მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 5 » Lips )
10:59 PM
Lips )
Our Lips ^^
როგორ მოვუაროთ ტუჩებს?

არ დაისველოთ ტუჩები და იხმაროთ ჰიგიენური საცხი-ალბათ სულ ეს არის, რაც უმეტესობამ იცის ტუჩების მოვლის შესახებ. სინამდვილეში ისინი გაცილებით მეტ ყურადღებას საჭიროებენ. ტუჩებს იმდენი ყურადღება უნდა დაუთმოთ რამდენიც თვალების გარშემო კანს: იქაც და იქაც კანი თხელია, ნაზია და თითქმის არ გააჩნია კანქვეშა ცხიმის შრე, შესაბამისად ის ადრე განიცდის ასაკობრივ ცვლილებებს. „ტუჩების მდგომარეობა ერთერთი მნიშვნელოვანი ასაკობრივი მაჩვენებელია-ამბობენ დერმატოლოგები. უკვე 25 წლიდან ისინი ნელნელა იწყებენ დაბერებას: ღიავდება ფერი, ჩნდება პატარა ნაოჭები, კანი თხელდება. იმისათვის, რომ შეაჩეროთ ეს პროცესები საჭიროა ნორმალური სისხლის მიკროცირკულაციის შენარჩუნება და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა. სხვათაშორის ტუჩების მდგომარეობიდან შეიძლება იმსჯელო ჯანმრთელობაზეც. თუ ისინი დამსკდარია და არის ტკივილის შეგრძნება-აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგანაც ეს შეიძლება იყოს ალერგიის, დერმატიტის ან B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. თუ ტუჩები გამომშრალია და გამუქებულია ეს მეტყველებს რომ ორგანიზმი გაუწყლურებას განიცდის."-ამბობენ სპეციალისტები. ერთი სიტყვით ტუჩებს კარგი მოვლა სჭირდება. არის კიდევ რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი: -ყოველთვის გამოიყენეთ ტუჩის საცხი SPF ფაქტორით, განსაკუთრებით ზამთარში -ნუ გადააჭარბებთ ბზინვარე ტუჩის საცხით: ის დიდი რაოდენობით ცვილს შეიცავს, რომელიც მომენტალურად იყინება დაბალ ტემპერატურაზე და აშრობს ტუჩებს -არ გაიკეთოთ მასაჟი კბილის ჯაგრისით,ის ძალზედ უხეშია ტუჩებისთვის -ჩართეთ რაციონში გოგრა, ლეღვი და ავოკადო -დაანებეთ თავი თამბაქოს! სიგარეტი აშრობს და ფერს უცვლის ტუჩებს.

ტუჩებს ისეთივე ყოველდღიური მოვლის პროგრამა სჭირდება, როგორც სახის კანს და მაქსიმალურად ნატურალური კოსმეტიკა. აი რამოდენიმე რეცეპტი: 
1. ყოველდღე გაიწმინდეთ ტუჩები გაგრილებული მწვანე ჩაის პაკეტით-ეს აღადგენს სითხის ბალანს და გააუნჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 
2. ტუჩებიდან კარგად მოიცილეთ მაკიაჟი. გამოიყენეთ ამისათვის ბამბის დისკო დასველებული ზეითუნის ზეთში: ის ნაზად აშრებს საცხს და არ აზიანებს კანს. 
3. ყოველდღიურად გაიკეთეთ ნაზი პილინგი: იოგურტს დაუმატეთ გამხმარი ვარდის ფურცლები ან შვრიის წვრილად დაფქული ბურღული. 
4. თაფლი-გამოცდილი სკრაბი, მაგრამ თუ მასზე ალერგია გაქვთ, სცადეთ სხვა რეცეპტი: დაფქვით სუფრის კოვზი შაქარი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ვარდის წყალი. ამ სკრაბით გაიწმინდეთ ტუჩები კვირაში ორჯერ.
 5. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მჟაური პილინგი: გაიწმინდეთ ტუჩები პომიდვრის რბილით ან ყურძნით. არ გამოიყენოთ ამისთვის ციტრუსები-ისინი გამოაშრობენ კანს. 
6. თუ გინდათ ტუჩებზე ხანმოკლე „ანჯელინა ჯოლის" ეფექტი, გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი: აურიეთ თითო თითო ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა, ყურძნის კურკის ზეთი, კიტრის ზეთი და 2-3 წვეთი კამის ეთერ-ზეთი. გაიკეთეთ მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში და 5 წუთი კიდევ გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ბოლო რჩევა: თუ გინდათ მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნოთ ლამაზი ტუჩები, ყურადღება მიაქციეთ კბილების მდგომარეობას.
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 758 | დაამატა: Silly-Girl♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-02-06 Spam
magari siaaxlea