მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 16 » Love♥Story P-2
10:42 AM
Love♥Story P-2
LoveStory P-2

ღმერთო!!! 
უცებ ტკივილმა აიძულა ხმამაღლა ეთქვა ეს სიტყვა და უსულოდ დაეცა. მშობლებმა ხმაური გაიგონეს და ოთახში შევარდნენ. დაინახეს ანი უსულოდ იატაკზე დაგდებული. დედა პანიკამ მოიცვა. სასწრაფო გამოიძახეს და ანი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ყველაფერი მოულოდნელად და უეცრად მოხდა. შემდეგ ყველამ გაიგო ეს შემზარავი ამბავი და საავადმყოფოში მოიყარეს თავი. ელოდნენ ანის გონზე მოსვლას, ყველა საათს მისჩერებოდა, როგორც იქნა ანი გონს მოვიდა. ექიმმა ყველას შეატყობინა და ყველამ ერთდროულად შვებით ამოისუნთქა. დედა პალატაში შევიდა, შეაღო კარი და დაინახა შვილი, ფერმკრთალი და გული აუჩუყდა: 
დედა რა მოხდა?
ნუ გეშინია შვილო, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ცოტათი შეუძლოდ გახდი.
დედა რაღაც ყველაფერი მტკივა, საერთოდ ყველაფერი.
დამშვიდდი შვილო მალე გაგივლის და სახლში წაგიყვანთ.
ანი ყველა მისმა მეგობარმა მოინახულა, ყველა ამხნევებდა და ცოტათი მოახერხეს კიდეც მისთვის ტკივილი დაევიწყებინათ. ყველას რომ ეგონა ანი მეორე დღესვე სახლში დაბრუნდებოდა, ამაო აღმოჩნდა, რადგან მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. . . . . მაგრამ ზუსტ მიზეზს ვერავინ იგებდა. ასეთ ერთფეროვნებაში, საავადმყოფოში ანიმ თითქმის ორი კვირა გაატარა.
ანის მშობლები ექიმმა თავისთან დაიბარა. ცოტა არ იყოს შეშინებული შევიდნენ ექიმთან, რადგან ექიმს სახეზე უცნაური მიმიკები უთამაშებდა. . . . ეს მიმიკები მწუხარების მიმანიშნებელი იყო.
დაბრძანდით! თქვენ იმიტომ დაგიბარეთ რომ ანალიზის ზუსტი პასუხი გითხრათ, მაგრამ ძალიან მიჭირს ამის თქმა.
ექიმო რა ხდება? რამე საშიშია?
მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე მოველოდით.
ნერვებმოშლილმა დედამ ხმამაღლა წამოიყვირა: არ იტყვით რაშია საქმე?
ანალიზის პასუხმა აჩვენა რომ თქვენი შვილი მძიმე სენით, ლეიკემიითაა დაავადებული, უკვე გართულებულ მდგომარეობაში
ანის მამა შეშფოთებული მივარდა ექიმთან და ჟანჟღალით უთხრა: ჩემი შვილი განკურნეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთო.
ჩვენ ყველანაირად შევეცდებით მაგრამ უკვე გვიანია, მდგომარეობა რთულადაა და შეიძლება შემდეგ სავალალო აღმოჩნდეს.
ანის დედა ტირილით ღმერთს ეუბნებოდა: ღმერთო მე რატომ არ მომექეცი მასე და რატომ მართმევ ერთადერთ შვილს, გთხოვ მე წამიყვანე და აქვითინებულმა მეუღლეს დაადო თავი. ანის დედა აზრზე არ იყო, თითქოსდა წაერთვა მეტყველებისა და აზროვნების უნარი, ყველას უნდოდა გაეგო რა ხდებოდა, მაგრამ ანის მშობლები თქმას ვერ ახერხებდნენ. 
ისინი ფიქრობდნენ თუ როგორ ეთქვათ ანისთვის ან საერთოდ ეთქვათ კი? მაგრამ დამალვას რა აზრი ჰქონდა, მაინც გაიგებდა ადრე თუ გვიან. დედამ გადაწყვიტა რომ ის ეტყოდა ანის ამას, მაგრამ საშინლად უძნელდებოდა.
რა ვქნა? რა ვქნა? რა ვქნა? ამას იმეორებდა ანერვიულებული.
დამშვიდდი ასე მოგვექცა ბედი, უდროოდ ის მიდის ვინც ღმერთს უყვარს, ყველას ერთი გველის. . . . . . 
დათო ამას როგორ ამბობ? ის ხომ ჩვენი ერთადერთი შვილია? მისი დათმობა არ შემიძლია გესმის???? არააააააააა. . . .  . . . . !!!!
ნინო ჩვენი შვილი ძლიერია, აიტანს ამ ყველაფერს და იბრძოლებს გადარჩენისთვის, ის ხომ ჩვენი შვილია. . . . . 
დამშვიდდი და უარესად არ შეაშინო. . . . .
დედამ შეაღო პალატის კარი ისე, თითქოს ლოდი დააწვა და დიდი სიძნელით შევიდა შიგ. ანის ძალიან ლამაზად და მშვიდად ეძინა. დედას უნებლიედ ცრემლები წამოუვიდა. როგორ დაერღვია მისთვის სიმშვიდე, როცა ხედავდა რა უშფოთველად ეძინა. ანის დიდი ხანი არ სძინებია, მალე გამოეღვიძა და დაინახა დედა ფანჯარაში დაღონებული როგორ იყურებოდა.
დე შენ ხარ?
შვილო გაიღვიძე? იცი რა ლამაზად გეძინა?
მართლა? ალბათ იმიტომ რომ ლამაზი სიზმარი ვნახე.
და რა სიზმარი ჩემო ანგელოზო?
ვითომ "ოცნების კუნძულზე” ვიყავი და მზის ჩასვლას ვუყურებდი.
მართლაც ლამაზი სიზმარი გინახავს შვილო
ხო დედა! ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი დამესიზმრა და ცუდია რომ ეგ მხოლოდ სიზმარი იყო . . . . . დედა როგორი სახე გაქვს? მასე რატომ მიყურებ? მოხდა რამე? მითხარი არ დამიმალო
შვილო იცი რა?
არა დედა არ ვიცი, თუ მეტყვი გავიგებ!
შვილო არ შემიძლია!!!!! და აქვითინდა. . . 
დედა ცუდად ხარ?
არა შვილო არ ინერვიულო მე კარგად ვარ.
დე რას მიმალავ? მითხარი დე გთხოვ!
დედა შენ არ ინერვიულო შვილო ყველაფერი კარგად იქნება, უფალი ჩვენთანაა.
დედა ეგ რა შუაშია?
მეტი აღარ შემიძლია შვილო. . . . . . .
დედა მითხარი რა ხდება!
იცი შვილო შენ ავად ხარ. . . . . !
ავად? სერიოზულად?
ლეიკემიაააა. . . . 
ლეიკემია???? სულშეკრულმა თქვა ეს, დე დე დე ლეიკემია როგორ დე? საიდან? რისთვის? 
ანი აქვითინდა, დედა ამხნევებდა მაგრამ მის გულში ყველაზე დიდი ტკივილი იყო და ანის ცრემლები მას ტკივილზე ტკივილს უმატებდა.
დედა! დე! რამდენ ხანს ვიცოცხლებ?
6 თვემდე!
6 თვემდე? ძალიან ბევრია. . . . . დე არ მინდა წვალება გესმის? არა! მირჩევნია უმტკივნეულოდ მოვკვდე და მალე.
დედა ხმას ვეღარ იღებდა.
ამის შემდეგ ეს ამბავი ანის მეგობრებმაც გაიგეს, ყველას უჭირდა დაჯერება და წარმოდგენა, რომ ისინი მალე ანის ვეღარ ნახავდნენ, მაგრამ ანისთან არაფერს იმჩნევდნენ. შემდეგ ანის მეგობრებმა გადაწყვიტეს მისთვის ეს დათვლილი დღეები გაელამაზებინათ და გიოს შეატყობინეს ეს ამბავი . . . . . გიოსთვის ეს უდიდესი დარტყმა იყო . . . . . მას ხომ ანი ძველებურად უყვარდა. . . .
გიო მეორე დღესვე ჩამოვიდა ანის სანახავად. ანი აზრზეც არ იყო რომ გიომ ყველაფერი იცოდა. გიო ჩამოსვლისთანავე საავადმყოფოში წავიდა. . . . . თან ანის საყვარელი ყვავილების თაიგული უყიდა. როცა საავადმყოფოში შევიდა ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ჩაეხედა ანის თვალებში, რა ეთქვა მისთვის, ნერვიულობისაგან მთლად კანკალებდა. ფიქრობდა რომ ანი გაიფიქრებს მხოლოდ ეხლა გავახსენდი ამდენი ხნის მანძილზეო და ასეთი აზრები უტრიალებდა თავში. ამ ფიქრში ანის პალატას მიუახლოვდა, კარები შეაღო, ამოისუნთქა და შედგა პირველი ნაბიჯი. ანის თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული და ცას გაჰყურებდა. . . . 
ანი . . . . .
ანიმ პირველად თავი არ შემოაბრუნა, გაიფიქრა მომესმაო . . . . ეს ხომ გიოს ხმა იყო. . . . 
ჩაფიქრებული ხარ?

(ამ სიტყვებზე ანიმ დაიჯერა, რომ არ ეჩვენებოდა. უცებ თავი შემოაბრუნა და გიო დაინახა, ადამიანი რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თქვენ ვერ მიხვდებით ანის გულში რა ხდებოდა, მაშინ როცა გიოს ხმა გაიგონა. თითქოსდა ვეღარ გადაიტანდა იგი ამ სიხარულს, მაგრამ თავი შეიკავა და სიამაყით შეხედა გიოს.)

- გიო შენა ხარ? ასე მოულოდნელად რამ ჩამოგიყვანა? (ხო . . . მხოლოდ ეს უბრალო სიტყვები, მაგრამ უბრალო და ამავე დროს ძვირფასი, იმიტომ რომ ანიმ ამ სიტყვებს მთელი მისი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული გამოაყოლა, თუმცა გიოსათვის შეუმჩნევლად. გიომ ამ დროს გაიფიქრა. . . . . "არც კი გახარებია ჩემი დანახვა, თუმცა მეტის ღირსი ვარ, ან რას უნდა ველოდო? მე ხომ ის მივატოვე, როცა მას ძალიან ვუყვარდი და ვჭირდებოდი”)
შეიძლება შენს სიახლოვეს ჩამოვჯდე?
სულ დამავიწყდა . . . . . დაჯექი! უბრალოდ ძალიან გამიკვირდა მართლა არ გელოდი. ისე ასე მოულოდნელად რისთვის ჩამოდი? პრობლემები ხომ არ შეგექმნა?
არა! არანაირი პრობლემები. ვიცი ძნელი დასაჯერებელია და არც დაიჯერებ, მაგრამ აქ შენს გამო ვარ. როცა გავიგე რომ ავად იყავი, დაუყონებლივ, ფიქრის გარეშე წამოვედი, შენს სანახავად. ვიცი გიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ღმერთია მოწამე რომ გულწრფელად გეუბნები.
დიახ! ძალიან ძნელია. ვიცი უაზრობაა ამაზე საუბარი, მაგრამ მე ამ წამს დიდ ხანს ველოდი, ველოდი იმ წამს როცა ყველაფერზე დაგელაპარაკებოდი და გაგიმხელდი ჩემს საიდუმლოს. გიო მე ამ ცხოვრებისგან უსაშველოს არაფერს ვითხოვდი . . . . . . მხოლოდ შენ მენახე, შენი ხმა გამეგო, ერთხელ მაინც დაგერეკა, მაგრამ დრო გადიოდა და ვეგუებოდი იმას რომ არ დაბრუნდებოდი. ვამბობდი რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ალბად ჩვენს ურთიერთობას "განშორება” ან თუნდაც "ლამაზი სიყვარული” დაერქვა. ალბად გაინტერესებს ბედნიერი ვარ თუ არა? ვერ გეტყვი, რადგან არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ არა. იმიტომ რომ მე ბედნიერება სხვაგვარად წარმომედგინა . . . . . . . ისეთი როდესაც არაფერი გაკლია სიყვარულის მხრივ, როდესაც ეს გრძნობა შენთანაა . . . . . იმასაც ვიტყვი რომ ჩემი ბედნიერება შეიძლება ცხოვრებასთან ჭიდილი იყოს. ბედთან ჭიდილში დამარცხებულს, წარმოიდგინე არც უბედურად მიმაჩნია თავი. და იცი გიო რატომ? იმიტომ რომ ახლა რომ ვარ მე ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ! გესმის გიო?!
ან ვიცი რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ეგ მხოლოდ შენთვის, ჩემთვის კი . . . . . . ის ლამაზი გრძნობა, მარადიულად დარჩებ ჩემს გულში. როცა ვიხსენებ ჩემს საქციელს, საკუთარი თავი მეზიზღება . . . . დროის დაბრუნება რომ შემეძლოს . . . . . . . . ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს.
დროის დაბრუნება რომ შეგეძლოს რას იზამდი?
არ დაგკარგავდი! ვხვდები ანი რომ მეტი აღარ შეგიძლია, აღარ იცი როგორ მოიქცე, რა იფიქრო ან რა მოისურვო, მაგრამ ნუ მკიცხავ. იქნებ არ გჯეროდეს რასაც ეხლა ვამბობ, მაგრამ როდესაც აქედან წავედი, შენზე ფიქრი და ოცნებაც გავიყოლე. ის ყოველი ლამაზი წამი, რაც თუ ერთად გავატარეთ, ის ჩხუბი, ის სიხარული, ის ცრემლი, ის ჩახუტება, არასოდეს დამვიწყებია. იქნებ გეგონა რომ სამუდამოდ დაგივიწყე და შენზე არც კი ვფიქრობდი ან სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი? არა ანი არა!!!!! შენი დავიწყება ვერ მოვახერხე! ან რისთვის უნდა დამევიწყებინე? იმიტომ ხომ არა რომ მანძილი გვაშორებდა? არა სიშორე უფრო მიმძაფრებდა შენდამი გრძნობას . . . . . მენატრებოდა ის შენი უარყოფითი თვისებები, რომელიც სასტიკად მაღიზიანებდა, შენი უმიზეზო გაბუტება, სიამაყე, ეჭვიანობა. . . . . . მინდოდა შენთვის დამერეკა პატიება მეთხოვა მაგრამ მრცხვენოდა. იმის მრცხვენოდა რომ ასეთი ლამაზი სიყვარული მივატოვე. ჩემი დანაშაული მიუტევებელია. აღარ ვიცი რა მემართება და როგორ მოვიქცე, არც ის ვიცი ჩემს საქციელს რა დავარქვა, ან ჩემს თავს ვუწოდო ადამიანი? იქნებ ჩემი საუბრით ტკივილი მოგაყენე, მაგრამ შენ რო გჩვევია ხოლმე ასეთ შემთხვევაში ამაყად და დიდსულოვნად შეეცადე მაპატიო . . . 
გიო მხოლოდ ამას გეტყვი:

" მე არ მითხოვია შენთვის სიყვარული,
მე არ მითხოვია შენთვის შებრალება, 
მე ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულით,
შენ კი არაფერს გთხოვ არ მსურს მოწყალება,
მე ბედნიერი ვარ შენი ხმა რომ მესმის, 
მე ბედნიერი ვარ შენ ერთს როცა გხედავ,
მე ბედნიერი ვარ, ჩუმად ვიტანჯები
და მეტს არაფერს გთხოვ, არ მსურს მოწყალება
ასე ჩუმად! ძლიერ, მუდამ მეყვარები
შენზე ლოცვით ალბად, სულიც ამომხდება,
და მაინც, მაინც არაფერს გთხოვ
არ მსურს! არ მსურს! გესმის?! არ მსურს მოწყალება!”

ისე გიო რატომაა რომ ადამიანები, მათ შორის მეც, შენც და ყველანი წარმოუდგენელ სისუსტეს ვიჩენთ? რატომ ხდება რომ თავის შეკავება გვიჭირს ხოლმე? ან ახლა მე ვტირი ხო? და რატო ვტირი? ან რა არის ეს ცრემლები? ეს ცრემლები ჩემი წარსულია, ტირილი კი ჩემი სისუსტე. . . . . იქნებ ისიც ჩემს სისუსტეში ჩაითვალოს რომ ყველაფერს გპატიობ! ღმერთი არა ვარ, მაგრამ ადამიანი ვარ რომელსაც შენდობა შეუძლია. მიუხედავად იმისა რაც შენს გამო ვიტანჯე, მთელი ცხოვრება შენს ლოდინს შევალიე, შენზე ოცნებით ვიცხოვრე. . . . მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ძალიან მიყვარხარ. მე გპატიობ და ყველაფერზე თვალს ვხუჭავ . . . . . . იმაზეც რომ მიმატოვე და ნეტავ სამუდამოდ დაბრუნდი. . . . . . . ? ? ?
- ანი ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია შენისთანა ერთგული ადამიანი, უსაზღვროდ, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით . . .
ის დღეც მოვიდა როცა ანი საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ და დარჩენილი დღეები მშობლებთან და ახლობლებთან ერთად მშვიდად გაეტარებინა. ყველას უჭირდა და დაჯერება უძნელდებოდა, როცა წარმოიდგენდნენ რომ მალე ანის ვეღარასოდეს ნახავდნენ.
ანიმ იცოდა რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ არც კი ეშინოდა იმიტომ რომ ის გიოს გვერდით იყო. ანიმ მაინც მიაღწია იმას რომ საყვარელი ადამიანი მასთან იყო, მაგრამ წუხდა რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
. . . .
დღეები გადიოდა!!!!!! სწრაფად!!!!! სწრაფად!!!!!! რა ცუდია რომ დროს ვერ გავაჩერებთ. . . . . . სიხარულში და ბედნიერებაში ყველაზე სწრაფად გადის დრო, ხოლო უბედურებაში კი მიცოცავს . . . . . . . . . 
ანისთვის დრო ეხლა ძალიან ჩქარა მიჰქროდა, ის ხომ უზომოდ ბედნიერი იყო. . . . . . 
ერთ დღეს მაისში იყო ლამაზი და საოცრად მშვენიერი დღე. გიომ გადაწყვიტა ანისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.
ანი იცი მე შენთვის სიურპრიზი მაქვს და იმედია გაგახარებს!
რაა ასეთი?
სიურპრიზია! მოდი თვალებს აგიხვევ ასე უფრო კარგად გამოვა.
ღმერთო! როგორ მაინტერესებს რა არის.
გიომ ანის მოკიდა ხელი და "ოცნების კუნძულზე” წაიყვანა.
აი მოვედით! 
ღმერთო როგორ მეცნობა ეს სურნელი, ეს სასიამოვნო ჰაერი!
მართალი ხარ ანი, ნაცნობი ადგილია თან მონატრებული. მზად ხარ?
ერთი სული მაქვს.
აბა თვალები გაახილეეეეეეეეეე!!!!!!!
გიოოოო დამპალო!!!! აუ როგორ გამახარე, შენ ვერც კი წარმოიდგენ, თავი ზღაპარში მგონია, რა ბედნიერი ვარ, თითქოს თავიდან დავიბადე, შენ მაჩუქე სიცოცხლე! გიო შენ! ღმერთო! მგონია რომ ძველ დროში ვარ და ის ლამაზი წუთები დამიბრუნდა. . . 
ხო ანი, ჩვენ ძველი დრო დავიბრუნეთ ! ! ! ! ! ! 
მართლაც საოცარი ადგილი იყო "ოცნების კუნძული”. ზღვის პირას განიერი, ლამაზი ბილიკი მიჰყვებოდა, სამოთხის ბილიკივით გარს შემოკვროდა სიმწვანე, სიმშვიდე. ზღვაც კი დამშვიდებული, კარგ ამინდში როგორც ჩვევია ხოლმე, ტბასავით მდორე, მინდორივით გაშლილი, უჩვეულო იყო. შორს ჰორიზონტთან ზღვისა და ცის ბოლოს ოქროსფრად ბრწყინავდა მზის სხივები ზღვის მდორე ზედაპირზე. . . . . . . . თან აფრებიანი ნავები დასრიალებდნენ და ეს აფრები ლამაზი ნახატივით იხატებოდა მზეზე. ეს სილამაზე ჰაეროვნების ილუზიას ქმნიდა.
ანი ქვის მოჩუქურთმებულ ბარიერს მიადგა, ხელები მოაჯირზე დაალაგა და გასცქეროდა ზღვას გაღიმებული თვალებითა და მეოცნებე მზერით. მის სახეზე ბედნიერება აღიბეჭდებოდა . . . . . . . . . გიო კი მას მღელვარედ და თბილად უყურებდა. ორივენი გაჩუმებულები იდგნენ და არ იცოდნენ რა ეთქვათ ან როგორ დაერღვიათ ეს სიჩუმე . . . . თითქოსდა ისინი ამ სიჩუმეს უფრთხილდებოდნენ და მხოლოდ მზერით არღვევდნენ მას.
ბოლოს ზღვის პირას პატარა სკვერისკენ წავიდნენ. იქ სკვერში მარადმწვანე მცენარეთა შორის პატარა სკამი იყო და იქ დასხდნენ. ისე ახლოს იყვნენ იმ წამს ერთმანეთთან როგორც არასდროს, მათ ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმოდათ.
ღმერთო რა ლამაზია! დაარღვია სიჩუმე ანიმ . . . . როგორ ლამაზად ჩადის მზე, არ მომბეზრდება ამის ყურება, მზად ვარ გაუქანებლად ჩუმად ვუყურო.
მართლაც ლამაზია და მას შენ ალამაზებ! უთხრა გიომ . . . . . . . . მიყვარხარ ანი და ყოველთვის მეყვარები. ანი ამ სიტყვების თქმაც მინდოდა ამ სიხარულთან ერთად . . . . . . . . . 
ანიმ ეს სიტყვები გაიგონა. . . . თბილად გაეღიმა და გიოს თავი ნაზად მხარზე დაადო. ირგვლივ ყველაფერი ოქროსფრად იყო შეღებილი . . . . . . . ზღვის ზედაპირზე მზის სხივები ალმასებურად ელავდნენ.
-რა ბედნიერი ვარ გიო! ეს ბედნიერება შენ მაჩუქე და დაუვიწყარი დღე გამიხადე მთელს ჩემს სიცოცხლეში, მიყვარხარ გიოოო ძალიან ! !  !
-მეც ჩემო სიხარულო უზომოდ მიყვარხარ!
ანის გაეღიმა. . . . .-გიო გაღმერთებ იცოდე.
-მეც ანი, მეც, მეც, მეც, მეც  . . . . ! ! 
ისევ ჩამოწვა სიჩუმე, ღამდებოდა, მთვარე ამოდიოდა ცაზე, აქა-იქ ვარსკვლავები...
კატეგორია: ♥ Love ისტორ.. | ნანახია: 897 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2013-03-16 Spam
vaime ani amas shen cer? :dd cudatvar. rogor cavikitxe azrze ar var!! ra nichi gqonia she bato! da aravlendi kidev)) moomcons dzaan! ♥