მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 18 » <3
4:28 PM
<3



მზე ჩამოწვა... ღრუბლები მიმოიფანტნენ და გზა დედოფალს დაუთმეს თითქოს მის წინაშე ქედს იხრიანო .არც მზე დაბნეულა მედიდურად გამოანათა და როგორც ყოველთვის არემარეში თავისი სხივები მიმოფანტა .. ხალხს თვალი თვალში გაუყარა .. დღემდე ვერავინ შეძლო მის თვალებში ჩახედვა იმდენი ხნით რომ რამის ამოკითხვა შეძლებოდა . მართლაც ეს ერთი უბრალო რამ რა ყველაფერს ცვლის არა? განა ვინმეს წარმოუდგენია სიცოცხლე მზის გარეშე .. ის ხომ უკვე 4 მილიარდი წელია მუდმივად

ადამიანების გვერდითაა ხედავს მათ ავ-კარგს მაგრამ არ გვტოვებს .. ადამიანი კი ყოველთვის მზადაა დათმოს ვინმე ან ყველა იმისთვის რომ თვითონ თავი კარგად იგძნოს მიაღწიოს იმას რაც სურს.ამბობენ'' მიზანი საშუალებას ამართლებსო'' განა ეს სიმართლეა? ნუთუ შეიძლება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ადამიანმა ყველაზე მთავარი ადამიანობა დაკარგოს იმისთვის რომ ჰქონდეს ყველაფერი რაც სურს .მაგრამ ეს ყველაფერი არაფერს წარმოადგენს თუ ადამიანმა დაკარგა ადამიანური სახე გახდა ის ვინც გამოადგა რომ ყოფილიყო და არა ის ვიც უნდოდა რომ ყოფილიყო .. და მერე რა იქნება ?? მოიხედავ უკან და მიხვდები რომ ის რისთვისაც ამდენი იშრომე გადათელე ყველა და ყველაფერი გაქრა .. უკვალოდ შთაინთქა .. დაკარგე მიზანი იმიტომ რომ მარტო დარჩი ამ ცხოვრებაში . იხედები უკან და ხედავ რომ მარტო ხარ მარტო ხარ ამ ჯურღმულში არ გყავს მშველელი ,დამხმარე, არავინ გიწვდის დახმარების ხელს. დაეცი , მაგრამ სულით ,სულით დაცემა კი ბევრად მტკინვეულია . ეს ტკივილი უფრო მწარეა ,ეს ტკივილი უფრო მეტ იარას ტოვებს სულში .. განათებული გზა ნელ-ნელა გიბნელდება მიდიხარ უმისამართოთ მაგრამ არ ჩერდები .. იბრძვი მაგრამ არ იცი რისთვის . სული გეყინება , არ იმჩნევ რადგან ხვდები რომ უკვე მიუახლოვდი დასასრულს .. მაგრამ შენ შენი დასასრული ასე არ დაგიგემავს აპლოდისმენტებს ჩვეული სრულ უკუნში ეშვები .. იხრები ცრემლი ლოყებს გიწვავს იხედები სარკეში და ხვდები რომ სული დაგიმახინჯდა ,გული გაგეყინა .. არაფერს აღარ გრძნობ .. სიყვარული, სიძულვილი ,ბედნიერება , სიხარული , სინანული ეს უკვე უცხოა შენთვის .. აგაკანკალა მაგრამ მზე ანათებს ისევ ისე როგორც ადრე მაშინ როცა ჯერ კიდევ ცხოვრებას იწყებდი ,მაშინ როცა თავი ყველაფრის ბატო-პატრონი გეგონა, მართლაც ასე მოხდა, მაგრამ მთავარს ვერ უპატრონე, ვერ მოუარე როგორც ყველაზე წმინდას ,სული დაგიმძიმდა ..... ''ისევ ანათებს''-თქვი აღტაცებულმა და ფანჯიდან მზის მწველმა სხივებმა მოგჭრა თვალი ... გახედე , შემოგხედა , ცდილობ თვალი მოაშორო მაგრამ არ გამოგდის ... 1,2,3 უკვე მიწაზე წევხარ უგონოდ უსულოდ ..'' შევძელი , წავიკითხე ''-თქვი გახარებულმა ,ცხოვრებას მოწყურებულმა ,მაგრამ დრო აღარ გაქვს , ვერ გამოიყენე..
''დედამიწას სიყვარული ატრიალებს .. შენ კი ამ მთავარს აქციე ზურგი ყველა დანარჩენმა კი შენ ) ისევ ანათებს როგორც ადრე ,შეუჩერებლად ,ხედავს ადამიანთა სიავეს, მაგრამ არ წყვეტს ნათებას .... ეს ხომ სიყარულია <3
:დდდ არ ვიცი რა ვთქვა ,, და რატომ დავწრე ვიიცი სრული სისულელეა მაგრამ რატომღაც მინდოდა წაგეკითხათ , იმედია რომ წაიკითხავთ სახეზე ღიმილი მაინც გადგეფინებათ და არ იფიქრებთ რომ დებილი ვარ :დდდ
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 684 | დაამატა: Ann)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-05-18 Spam
4. ani   ( Ann))[??????]

madlooobt bavshvebooo <33 didi madlobaa <3