მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 2 » Love should be like..
7:35 PM
Love should be like..
                                                                                       02.02.2013
-გამარჯობათ! სად შეიძლება მისტერ სომერჰალდერის ნახვა?-ვკითხე სამუშაო მაგიდასთან მჯდარ საშუალო ასაკის, ჩამრგვალებულ, ღიპ-ღაბაბით დამშვენებულ ქალბატონს, რომელიც სავარაუდოდ მდივანი უნდა ყოფილიყო 
-თქვენ ალბათ..-საბუთებს გადახედა-მის დობრევი ხართ არა?-საბუთებს თვალი მოაშორა და უკმაყოფილოდ ამათვალიერ-ჩამათვალიერა
-დიახ! ელენა დობრევი-გავუღიმე და ხელი გავუწოდე, მანაც უსიამოვნოდ, მაგრამ მაინც ჩამომართვა ხელი და უკმაყოფილოდ მითხრა:
-ჯობია ხვალ მობრძანდეთ, მისტერ სომერჰალდერი-ამ სახელს ხაზი გაუსვა- დღეს ვერ მიგიღებთ!-ჩემს პასუხს არც დალოდებია, ისე გადადო ერთი საქაღალდე და მეორეთი შეცვალა
-იცით..-გაგრძელება მინდოდა მაგრამ ჩემი ყურადღება ქერათმიანმა, საკმაოდ მხიარულმა და როგორც ჩანს ცნობისმოყვარე გოგონამ მიიპყრო, რომელიც გვერდით ამომიდგა და ჩემს თანამოსაუბრეს მიმართა:
-დოლი!-ლოყაზე აკოცა და განაგრძო
- ის საბუთები მოამზადე მე რომ გთხოვე?-შემდეგ კი როცა მის უემოციო სახეს გადახედა, რომელიც თვალებით ჩემსკენ მიუთითებდა მომიბრუნდა:
-თქვენ ალბათ.. ახალი პრაქტიკანტი არა??
-ელენა დობრევი-ხელი გავუწოდე და გულთბილად გავუღიმე, მდივნისაგან განსხვავებით მან იგივე მხირულებით ჩამომართვა ხელი, როგორი მხირულებითაც გამოჩნდა დერეფანში
-კეროლაინ ფორბსი! ძალიან მიხარია შენი გაცნობა-შემდეგ კი ღიმილითვე დასძინა-კეთილი იყოს შენი ფეხი კრიმინალურ პოლიციაში!-სწორედ ამ დროს კარის ბრახუნი გავიგეთ, რომელმაც კეროლაინსა და ჩემს შორის გაცნობით გამოწვეული იდილია დაარღვია და ყურადღება მთლიანად დერეფანში მომავალ განრისხებულ მაღალ, შავგრემან, სასიამოვნო შესახედაობის ტიპიურმა პოლიციელმა მიიპყრო
-ო არა! იანი!-კეროლაინი სწრაფად გამშორდა და სწრაფი ნაბიჯებით დერეფანში მომავალს მალე მიუახლოვდა
-ესე იგი ეს არის იანი არა?-ჩემთვის ჩავილაპარაკე და მივხვდი რატომაც არ უნდოდა მდივანს, რომ მას დღესვე შევხვედროდი
-ამიტომაც გითხარით აჯობებს თუ დღეს არ ნახავთთქო-მომიბრუნდა მდივანი, მისის დოლი, როგორც მას კეროლაინმა მიმართა და თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდაო ეჭვი დამიდასტურა, შემდეგ კი შეწუხებულმა უპასუხა ტელეფონის ზარს, მეც მივხვდი, რომ შანსი მომეცა ჩემს უშუალო ხელმძღვანელს გავცნობოდი და ამ ვითარების მიუხედავად მისკენ წავედი, ამჯერად მას კეროლაინი მიჰყვებოდა ფეხდაფეხ და ხმამაღლა ელაპარაკებოდა:
-ახალი შემთხვევაა?
-იგივე ხელწერა! იგივე უბანი! არ მოვისვენებ სანამ იმ ნაძირალას პასუხს არ ვაგებინებ!-ეს სიტყვები რომ წარმოთქვა შეჩერდა და ყურადღება მე მომაპყრო, კეროლაინს სახე შეეცვალა, როგორც ჩანს იანს კარგად იცნობდა და წინასწარვე მიხვდა რაც უნდა მომხდარიყო
-შენ ვინღა ხარ?-მთელი ზიზღით მკითხა მან ისე, რომ ვერც კი მივხვდი რამ გამოიწვია მასში ასეთი ნეგატიური განწყობა ჩემდამი
-ელენა დობრევი, ახალი პრაქტიკანტი-გავეცანი და ვითარების განსამუხტავად ისე გავიღიმე, თითქოს მისი ტონისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არც მიმინიჭებია
-ესე იგი ახალი პრაქტიკანტი? ხვალ შეიძლება დაგელაპარაკო დღეს კი შენისთანებისთვის არ მცალია-მისი სიტყვები შეურაცხყოფად მივიღე და იმედგაცრუებულმა ნება არ მივეცი დავემცირებინე
-უკაცრავად? და რას გულისხმობთ ჩემისთანებში?!-ღიმილი თითქოს სადღაც გამიქრა
-იანს იმის თქმა უნდოდა, რომ ახლა მნიშვნელოვან გამოძახებაზე მივდივართ და უმჯობესი იქნება თუ..-სიტუაციის განმუხტვას შეეცადა კეროლაინი, მაგრამ იანმა არ დაამთავრებინა
-კეროლაინ გეყოფა, ახსნის დრო ნამდვილად არ გვაქვს-მკაცრად გადახედა კეროლაინს, შემდეგ კი იგივე ზიზღნარევი მზერა მომაპყრო და მითხრა-თქვენ კი ჩემს სიტყვებში შეგიძლიათ ის იგულისხმოთ, რაც გნებავთ
-მე..-პასუხის გაცემა ვცადე, მაგრამ სხაპასუხიპით განაგრძო
-ერთს კი გირჩევთ-მარჯვენა ხელის თითი მაღლა აწია და დაუფიქრებლად და აუღელვებლად მითხრა-სჯობს ეს საქმე დაივიწყოთ, ვეჭვობ რაიმე გამოგივიდეთ-თქვა თუ არა სასწრაფოდ გასასვლელისაკენ წავიდა, კარის გახურვისას კი მითხრა-მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
მითი მისტერ სომერჰალდერის, როგორც გულკეთილი, გამოცდილი, პროფესიონალი პოლიციელისა და გულისხმიერი ადამიანის შესახებ პირველი გასაუბრებისთანავე დამემსხვრა და წარმომიდგა, როგორც უგულო, საკუთარ თავზე შეყვარებული, მბრძანებლური ხასიათის მქონე, მკაცრი და დაუნდობელი პიროვნება. მილიონჯერ წარმომიდგა როგორი იქნებოდა ჩემი პირველი დღე პოლიციაში, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, დამემსხვრა ყველა იმედი და ოცნება, რომელიც აქამდე გამაჩნდა, მან მთელი ჩემი ილუზიები დაამსხვრია და რწმენა შემირყია, თუმცა.. თუმცა მე არ ვაპირებ დავნებდე, პოლიცია-ეს ჩემი ცხოვრებაა, ბევრი ვისწავლე და ვიშრომე იმისათვის, რომ აქამდე მომეღწია, ბიძაჩემის წინააღმდეგობასაც კი გავუძელი, ახლა კი მთელს ჩემს ცდას წყალში ვერ გადავყრიდი, მითუმეტეს, რომ კეროლაინის სიტყვებმა გამამხნევა:
-ახლა გაბრაზებულია და ამიტომაც გელაპარაკა ასე, სინამდვილეში კი დარწმუნებული ვარ სხვას ფიქრობს, თუ ეს ის არის, რაც მთელი გულით გინდა იცოდე არ დანებდე, იმედია ხვალ გნახავ!-მაკოცა და იანს დაედევნა
-ესეც პირველი დღე-უკმაყოფილომ წარმოვთქვი, იქაურობას თვალი მოვავლე, მისის დოლის გამოვემშვიდობე, ფეხისთრევით გამოვედი კრიმინალური პოლიციის განყოფილებიდან, რომელიც ახლა ისეთი უზარმაზარი აღარ მეჩვენებოდა, როგორც ადრე და სახლისაკენ გავწიე, ვაპირებდი ამ შემთხვევაზე არავისთან კრინტი არ დამეძრა, ხვალ კი მეტი შემართებით გავეშურები პოლიციაში, რათა იან სომერჰალდერს და მთელს კრიმინალურ პოლიციას დავუმტკიცო, რამდენს ვნიშნავ!

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 814 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-02-07 Spam
umagrersi iyo sityvebi ar myofnis ganagrdze male gtxov <33