ყველასათვის ცნობილმა, ახალგაზრდა მომღერალმა და მსახიობმა მაილი საირუსმა თავისი ბოლო კლიპით ჩვენ ვერ შეაჩერებს-ით მეორე რეკორდის დამყარება მოახერხა, პირველი რეკორდი მან მაშინ დაამყარა როდესაც 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა, ამ მაჩვენებლით Justin Bieber-ს აჯობა, თუმცა ერთი Directioner-მა მაილის გადაასწრო. მაგრამ მაილი პირველობას ქალ ვარსკვლავებში კვლავ ინარჩუნებს. რაც შეეხება მეორე რეკორდს, მაილიმ ამჯერად Eminem-ის მაჩვენებელი მოხსნა და ყველაზე სწრაფად დააგროვა 100 მილიონი ნახვა, ამიტომ მაილის დაპირების თანამად მალე გამოვა ვიდეო, რომელშიც ასახული იქნება ის თუ როგორ იღებდნენ კლიპს. მიუხედავად იმისა რომ მაილის ახალმა კლიპმა საზოგადოების აზრი ორად გაყო, იგი უდავოდ წარმატებულია, გარდა ამ რეკორდებისა სინგლიც და კლიპიც პირველ ადგილზეა 40 ქვეყანაში.