სტენი:-დემიიიი...დემიიიიიი...რაღაცა მოგიტანეეს...
დემი:-დამანებე რაა მეძინება...მერე ვნახავ...ისევ მეძინა :დ:დ
სტენი:-აუ რა ლამაზი ყვავილებიაა...
დემი:-რაა...მანახე-და გამოვგლიჯე :დ:დდ
მართლაც დიდი წითელი ვარდების ბუკეტი იყო...წერილიც იდო:"ჩემს ფერიას...მხოლოდ შენთვისაა ისინი,რადგან შენსავით ლამაზებია!"
ჯოო...როგორ მიყვარს...ავდექი და იქვე გადავდე...მერე კი საწოლში უზარმაზარი ობობა დავინახე...
დემი:-აააააააააააააააააააააააააააააააააააა... კარის უკნიდან კიდე სტენის სიცილის ხმა ისმოდა...
დემი:-ეხლა კი დაგერხა სტენ...დეეეეეეეეეეე...-და გავეკიდე ეგრევე პიჯამოთი.ის კიდე გარეთ გავარდა...არაფერი იქნებოდა მეც ესე გავსულიყავი...მერე რა პიჯამო მეცვა და ბრეტელიანი მაიკა...მეც გავვარდი გარეთ,მარა იქ ჯო შემომეჩეხა.
დემი:-უი ჯოო...აქ რა გინდა?
ჯო:-რავი გამოგიარე ისე...და აქ რა ხდება?-სტენზე მანიშნა.
დემი:-არაფერი ამას მოვუვლი ეხლა და მეც მოვალ...მანამდე შედი...დეე ჩვენთან ჯო მოვიდა..
დედა:-უი ჯოო...ძალიან გამიხარდა შენი ნახვა...
სტენი:-რა იყო დემი უკვე დამნებდი???
დემი:-ეხლავე მოვალ ჯო.ვისა ბიჯოოოო...-და ჩემს ძმას გავეკიდე.მერე შლანგი ავიღე და სულ გავწიწე მარა იმანაც კარგად გამწუწა.ერთ ამბავში ვიყავით.ძლივს შევაღწიეთ სახლში გაწუწულებმა :დ:დდ
ჯო:-ამათ რა უქნიათ ნახეთ?!
დედა:-უფ ამათ სულ ეგრე მოსდით...არ გაგიკვირდეს
მეც თავი დავუქნიე...მერე ავედი გამოვიცვალე და ჩავედი.დედაჩემი გასულიყო.ოთახში მარტო მე და ჯო ვიყავით...
დემი:-ძალიან ლამაზი ბუკეტი იყო.მადლობა.ჯო ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.
ჯო:-არაფრის.შენთვის არაფერი დამენანება...-და მაკოცა.-აბა დღეს რას ვაპირებთ?
დემი:-რამეს ვაპირებთ?
ჯო:-რავი მეგონა გამომყვებოდი და ქალაქს დამათველიერებინებდი. :დ:დდ
დემი:-ოკ.რა პრობლემაა.
მე გამოვიცვალე და ჩვენც ჯოს მანქანით წავედით...სტენმა ტვინი წაიღო,მეც გამოგყვებითო,მარა დედამ აღარ ჩასვა...ისე ჯომ და სტენმა ერთმანეთს კარგად გაუგეს :დ:დდ ჩვენც დავდიოდით ქალაქში...ვათვალიერებდით ყველაფერს...დიდი არაფერი მომხდარა და აღარ დავწერ...ბოლოს კაფეში დავჯექით...
დემი:-აბა როგორ მოგეწონა?
ჯო:-უუუმაგრესს...:დ:დდ
მერე მეკითხებოდა რა მომწონს...როგორი ყვავილები...კინო...მსახიობი...მომღერალი...ასე გაილია ეს დღეეც...