ლივ ტაილერი (დაიბადა 1 ივლისს, 1977 წელს) არის ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ის არის ჯგუფ Aerosmith-ის სოლისტის, სტივენ ტაილერის და მოდელი ბებე ბუელის ქალიშვილი. მან სამოდელო კარიერა დაიწყო 14 წლის ასაკში, თუმცა წელიწადში ის დაინტერესდა მსახიობობით. მისი დებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში ჩუმი შემოდგომა. ის შემდეგ გამოჩნდა ფილმებში იმპერიის ჩანაწერები (1995), მძიმე (1996), ის, რასაც აკეთებ (1996), მოპარული სილამაზე (1995). ის ყველასთვის ცნობილი გახდა მას, შემდეგ რაც ითამაშ ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიაში. შემდგემში ის მოგვევლინა ფილმებში გოგონა ჯერსიდან, დაცარიელებული ქალაქი. ასევე მთავარი როლები შეასრულა ფილმებში არმაგედონი (1998), უცნობები (2008) და წარმოუდგენელი ჰალკი(2008).
2003 წლიდან ის თანამშრომლობს UNICEF-თან. 2003 წელს დაქორწინდა მომღერალ როისტონ ლანგდონზე. 2004 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი, 2008 წელს კი წყვილი განქორწინდა.
♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
|