მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry! [7]
10:10 PM
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry! [7]

......
Love Story Or A Story About Love.

Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 
So Stay Away From Me,
I Love Making People Cry!
[7]
  


- თქვენი ახალი კლასელები! ტაილერი და იზაბელი! დაბრძანდით! - მათთვის არც შემიხედავს, მათი სახელების გაგონებაზე ხელიდან ფანქარი გამივარდა და თავი არც გამინძრევია თვალებით ავხედე მათ.

ისინი ჩემგან შორს იჯდნენ, მაგრამ დაძაბულობას ვგრძნობდი.
მარია ხვდებოდა და მიმიკებით კითხვას მისევდა, თუ რა ხდებოდა.
ზარი დაირეკა თუ არა კლასიდან გამოვედი და საჭირო ოთახში ჩავიკეტე.
- იქნებ ამიხსნა რა ხდება?! - მარიამ გაბრაზებულმა შემოაღო კარი.

- არ მინდა, რომ ისინი აქ იყვნენ და აქ სწავლობდნენ! - ცრემლნარევი ხმით ვუთხარი.
- ტაილერი და იზაბელი? რა არ მოგწონს მათში?
რომ ჩავირთე აღარ გავჩუმებულვარ, სამი გაკვეთილი გამოკეტილები ვიყავით ამ ოთახში და ვუყვებოდი ყველაფერს ჩემს წარსულზე, არაფერს ვუმალავდი და ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა.
- ახლა კი მეშინია, რომ ყვეალფერი დაბრუნდება! იქნებ, მოინდომონ რომ ჩემი წარულის შესახებ ყველამ გაიგოს?! - აღელვებული ვლაპარაკობდი.
- კარგი! რაც უნდათ ის ქნან! შენ მარტო არ ხარ, აქ მე ვარ! ჯასტინი, შენი ახალი მეგობრები!... მთვარია ახლა როგორი ხარ და არა როგორი იყავი! მთავარია ცდილობ შეიცვალო, მთავარია თავს ძალას ატან! მთავარია ახლა სხვანაირი ხარ! - მკაცრად მითხრა და ჩამეხუტა, მთელი ძალით მოვეხვიე და ცრემლები მოვიწმინდე.
სკოლის ეზოში ბავშვებთან ერთად ვიდექი და ერთი სული მქონდა როდის გადავწყვეტდით რა გაგვეკეთებინა.
ტაილერს მოვკარი თვალი, ისიც მე მიყურებდა... თავიდან სერიოზული სახე ჰქონდა, თითოქს არადსროს გაეღიმოს, შემდეგ კი მის სახეზე უეცრად გაჩნდა ღიმილი, რომელიც ასე მონატრებული მქონდა. მეგონა მე მიღიმოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი ეს შიმილი ჩემს გვერდით მდგომ იზაბელს ეკუთნოდა.
თვალი მას ავარიდე და ჩემს ფეხებს დავუწყე ყურება.
- წავედით! - იყვირა პარკერმა და ყველანი მის მანქანაში ჩავჯექით.
ყველა ამჩნევდა ჩემს მოწყენილობას, მაგრამ მიზეზს ვერავინ ხვდებოდა, მარიას აგრდა.
ისევ კლუბში ამოვყავი თავი, ამ ჯერად ცეკვა ნამდვილად არ მინდოდა.
მეგონა მეჩვენებები მეწყებოდა და მეგონა, რომ ჯასტინი სადღაც აქ იყო და ეს არ მოეწონებოდა.
ჯასტნი გამახსენდა და მისი ზარი შემოვიდა.
გარეთ გამოვედი და ვუპასუხე.
- რას შვები? - ძლივს გავარჩიე რა მკიტხა, ალბად პირი საჭმლით ჰქონდაგამოტენილი.
- არაფერს, შენ?
- ახლა მივდივარ სახლში, რა ხმა გაქ? რამე მოხდა?
- კი...
- რა?
- ტაილერი და იზაბელი ჩამოვიდნენ!
- იზაბელი ვინ არის? ტაილერი სად იყო?
- არა, პატარა ტაილერზე არ გეუბნები! ტაილერი და იზაბელი, ფლორიდაში იყვნენ არ გახსოვს, ჩემი მეგობრები. 
- ის გოგო შენთან ერთად რომ იყო პარიზში?
- ხო, ახლა კი მეშინია!
- სულელი ხარ! რისი გეშინია?
- მეშინია, რომ ჩემზე გაბრაზებულები მოინდომებენ ჩემი წარსულის შესახებ ყველას გააგებინონ!
- კარგი რა! მორჩი! დაივიწყე ყველაფერი!..
- არ შემიძლია! დღეს მარიას ყვეაფერი მოვუყევი...
- ეჭვი არ მეპარაება რომ ყველაფერში გაგიგო!
- კი! მინდა რომ აქ იყო!..
- მეც მინდა ჩემთან იყო! ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! მალე გნახავ! ახალ წელს სამდე წავიდეთ ერთად, მე, შენ, რაინი, მარია, ჩაზი, ფრედო შენ თუ კიდევ ვინმე გინდა... არდადეგებზე ერთად ვიქნებით!
- სად?
- მე ლონდონს ვფიქრობდი, მაგრამ თუ გინდა შევცვალოთ.
- არა, არ მიანტერესებს სად ვიქნებით! მთავარია შენც იქ იყო!
- კარგი. - ჩაიცინა.
- კარგი, წავედი მე... მელოდებიან.
- ვინ გელოდება? 
- კლასელები ჯასტინ! წავედი!
- ხო კარგი, მიყვრხარ და მომწერე სახლში რომ მიხვალ!
- კარგი!
დიდხანს აღარ გავჩრებლუვარ, ისინი დაშლას არ აპირებდნენ და ამიტომ მარტო წამოვედი ხალში.
- ოდრი! - ჩემკენ გამოიქცა ტაილერი და ჩამეხუტა - წავიდეთ რა დღეს სადმე! - საყვარელი სახით შემომხედა.
- ვნახოთ, ცოტას დავისვენებ და მერე კარგი? - გავუღიმე.
- კარგი, მანამდე ვითამაშებ! - სწრაფად გაიქცა თავის ოთახში.
მე ჩემს ოთახში ავედი და როგორც დავპირდი ჯასტინს მივწერე.
საღამოს ტაილერი გავასეირნე და მარიაც ვნახე.
- წეღან ტაილერი და იზაბელი შემხვდნენ. - მითხრა მარიამ.
- ტაილერი ვინ არის? - იკითხა პატარა ტაილერმა.
- არავინ, ჩემი სკოლელია! - გავუღიმე ტაილერს - არ გვინდა ამაზე ლაპარაკი! - გავაფრთხილე მარია.
- კარგი, ჯასტინს ელაპარაკე?
- კი, უნდა რომ ახალ წელს ლონდონში შევხვდეთ... შენც უნდა წამოხვიდე, თუ წავალ!
- თუ წახვალ? 
- ხო... ხომ შეიძლება რომ ვერ წავიდე?
- რატომ? - ინტერესით მკითხა.
- არ ვიცი, ასე არ მომინდეს!
- ჯასტინი თავისი დეხით ჩამოვა და ისე ჩაგიყვანს! - სერიოზულად მითხრა, მე კი გამეცინა.
- ერთი სული მაქ არდადეგები როდის მოვა! - უკმაყოფილოდ ვთქვი.
- ორ თვეში, ცოტა ნაკლებში! ისე კარგი იქნება ლონდონში! - წარბი აწია.
- ნამდვილად! - დავეთანხმე.
- მეც მინდა ლონდონში! - ჩაერთო ტაილერი.
- არა! ეს თუ წამოვა, მე აღარ წამოვალ! - მკაცრად თქვა მარიამ, მის ნათქვამზე გამეცინა.

მეორე დღეს ისევ მე და პარკერმა წავიყვანეთ ტაილერი სკოლაში და შემდეგ ჩვენ წავედით.
თითქმის როგორც ყოველთვის დავაგვიანე!
პარკერი შეუშვეს რადგან ბევრი დაგვიანება არ აქვს, მე კი ბიბლიოთეკის დალაგება მომთხოვეს!
ბიბლიოთეკაში არავინ იყო, ამ დროს არც არავის უშვებდნენ გაკვეთილებიდან და შესაბამისად არც აქ მომუშავეები იწუხებდნენ თავს დილით ადრე მოსვლით.
ჩანთა მაგიდაზე მივაგდე და რამდენიმე წიგნს მოვკიდე ხელი, რომ თავიანთ ადგილებზე დამედო.
- შენც აქ ხარ... - თვალევით გავხედე ტაილერს, დიდ ტაილერს რათქმაუნდა!
- აქ რა გინდა? - წიგნების დალაგება დავიწყე.
- მეც დამაგვიანდა!
- მხოლოდ ერთხელ! მეორეჯერ ხარ სკოლაში... - ყალბად გავუღიმე.
- სწორედ ამიტომ! პირველივე დღეს დავაგვიანე და მეორე დღეც მივაყოლე!
- იქნებ დამეხმარო? - მკაცრად გავხედე.
- რათქმაუნდა! - მაგიდასთან მივიდა და მანაც რამდენიმე წიგნი აიღო.
- მოგწონს აქ ცხოვრება? - ცოტახანში მკითხა.
- კი, ძალიან! შენ რატომ ხარ აქ?
- პრობლა მაქვს, იზაბელი კი უბრალოდ გამომყვა!
- რა პრობლემა? - ინტერესით გავხედე.
- შენ რაში გაინტერესებს?
- რატომ არ უნდა მაინტერესებდეს?
- მართლა მეკითხები ამას? თავი ანგელოზად ნუ მოგაქვს, ოდრი!
- ანგელოზი არ ვარ და არც მინდა ვიყო, არც ვცდილობ ანგელოზი გამოვჩნდე! შეიძლება იზაბელი, ელა, ჯინა, მოლი მეზიზღებოდა ან მინდოდა მათთვის ცოხვრება ცუდისკენ შემეცვალა, მაგრამ შენთვის არ გამიკეთებია მსგავსი რამ! შენთან ყოველთვის ვიღიმოდი, იმიტომ რომ კარგად ვგრძნობდი შენთან თავს ისე როგორც მეგობართან!
- შენ იცოდი, რომ მე ელა მიყვარდა!
- ვიცოდი, მაგრამ არ მინდოდ ამასთან ყოფილიყავი! სულ ეს იყო!
- სულ ეს იყო?! კარგი მაგრამ ვერასდროს გაპატიებ იმას რაც სხვებს გაუკეთე!
- შენ არც უნდა მაპატიო! სხვებმა უნდა მაპატიონ! - ზურგი ვაქციე და თვალს მომდგარი ცრემლი მოვიწმინე, ხმა არ ამომიღია. მთელი დღე ჩუმად ვიყავი და ვცდილობდი რამე კარგზე მეფიქრა.
როგორც იქნა გამოგვიშვეს და დაძაბულობა მომეხსნა.
მაშინვე სახლში წამოვედი და ოთახში ჩავიკეტე.
დრო სწრაფად გავიდა და ეს ორი თვე ერთმანეთს სწრაფად მიყვა.
ბოლო დღეს დავემშვიდობეთ კლასელები ერთმანეთს, ზოგი სად მიდიოდა, ზოგი სად.
იზაბელთან და ტაილერთან ისევ ისეთი ურთიერთობა მქონდა.
ლონდონი ჩვენს მოლოდინში იყო, უკვე თოვლით.

ლონდონში არათქაუნდა მარია მოდიოდა, ასევე პარკერიც.
ჯასტინი, რაინი, ჩაზი და ფრედო კი უკვე იქ გველოდებოდნენ.
ჯასტინს პარკერის წამოსვლა დიდად არ უხაროდა, ამბობდა ჯობდა პატარა ტაილერი წამოგეყვანაო! მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე.
თვითმფრინავში მოუთმენლად ვიჯექი, თვალი არ მომიხუჭავს ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდით, რომ ჯასტინი მენახა!
ჩვენი ბარგი ავიღეთ, უკვე გასასვლელში ვიყავი რომ ჯასტინის დაცვა დავინახე, სწრაფად მომკიდა ხელი და უკან შემაბრუნა.
- როგორ ხარ ოდრი? - გამიღიმა.
- კარგად შენ? რა ხდება?
- გარეთ მისი ფანები არაინ და ჯობია უკანა გასასვლელიდან ჩუმათ გავიდეთ! ჯასტინი იქ არის. - პარკერი და მარია უკან მოგვყვებოდნენ, ისე სწრაფაი ნაბიჯებით მიდიოდა ჩვენს ალბად უფრო მივსდევდით ვიდრე მივყვებოდით.
ჯასტინს მინის კარიდან ვხედავდი, სწარფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, ალბად ვერ შეამჩნია რომ კარი იყო და მინას აასკდა.
საშინელი სიცილი აგვიტყდა ყველას, მაგრამ როცა მისი გაბრაზებული სახე დავინახე დავსერიოზულდი და მასთან მივედი.
მთელი ძალით მომეხვია, ცოტაც და მეგონა დავიხრჩობოდი ისე ძლიერად მიჭედა ხელს.
- მომენატრე! - მითხრა და ძლიერად მაკოცა.
ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ ვეხუტებოდი და ამითაც ბედნიერი ვიყავი! უზომოდ ბედნიერი ვიყავი, საშინლად ბედნიერი!
დანრაჩენებიც ვნახე და შემდეგ ყველანი ერთად წავედით სასტუმროში.
სასტუმროს ეს ნაწლი მთლიანად ჯასტინის იყო, ამიტომ ზედმეტი არავნ ამოდიოდა ამ სარულზე და არავინ გვირღვევდა სიმყუდროეს.
- რაიან, პარკერს და მარიას თავიანთი ოთახები ანახე რა! - რაიანიც დათანხმდა ჯასტინს.
მე ჯასტინს გავყევი.
- ჩემი ოთახი? - გავუღიმე ჯასტინს.
- ეს არის შენი ოთახი! - გვერდულად გამომხედა.
- ეს შენი ოთახია!
- და შენიც! - გაიღიმა და ჩემთან მოვიდა.
- კარგი რა...
- გაჩუმდი! - წარბები შეკრა.
- ხო კარგი... გავისეირნოთ ან რამე ვქნათ, ასე უაზროდ ყოფნას ვერ ვიტან!
- მოიცა რა... არ დაიღალე მგზავრობით? 
- არა! - მხიარულად ვუთხარი.
- მე დავიღალე...
- მაშინ ვინც ჩემნაირ ხასიათზეა, იმასთან ერთად გავისეირნებ!
- არა! - ხელი ძლიერად მომკიდა და ჩამეხუტა - ხომ მოგენატრე? - პატარა ბავშვივს სახე მიიღო.
- ძალიან! შენ?
- ასეთი სულელური შეკთხვა აღარ დამისვა!
- მაშინ არც შენ! - გაბრაზებულმა შევხედე.
გაეცინა და ისევ გულში ჩამიკრა.
- რამე გავაკეთოთ რა!.. - ბუზღუნით ვუთხარი.
- კარგი... - ეშმაკურად გაიღიმა და სახეზე დამაშტერდა.
ცოტახანი ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
- მე ეგ არ მიგულისხმია, იდიოტი ხარ! - გამეცინა და ხელი გავაშვებინე.
- არ გავისეირნოთ? - ოთახში მარია შემოვიდა.
კმაყოფილმა გავხედე ჯასტინს და მარიას დავეთანხმე, ჯასტინმა მარტოს არ გაგიშვებო და თივთონაც წამოვიდა.
თავიდან უაზროდ დაგვყვეობდა, შემდეგ მოიფიქრა რითი დაერღვია ჩემი და მარიას სიმშვიდე და თოვლი გვაჭამა, "დაგვაგუნდავა" და შემდეგ აქეთ ვეხვეწებოდით, რომ სახლში დავბრუნებულიყავით.
შხაპი მივიღე, გამოვიცვალე და ჯასტინს მივუჯექი გვერდით.
- რას შვები? 
- შენ გელოდებოდი! - სწრაფად მაკოცა - ტაილერზე და იზაბელზე რატომ აღარაფერს აღარ ამბობ?
- ნუ მახსნებ! არ მინდა ამაზე ლაპარაკი...
- კარგი, მაშინ მემგონი დროა რომ ხალხმა იცოდეს ჩემსა და შენს შესახებ სიმართლ და მეგობრებად აღარ გვთვლიდნენ!
- არც აქამდე გვთლიდნენ მეგობრებად! - გავიცინე.
- ხომ, მაგრამ მე ამას არ ვადასტურებდი! 
- როგორც გინდა, ოღონდ შემდეგ არ ინანო!
- ნუ იცი რაღაც საოცრებების თმა! - უკმაყოფილოდ გამომხედა.
გამეცინა და მოვეხვიე.
- თოვლი გემრიელი იყო? - გაიცინა.
- ძალიან! ეს მხოლოდ დასაწყისია, ბიბერ! 
- კარგი, ვნახოთ! - სწრაფად წამოდგა და ხელში ამიყვანა, ეცინებოდა და მეც მაცინებდა.
ნელა დამაწვინა საწოლზ და თვითონ ზემოდან მომექცა.
- მე ამაზე უარი გითხარი! - სიცილით ვუთხარი.
- და რომ არ გავითვალისწინო შენი აზრი?

- ძალიან მეწყინება, რომ ჩემი აზრი შენთვის არაფერს ნიშნავს!
- მეც მეწყინება! 
სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ორივე მოვწყდით ამ სამყაროს და ჩვენს ფიქრებში წავედით.
ჯასტინი არ ინძრეოდა თვალებში მიყურებდა და მეც გაუნძრევლად ვუყურებდი.
- კარგი... როგორც გინდა! - წამოჯდა - დღეს ერთ ადგილას უნდა წავიდეთ, პატარა წვეულება არის... მაგრამ ისეთი არა შენ რომ გიყვარს! კაბა უნდა ჩაიცვა! თუ პარკერს და მარიას წამოიყვან უთხარი როგორც უნდა ჩაიცვან! მე მალე მოვალ! - ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
თავი არ შემიწუხებია იმაზე ფიქრით თუ რა ჩამეცვა, უბრალოდ შავი კაბა ჩავიცვი.

თუმცა ჯასტინისთვის რომ გეკითხათ, არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდი!
კიბეებზე თვალი ისე ჩამომაყოლა, თითოქს გემრიელი საჭმელი ვყოფილიაყვი ის კი მშიერი.

არც მარიამ და არც პარკერმა არ მოისურვეს წამოსვლა და დანარჩენებმაც დარჩენა ამჯობინეს.
ეს მე მეგონა წვეულებაზე მივდიოთ, ჯასტინმა რომანტიული საღამო მოაწყო.
- რატომ არ მითხარი? - გამეცინა.
- ვერ მოვიფიქრე როგორ მქეთვა! - თვითონაც გაეცინა.
საღამო მშვენივრად გავატრე, ჯასტინი თავის ფორმას ინარჩუნებდა და მუდმივად ხუმრობდა.
სასტუმროში გვიან დავბრუნდით, გვეგონა უკვე ყველას ეძინა, მაგრამ ამ დროს მარიას ხმა გავიე.
- არა! არ ვეტყვი! არ მინდა, რომ რამეზე ინერვიულოს! ოდრის არაფერს არ ვეტყვი! - უნდოდა ჩუმად ეთქვა, მაგრამ მისი ხმა მაინც ისმოდა.
ჯასტინს დაბენულმა გავხედე და მარიას უკნიდან მივუახლოვდი.
- რამე მოხდა? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- არაფერი დაივიწყე! 
- არა მითხარი!
უკმაყოფილო სახე მიიღო, შემდეგ ჯასტინს გახედა, მერე ისევ მე გამომხედა და თავი დახარა.
- არ ვიცი, შეიძლება არც არაფერს ნიშნავს შენთვის... მაგრამ იცოდი, რომ ტაილერი ლეიკემიით იყო დაავადებული?
- რომელი ტაილერი? - გული ამიჩქარდა.
- უფროსი... სწორედ ამიტომ ჩამოსულა აქ, სამკურნალოდ! ახლა კი... მდგლომარეობა გართულდა და საავადმყოფოშაი, გონზე ვერ მოდის! 
ჩუმად ვუყურებდი მარიას და ვგრძნობდი, რომ შინაგანად ეს ამვაბი მანადგურებდა. ნელა გავხედე ჯასტინს, მინ თვალი ამარიდა.
წამიერად გავხდი ძველი ოდრი, რომელსაც უველაფრის და მოუხედავად უყვარდა ტაილერი, ისე როგორც მეგობარი!
- მაპატიე, არ უნდა მეთქვა... - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მარიამ.
- უნდა დავბრუნდე! - რამდენიმე ხუთის შემდეგ სიჩუმე დავარღვიე - მასთან უნდა ვიყო! არ შემიძლია აქ ყოფნა!
ჯასტინს გაბრაზება დაეტყო სახეზე.
- ჩემთან ერთად ყოფნას მასთან ყოფნა გირჩევნია?! ის შენი მეგობარიც არ არის! როდისმე დაივიწყებ წარსულს?!
- ჯასტინ, ნუ ყვირი! - მშვიდად უთხრა მარიამ - ოდრი, არ ღირს უკან დაბრუნება! ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ არ მინდოდა გენერვიულა და ამიტომ არ გეუბნებოდი! დაწყნარდი! ყველაფერი კარგად არის!
- არაფერი არ არის კარგად! მე უნდა ვიყო იქ სადაც ის არის!
- შენ უნდა იყო იქ სადაც ჩვენ ვართ! შენი ნამდვილი მეგობრები, ადამიანები რომლებსაც მართლა უყვარხარ! - ჯასტინმა კიდევ ერთხელ მიყვირა და ჩემთან ახლოს მოვიდა - არსადაც არ წახვალ!
- ვიცი, ვიცი რომ თქვენ ხართ ჩემი მეგობრები! მაგრამ თქვენ არ იცნობთ ტაილერს! შემიძლია ყველაზე ჩავიქნიო ხელი ვინ ჩემს წარსულში იყო! მაგრამ ტაილერზე ამას ვერ ვიზამ! არ შემიძლია მე აქ გავერთო ის კი იქ კვდებოდეს! - ცრემლები ვეღარ შევიკავე - მაპატიე ჯასტინ მაგრამ არ შემიძლია აქ ვიყო!..
- ჩათვალე რომ არჩევანია, ან მე ან ტაილერი! - მკაცრად მითხრა.
- ჯასტინ ასე ნუ იქცევი! - გაბრაზებულმა ვუთხარი.
- ან მე ან ტაილერი! - მის ამ ნათქვამზე, უფრო სწორად ყვირილზე ნერვები კიდევ უფრო მომეშალა და მისთვის ხმა აღარ გამიცია ისე წავედი აეროპორტში და დავბრუნდი ლოს-ანჯელესში.
ჩემთვის რთული იყო მენახა ის ასეთი, როგორც მამას შემთხვევაში, არც ტაილერი არ იღიმოდა მაგრამ ჩემს წარმოსახვაში იგი ისევ ისეთი მომღიმარე სახით დამხვდა... 
იზაბელი პალატის კართან იდგა და ჩემი დანახვა იმედნად გაუკვირდა, ხმაც ვერ ამოიღო.
მეც არაფერი მითქვამს, პალატაში შევედი.
ტაილერი უგონოდ იწვა, თითქოს სხვა სამყაროში შევაბიჯე ფეხი სადაც სრულიად სიცარიელე იყო.
თვალწინ მედგა თითოეული მისი გაღიმება.
ხელი ძლიერად ჩავჭიდე და როცა მან ეს ვერ იგრძნო უფრო ვუმატე ტირილს.
ტელეფონზე მარია მირეკავდა, მაგრამ არ ვთვლიდი საჭიროდ რომ მისთვის ახლა მეპასუხა.
ჯასტინზეც ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მთავარი ტაილერი იყო!
არ მინდოდა ეს ისევე დამთავრებულიყო როგორც მამას შემთხვევაში, ჩემს წარსულში მხოლოდ ეს ორი ადამინი არის სასიამოვნო მოგონება... ახლა ერთ-ერთი მათგანი უკვე მკვდარია! და არ მინდა მეორეც დავკარგო!
ან რატომ ხდება ეს?! გაბრაზებული ვიყავი საერთოდ ყველაფერზე, ტაილერს ხელს არ ვუშვებდი და არ შემეძლო ტირილი შემეწყვიტა.
ყველაფერი ერთმაენთში მერეოდა, ხანდახან მეგონა რომ ხელს ამოძრავებდა, იღიმოდა!
მაგრამ მხოლოდ დამხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს ყველაფერი.
პალატიდან გამომიყვანეს, საოპერაციოდ წაიყვანეს.
ამ დროს დავუკერე მარიას, მშივად მელაპარაკებოდა, როცა ჯასტინზე ვკითხე არ იცოდა სად იყო.
ცოტა შემეშინდა, მან უცებ იცის გადაწყვეტილების მიღება... რა იცი რას ჩაიფიქრებს?!
მას ვურეკავდი, მაგრამ ჩემთვის გასაკვირი არ იყო რომ არ მპასუხობდა... მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი! უბრალოდ ზედმეტები მოუვიდა!..
რამდენიმე დღე აქ გავატარე, ტაილერთან არ გვიშვებდნენ!
არ ვიცი ასეთი რა სჭირდა, მაგრამ ერთადერთი ახლა მისი ღიმილის ხელმეორედ ნახვა მინდოდა!
- ტაილერ?! გესმის ჩემი? - როგორც იქნა, დადგა ეს დღე როცა პალატაში შეგვიშვეს! მხოლოდ მე და იზაბელი ვიყავით შიგნით. იზაბელი გვერდით მიუჯდა.
მე შორიდან ვუყურებდი, იქნებ არ ესიამოვნოს რომ აქ ვარ?!
- მემგონი ძინავს! - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა იზაბელმა და ფანჯარასთან დადგა.
ნელი ნაბიჯით მივედი ტაილერთად.
ხელი ძლიერად ჩავჭიდე და ამ ჯერად მისგანაც ასეთივე ძლიერი ძალა ვიგრძენი.
ჩემს სახეზე უნებრად გაჩნდა ღიმილი, ბედნიერი სახით გავხედე იზაბელს.
- მე ვხედავდ და მესმის ყველაფერი რაც ჩემთვის არის საინტერესო! - ჩუმად ჩაილაპარაკა ტაილერმა და თვალები გაახილა.
თვალები ბედნიერების ცრემლებით გამევსო, იზაებლი სწრაფად მოვიდა და ჩაეხუტა.
მე თვალი ისე გავაყოლე, თითქოს თავი ზედემტად ვიგრძენი... ამ დროს გულში თითქოს რაღაც გაწყდა.
ვფიქრობ ეს ტაილერმა შეამჩნია და ამ ჯერად თვითონ ჩამკიდა ხელი
- I now who are my real frienda! don't worry! - გამიღიმა.
თითქოს შემრცვა და თავი დავხარე.
რამდენიმე დღეში ტაილერი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.
მაგრამ ჯერ არ ჰქონდა უფლება ამდგარიყო საწოლიდან.
- მადლობა, რომ აქ ჩემს გამო ჩამოხვედი! მემგონი ჯობს დაბრუნდე და ჯასტინს შეურიგდე! - ამ დღეებში მისთვის ყველაფრის მოყოლა მოვასწარი, ამავდროულად არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ იზაბელი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ტაილერს ისევ დავუახლოვდი.
- ის არ შემირიგდება ასე ადვილად!
- ხოდა დაბრუნდი და კიდევ უფრო ნუ გაართულებ სიტუაციას! ერთ თვეში აქ დაგხვდები, ჯერ მაინც არსად მიშვებენ! - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- მაპატიე ტიალერ, გთხოვ მაპატიე და დამეხმარე რომ შევიცვალო!
- არ ვიცი რამდენად მომეწონება ახალი ოდრი, მაგრამ რადგან ეს შენ გინდა... დაგეხმარები! საპატიებელი არაფერია! - გამიღიმა და მომეხვია.
ახალ წლამდე ორი კვირა დარჩა.
მარია აეროპორტში დამხვდა და მეც დავბრუნდი ლონდონში.
ამ ჯერად აქ არსად ჩანდა ჯასტინი!
- კანადაშია! - მოკლედ უპასუხა ჩემს შეკითხვას, ჩაზმა - იქ თავს მშვიდად გრძობს! როგორც თვითონ ამბობს!
- არ დაბრუნდება? 
- როგორც ამბობს არა, მაგრამ... ხომ იცი, მობეზრდება ასე ბუტიაობა. დაბრუნდება სად წავა?! მაგრამ... არამგონია თქვენი შერიგება ადვილი იყოს, ჯასტინს ამ მხრივ ძალიან რთული ხასიათი აქვს! 
მის გარეშე ლონდონში დიდად არ მომიწყენია, მაგრამ ყოველ წამს ამსზე ვფირობდი.
ფანტაზიას ვიყენებდი და მას ყველა იმ ადგილას დავატარებდი, სადაც ჩვენ ვიყავით!
- გამოიცვლე და ჩემთან შემოდი! - სასტუმროში დავბრუნდით მე და მარია, თავი დავუქნიე და ჩემს ნომერში შევედი.
თავიდან ისე გავნაგრძე გზა ვერც შევამჩნიე, მაგრამ შემდეგ თავი საწოლისკენ მივაბრუნე და ზედ წამოწოლილი ჯასტინი და ვიღაც გოგო დავინახე, რომლებიც ბედნიერი სახეებით უყურებდნენ რაღაც კინოს. 

დააკომენტარეთ, მიყვრახართ :*)

......

Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 

So Stay Away From Me, 
I Love Making People Cry!

PrettyBoySwag

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 914 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-04-02 Spam
justin she tutuco ;d;d;d )
kargi taviaa <3