მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 6 » London
0:16 AM
London
 London 

ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ტემზაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ქალაქის სრული მოსახლეობა შეადგენს 8,278,251 ადამიანს, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში ცხოვრობს, აგლომერაციაში კი — 13,709,000 ადამიანი (2012 წ.).
ქალაქის ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსებით. ლონდონის ისტორიული ცენტრია „სიტი", დაახლოებით XIX საუკუნიდან ლონდონს ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებული დასახლებებიც. 1965 წლის 1 აპრილს დაარსდა „დიდი ლონდონი". ლონდონმა სამჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.
ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქს გააჩნია მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი სატრანსპორტო სისტემა. ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი, 480 უცხოური ბანკი. The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.
ეტიმოლოგია

ლონდონის ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია. ეს უძველესი სახელია და მატიანეში ჯერ კიდევ მე-2 საუკუნიდან იხსენიება. უკვე 121 წელს ლონდონიუმად იწოდება, რაც რომაულ-ბრიტანული ნაზავი უნდა იყოს. ყველაზე ადრინდელ განმარტებას, რომელსაც ახლა საფუძვლიანად აღარ მიიჩნევენ, ჯეფრი მონმუთის Historia Regum Britanniae-ში ვხვდებით, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქის სახელი მეფე ლუდს უკავშირდება, რომელმაც თითქოს ქალაქი აიღო და ქიერლუდი უწოდა. 1899 წლიდან საყოველთაოდ მიიჩნეოდა, რომ ლონდონი კელტური წარმოშობის იყო და აღნიშნავდა ადგილს, რომელიც ვინმე ლონდონიოსს ეკუთვნოდა.. საბოლოოდ, ეს განმარტებაც უარყოფილ იქნა. რიჩარდ ქოათსმა 1998 წელს წამოაყენა განმარტება, რომ სიტყვა წარმოებული იყო კელტებამდელი ძველევროპული "ლოვონიდადან", რაც "ფონფართო მდინარეს" აღნიშნავს. მისი ვარაუდით ეს სახელი მდინარე თემზას იმ ნაწილს ეწოდებოდა, რომელიც ლონდონში მიედინება. აქედან კი დასახლებამ კელტური ფორმა "ლოვონიდონიონი" (Lowonidonjon) მიიღო. 1889 წლამდე ლონდონი მხოლოდ ქალაქს ეწოდებოდა, შემდგომ კი ლონდონის საგრაფოსა და დიდ ლონდონზეც გავრცელდა.

ისტორია

ისტორიამდელი და ანტიკური ხანა

იმის მიუხედავად, რომ აქ უძველესი ბრითონული დასახლებები იყო თავმოყრილი, პირველი მსხვილი სამოსახლო მაინც რომაელების დაარსებულია ქრისტეშობიდან 43 წელს. დასახლება დღემოკლე აღმოჩნდა და მისმა არსებობამ მხოლოდ 17 წელს გასტანა. 61 წელს აქაურობას იცენები დაესხნენ თავს დედოფალ ბუდიკას მეთაურობით და მიწასთან გაასწორეს. ქალაქის შემდგომი დაგეგმილი აღდგენა უკვე 100 წელს მოხდა, როდესაც ქოლჩესტერმა ქალაქი აღაშენა და კეთილმოაწყო როგორც რომის ერთ-ერთი პროვინციის - ბრიტანიის დედაქალაქი. ქალაქმოსახლეობამ სწრაფი ზრდა დაიწყო და უკვე მეორე საუკუნის შუა წლებში 60 000 გადააჭარბა. მე-7 საუკუნეში ანგლო-საქსებმა ახალი დასახლება შექმნეს რომაული ლონდონიდან 2 კილომეტრის დაშორებით და ლუნდენვიქი (Lundenwic) დაარქვეს. დღეს ამ ადგილს ქოვენთ გარდენი ჰქვია.
როგორც ჩანს მდინარის უბეში ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო, რასაც მეთევზეები და ვაჭრები იყენებდნენ, რომელთა საქმიანობაც მანამ იზრდებოდა, სანამ ქალაქს ვიკინგები დაიპყრობდნენ. სკანდინავიელი მებრძოლების შემოტევას ლონდონმა ვერ გაუძლო და ვიკინგებმა აქ გამაგრებული ადგილი შექმნეს, გადასწიეს რა უკან რომაულ ლონდონამდე ქალაქის საზღვრები, რადგან ეს ადგილები გალავნით იყო დაცული. ვიკინგთა შემოსევები თანდათანობით მცირდებოდა და 886 წლიდან, ფაქტიურად, შეწყდა. იმხანად ალფრედ დიდმა დანიის წინამძღოლ გუთრუმთან ერთად ლონდონში სიმშვიდე დაამყარა. საქსონთა მიერ დაარსებული ლუნდენვიქი კი ელდვიქად (ძველი ქალაქი) გადაიქცა. ეს სახელი დღემდეა შემორჩენილი "ელდვიჩის" (Aldwych) ფორმით და ვესთმინსთერის ოლქს ეწოდება.

შუა საუკუნეები

მე-5 საუკუნეში რომის იმპერიისს დაცემასთან ერთად ლონდონიც სწრაფად გაუკაცურდა. თუმცაღა, მე-6 საუკუნიდან ანგლო-საქსების ლუნდევიქმა სწრაფი განვითარება დაიწყო და მოსახლეობა 12 000-მდე გაიზრდა. მე-9 საუკუნეში ლონდონს ვიკინგები უტევენ და კვლავ რომაული დასახლების ფარგლებში აბრუნებენ. მე-10 ასწლეულში ინგლისის გაერთიანების კვალდაკვალ ლონდონი როგორც ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი, უკვე პოლიტიკურ მზარდ მნიშვნელობასაც იძენს, იმის მიუხედავად, რომ მას უინჩესტერი უწევდა მეტოქეობას როგორც უესექსის ტრადიციული ცენტრი.
მე-11 საუკუნეში ედუარდ აღმსარებელმა კვლავ აღადგინდა ვესტმინსტერის სააბატო, რომელიც ლონდონიდან ორ ნაბიჯში მდებარეობდა და სამეფო ტახტი იქ გადაიტანა. ამ დროიდან უესტმინსტერმა ლონდონი გააძევა ბიზნესისა და სამთავრობო სექტორიდან.
ჰასთინგის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ნორმანდიის ჰერცოგ უილიან დამპყრობელს ინგლისის გვირგინი დაადგეს ახლადდასრულებულ ვესტმინსტერის სააბატოში 1066 წლის შობადღეს. უილიამმა ლონდონის თაუერი ააგო, პირველი ნორმანდიულ სიმაგრეთაგანი, რომელიც ქვაში შენდებოდა. სიმაგრეს უილიამ სამხრეთ-აღმოსავლეთში მიუჩინა ადგილი, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შიში ჩაენერგა. 1097 წელს უილიამ II-მ ვესტმინსტერ დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ამავე სახელწოდების სააბატოსთან ახლოს. სწორედ დარბაზი გახდა საფუძველი ახალი ვესტმინსტერის სასახლის მშენებლობისა.
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 707 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-03-06 Spam
Ratqmaunda yvelaferi vicodi ♥
yvelaze magari siaxlea ♥
Chemi London ♥ Moval me male ♥