მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 9 » Love should be like...part 2
9:04 PM
Love should be like...part 2

Love should be like...part 2
ჟანრი: დეტექტივი
ეძღვნება potterhead-ს, რომლის წყალობითაც
 წინა თავს 22 კომენტარი ჰქონდა :დ
 


                                                                           03.02.2013

-დილა მშვიდობისა ძია ჯეიკ!-კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე, სამზარეულოში შევედი და ძია ჯეიკს ლოყაზე ვაკოცე

-დილამშვიდობისა ელენ!- საკოცნელად ლოყა გამომიწია, თუმცა გაზეთისათვის თვალი არ მოუშორებია, როგორც ჩანს საინტერესო სტატიას გადააწყდა, თუმცა მალევე ჩაიკითხა, გაზეთი განზე გადადო, ყავა მოსვა და სანამ ვსაუზმობდით ახალ სამსახურზეც დამისვა რამდენიმე შეკითხვა:

-აბა ელე რას მეტყვი? როგორი იყო პირველი დღე?

-ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რამდენიმე თანამშრომელი გავიცანე, უფროსს რაც შეეხება ძალიან მხიარული და კონტაქტური აღმოჩნდა-ვიცრუე, რადგან ბიძაჩემი ისედაც წინააღმდეგი იყო კრიმინალთან რაიმე შეხება მქონოდა და რომ მეთქვა ჩემმა უფროსმა ლამის პირველსავე დღეს გამომაგდოთქო სამსახურის ხსენების საშუალებასაც არ მომცემდა

-ესე იგი არ გადაგიფიქრებია..-საუბარი გავაწყვეტინე და შეწუხებული სახით ვუთხარი:

-ძია ჯეიკ, ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ..

-კარგი, კარგი!-აღარ გამაგრძელებინა-ამაზე აღარ დაგელაპარაკები-ამის გაგონებისას წარბი გამეხსნა, გავიღიმე და ყავა მოვსვი

-ხო მართლა, უნივერსიტეტში რა ხდება?წუხელ შენმა პროფესორმა დარეკა, მგონი..-სახელს იხსენებდა და ვერ მოეგონებინა

-მისტერ შეილტონი-შევახსენე მანაც თანხმობის ნიშნად წარბები ასწია და თავი დამიქნია-სწორედ ახლა მივდივარ სანახავად, რამდენიმე დღის წინ დამირეკა, თუმცა სამსახურთან დაკავშირებით საბუთებს ვაწესრიგებდი და ნახვა ვეღარ მოვახერხე

-აბა შენ იცი წარმატებები, მე კი უნდა გავიქცე სამსახურში მელოდებიან-უკანასკნელად გადასვა ყავა, სკამზე გადაკიდებული პიჯაკი მოიცვა და კარისკენ წავიდე

-ძია ჯეიკ! ერთი წამით მეც მოვდივარ და ბარემ შენ გამოგყვები

-დაუჩქარე საყვარელო, თორემ ვაგვიანებ

საუზმობას თავი მივანებე, ზემოთ ავირბინე, ჩანთა ავიღე, წამოსვლამდე ჩემი თავი სარკეში შევათვალიერე და კმაყოფილი ჩავედი ქვევით

-ძია ჯეიკ! არჩევნებთან დაკავშირებით რა ხდება?-ვკიტხე, როცა მანქანას აბრუნებდა

-ყველაფერი ნორმალურად მიდის, შეიძლება ითქვას იმაზე უკეთაც კი, ვიდრე წარმოვიდგენდი

-ძალიან კარგი და ყოფილ სენატორზე რას იტყვი?

-წინასწარი მონაცემებით მასაც ვუსწრებ, ამიტომ შეგიძლია ჩათვალო, რომ მომავალ სენატორს ელაპარაკები-მანქანა გააჩერა რადგან უკვე უნივერსიტეტის შესასვლელთან მივედით

-ამქვეყნად ყველაზე ახალგაზრდა, სიმპატიურ და კეთილშობილ სენატორს-გამომშვიდობებისას ლოყაზე ვაკოცე და კარის გასაღებად შევტრიალდი

-ვიღაცა პლიუსების დაწერას ცდილობს-გაიღიმა ძია ჯეიკმა და მანქანა დაქოქა

-ეს ვიღაცა ამ სიტყვებს გაგახსენებს-კარის გახურვამდე მანქანაში თავი შევყავი და ბიძაჩემს თვალი ჩავუკარი.

უნივერსიტეტის ეზო სწრაფი ნაბიჯებით გავიარე და პირდაპირ მისტერ შეილტონის კაბინეტისაკენ წავედი

-შეიძლება-დაკაკუნების შემდეგ ნებართვას არ დავლდებივარ ისე შევაღე კარი

-ელენა დობრევი, როგორც იქნა მომავალმა წარმატებულმა კრიმინალისტმა მოახერხა შემხვედროდა

-ვეჭვობ თქვენმა ქებამ ზედმეტად არ გამათამამოს-ჩემი ხელები მის ხელებში იყო მოქცეული, მე კი შექების შემდეგ წამოწითლებულმა თავი ოდნავ დავხარე

image

-ზოგჯერ საჭიროა კიდეც ასე მოხდეს, ახლა კი ის მოთხარი როგორ ჩაიარა პირველმა დღემ-მისი ხელები მოვიცილე, შევბრუნდი, არ ვიცოდი მისთვის პირდაპირ მეთქვა თუ არა, მაგრამ მისტერ შეილტონი ყოველთვის საკუთარი მამასავით მეპყრობოდა და ერთგულ მეგობრობასაც მიწევდა, ამიტომ ჯობდა მისთვის ყველაფერი მეთქვა

-საშინელება იყო მისტერ შეილტონ..-მისკენ შევბრუნდი, თუმცა გაგრძელების საშუალება არ მომცა

-გითხრა, რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ, რომ ამ საქმისთვის არ გამოდგები და ჯობია სხვა სამსახური მოძებნო არა??-ჩაიცინა პროფესორმა

-კი მაგრამ..-ოდნავ დავიბენი-თქვენ საიდან იცით?

-ეჰ ელენ, ელენ! ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა..

-იცოდით?-აღარ გავაგრძელებინე-კი მაგრამ, მაშინ რატომ გამიწიეთ რეკომენდაცია მასთან მოსახვედრად

-სწორედ იმისათვის, რომ შენი ოცნების ასრულებაში დაგეხმაროს

-დამეხმაროს? როგორ უნდა დამეხმაროს, როცა ისიც კი არ უნდა მასთან ვიმუშაო

 -იანი ქვეყნის საუკეთესო კრიმინალისტია..ობოლი ბიჭის ამბავი თუ გახსოვს

-მაგას რა დამავიწყებს, 2 წლის წინ ყველაზე გახმაურებული საქმე იყო

-სწორედ იმაზე გეუბნები, ეს საქმე იანმა გახსნა..

-შეუძლებელია.. ეს ის კრიმინალისტია..

-სწორედ ის არის და აი კიდევ რა, მას ცხოვრებაში ბევრი სირთულის გადატანა მოუწია,რათა მიეღწია იმისთვის, რაც ახლა აქვს.. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო

-იანი თქვენი მოსწავლე იყო??-გაოცებისაგან არც ვიცოდი რა მეთქვა

-ისევე როგორც შენ-თითქოს ჩემი შეკითხვა არც გაუგიაო ისე განაგრძო საუბარი-თუ გაუძლებ მის გამოცდას და წინააღმდეგობის მიუხედავად შენს რეალურ მიზნებზე უარსარ იტყვი..

-მე არასოდეს დავნებდები!

-..აი რისი მოსმენა მინდოდა შენგან-მომღიმარი სახით გამშორდა, მაგიდიდან რაღაც კონვერტი აიღო და მითხრა:

-ეს წერილი იანს გადაეცი და უთხარი მნახოს-შემდეგ შუბლზე მაკოცა და გამომემშვიდობა-აბა შენ იცი მთელი შენი ცოდნა გამოიყენე წარმატების მისარწევად და ხელი იოლად არაფერზე ჩაიქნიო

-გმადლობთ მისტერ შეილტონ-ოთახიდან გავედი და კარი გავიხურე, ახლაც ისეთივე მშვიდად ვგრძნობდი თავს, როგორც მისტერ შეილტონთან ყოველი საუბრის შემდეგ..

-ელენა მეგონა აღარ მოხვიდოდი!-გახარებული კეროლაინი გადამეხვია და ხელი ჩამჭიდა, მეც გულწრფელად მივესალმე, 

თუმცა ჩემი ყურაღება დერეფანში გამომავალმა იანმა მიიპყრო, რომელიც როგორც ჩანს ისევე იყო გაკვირვებული ჩემი ნახვით, როგორც კეროლაინი და შეიძლება მეტადაც კი

-გამარჯობათ მისტერ იან-კეროლაინიც იანისკენ შეტრიალდა და გვერდით ამომიდგა

-ესე იგი მაინც მოხვედი..-უკმაყოფილომ ჩემსკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი-შეგიძლია დაიწყო მუშაობა, მაგრამ გაფრთხილებ ეს ადვილი არ იქნება და შესაბამისად არც შენი წუწუნის მოსმენას ვაპირებ

-მე აქ სამუშაოდ მოვედი და არა საწუწუნოდ-მკაფიოდ და მტკიცედ ვუთხარი, კმაყოფილმა კეროლაინმა კი ხელი ძლიერად ჩამჭიდა

-მშვენიერია, ჩემს კაბინეტს კეროლაინი მიგასწავლის, მე კი სხვა საქმეები მაქვს-იანმა მისის დოლის მიერ გამოწვდილი საბუთები აიღო და სასწრაფოდ დატოვა შენობა, გახარებულმა კეროლაინმა კი ლამის მიმათრევდა ჯერჯერობით უცნობი ოთახისაკენ, რომელიც როგორც შემდეგ ამიხსნა ჩემი და იანის საერთო კაბინეტი უნდა ყოფილიყო

-აი ესეც სახელგანთქმული იან სომერჰალდერის კაბინეტი-კარი გამიღო და ჯერ მე შემიშვა, შემდეგ კი თვითონაც შემოვიდა და კარი გაიხურა

image

-ვაიმე კეროლაინ! მისტერ შეილტონმა იანითვის წერილი გამომაყოლა, როგორ დამავიწყდა მიცემა..-დავიწყე თავის დადანაშაულება

-მისტერ შეილტონი? პროფესორ ბლეიქ შეილტონზე ამბობ??-გაკვირვებული თვალებით გამომხედა კეროლაინმა

-კი და რატომ მეკითხები?

-შენ რა მისი სტუდენტი იყავი?-პასუხი არ გამიცია, მაგრამ თანხმობის მიშნად თავი დავუქნიე, ჯერაც ვერ გამეგო რა იყო მისი გაოცების მიზეზი

-მე და რებეკამ ერთ წელს დავასრულეთ სწავლა მისტერ შეილტონთან, სწორედ მან გამოგვზავნა იანთან სამუშაოდ და.. და მას მერე ერთად ვმუშაობთ

-ძალიან მიხარია, რომ რაღაც საერთო აღმოვაჩინეთ-ხელზე ხელი დავადე და ვკითხე-.. მაგრამ რებეკას მე ჯერ არ ვიცნობ..!

-რებეკას?-სევდიანად გაიღიმა და თავი ჩაღუნა-რებეკა შარშან გარდაიცვალა, უფრო სწორად..-თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და გაგრძელება ვეღარ შეძლო

-ძალიან ვწუხვარ კეროლაინ-მეც შევწუხდი, როცა ასეთ მდგომარეობაში დავინახე, გულში ჩავიკარი და თავზე ხელი გადავუსვი.

კეროლაინი მალევე დაწყნარდა, ცრემლები მოიწმინდა, სახეზე ძველებური მხიარული გამოხედვა დაუბრუნდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, იანის მაგიდაზე რაღაც საქაღალდეს დაუწყო ძებნა, შემდეგ როცა იპოვა მე გამომიწოდა:

-იანი ჩვეულებრივ ძალიან იშვიათად იღებს პრაქტიკანტებს და თუ მიიღო წვრილმან საქმეებს ანდობს, მაგრამ ვიცი როცა გაიგებს შეილტონის მოსწავლე იყავი ალბათ თვითონაც მოინდომებს საქმეში ჩაგრთოს, მოკლედ რაღა ბევრი ვილაპარაკო-საქაღალდე გამოვართვი-ყურადღებით გაეცანი! საქმე ძალიან საშიშ მანიაკთან გვაქვს,უკვე მესამე წელია ხელიდან გვისხლტება, საქმე ორჯერ დახურეს კიდეც, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა ახალი ხელჩასაჭიდი დეტალები.. დღეს იანი მერვე განყოფილების კრიმინალისტებსაც ელოდება და საქმეს ერთობლივად გადახედავენ, ასე რომ თუ ამ საქმის გახსნაში მიიღებ მონაწილეობას შენს კარიერაში ეს ალბათ საუკეთესო ფურცელი იქნება-ოთახიდან გავიდა და კარიც გაიხურა..

საქმეს ყურადღებით გავეცანი და რამდენიმე ჰიპოთეზაც ჩამოვაყალიბე, საბოლოოდ ყველაფერს დღევანდელი განხილვის შემდეგ შევაჯერებ და იანსაც მხოლოდ ამის შემდეგ დაველაპარაკები..

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 711 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 10
2013-02-11 Spam
dsalian kargia