მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 1 » Love And Hutred
11:37 PM
Love And Hutred

II

გავედი და რას ვხედავ ვიღაც ბიჭი იდგა მის ირგვლივ კი საშინელი ალიაქოთი,გოგოები კიოდნენ ავტოგრაფებს ართმევდნენ:
-ვინაა ასეთი?-გავიფიქრე უფრო სწორად მეგონა რომ გავიფიქრე მაგრამ ხმამაღლა მითქვამს
-ეს ლუის კინერია ცნობილი მსახიობი და ფოტოგრაფი-მხოლოდ ახლა გავხედე გოგონას რომელიც გვერდით მედგა შევხედე მანამც შემომხედა შემდეგ მათკენ გაიქცა,ამასობაში დედაც მოვიდა ძლივს ავარჩიე ტანსაცმელი,მერე კი სახლისკენ წავედით,მაშინვე ჩემ ოთახში ავირბინე და საწოლზე წამოვწექი როგორ მინდოდა ეს დღე მალე გასულიყო,ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ცხრა საათისთვის უკვე მეძინა.
-ტრრრ-მაღვიძარამ დარეკა
მაშინვე წამოვხვტი სააბაზანოში შევირბინე,ტანსაცმელი ჩავიცვი ერთი საათი თმას ვიკეთებდი,ბოლოს როგორც იქნა საბოლოოდ მოვემზადე

სტივენი შემოვიდა ოთახში:

-მინდა ვაღიარო რომ დღეს ლამაზი ხარ
-როგორ მოხდა რომ ერთი ნორმალური სიტყვა მითხარი
-ერთი რატომ?მინდა ეს უკვე ერთი ,ვაღიარო ორი, რომ სამი, დღეს ოთხი, ლამაზი ხუთი, ხარ ექვსი,აი ექვსი სიტყვა მითქვამს
-ჰო კაი ეხლა შეგიძლია გახვიდე
-წავალ მაგრამ აი რო არ მიგიღებენ მერე შემოვალ და იმდენს დაგცინებ სანამ არ გატირებ
-აბა შენ იცი ვერ მოესწრები მაგას-და კარი მივუხურე

ბოლო წვრილმანიც და ოთახიდან გავედი ქეითი მოვიდა

ტაქსი გავაჩერეთ და წავედით სააგენტოში,მოსაცდელში მოგვიწია დაცდა ოცი წუთი როგორც იქნა ჩემი სახელი დაიძახეს შევედი რაღაც კითხვები დამისვეს არაფერი რთული,მითხრეს რომ საცედლ ფოტოსესიაზე უნდა მივსულიყავი და შემდეგ ამის მიხედვით აარჩევდნენ გოგონებს.ტანსაცმელი გამოვიცვალე ფოტოსესიაზე შევედი და ის ბიჭი მიღებდა ფოტოებს რომლის გამოც დღეს ხალხი ერთ ამბავში იყო


„სიმპატიურია"გავიფიქრე,და ირგვლივ მიმოვიხედე კიდევ ხმამაღლა ხომ არ მითქვამსთქო,დაიწყო ფოტოსესია,ფოტოები გადამიღო,სიმართლე გითხრათ ცუდი ნამდვლად არ გამოვიდა:

-გმადლობთ ლუსი თუ მოეწონეთ ხვალ დაგირეკავენ
-მადლობა ნახვამდის


და გამოვედი ქეითი მოსაცდელში იჯდა გავედით გარეთ და ვიღაც ბიჭი დამეჯახა:
-ბოდიში
-ცოტა ფრთხილად უნდა იყო!
-ბოდიში ხომ მოგიხადე
-ვაიმე ბოდიში მომიხადე მადლობაც ხომ არ გადაგიხადო?
-ცუდი არ იქნებოდა
-ჰა ჰა ჰა შენ გგონია რომ....
-შემაწყვეტინა
-მე არაფერი არ მგონია ასე რომ შეგიძლია გზა გააგრძელო,რადგან შენსნაირ ამაყ და აუტანელი ადამიანებთან ლაპარაკი არ მსიამოვნებს
-უკაცრავად?ეხლა ბიჭუნი მომისმინე კარგად ამაყი და აუტანელი თვითონ ხარ და საერთოდ მომცილდი იდიოტო
-არა რა სასაცილო ადამიანი ხარ

-უკვე მოთმინების ფიალა მევსება
-ძალიან შემეშინდა,მოკლედ წავედი მე აბა ნუ ვიცი ეხლა მოგეწონე და იმიტომ გააბი ჩემთან საუბარი მაგრამ შენსნაირები მე არ მომწონს
-რა?იცი რას გეტყვი...
-არ დამამთვრებინა წავიდა,საშინლად გავბრაზდი მინდოდა დავწეოდი და გამეგლიჯა,მაგრამ ამით უფრო დავიმცირებდი თავს..
საშინელ ხასიათზე დავდექი სახლში წავედი ქეითს ეჩქარებოდა და ისიც წავიდა,ცოტა ხანი დავისვენე მერე კი გასეირნება მომინდა და გარეთ გავედი,პარკში დავდიოდი როცა დავიღალე სკამზე ჩამოვჯექი მუსიკებს ვუსმენდი,ვიღაც კაპიშონიანი ბიჭი მომიჯდა გვერდით,კარგაა ხანი ასე ვიჯექით მერე კი შევხედე,ის კი...

____________________________________________________________________________________

არ ვიცი იმედია მოგეწონებათ : ) კრიტიკას ნუ დაიშურებთ არ მეწინება : ** ძალიან გთხოვ დააკომენტარეთ : )

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 702 | დაამატა: ♥Sophie♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2012-11-02 Spam
ragac ragaceebi ar momewona titqos,magram ertianobashi kargiaa! )
gaagrdzeelee