და ის სულ მთლად სისხლში ეგდო,ჩუმად მივუახლოვდი,მეშინოდა,გული ცუდს მიგრძნოობდა,საშინელი სანახაობა იყო,მაშინვე გავიფიქრე რომ ის ცოცხალი არ იყო...და უცებ დავიყვირე:
-მაიკლ! -და ჩქარა მივედი თავი გადმოვუბრუნე და ის სუნთქავდა,უცებ ძარღვებში თითქოს სისხლის ნაკადი ამოძრავდა,მანამდე გაყინული იყო.
-მაიკლ,ცოცხალი ხარ?!
-მერი...მერი რატომ მესროლე?
-მაიკლ,ეს მე არ ვიყავი ის ყველაფრის თავი იყო,ვიცი ძალიან მგავს,მარა მე არ ვარ,მან მეც დამარტყა
-ხოო? ხომ ხედავ გავარკვიეთ...
-მოიცა დაგეხმარები,ნუ გეშინია!-შარვალს რომ დავხედე მივხვდი რომ ფეხში იყო დაჭრილი და სისხლიც ფეხიდან იყო გამოსული,სახლში დროზე უნდა წამეყვანა,ჯერ კიდევ დღე იყო...მაიკლი ფეხზე წამოვაყენე,და ხელით მყარზე დამეყრდნო
-მაიკლ,კარგად ხარ? თავს ცუდად ხომ არ გრძნობ?-მან ბევრი სისხლი დაკარგა,შემეშინდა რამე არ მოსვლოდა
-არა,ყველაფერი კარგადაა
მას ფეხიდან სისხლი კვლავ მოდიოდა,ამიტომ ვთხოვე შიგნითა მაისური მოეცა,მაისური მივფხრიწ-მოვფხრიწე და ფეხი შევუხვიე ,ცოტათი მაინც შეაკავებდა სისხლდენას
-მადლობა მერი
-არაფრის,ახლა ამის დრო არაა,რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავიდეთ..
-ხო მართალი ხარ,მარა იმან ჩვენ ჩაგვკეტა, და თვითონ რა იქნა?
-მე როგორც დავინახე გაიქცა,ძალიან ჩქარა
-კაი წამო ახლა გასასვლელი ვეძებოთ
მე ის გზა მახსოვდა საიდანაც მოვხვდი აქ,თან ცეცხლიც ნელ ნელა ცოტა ჩამქრალიყო,არ მინდოდა სადმე ისეთ ადგილას შეევსულიყავი სადაც ჩავიკეტებოდით,ახლა უკვე კიბეებით გავედით რადგან კიბეებზე ცეცხლი აღარ იყო,ხოლო იმ ჩამონანგრევებზე ისე გადავედით როგორც მე შემოვედი,ცოტა კი გაგვიჭირდა მაგრამ,მაიკლმა მაინც შეძლო,როგორც ჩანს ძალიან მძიმედაც არ იყო დაჭრილი,ჩვენდა გასაკვირად სახლის კარები ღია იყო და რათქმაუნდა გარეთ გავედით....
-მერი გახსოვს გზა? საიდანაც მოვედით?
-კი მახსოვს....
მართალია ზუსტად იმ გზით არ მივდიოდით მაგრამ დარწუმებული ვიყავი არ დავიკარგებოდით,რადგანაც იმ წყეული სახლიდან გამოვაღწიეთ,თანაც ჯერ კიდევ დღე იყო...უცებ გავშეშდი,კვლავ ვიგრძენი როგორ მიყურებდა გვერდიდან ვიღაცის სილუეტი,როგორც კი გავიხედე,ელვისებური სისწრაფით გაიქცა,თუმცა მისი ბოროტი თვალების დანახვა მაინც მოვასწარი..
-მაიკლ! ის გაიქცა...
ტყეში მისი სირბილის ხმის მეტი არაფერი ისმოდა და ბოლოს ესეც მიწყდა....
მერე კი იმ ადგილს დავაკვირდი სადაც იდგა და მიყურებდა და რაღცა მოჩანდა,ვერ ვხვდებოდი რა იყო მაგრამ აშკარად გული იქით მქაჩავდა რომ რაღაც საინტერესო იყო
-მაიკლ,იქქ რაღაცას ვერ ამჩნევ? და ხელი იმ ადგილისკენ გავიშვირე
-ხო ვხედავ რაღაცა არის იქ,და ეს მისი მორიგი ხრიკია როგორც მანდის გვამი,ახლა არ მითხრა რომ იქ უნდა მივიდეო,გაიხსენე ის ზუსტად მან დ იდგა
-არა არა არ მივალ! კი ვთქვი მარა მაინტერესებდა რა იყო იქ,თუმცა მაიკლტან ერთად და თან ახლა ვერ წავიდოდი,მთავარი იყო სახლში მიმეყვანა...ჩვენ გამოვედით,მალე სახლიც დავინახეთ და ძალიან გამიხარდა,თუმცა მანდის ხელი იმ ადგილზე აღარ იდო.....
ძალიან ჭუჭყიანები,სისხლიანები და საშინელ მდგომარეობაშჲ ვიყავით,მაიკლი ჩემთან სახლში მივიყვანე,არ მინდოდა დედას გაეგო მარა სხვა გზა არ იყო.კარებზე დავაკაკუნეთ.დედაჩემმა კარი გააღო და მოულოდნელობისგან გაიყინა
-მერიი...რა ხდება?
-დედა ყველაფერს გეტყვი თუ შემოგვიშვებ რადგან მაიკლი ფეხშია დაჭრილი და სასწრაფოს გამოუძახე გთხოვ
შოკირებულმა დედაჩემმა დაბნეულად აიღო ყურმილი და თითქოს გაზეპირებულად უთხრა სახლის მისამართი,მერე კი მოვიდა ჩვენთან,მაიკლი დივანზე დავაწვინე
-მერი რა ხდება ხომ შეიძლება ვიცოდე?!
-კი დედა-მე მას ყველაფერი მოვუყევი
-ღმერთო მერი რატომ შეხვედით იმ სახლში,ეს ხომ...სრულიად შემთხვევით გადარჩით,მაგრამ ხომ ხედავ მაიკლიც საფრთხეში ჩააგდე...
-ხო დედა,მაპატიე მაგრამ ახლა ხომ ხედავ ვიპოვეთ ის ვინც ყოველივე ამას აკეთებს..
-კი მაგრამ...ვინ არის ის...არვიცი.... ღმერთო
-კარებზე ზარია,სასწრაფო უნდა იყოს
სასწრაფო იყოს,მაიკლის საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს,მეც თან გავყევი და მერე დედამისაც დავურეკე რომ მოსულიყო...
-მაიკლ ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება
-მადლობა მერი,და გთხოვ ნურასოდეს ნუ წახვალ იქ ხელმეორედ,ძალიან გთხვ
-კარგი....
-გთხოვთ დატოვოთ პალატა-მითხრა მე ექიმმა,რადგან ტყვია უნდა ამოეღოთ ფეხიდან,მალე მამამ გამომიარა და სახლში წავედით,გზაში მასაც მოვუყევი ყველაფერი
-მაპატიე შვილო რომ შენი არ მჯეროდა
-კარგი
-ჩვენ ამ ყველაფერს გავარკვევთ აუცილებლად
სახლში მივედით,ძალიან დაღლილი ვიყავი,არაფერი არ მინდოდა დაწოლის მეტი....ჩემს ოთახში ავედი,კარი რომ შევაღე,ფანჯრები ღია იყო,შევედი შიგნით და უცებ ყურადღება შავი,მახინჯი ასოებით დაწერილმა წინადადებამ მიიქცია რომელიც ჩემს საწოლთან ეწერა
,,მე ეს არ ვარ,მე არ გეთამაშები.უთხარი ვერ მიაღწევს მიზანს!”
daamowma:anukaankam<3
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:732 | დაამატა:tik_lizi | რეიტინგი:0.0/0