მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 1 » <33
0:19 AM
<33
ორნელა მუტი
მიყვარს ეს ქალი. 
ბევრი ფოტო და ინფორმაციაა 
ნახეთ!! ♥♥♥

ორნელა მუტი 

ნამდვილი სახელი: ფრანჩესკა რომანა რიველი. 
დაიბადა 1955 წლის 9 მარტს, რომში. მამა იტალიელია, ნეაპოლიტანელი. დედა კი ესტონელი, 
რომლის მშობლებიც რუსეთიდან, სანკტ პეტერბურგიდან ემიგრირდნენ. ყავს და კლაუდია. 

კინოინდუსტრიაში 15 წლის ასაკიდან ჩაერთო. ძირითადად გადაღებულია იტალიურ ფილმებში, თუმცა 1980 წელს ითამაშა ფანტასტიკუტი ჟანრის ბრიტანულ ფილმში "Flash Gordon”. 1984 წელს გამოჩნდა გერმანელი რეჟისორის ფოლკერ შვიონდორფის ფილმში "Un amour de Swann”,სადაც ითამაშა ლეგენდარულ ალენ დელონთან ერთად. ორნელას უმუშავია ისეთ ცნობილ იტალიელ რეჟისორებთან, როგორებიც არიან მარკო ფერერი და დინო რიზი. აქვს უძრავი ქონება იტალიაში, საფრანგეთსა და მონაკოში. 1994 წელს ის გახდა მონაკოს მცხოვრები. ორნელა მუტი კანის კინო-ფესტივლის მუდმივი საპატიო სტუმარია. 
ქართველი მაყურებლისთვის ის ძირითადად ცნობილია ფილმით "ჭირვეულის მორჯულება” (1980),სადაც ითამაშა ადრიანო ჩელენტანოსთან ერთად. მოგვიანებით ორნელა მუტი გამოტყდა რომ მას და ადრიანოს ხანმოკლე რომანი ჰქონდათ: "მსახიობებში ეს ნორმალურია – სიყვარული ფილმის გადაღებისას”. 

1974 წელს ესპანელი რეჟისორისგან ხოსე ლუი ბერმუნდეზ დე კასტრო აკასოსგან შეეძინა გოგონა ნაიკე რიველი, რომელიც ასევე მოდელია. ორნელა გათხოვილი იყო 2-ჯერ. პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა 1975–1981 წლებში მსახიობ ალესიო ორანოსთან, რომელიც გაიცნო ფილმ "ყველაზე ლამაზი ცოლი” – ზე მუშაობისას, რომელიც ორნელას პირველი ფილმი იყო და გადაღებებისას 14-15 წლის იყო. ისტორია რეალურ ისტორიას ასახავდა (wiki/Franca_Viola). მეორე მეუღლე იყო 1988–1996 წლებში ფედერიკო ფაჩინეთი, რომლისგანაც 2 შვილი ყავს – ქალ-ვაჟი. ფედერიკოზეს ორნელა ბავშვობიდან იცნობდა და მასთან რომანი ქონდა პირველ ქორწინებამდე. 

1998 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა სტეფანო პიკოლთან ერთად, რომელიც პროფესიით პლასტიკური ქირურგი იყო. დღეს დღეისობით კი მისი ახალი რჩეული ფაბრიკე კერჰევეა. 

ორნელა მუტის ფოტოები: 

ჰა თქვით ეხლა არ გავს ბარბარას? ბარბარა პალვინს

დაამოწმა:Queenmariamo
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 659 | დაამატა: Muser♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-09-01 Spam
lamazi qalia :*