მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 26 » Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry! [2]
5:40 PM
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry! [2]

 - New Love Story Or A Story About Love 

......

Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 

So Stay Away From Me, 
I Love Making People Cry! [2]

Tumblr_mjv32kcb7g1rbkeyxo1_500_largeTumblr_mjvr3olbel1rdpdboo1_500_largeTumblr_mh0kysujoh1ruehglo1_500_large



82524637887167732161_large

 - New Love Story Or A Story About Love 

......





......

Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 

So Stay Away From Me, I Love Making People Cry! [2]

...

 It's Just A Bad Day…Not A Bad Life!

ყველაფერი დღითიდღე იცვლებოდა, იცვლებოდა ის რომ მე მუდმივად კომპიუტერს ვიყავი მიჯაჭვული რადგან ჩემი მეგობრები მენახა, დავლაპარაკებოდი მათ!
ასე გადიოდა ის დღეები როცა შემეძლო დამესვენა!
დღევანდელი დღე კი შეიცვალა.
Tumblr_mitugfdyxi1qgxb1eo1_500_large Tumblr_mcklk0xykv1qh4aizo1_500_large
გაურკვეველი ჯგუფის კონცერტზე აღმოვჩნდით, შემდეგ კი წვეულებაზე რომელსაც ასევე გაურკვეველი პიროვნება მართავდა.
რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა ამას! მთავარია ვერთობოდით.
ხალხში ვერც ჯინას, მაქსს და ვერც ელას ვერ ვხედავდი.
თუმცა ახლა მშვენივრად ვერთობოდი გაურკვევლ პიროვებებთან.
- ძალიან კარგად ცეკვავ! - უცხო ბიჭი დამიდგა წინ.
- მადლობა. - არც შემიხედია ვინ იყო.
- წამოდი ერთად ვიცეკვოთ!
- აქ ვიცეკვოთ ერთად! - ამ ჯერად მისი სახე დავინახე, ჩვეულებრივი, დიდი არაფერი!
- კარგი! - გაიცინა.
მთელი საღამო მიყვებოდა თავის შესახებ, მეც შიგადაშიგ რაღაცეებს ვეუბნებოდი ჩემზე.
- ძალიან მინდა კარგად გაგიცნო! - გამიღიმა.
- ჯობდა ჯერ შენი სახელი გეთქვა, შემდეგ კი მოგეყოლა შენს შესახებ! - გამეცინა.
- ჰმ...ხო! მე ჩაზი მქვია! - დასერიოზულდა და ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.
- ოდრი! - გავუღიმე და უბრალოდ ზურგი შევაქციე.
ცოტა დავიღალე, თითქოს მუსიკამ თავიც ამატკვია.
- როგორ ერთობი? - უეცრად გამოჩნდა მაქსი.
- ძალიან კარგად!
- შეიძლება ვეცეკვო ყველაზე ლამაზ გოგონას?
- რატომღაც მას არ უნდა შენთან ცეკვა! - წარბი ავუწიე.
ისიც იქვე დავტოვე და საერთოდ დავტოვე წვეულება.
დღეს ახლად გახსნილი ჟურნალის პრომო გოგონად ამიყვანეს, სამოდელო კომპანიამ იზრუნას ამაზე!
ეს ძალაინ ადვილია, უბრალოდ უნდა გააცნო ხალხს ჟურნალის შესახებ, მითუმეტეს მძღოლიც მეყოლება!
Ec3614342b9011e19896123138142014_6_large Ec3614342b9011e19896123138142014_6_large
- გამარჯობა, მე ვარ რაიანი და ვარ შენი მძღოლი! - ყალბად და უხასიეთოდ გამიღიმა.
- სასიამოვნოა, ოდრი!
როდისაც დირექტორი ლაპარაკობდა, მე უბრალოდ იქ გარემოს ვათვარიელებდი.
ყოველ წამს შემოდიოდნენ და დირექტორს რჩევას კითხულობნდნე.
- დიდი ხანია აქ მუშაობ? - დირექტორის კაბინეტი დავტოვეთ.
- ერთი კვირაა, მამაჩემის აკვიატება იყო! მისი მეგობარია მამაჩემი, დირექტორის!
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა, მას ნამდვილად არ მოსწონდა როცა ველაპარაკებოდი და ხმა აღარ ამომიღია.
- და შენ? რატომ დაიწყე მუშაობა? - არ მოველოდი რომ მკითხავდა და უერად დავიბენი.
- მე, სამი თვით ვარ აქ, სამოდელო კომპანიამ კი სამსაური მომცა. მოედელი ვარ, მოკლედ რომ ვთქვა! - ცოტა დაბნეულმა ვუპასუხე, ვერც კი მივხვდი რატომ!
- მისიმნე, დღეს პირველი დღეა და წაგიყვან იქ სადაც უნდა წავიდეთ, მაგრამ ხვალიდან შენთვითონ ივლი! კარგი?
- მოცია, რატომ?!
- ეს სამსახური არ მომწონს! 
- არა, მე იმიტომ დავთანხმდი ამ სამსახურს, რომ ვიცოდი ფეხით სიარული არ მომიწევდა!
- კარგი რა, ფეხით სიარული სასარგებლოა! - გამიღიმა.
- გეტყობა, რომ არ მიცნობ! - ეშმაკურად გავუღიმე.
- რას გულისხმობ? - გაიცინა.
- იმას ვგულისმობ, რომ შემიძლია ერთი პირის გაღებით ყველაფერი ვთქვა! ამაზე ადვილი არაფერია საყვარელო! - გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
უკმაყოფილოდ ჩაჯდა, მთელი დღე ხმა არ ამოუღია, მე კი ძალაინაც კარაგდ ვგრძნობდი თავს.
სამუშაო კვირაში ორჯერ მქონდა, ამიტომაც სულაც არ ვიყავი გადატვირთული!
- იცი ვიღაც ბიჭი გამწარებულია შენზე შეყვარებული! - ელა გვერდით მომიჯდა.
- და ვინ? - გაუღიმე.
- ჩაზი ქვია, ამბობს წვეულებაზე გავიცანიო.
- როგორ მიპოვნა?
- უკან მოგყვებოდა! - გაიცინა.
- ღმერთო რა სულელია! - სიცილი ამიტყდა.
- ნომერი დაგიტოვა! თუ არადა ისედაც მოვალო! - ფურცელი მომაწოდა სადაც ჩაზის ნომერი ეწერა.
საღამოს მოწყენილობამ იმატა, სახლში არავინ იყო.
გაუაზრებლად დავურეკე ჩაზს.
- გისმენთ.
- ჩაზ შენ ხარ?
- არა.
- ჩაზის ნომერია?
- კი!
- შეგიძლიათ ჩაზს დაუძახოთ?
- რაქმაუნდა! 
ტელეფონში ისდმოდა ბიჭების ხმა, საუბარს ვერ ვარჩევდი რადგან ძალიან ბევრი ერთდროულად ლაპარაკობდა!
- რომელი ხარ? 
- გამარჯობა, ჩაზ! მე ოდრი ვარ! 
- ოდრი! ოდრი! მოიცა ოდრი?!
- ხო ოდრი! - მის დაბნეულ ხმაზე გამეცინა.
- როგორ ხარ ოდრი? - უეცრად დასერიოზულდა თითქოს არც გახარებია რომ დავურეკე.
- რავი, მოწყენილი ვარ! არ ვიცი რა გავაკეთო... შენ?
- მე... მე შემიძლია გაგართო! ჩემთან მოდი! ჩემს მეგობრებს გაგაცნობ და თან გამხიარულდები! 
სწორედ ეს მინდოდა რომ მას ეთქვა, მისამართი მითხრა და მეც მალევე მივედი მასთან.
ველოდებოდი როდის გამიღებდა კარს და მომღიმარე სახით ველოდებოდი, მაგრამ უეცრად ღიმილი სახეზე შემახმა და გაფართოებული თვალებით ვუყურებდი რაიანს, თითქოს კითხვას ვუსმევდი აქ რა გინდა-მეთქი.
- აქ რას აკეთებ?! - მანაც გაკვირვებულმა მკითხა.
- აქ ჩაზი არ ცხოვრობს?
- კი, არა აქ ჩაზიც ცოხვრობს! მეც, კიდევ ბევრი! 
- მე აქ ჩაზთან მოვედი...
- ჩაზ! - რაიანმა ბოლო ხმაზე იყვირა, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია.
- ოდრი, აქ რატომ დგახარ შემოდი! - აღელვება დაეტყო ჩაზს, რაიანი ვითომც იქ არ ყოფილიყო ისე მოიშორა და სახლში შემომიპატიჟა.
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ? - გავუღიმე.
- კარგად, რაიანს იცნობ?
- კი... ჩემი მძღოლია! ერთად ვმუშაობთ...
- კარგია, რაიანი ჩემი როგორ გითხრა...
- უბრალოდ საუკეთესო მეგობარია! - გავუღიმე.
- ხო! და კიდევ...უფრო სწორად ჯერ არ გვინდა ამაზე საუბარი! - უეცრად გაჩუმდა და შემდეგ ისე გამიღიმა ვითომც არაფერი.
მეორე სართულზე ავედით სადაც უამრავი ხალხი იყო, სათითაოდ გამაცნო ყველა.
მომწონდა რომ ყურადღების ცენტრში ვიყავი, ყველას ვუღიმოდი ისე თითქოს მათთან ერთად ყოფნა მსიამოვნებდა, მაგრამ აქ მხოლოდ იმიტომ ვიყავი რომ რამე ახალი საფიქრალი გამჩენოდა!
მაგალითად, ჩაზი ან რაიანი!
- იმედი მაქვს შენ და ჩაზი ერთად არ ხართ, ხო?! - გვერდით მომიჯდა რაიანი.
- მართლა მეკითხები?
- ხო რა იყო? არ შეიძლება? 
- არა, მე და ჩაზი არ ვართ ერთად! უბრალოდ, აქ არ მყავს მეგობრები, ახლა კი მათ ვეძებ! - გავუღიმე.
- ჩაზს შეყვარებული ყავს! 
- ხომ გითხარი, მე უბრალოდ მეგობრების პოვნა მინდა!
- კარგი, როგორც გინდა! 
- არ მესმის ასე რატომ მექცევი?!
- უბრალოდ არ მინდა ჩემი მეგობარი ვინმემ გამოიყენოს! ფაქტი სახეზეა ჩაზს მოსწონხარ, შენ კი არ მოგწონს!
- ჩეზს მოვწონვარ, მაგრამ სხვა უყვარს! მე არ მომწონს ისე როგორც ბიჭი, მაგრამ შეიძლება შევიყვარო ისე როგორც ძმა, მეგობარი! სანაერვიულო არაფერია, რაიან! - გავუღიმე.
- მაშინ წამოდი, მარტო ნუ ხარ! - ცოტახანში გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
რატომღაც მასთან გულრწფელი ვიყავი,  მასთანაც და ასევე ჩაზსთან. ახლა "გასართობ ბიჭს" ან თუნდაც შეყვარებულს არ ვეძებდი, მათში მინდოდა დამენახა მეგოაბრი, რომელიც მხარში მედგებოდა.
ამის შემდეგ არც ერთი არ მინახავს, მაგრამ არც მომიწყენია.
ფოტოსესიებით ვიყავი გადატვირთული, ალა, ჯინა და მაქსი საღამოობით ვიკრიბებოდით და ერთ ამბავში ვიყავით.
ახლა ჯინასთან ისე ვიყავი, როგორც ერთ დროს მოლისთან. თუცა ალბად სახლში დაბრუნებისას ისეც ლუკასზე შეყვარებული გოგონა ვიქნები.
ვერასდროს წარმოვიდგენდი ვინმე ასე თუ შემიყავრდებოდა, მითუმეტეს მე! ადამიანს რომელსაც ადმაინების ცრემლებზე ბედნიერი ვხდები!
მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ სიყვარულმა დამამარცხა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ ჯერ კიდე შეიძლება ითქვას, ეს არ არის ნამდვილი სიყავრული!
დღეს ვმუშაობ!  დილით ადრე ავდექი, რათომღაც ძალიან მიხაროდა!
 
ვიცოდი რაინი სახლთან უნდა მოსულიყო, როგორც წესი! მაგრამ იმასაც ვფიქრობდი, რომ ის არ მოვიდოდა! მან ხომ მითხრა, დღეიდან შენ ივლიო.
მაგრამ შევცდი, სახლის წინ მისი მანქანა იდგა.
უნებურად გამეღიმა და მისკენ წავედი, მანქანის კარი ნელა გავაღე და რაიანს მივესალმე.
- მეგონა არ მოხვიდოდი!
- მოსვას არც ვაპირებდი, შემდეგ დავფიქრდი, იქნებ ჩემთან მეგობრობაც მოგინდეს? - წარბები აწია და გამიღიმა.
- ძალიან კარგი! - გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
- ოღონდ მოდი სადმე წავიდეთ! არ ვინ რას გაიგებს?! 
მომღიმარე სახით გავხედე, პასუხი ჩემს სახეზე იყო აღბეჭდილი.
რაინმა კმაყოლი სახით დაქოქა მანქანა და შეიძლება ითქვას, ამ დღის მერე სამსახური საერთოდ აღარ არსებობდა! არც მახსოვდა, მე და რაინი მთელი დღე ხმამაღალ მუსიკას, სასმელს და ცეკავს ვუთმობდით.
ამასობაში კი ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი, ვუყვებოდი ლუკასზე, ტაილერზე, იზებელზე. ისიც მიყვებოდა თავის შესახებ, ჩაზიც.
თითოქს ჩემი სურვილი უეცრად ასრულდა და ის ადმაინები რომლებიც პირველად გავიცანი, ჩემი მეგობრები გახდნენ.
მათ ისე დავუახლოვდი, აღარც მახსოვდა არც ტაილერი და არც იზაბელი.
ასე გავიდა ნამდვილად სანატრელი ერთი თვე! რომელიც არასდროს დამავიწყდება!
სამკერვალო სტუდიაში ჩაზმა მომაკითხა, ფოტოსესიისთვის კაბების ზომებს გვაგრებდნენ!
მე კი Marc Jacobs-ის კაბა შემხვდა. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი, ულამაზესი იყო.
თეთრი და ნაზი ნაჭერი. 
- ამ კაბას რომ რამე მოუვიდეს მეც მომკლავენ და შენც! - ჩაზს გაბრაზებულმა ვუტხარი, რომ დაემთავრებინა ცანცარი.
- კარგი, კარგი! 
- მტვერიც არ უნდა მიეკაროს!
- რაგდან შენ იტყვი! - გაიცინა, სალიხ კარი გააღო და მე შემომხედა - თქვენს შემდეგ! - ხელით მანიშნა რომ შევსულიყავი.
გამეცინა მის საქციელზე და სახლში შევედი.
როგორც კი ზღურბლს ფეხი გადავაბიჯე თვალები დავხუჭე, თითქოს თავს დავიცავდი და ასე არ შემეხებოდა საღებავი.
ჩაზმა უცებ მისკენ შემომაბრუნა და როცა თვალები გავახილე და მისი სახე დავინახე სწრაფად დავხედე კაბას რომელიც ხელში მეჭირა.
მთლიანად მწვანედ იყო შეღებილი, ახლა სულ არ მაინტერესებდა მე როგორ გამოვიყურებოდი.
წარმოგიდგენიათ, თეთრი, ნაზი კაბა ახლა ფოსფორისფერი მწვანე იყო, რომელიც სიბნელეში ანათებდა! გაქვავებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი, წაროდგენაც არ მინდოდა რა მოყვებოდა  ამ ყველაფერს! ვერც ვხვდებოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
თავში ავარდნილი დიზაინერები, რა იცი რა მოუვათ თავში! ციხეში ჩაგვსამენ, თუ ჯარიმას გადაგახდევინებენ! ან იქნებ მოდელობა აგიკრძალონ! ვინ იცის?!
- ნუ გეშინია! ყველაფერი აკრგად იქნება! - კაბა ფრთხილად გამომართვა ჩაზმა და გაბრაზებულმა რაიანს გახედა.
უკმაყოფილოდ ჩავესვენე სავარძელში, არ მაინეტრესებდა რა საისვრებოდა და რა არა.
- ჰეი! რა მოხდა?! - იყვირა რაინმა - გაიცინეთ! სხვათაშორის მე ჩაზისთვის მინდოდა! - გვერდით მომიჯდა.
- ხმა არ გამცე! - აცრემლებული ხმით ვუთხარი.
- შენ რა გაგიჟდი?! რა გატირებს?! - რაინმა გაკვირვებულმა გამომხედა.
ჩაზი სწრაფად მოვიდა და ყველაფერი აუხსნა რაინას, რაიანი ჩუმად იჯდა.
ბოდიშის მოხდა არც მას უყვარდ, ისევე როგორც მე. ამიტომ არ გამკვირვებია მისგან დუმილი.
What's Up? - უცხო ხმა შემომესმა, მივხვდი სტუმარი იყო, ცრემლები მოვიწმინე, ასე ხომ არ შევხვდები-მეთქი, მაგრამ შემდეგ როცა ჩემს ტანსაცმელს დავხედე, მიხვდვი ჯობდა საერთოდ გავსულიყავი ოთახიდან.
მეორე სართულზე სწრაფად ავედი, სასტუმრო ოთახში შევედი, სადაც ჩემი ტანსაცმელი მქონდა დატოვებული.
- ოდრი კარი გამიღე! 
- რა გინდა რაიან?!
- ყველაფერს მოვაგვარებ! უბრალოდ მათქმევინე! 
- მაქედან მითხარი!
- ხო კარგი! მოკლედ, მე მყავს მეგობარი...მის შესახებ შენთან არასდროს მილაპარაკია! არ ვიცი აქამდე როგორ ვერ გაგიე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! მოკლედ... ჩემს მეგობარს ქვია ჯასტინ ბიბერი! - სწრაფად გაჩუმდა, ჩემი რეაქცია აინტერესებდა. მე კი რა რეაქცია უნდოა მქონოდა?! ახლა არც ჯასტინ ბიბერი მიშველიდა და არც ლეონარდო დიკაპრიო! კაბის მეტი არაფერი მაინტერესებდა! მითუმეტეს, ჯასტინის მიმართ კარგად სულაც არ ვიყავი განწყობილი.
- მოკლედ ის დაელაპრაკება, მაინც ხომ ხვდები?! ჯასტინ ბიბერია! ყველაფერს მოაგვარებს, მოელაპარაკება რამეზე! ჰეი! ოდრი!
- და არაფერი რომ არ გამოვიდეს?!
- სახლში დაბრუნდები და როგორმე გადაიტან! - ისევ უცხო ხმა გავიგე.
კარი ნელა გავაღე, ჩემს წინ ჩაზი, რაიანი და ჯასტინ ბიბერი იდგნენ.
სამივე მე მიყურებდა.
- კაბა სად არის? - ჩაზს გავხედე.
- სარეცხმანქანაშია... - ეს რომ მითხრა, თვალები გამიფართოვდა, აღარ დავასრულებინე პირველ სართულზე სწრაფად ჩავედი და სარეცხი მაქანა გამოვრთე.
კაბა უკმაყოფილო სახით გამოვიღე, კაბის გარდა ყვეალფერს გავდა! ტილოს, ან რაღაც მსგავს!
ახლა ჩაზიც დამნაშავე ბავშვივით მიყურებდა, რაინაი საერთოდ არ მიყურებდა და რაც შეეხება მესამეს, ჯასტინს საერთოდ არ აინტერესებდა არც კაბა და არც ჩემი მდგომარეობდა.
- ყველაფერი ჩემი ბრალია! - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და იატაკზე დავჯექი.
- შენ რა შუაში ხარ! ჩემი ბრალია! - ჩაილაპარაკე ჩაზმა.
- შენ საერთოდ რა შუაში ხარ?! დახმარება გინდოდა! - ხელი გაკრა რაიანმა - ჩემი ბრალია! მე გადაგასხი!
- არა! უბედური ვარ და ამიტომ ჩემი ბრალია! - მივაყოლე რაიანის ნათქვამს.
- საერთოდ ჩემი იდეა იყო, მაგრამ შენი აზრი უფრო მომწონს! უბედრუი ხარ ასე გამოდის, თორე მე შენ სულ არ გელოდებოდი ჩაზს ვუმზადებდით! - ჯასტინმა მომღიმარე სახით ჩაილაპარაკა.
სამივემ ერთდროულად გავხედეთ, შემდეგ რაინმა და ჩაზმა მე გამომხედეს და ალბად მიხვდნენ ჯობდა ჯასტინისთვის აეხსნათ ჩემი მძიმე ხასიათის შესახებ.
- ხო კარგი! ხომ გითხარი დაგეხმარები-მეთქი?! - წამოიყვირა ჯასტინმა.
ამ ღამეს როგორ დავიძინე არ ვიცი, საშინლად ვნერვიულობდი ხვალინდელ დღეზე!
დილით როცა მაღვიძარამ გამაღვიძა, რას არ ვიზამდი რომ საერთოდ არ გამღვიძებოდა, ან რამე საშინელება მოსვლოდა დიზაინერს! ან დედამიწას! მოკლედ საშინელი ფირქბი მიტრიალებდა თავში, მაგრამ ბოლოს ჩემი ტელეფონის ხმამ სამუდამოს მიმახვედრა, რომ წასვლის დრო იყო!
ქვევით მანქანა მელოდებოდა, ვიფიქრე რაიანი ან ჩაზი იქნება-მქეთი,  მაგრამ ყველასათვის საყვარელი ჯასტინი დამხვდა.
- გამარჯობა! - ძალით გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.
არაფერი უთქვამს, თავი დამიქნია და გამიღიმა.
ვგრძნობდი გზაში ხმის ამოღება უნდოდა, მაგრამ რამდენჯერაც ეს შევაყვე იმდენჯერ გავიმეორე გულში რომ გაჩუმებულიყო, მემგონი მართლაც იმქომედა.
სანამ მოდელები გასახდელში ვიყავით, ჯასტინი "საქმის" მოსაგვარებლად გავიდა.
მე ახალი კაბა შემომიტანეს!
უეცრად ყველამ ფარდა ჩამოაფარა გასახდელს, ზოგმა წამოიკივლა კიდც, ზოგი ვითომც არაფაერი, თავი გამოვყავი ფარდიდან და ჯასტინი დავინახე! რათქმაუნდა ქალების გასახდელში.
- აქ რა გინდა? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- მადლობა მითხარი!
- რატომ?!
- ყველაფერი მოვაგვარე!
- როგორ?
- ამას მერე გაიგებ! მადლობა?!
-  რაში გადაგიხადო მადლობა?! იმაში რომ კაბა გააფუჭე?!
- მე გავაფუჭე?!
- გუშინ აღიარე! - ვუთხარი და გასახდელიდან გამოვედი.
როდისაც ჯასტინის სიმღერის ხმა გავიგონე ყველაფერი გასაგები იყო, კაბის სანაცვლოდ ჯასიტინი ამ გამოსვლას "გაალამაზებდა" თავისი სიმღერით.

Tumblr_mfw833vq0u1qk8411o1_500_large  Tumblr_mjq3b2zycr1rhxffwo1_500_large
- მოგეწონა? 
- კი, კარგი იყო! - გავუღიმე.
- აი ახლა ნამდვილად იღიმები!  და ასე უკეთესია! - მის ნათქვამს ბოლომდე ვერ ჩავუწვდი, რისი თქმა უნდოდ მაგრამ ისევ გავუღიმე, ჯასტინს გაეცინა და შენობიდან გავიდა.
- სახლში წაგიყვანო? თუ სადმე წავიდეთ?
- შენთან ერთად ყოფნას სახლში ყოფნა მირჩევნია! 
სწრაფად გაჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- ახლა ამიხსენი, ეს რატომ მითხარი? - ჩაიცინა.
- უბრალოდ პირდაპირი ვარ!
- კარგი, მაშინ გეტყვი! ზრდილობისთვის გკითხე, შენთან ერთად ყოფნას სახლში ყოფნა მირჩევნია! - ყალბად გამიღიმა - მომისმე ოდრი, მე არავისთან არ მინდა ცუდი ურთიერთობა! ჩაზი და რაინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან და რადგან ისინი გემეგობრებიან, არ მინდა ჩემთვის ცუდი იყო! ამიტომ მოდი თუ გინდა რომ ასე გავაგრძელოთ ურთიერთობა, პირდაპირ გეტყვი თამაშიდან მხლოდ შენ გავარდები! რაიანი, ჩაზი და მე კი მუდმივად დავრჩებით! - გამიღიმა - სანამ თამაშ დაიწყებ, წესების შესახებ გაიგე! უფრო კარგად რომ ითამაშო! 
- არა ჯასტინ, ცდები! ერთადერთი ჩვენს შორის ვინც წესებს უნდა იცავდეს შენ ხარ, აქ მე ვადგენ წესებს შენ კი მათ იცავ! და კიდევ, მე წესების გარეშე ვთამაშობ! - გამომწვევად გავუღიმე და მის მანქანაში ჩავჯექი.
- კარგია თავდაჯერებული რომ ხარ, მაგრამ მემგონი როლები აგერია! კარგად დაფიქრდი! ან სანამ დაფიქრდები უბრალოდ დავამთავროთ!
- მე არ ვამთავრებ იმას, რაც არ დამიწყია! - გავუღიმე - სახლში უნდა წაგეყვანე, დაგავიწყდა?!
მანქანა ისე დაქოქა ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, მიყურებდა და თან ეღიმებოდა, როცა მეც გავხედე, თავი შეაბრუა.
ცოტახანი მშვიდად მივდიოდით, ხმას არც ერთი არ ვიღებდით, მშვიდი მუსიკა თავისთვის უკრავდა, შემდეგ კი ჯასტინმა უეცრად მანქანა შუა ქუჩაში გააჩერა.
გაკვირვებულმა სწრაფად გავხედე, ჯასტინი ჩემსკენ იყურებოდა, მაგრამ მე არ მიყურებდა.
ფანჯარა ჩემსკენ ჩამოწია და ისეთი სახე მიიღო, სიმართლე გითხრათ შემეშინდა რამე საშინელება არ ჩაედინა.
თვალი მის მზერას გავაყოლე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ მას მანქანით დასდევდნენ პაპარაცები და ჟურნალისტები.
უამრავ შეკითხვას უსმევდნენ, მაგრამ ჯასინი პასუხს არ ცემდა.
- მემგონი ჯობია გზა გავნაგრძნოთ!.. - ჩუმად ვუთხარი, მან ახლა მე შემომხედა ისევ ისეთი საშინელი სახით.
- ჯასტინ მორჩი! ეჭვი არ მეპარება რომ ასეთი რაღაც უამრავჯერ დაგმართნია! ნახე ხალხი გელოდება! ყველა შენ გელოდება! გზას კეტავ! მათ გამო ნერვებს რატომ იშლი?! გზდიონ რამდენიც უნდათ, შენ რა?! 
თითქოს უეცრად მოეშვა, ღრმად ამოისუნთქა და მთელი ძალით მიაჭირა ფეხი გაზს.
შემეშინდა, გული მოულოდნელობისაგან საშინლად ამიჩქარდა.
ცოტახანში როცა მე გამომხედა და ჩემი შეშინებლი სახე დაინახა, ნელა დაიწყო სიარული.
- მადლობა! - გავუღიმე და ღვედი გავიხსენი.
- არ შემომიპატიჟებ? - თვალი სახლს შეავლო.
ნამდვილად არ მინდოდა მისი სახლში შემოპატიჟება, მაგრამ უეცრად დავფიქრდი, მისთვის მოულოდნელი იქნებოდა თანხმობა! ამიტომაც დავთანხმდი.
ცოტა დაიბნა, შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა.
- ეს ჩემი მეგობრის სახლია! - გავუღიმე.
ჯასტინი სწრაფად მოეწყო, ტელევიზორს ჩაუჯდა, სავარძელში კარგად მოკალათდა და თან ლუდიც გვედით დაიდო.
როცა ოთახიდან დავბრუნდი ისე დამხვდა თითქოს აქ ცხოვრობდეს. რათქმაუნდა არანაირი პრეტენზია არ მქონია! უბრალოდ გამეღიმა და გვერდით მოვუჯექი.
- მომწონს აქაურობა! - ისე მითხრა არც შემოუხედავს.
- ხო, მყუდრო სახლია!
- შენს მეგობარს რა ქვია?
- ელა, გაგაცნობ თუ გავაგრძელებთ მეგობრობას! 
გამომხედა და გამიღიმა.
- მადლობა რომ დღეს არ გაიქცეი!
- რატომ უნდა გავქცეულიყვაი? - გავკირვებულმა ვკითხე.
- იცი, ერთხელ, არა უფრო მეტჯერ! მოკლედ, ასეთი შემთხვევა როცა პაპარაცებზე ვბრაზდები საკმაოდ ხშირად ხდება! ერთხელ ერთი გოგო მომწონდა, ასევე მოხდა მაშინაც გავბრაზდი, მანუეცრად დატოვა მანქანა და მერე ღმერთმა იცის სად წავიდა! - გაიცინა.
- მაგრამ, რატომ? - დაბნეულმა ვკითხე.
- არ ვიცი! მაგრამ, მაინც მადლობა! 
- არაფრის! - გავუღიმე.
- რაიანი და ჩაზი შენზე მიყვებოდნენ - ცოტახანში წამოიწყო - მაგრამ, არც თუ ისე ბევრს! 
- მაინც რა გითხრეს ჩემზე? 
- რაიანს თავიდან არ მოწონდი, მითხრა საშინელი ვიღაც არისო! მეგობრების შეყვარებულები უყვარდება, გართობა უყვარს და ყველაზე მეტად ადამინის ცრემლებით ერთობაო! - ისე გამომხედა, თითქოს ჩემგან პასუხს ელოდა, მართალი იყო ეს თუ არა - თავიდან ეშინოდა ჩაზს არ შეუყვარდესო! - გაიცინა - მერე, მერე ჩაზი მიყვებოდა შენზე. იგივეს, მაგრამ უკეთესად, უკეთესი ხასიათებით! კარგ მეგობრად აგღწერა, მერე რაიანსაც დაუმეგობრდი და მერე ლუკასზეც კი გავიგე! - გაიცინა.
- ლუკასზე?! - უეცრად წამოვწიე თავი.
- აჰაჰაჰა! ლუკასი ისე უბრალოდ თქვა, რომ მოგწონს! თორე ისე არაფერი მოუყოლია, ნუ გეშინია! - გაიცინა.
- ლუკას, კი არა და ჯასტინ! - დავიბენი - ჩაზს და რაიანს შენზე არაფერი მოუყოლიათ!
- ხო ასე იქცევიან, ან რატომ უდნა მოყვნენ ჩემზე?! შენდეგ ვიღაც ჩემი ფანი აღმოჩნდება და მხოლოდ ამიტომ მეგობრობს მათთან, ან უბრალოდ ადმაინი რომელსაც უნდა გაარკვიოს ჯასტინ ბიბერის ცხოვრება! - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
ელა და მაქსის ხმა გავიგე, როგორც ყოველთვის კამათობდნენ.
- უკვე სახლში ხარ? - გამიღიმა ელამ და ჯასტინი ვერც შეამჩნია, მეორე სართულზე ავიდა.
- ჯინა სად არის? - ვკითხე მაქს რომელიც ჩემსკენ წამოვიდა.
- დედამისთანაა - მოვიდა და გადამკოცა - ეს ვინ არის? - ისე მკითხა, თითქოს ჯასტინი აქ არ ყოფილიყო და არც არაფერი გაეგოს.
- ჯასტინი, სხვათაშორის ბიბერი! - გაიცინა ჯასტინმა - მაგრამ გეტყობა, დიდად ვერ ეტყობი შოუბიზნესში! - გაუღიმა და ლუდი მოსვა.
მაქდი გვერდით მომიკდა და ხელი აგდამხვია, ჯასტინმა ამაზე ჩაიცინა, მე კი უხერხულად მოვაშორებინე ხელი.
- ზედმეტი ხომ არ ვარ? - მომღიმარე სახით ჩაილაპარაკა ჯასტინმა.
- ნამდვიალდ!
- არანაირად! - სწრაფად მივაყოლე მაქსის ნათქვამს და მკაცრად გავხედე.
- ერთად ხართ? - გამომხედა ჯასტინმა.
- არა! მაქსს შეყვარებული ყავს! ჯინა!
რამდენიმე წუთი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ჯასტინ, წამოდი ჩემს ოთახში ავიდეთ! - წამოვდექი და მის ადგომას დაველოდე.
ჯერ მაქსს გახედა, შდემგ მე გამომხედა.
- არ მიყვარს როცა გოგოებს აწვალებენ, ეს ჩემი საქმეა! - ბაბნიკურად ჩაილაპარაკა ჯასტინმა და მაქს ხელი დაუქნია.
ვერ გეტყვით მე და ჯასტინს ენა არ გაგვიჩერებია-მეთქი, ის ტელევიზორს უყურებდა, მე კი ტაილერს ვწერდი.
მალევე წავიდა ჯასტინი, სანამ წავიდოდა ჯინამ მის დანახვაზე ლამის გონება დაკარგა, უნდოდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ სახეზე ეწერა რომ ძალიან უყვარდა.
- მოგეწონა ჯასტინი? ხომ კარგი ადმაინია? - გაიცინა რაიანმა.
- რავი, არ რა! 
- ტელეფონში გამოვძვრები და გცემ!
- რატომ?! სიმართლეს გეუბნები! დიდი არაფერი!
- კარგი, კარგი... წავედი მე!
ტელეფონი გამითიშა.
მეც საწოლში ჩავწექი, ასე კარგად ამ ერთი თვის განმავლობაში პირველად ჩამეძნა.
დილით ოთახში მზე ანათებდა, ისე გამეღვიძა თითქოს ლამაზი ფილმი იწყებოდეს და ჯერ კიდევ ტიტრები ეწერბოდეს ეკრანს.
ეს, ეს იყო წამმოვწიე თავი, რომ ღიმილის სახეზე შემახმა და ჩემი ფილმიც აქ დამთავრდა.
- აქ რას აკეთებ?!
- რაიანმა მითხრა გააღვიძე და ჩემთან მოიყვანეო, წამოდი! - თავით მანიშნა.
- იყო, დავიძინებ! - თავლი ბალისში ჩავრგე.
ცოტახანში სახლში ისეთი ამბავი იყო, უბრალოდ შეუძლებელი იყო დაგძინებოდა!
ელას წვეულების მოწყობა მოუნდა და მთელი სკოლა დაპატიჟა! 
გამოვიცვლა და ჯასტინის ძებნა დავიწყე, მინდოდა აქაურობისთვის თავი დამეღწია.
ჯობდა საერთოდ არ დამეწყო მისი ძებნა! საშინელად გავბრაზდი! ჯასტინი ჯინას კოცნიდა! თავიდან ისეთი უცნაური გრძნობდა დამეუფლა, ვერც კი მივხვდი რა მოხდა! შემდეგ კი მივხვდი, რომ უბრალოდ გავბრაზდი, მან იცოდა ჯინა მისი ფანი იყო და ამის მიუხედავად მას ყავდა ეყვარებულიც! სწრაფად მოვკიდე ჯინას ხელი და ჯასტინის მოვაშორე.
- გაგიჟდი?! - გაბრაზებულმა ვუთხრი.
ცოტახანი ჩუმად იდგა და დაბნეული მიყურებდა.
- მაქსს არ უთხრა!
- არავის არაფერს არ ვეტყვი, მაგრამ თავი დაანებე ჯასტინს! ის უბრალოდ ერთობა გოგოებით! - გაბრაზებულმა ვუთხარი და ზურგი ვაქციე.
- წავედით? - მომესმა ჯასტინის ხმა.
- ჯასტინ, თავი დამანებე!
- ასეთი რა ჩავიდინე?!
- ნუ ერთობი ჩემი მეგობრებით!
- არ ვერთობი, მე ის მართლა მომოწნს!
- რამდენჯერ ნახე?! რამდენჯერ მოგეწონება ასე გოგო?! ყველასთან ასე იქცევი?!
- მემგონი ზედმეტები მოგდის!
- მე მომდის ზედმეტები?! მოდი უბრალოდ წადი, კარგი?
ცოტახანი ჩუმად მიყურებდა, შემდეგ ჩაიცინა და სწრაფი ნაბიჯებით დამტოვა.
ამ დღის მერე მე და ჯასტინის კარგი ურთიერთობა არ გვქონია, ერთმანეთს ხშირად გვხვდებოდით, იმიტომ რომ ის რაიანთან და ჩაზთან ცხოვრობდა. ასევე ხშირად მოდიოდა ჩემთან, რადგან ჯინას დაუმეგობრდა! არა მის გამო ჯინა მაქსს დაშორდა! ამაზე საშინელად გავბრაზდი! 
ჯასტინი და მე მუდმიად ვჩხუბობდით! გამუდმებით! ყოველ წამს! რაიანი და ჩაზი კი მის გარეშე საერთოდ არსად არ დადიოდნენ! მოკლედ ჯასტინი მართლაი იყო!
მე რაიანის და ჩაზის მეგობარი ვიყავი, მაგრამ ისნი არასდროს გამცვლიდნენ ჯასტინში! 
თუმცა მე  ეს არც არასდროს მომითხოვია!
ამასთან ერთად თითქოს ერთი რაღაც მაინც გამოჩნდა კარგი, ლუკასი! ლუკასი და მოლი ერთმანეთს დაშორნენ! ეს კი ნამდვილად გამიხარდა! 
ახლა უკვე ერთი თვე! 
დღეს არაჩვეულებრივი დღეა! ჯასტინმა პარიზი დატოვა! თუმცა სამწუხაროდ, მას ჩაზი და რაიანი გაყვნენ! ეს კი ძალიან მეწყინა, არ არ მწყენია! ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია, თოთქოს გვერდით აღარავინ მყავდა!
ელა თითქოს ვერ მიტანდა ისე მექცეოდა, ჯინასგან უხეშობა არ მიკვირდა, ვფიქრობ მას ისევ უყავრს მაქსი! მაგრამ მაქსი ახლა ჩემზეა შეყვარებული! 
პარიზი ლამაზი და არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებებით დავტოვე.
ფლორიდაში ახლა ელასთან, ჯინასთან და მაქსსთან ერთად დავბრუნდი.
იზებელი თითქოს ელას აყვა და არც მას აღარ უნდოდა ჩემთან მეგობრობა!
ტაილერი კი ისევ ჩემი განსაკუთრებული მეგობარია!
არც იზაბელის და არც ელას დაკარგვას არ გავნიცდი!
პირიქით ახლა მათი გამწარება ყველაზე მეტად მინდა, მინდა დავუბრუნდე ჩემს საქმეს, ვატკინო გული და ამის სანაცვლოდ მე გავიცინო!
თამაში წესების გარეშე!..

მინდოდა დიდი თავი გამოსულიყო და თან საინტერესო.
არ ვიცი რამდენად შევძელი ეს, მაგრამ იმედი ამქვს მაინც მოგეწონათ.
მაპატიეთ თუ ბევრი შეცდომა დავუშვი, ან თუ უინეტრესო იყო უბრალოდ ძალიან ვჩქარობ ყველაფერთან ერთად! :(((
კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი, შენინშვნა, მოკლედ რაც გინდათ!
ვეცდები მალე დავდო.
მიყვარხართ!
:*)

Tumblr_mioe1sut431rvdpzoo1_500_large
......

Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 

So Stay Away From Me, 
I Love Making People Cry!

PrettyBoySwag

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1089 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-03-27 Spam
aww ra magariaa <3