვეშ არსებულ მუქ რგოლებს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ფერების გამოყენება არ შეიძლება; უბრალოდ უნდა დავიცვათ ზომიერება და სწორად შევარჩიოთ ელფერი. 
თვალის კონტური მთლიანად უნდა მოვხაზოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვალი უფრო პატარა გამოჩნდება, ხოლო მაკიაჟი - დაუსრულებელი. 
ტუჩების მაკიაჟის დროს გავრცელებული შეცდომაა მეტისმეტად მკვეთრი ფერის საცხი. ტუჩების მაკიაჟის დროს უნდა გავითვალისწინოთ: 
ფანქარი არ უნდა იყოს საცხზე მუქი. 
კონტური უნდა წავისვათ თანაბრად, ტუჩის ბუნებრივ საზღვარზე და არა მის გარეთ. 
დილით უმჯობესია ღია ფერის საცხის წასმა - მუქი დღის ამ მონაკვეთში ვულგარული და უადგილო გამოჩნდება.
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 669 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-12-29 Spam
kargi siaxlea <3