მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » love and others...
5:15 PM
love and others...

გიყვარდეს უანგაროდ! 

აქციე სხვისი ცხოვრება მშვენიერებად! 
ატირე მეგობარი სიხარულისგან! 


სიცოცხლე დაავადებაა, რომელიც სიკვდილს იწვევს.. 
ტკბილია სურვილი, მაგრამ სასურველად ყოფნა კიდევ უფრო ტკბილია.. 
უდიდესი სიმტკიცე არის უდიდესი ლმობიერება.. 
მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.. 
ხშირად თქმით აზრი არ დაუკარგო სიტყვა-სიყვარულს! 


ჭამის დროს მუდამ გახსოვდეს ხალხი, რომელსაც საჭმელი არ აქვს! 


ყოველ დილით ღმერთს მადლობა უთხარი, რომ სიყვარულის ნიჭი მოგცა! 
გიყვარდეს 2 ადამიანი მაინც შენს თავზე მეტად! 
იყავი ისეთი მეგობარი, როგორსაც შენი თავისთვის ინატრებდი! 
არ დაკარგო მადლიერების გრძნობა! 
არასდროს დაემდურო ღმერთს! 
არ დაემდურო მას ვინც ვერ შეგიყვარა, რადგან სიყვარული გრძნობაა და არა თანაგრძნობა! 


სიამაყე ყველას აბუჩად აგდებაა, საკუთარი თავის გარდა 
ეჭვიან ადამიანს საკუთარი თავი საყვარელ ადამიანზე მეტად უყვარს 
ნდობის გარეშე სიყვარული ტანჯვა და სიგიჟეა 
არასდროს არ იგრძნო თავი მარტოდ და იცოდე, რომ ყოველთვის არსებობს ერთი, რომელსაც უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ 
არასდროს შეგშურდეს სხვისი ცხოვრების! 
არასდროს გახდე ფანატიკოსი! 


ადამიანის უფლებები და თავისუფებები მთავრდება იქ, სადაც სხვა ადამიანის უფლებები და თავისუფებები იწყება 
მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, ხოლო მეგობარს ენდობი. 
ნუ დაელოდები შიშით დასასრულს მთელი ცხოვრება, რადგან თავად არ იცი ეს დასასრულია, თუ რაღაც ახლის დასაწყისი. 
ჭკვიანების დაცინვა სულელების პრივილეგიაა 
გიყვარს მხოლოდ მაშინ, როცა ხედავ და გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას 


არასდროს მოიკლა თავი საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო, რადგან ასე მას სამუდამოდ დაშორდები 
შეყვარებული არის იღბლიანი გიჟი 
გახსოვდეს, რომ მიტევება არის თვისება, რომლის დაკარგვის შემთხვევაშიც ადამიანი კარგავს ადამიანობას! 
გახსოვდეს, რომ ბედნიერი დღე და ცხოვრება თავად უნდა შეიქმნა! 
არასდროს სთხოვო ღმერთს მოგიტევოს, როდესაც შენ არ მიუტევებ სხვას! 
არ განიკითხო სხვა - შენ ღმერთი არ ხარ! 


არ შეიძლება გსურდეს ის, რაც არ იცი! 
ტირილი არის თვისება, რომელიც არ აძლევს ადამიანს საშუალებას დაკარგოს ადამიანობა! 
-რატომ კვდება კეთილი ადამიანი მალე? 
-იმიტომ, რომ ღმერთს კეთილი ადამიანები თავისთან უნდა ჰყავდეს 

ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის! 
სადაც სიყვარულია, იქ არის ღმერთი! 
გახსოვდეს, რომ სიგარეტი გკლავს! 
მიზანი საშუალებას ყოველთვის არ ამართლებს! 
ცუდი წიგნის კითხვას, ჯობს საერთოდ არ იკითხო! 
გაიღიმე ისე, რომ შენმა ღიმილმა შენი სიკვდილის მერეც იცოცხლოს! 


არ იტირო ბიჭზე, რომელიც SMS-ით დაგშორდება! 
სიკვდილამდე ერთხელ მაინც გადი გარეთ და იყვირე ისე, რომ ყველამ გაიგოს შენი ხმა 
არასდროს მიიჩნიო სულელად მოხუცი, რომელიც გარიგებს 
ჯობს შენი ოცნებების მისაღწევად იბრძოლო და დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს მარცხი და ვერც კი გაიგო, რა იყო ამის მიზეზი 
თუ როდესმე დაეჭვდი ცხოვრების მშვენიერებაში, უბრალოდ აიხედე ცაში! 


სიძუნწე კეთლიშობილია მხოლოდ დროის ფლანგვაში 
შენდობა ყველაზე დიდი სიკეთეა 
სიკვდილი არ არის დასასრული-ეს მხოლოდ დასაწყისია! 
თაყვანი ეცი მხოლოდ ღმერთს და არასდროს ადამიანს! 
-რატომ არსებობს სიკვდილი? 
-იმიტომ, რომ ადამიანმა სიცოცხლე დააფასოს. 


ყველაზე დიდი უბედურება მარტოობაა! 
საკუთარ თავთან ბრძოლა რეალურად ეშმაკთან ან ღმერთთან ბრძოლაა 
მატყუარა ადამიანის ბედნიერება წამია 
არასდროს იფიქრო რომ ღმერთი უსამართლოა 


ქალს კაცი არ დააფასებს, თუ ქალმა არ დაიფასა თავი 
არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს 
"რა სიცოხლეა ეს სიცოცხლე!"რამდენჯერ მითქვამს,მაგრამ არასდროს მიფიქრია მისი დათმობა 


ცალმხრივი სიყვარული ტრაგედია არ არის-ტრაგედია უსიყვარულოდ ცხოვრებაა! 
პატივს არავინ გცემს, თუ საკუთარ თავს თავად არ სცემ პატივს! 
ტყუილად არ გიცხოვრია, თუკი შენი სიკვდილის შემდეგ ამ ქვეყნად დარჩება 1 ადამიანი მაინც, რომელსაც სიკვდილამდე ემახსოვრები! 

ხშირად ჩაიხედე სარკეში და გაიღიმე! 
ბოროტს არასდროს აჩვენო შენი ბოროტება 
სიკეთე ის არის, რის გარეშეც სიყვარული ვერ გაგაბედნიერებს 

ხშირად იტირე სიხარულით იმის გამო, რომ ღმერთმა ადამიანად შეგქმნა 
ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც არსებობს ერთი ადამიანი მაინც ვისაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ 
ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რისი უნარიც თვითონ არ აქვს 
სრული ბედნიერებისას, თითოეული დღე მთელი ცხოვრებაა. 


ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ არის- ადამიანი ადამიანისთვის დღეა 
ეგოისტ ადამიანს არავინ უყვარს საკუთარ თავზე მეტად 
იყავი ბედნიერი იმ ადამიანის ბედნიერების გამო, რომელიც გიყვარს 
ცხოვრება ხანმოკლე მხოლოდ კეთილი ადამიანებისთვის არის 
არასდროს შეგრცხვეს უფულობის 
სიმღერა მხოლოდ მათთვის არ არის ვისაც სმენა აქვს 
არასდროს მიანიჭო ფულს დიდი მნიშვნელობა, რადგან ფული ეშმაკთან გაახლოვებს და ღმერთთან გაშორებს 
არ დაემდურო ღმერთს საყვარელი ადამიანის სიკვდილისთვის, რადგან შენ არ იცი სიცოცხლე უკეთესი იყო მისთვის, თუ სიკვდილი 
არასდროს სთხოვო ღმერთს ბიჭისთვის შენი შეყვარება 

თუ შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ზღაპრული პრინცი, აუცილებლად გამოჩნდება ბოროტი ჟადოქარიც 
ძაღლი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ადამიანზე მეტი ერთგულება შეუძლია. 
როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ, არ იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე და შენთავის საყვარელ ადამიანზე 
კარგად ცხოვრება უზრუნველად ცხოვრებას არ ნიშნავს 
არასდროს იფიქრო, რომ უშნო ხარ! 

ნების თავისუფლება რომ არსებობდეს მსოფლიო დაასრულებდა არსებობას 
ამაყ ადამიანებს სხვების სიამაყე სძულთ 
ბოროტებას მხოლოდ სიკეთე ჰკურნავს 
ღმერთი რომ უსამართლო და ეგოისტი ყოფილიყო ადამიანს სულს არ მისცემდა 
მამაკაცი და ქალი-ესაა ორი ნოტი, რომლის გარეშეც ადამიანის სული სწორ და სრულს აკორდს ვერ შექმნის 
სიყვარული წამებაა-უსიყვარულობა სიკვდილი! 
სიყვარული ერთადერთია რაც სიკვდილს აშინებს 
ღიმილზე ლამაზი ხშირად ტირილია
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 634 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-12-26 Spam
1.    ( MissMiller♡[??????]

love