ლონდონში მადონას ფილმ "W.E."- ს პრემიერა გაიმართა. ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის, ედვარდ მერვისა და მისი საყვარლის, ამერიკელი ქალის, უოლის სიმფსონის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. პოპ ვარსკვლავი მადონა ლონდონურ პრემიერაზე კინოთეატრ "ოდეონის" წინ წითელ ხალიჩაზე პოზირებდა.
54 წლის ვარსკვლავი მკაცრი დიეტისა და ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშის წყალობით კვლავაც შეუდარებლად გამოიყურება, მაგრამ ასაკობრივი პრობლემები თავს არ მალავს.
კისერი და ხელები ყოველთვის გასცემს ქალის ასაკს, ამიტომ მადონამ ლონდონურ პრემიერაზე სხეულის ეს ნაწილები საგულდაგულოდ დამალა - მომღერალს ხელებს წითელი ხელთათმანები, ხოლო კისერს და მკლავებს გრძელი მოსასხამი უფარავდა.
მადონა გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფებს გულუხვად არიგებდა. აღსანიშნავია, რომ ფილმი კინოკრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს.