ლიზის დაბადების დღეზე მეგობარმა სიურპრიზი გაუკეთა და ოცნება აუსრულა. აჩუქა პატარა საყვარელი ლეკვი.მთელი დღეები ერთად იყვნენ: სეირნობდნენ,დარბოდნენ , თამაშობდნენ. ლიზი მშობლების მიცემულ ფულს აგროვებდა, მერე კი პატარა ლეკვისთვის ტანსაცმელებს ყიდულობდა , თმებზე ბაბთებს უკეთებდა, მასთან ერთად გაიზარდა , ძალიან უყვარდათ ერთმანეთი _ როცა ლიზი სკოლაში მიდიოდა ლედი სულ წკმუტუნებდა , სახლში დაბრუნებულს კი არარაფერს აცლიდა, სულ ეთამაშებოდა. ლიზი სულ ლედიზე ფიქრობდა და მეგობრებთან ნაკლებ დროს ატარებდა.
ერთხელ ლიზი და მისი მეგობარი ძაღლს ასეირნებდნენ. ლიზის მეგობარს თან პატარა ბავშვი ახლდა. ლიზის ბავშვი მოეწონა და ცოტა მიეფერა. ამაზე ლედიმ იეჭვიანა და ბავშვს უკბინა. ლიზიმ ლედის დაარტყა ძაღლმა თავი თათებს შორის ჩამალა. ლიზის მაშინვე გული მოულბა, მაგრა დაინახარ რომ ბავშვს ხელიდან სისხლი სდიოდა. ძალიან შეეშინდა და გაიქცა ლედისთან ერთად. მთელი ღამე არ სძინებია მხოლოდ ძაღლს ეხუტებოდა, საწოლზე იწვა და თვითონაც არ იცოდა რას ლაპარაკობდა.ბოლოს ჩაეძინა და როცა გაეღვიძა ნახა, რომ საწოლში ლედის მაგივრად სათამაშო ძაღლი ეწვინა
(ცოტა გააკრიტიკეთ კიდეც :))
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:761 | დაამატა:Muser♥ | რეიტინგი:5.0/3