,,ცხოვრება საშიშია,, ამ სიტყვების არ მჯეროდა,სანამ მე თვითონ არ დავრწმუნდი მათ სიმართლეში. მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ისტორია,რაც გადამხდა თავს და რამაც მაიძულა ვიყო ფრთხილი,მაგრამ არა მშიშარა, გაბედული მაგრამ არა უბედურების ძალით დამტეხვი... მე მქვია მერი. მყავს პატარა ძმა ჯორჯი. ადრე ვცხოვრობდით,ჩემი ოჯახით ინლისში,იქაურობა ძალიან მიყვარდა,მეგობრები,გარემო და უბრალოდ ის ჩემი ნაწილი იყო.მაგრამ ერთ დღესაც ჩვენს სახლში პოლიცია მოვიდა და გამოგვიცხადა რომ ეს სახლი ჩვენ არ გვეკუთვნოდა და არაუმეტეს 1 კვირის განმავლობაში უნდა დაგვეტოვებინა,წინაამღდეგ შემთხვევაში ძალას გამოიყენებდნენ. სხვა გზა არ გვქონდა.მამამ მოიფიქრა რომ სოფელში გადავსულიყავით,ქალაქ კრაკოვში,ერთ მიყრუებულ სოფეელში სადაც მხოლოდ ბებია ცხოვრობდა.როგორც კი ეს გაივგე მაშინვე ჩემს ოთახში ავვარდი და ტირილი დავიწყე,ვერ წარმოიდგენდით როგრ მიმძიმდა ამ სახლის მიტოვება და თან სად გადასვლა? სოფელშიიი. დედაჩემმა დამიძახა: -მერი სად ხარ? -აქ -რა ხდება? შვილო, კარები შემოაღო, ვიცი მესმის რომ ძნელი არის, და არამრტო შენთვის მაგრამ ხომ ხედავ სხვა გზა არაა -ალექს! მალე ჩაალაგე ბარგი უნდა წავიდეთ -ხო დავიდ მოვდივარ. სხვა გზა მართლაც არ იყო, ჩემი ძმა სულ რაღაც 5 წლის იყო და მთელი ცხოვრება იქ მიყრუებულ ადგილას უნდა ეცხოვრა.ეს დღე როგორღაც გადავიტანე და იმის მოლოდინში ვიყავი როგორ გათენდებოდა დილა და დავემშვიდობებოდი ჩემს სახლს.... და აი დილაც გათენდა.მოწყენილი ამინდი იყო,ჩემსავით...თითქოს მითანაგრძნობდა და ქარიც სევდიან სიტყვებს მეუბნებოდა....ბალახები აქეთ-იქით ირწოდნენ,თითქოს ჩემთან ერთად წამოსვლა უნდოდათ და ვერ მომყვებოდნენ....ასე თუ ისე,ყველაფერი ჩავალაგეთ და ჩავჯექით მანქანაში....დიდი გზა იყო გასავლელი......თითქმის მთელი გზა ხმას არ ვიღებდით არავინ...ერთი ხანიც ჩამეძინა....მაგრამ მალევე გამომეღვიძა იმიტომ რომ როგორც მივხვდი სახლს ვუახლოვდებოდით....რაღაცნაირი მხარე იყო,როგორც ვიცოდი აქეთ სულ ცუდი ამინდები იყო,წვიმები ....ეს კი ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებდა...კარგი წუწუნით ვერაფერს ვუშველიდი,უნდა შევგუებოდი,.კარებთან ბებია დამხვდა,მას ჩავეხუტე,ერთი ის მამხიარულებდა და გუნება განწყობილებას მიმაღლებდა.სახლი მართლაც კარგი გვქონდა...შევედით,დავლაგდით მე და ჯორჯი ერთ ოთახში მოვეწყვეთ... არ იყო დიდი სოფელი და ყველაზე თავში ჩვენი სახლი იდგა,ღამღამობით მგლების ყმუილი ისმოდა ხოლმე...მერე ჶხაპიც გადავივლე და სამზარეულოში ჩავედი....ჩემს ბებოს
მოვესიყვარულე,ძალიან მომენატრა....უკვე დაწოლის დროც მოვიდა,ბებო ჩემს ოთახში იყო და რაღაცეებს მეუბნებოდა -შვილო,ვიცი,შენ არ ხარ აქაურობას მიჩვეული,და რაღაცეებთან შეგუება მოგიწევს -მაგალითად რასთან? -ცოტა რაღაცნაირი ხალხი ცხოვრობს აქ და თან ცუდი ადგილიცაა.... -მოიცა ცუდ ადგილში რას გულისხმობ? -არა არა მე შენ შეშინებას ნამდვილად არ ვაპირებ,უბრალოდ ხალხი ამბობს რომ არც ისეთი მყუდრო და თავდაცული გარემოა აქ,ზოგს რა ელანდება,ზოგს რა -მოიცა რა ბებო,ეხლა არ მითხრა სულების მჯერაო და გავიცინე -დაიმახსოვრე მერი ცხოვრება საშიშია.ფრთხილად უნდა იყო -მაგით რისი თქმა გინდა მაინც ვერ ვხვდები -მე შენ არ გაშინებ უბრალოდ ფრთხილად უნდა იყო ესაა და ეს ეხლა დაიძინე და სკოლისთვის განეწყეე -კაი ბე ,კარგად ბებო ჩემი ოთახიდან გავიდა,მე მისი სიტყვებისთვის საერთოდ არ მიმინიჭებია ძალიან დიდი მნიშვნელობა . მეორე დღე გათენდა,ჩვეულებრივი სკოლა იყო ,მარა ბებოსი არ იყოს მართლა რაღაცნაირი ხალხი იყო აქ ყველა მეუბნებოდა საიდანღაც გიცნობთო მარა მე მათ პიველად ვხედავდი....რაღაცნაირი,ყველა თავისთვის ცხოვრობდა,არავინ არავის არ აწუხებდა....თითქოს ჩამკვდარიყო იქაურობა ერთი კვირა გაგრძელდა სიარული ჩემი სკოლაში,თითქმის შევეჩვიე აქაურობას.მაგრამ ერთ დღესაც მოვდივარ სკოლიდან და სახლში დედა საშინელი სახით მხდება -დე რა არის? რა ხდება? -ბებო ძალიიან ცუდადაა,დღეს გული წაუვიდა და ექიმი გამოვიძახეთ,ვარაუდობენ რომ დიდხანს ვერ იცოცხლებს -რა?? გულსი ელდა მეცა,ის ხომ ახალგაზრდა ქალი იყო სიცოცხლით სავსე..... ყველაფერი ამ ამბავით დაიწყო.....
თუ მოგეწონათ კომენტარები დაწერეთ და გავაგრძელებ
Daamowma:-TaTaM
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:933 | დაამატა:tik_lizi | რეიტინგი:4.7/3