მოთხრობა For QueenMariamo's Contest ძალიან გთხოვთ ნახეთ და შემიფასეთ ^^
LifeGoesOn))))
ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება დავიწყებას მიეცეს ,დროს სჩვევია წლებთან ერთად ბევრი მოგონებებისა და დიდი ტკივილის დაგროვება ... მაგრამ არსებობს ისეთი რამ რასაც ვერასოდეს დაივიწყებ,რაც სამუდამოდ აღიბეჭდება შენს მეხსიერებაში და იმ მოგონებების წიგნში ,რომელსაც ცხოვრება ჰქვია სამუდამოდ ჩაიწერება ოქროს ასოებით,შეუძლებელია დაივიწყო ის რაც პირველია , რაც პირველია ყოველთვის განსხვავებულია ,განსაკუთრებულია ,ამიტომ განსაკუთრებით ახდენს შთაბეჭდილებას ადამიანზე,იმ დროს განცდილი და ნაფიქრი ყოველთვის ღრმა კვალს ტოვებს.. და მართლაც რა გასაკვირია რომ ამდენი წლის შემდეგ ახლაც გუშინდელი დღესავით ახსოვს ,მათი პირველი შეხვედრა.მისი პირველი ღიმილი რომლსი დანახვაზეც სული გაუთბა ,პირველი კოცნის დროს ეგონა ღრუბლებში დაფრინავდა ,მაშინ სულ პატარები იყვნენ ,ორივე მაშინ იწყებდა ცხოვრებას, ელისაბედი 17 წლის იყო,დემიანი კი 19-ის .გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების?-მათ ერთი ნახვით შეუყავრდათ, მაგრამ ეს არ იყო უბრალო სიყვარული ,ეს იყო ბევრად უფრო მეტი-ნდობა,მეგობრობა,ურთიერთგაგება ,ერთმანეთისთვის ყველაფერი იყვნენ .პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ ,თუმცა ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ ერთმანეთი სამყაროს ცენტრებად ექციათ..ნათქვამია წლები ადამიანებს გვაცნობენო, მათ კი დროის დინებასთან ერთად ,უფრო და უფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი .იმ დროს ქალაქში ახალჩასულს რომეოსა და ჯულიეტას თავბდრუდამხვევი სიყვარულის ისტორია რომ მოეყოლა , ქალაქის მცხოვრებნი დემიენსა და ლიზზე მიუთითებნენ ,ეს იყო ერთი სული ორ სხეულში .. 23 აპრილი ,დღე როდესაც პირველად ნახეს ერთმანეთი , მაშინაც 23 აპრილი იყო ,მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მაშინ გაცილებით ბედნიერები იყვნენ ,სამ წლიანი მგზნებარე სიყვარულის ისტორია ,ქორწინებით უნდა დაეგვირგვინებინათ .. თუმცა ბედნიერება არასოდეს არის ხანგრძილივი ,ან შეიძლება ჩვენ გვეჩვენება ასე,ყველაფერი კარგი ხომ ისე მალე გადის გააზრებაასც ვერ ვასწრებთ..ლიზი სამზადისს ამთავრებდა და სარკეში ბოლო დეტალებს ისწორებდა ,მისი თვალები მის მაგივრად ლაპარაკობდნენ ,უბრალოდ შეუძლებელია იმგვარი სილამაზის კიდევ ერთხელ ხილვა, ბრილიანტის თვლებიც კი მის თვალებთან შედარებით უბრალო კენჭებად მოგეჩვენებოდათ , ის ის იყო ხელში თაიგული დაიჭირა რომ სარკეში შეამჩნია მის გვერდით გაფითრებული ჯეი.. ჯეი დამიანის საუკეთესო მეგობარი იყო ,ლიზისთვისაც ასევე იყო ,მისმა დანახვამ გაურკვევლობაში ჩააგდო იფიქრა დრო ხომ არ გამეპარა და ხომ არ დავაგვიანეო ამიტომ მზერა მაშინვე საათს მიაპყრო,თუმცა ყველაფერი ნორმაში იყო ,10 წუთი კიდევ ჰქონდა დარჩელი ,, -ჯეი რამე მოხდა? -ლიზ,ლიზ-უთხრა და თვალცრემლიანმა გულში ჩაიკრა-ის,ის საავადმყოფოშია..ამ სიტყვების გაგონებაზე ელისაბედს ღიმილი სახეზე გაეყინა ,თითქოს რეინკანაცია განიცადაო ,რამდენიმე წუთის წინ სარკეში მდგომი და მომღიმარი ახლა სამ-სამ კიბეს ერთად ახტებოდა , ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს მთელი სამყარო თავზე დაენგრა ,გულში მხოლოდ მისი სახელი უტრიალებდა ,თვალწინი კი მხოლოდ მისი ცისფერი და ოკეანესავით ღრმა თვალები ედგა ..''-არა,არა დემ,ახლა ამას ვერ გამიკეთებ,მარტო ვერ დამტოვებ''.. ჯეიც მას გაყვა და ორივენი საავადმყოფოსკენ დაიძრნენ,მანქანაში საშინელი და სულისშმეხუთველი სიჩუმე იდგა ,მათთვის მგზავრობის რამდენიმე წუთი საუკუნედ გაიწელა ,მდგომარეობა შექმნილმა საცობმა გაამწვავა ,ჯეიმ განწირული ხმით ამოიოხრა და ხელი საჭეს მიარტყა ,ლიზი ნელ-ნელა ხვდებოდა რომ მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე იყო ვიდრე წარმოედგინა ,იცოდა რომ უკიდურეს მდგომარეობამდე ჯეი სიმართლეს არ ეტყოდა ,მისმა ასეთმა საქციელმა კი ყველაფერი ცხადყო,ასე იქცევიან მხოლოდ მაშინ როდესაც უკვე ყველაფერი ნათელია და მდგომარეობის შეცვლა თითქმის შეუძლებელი.. ლიზმა წამით წარმოიდგინა რომ დემიანი ცოცხალი აარ იყო და მთელს ტანში საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა, -არა ,არა ის არ მოკვდება -წამოიძახა და მანქანიდან გადმოხტა ,ჯეი მიხვდა რასაც აპირებდა ამიტომ არ შეწინააღმდეგებია ,ორივენი მანქანებს შუა მირბოდნენ უკნიდან კი ხალხის საშინელი შეძახილები ისმოდა''ეი ხომ არ გაგიჟდით,რას აკეთებთ '' '' აი გიჟები ამას ქვია'' ... ბოლოს როგორც იქნა ჰორიზონტზე საავადმყოფოც გამოჩნდა , შევიდნენ თუ არა მაშინვე დემიანის პალატისკენ გაემართნენ ,შესასვლელთან უამრავ ხალხს მოეყარა თავი ,მათი მეგობრები ოჯახი წევრები ,ყველანი იქ იყვნენ ,ყველანი საშინელი ამბის მოლოდინში გარინდულიყვნენ, ლიზმა დაინახათუ არა დედამისი პირდაპირ მისკენ გაექანა , ყველანი ბოლო წუთამდე იკავებდენ თვალზე მომდგარ ცრემლს ,ახლა კი უკვე მეტი აღარ შეეძლოთ ,ყველას ჩამოუგორდა თვალზე ცრემლი,ერთს მეორე მიჰყვა მეორეს მესამე ,ქორწილი პანაშვიდს დაემსგავსა , რამდენიმე წუთში პალატიდან თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი გამოვიდა , -ექიმო ,როგორ არის ჩემი შვილი ,გთხოვთ მითხარით რომ სერიოზული არაფერია ,რომ მას ისევ ვნახავ-უთხრა ჯენიფერმა (დემიანის დედამ)და ცრემლიანი და სასოწარკვეთილი თვალები მას მიაპყრო,თითქოს მის ერთადერთ მხსნელს ელაპარაკება და მისგან შველას ელისო... ექიმმა კი ჩვეული გულგრილობით,ალბათ შეჩვეული იყო უკვე ასეთ სცენებს ,თვალის დაუხამხამებლად მიუგო რომ დემიანი სიცოცხლი ბოლო წუთებს ითვლიდა და ის რომ ასეთი ავარიის შემდეგ ,ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია -მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლაა შესაძლებელი,მან კი ელისაბედის ნახვა ითხოვა,გთხოვთ აქეთ წამობრძნადით-მიგო ლიზის და ისიც ექიმის ნებას დაჰყვა ,თვალები შეიწმინდა და პალატის კარი შეაღო.. შევიდა თუ არა საშინელი ოხვრა აღმოხდა,ასეთ დემიანს პირველად ხედავდა ,უსიცოცხლოდ ,მილიონ აპარატზე შეერთებულს თვალების დახამხამებაც კი უჭირდა ,ბოლო ძალების მოკრება დაიწყო და მზერა მისკენ მიაპყრო ,ლიზიც მის საწოლთან ჩამოჯდა და მისი ხელს თავისი ხელი ჩასჭიდა ,სიტყვებს ვერ პოულობდა ,უფროსწორედ ხმის ამოღება არ შეეძლო ,იცოდა უსათუოდ აეტირებოდა ,მას კი არ უნდოდა დემიანისთვის უკანასკნელ წუთებში ბოლო იმედებიც წაერთმია .. რამდენიმე წამი საშინელი სიჩუმე ჩამოწვა ,მაგრამ მათ მაგივრად მათი თვალები ლაპარაკობნენ,ბოლოს ისევ დემიანმა გაბედა და ალბათ უკანასკნელი საუბარიც წამოიწყო -ლიზ,-თქვა და მძიმედ ამოისუნთქა ,ეტყობოდა ლაპარაკი ძლიერ უჭირდა -არა ,არაფერი არ თქვა ,ახლა შენთვის ეს არ შეიძლება,რამდენიმე დღეც მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება ,უფრო დიდ და ლამაზ წვეულებას გადავიხდით,მეკი უფრო ლამაზ კაბას ვიყიდი ,ჩვენ უფრო ბედნიერები ვიქნებთ ოღონდ ახლა გაჩუმდი გთხოვ-ყელში რაღაც ბურთი მოაწვა ,ლაპარაკი გაუძნელდა ,თვალები ცრემლებით აევსო მაგრამ ბოლო წამამდე ცდილობდა თავი შეეკავენიდა -დემიანს სიმწრისგან გაეღიმა ,თავის თავს ვერ პატიობდა რომ მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს ყველაზე დიდ ტკივილს აყენებდა -ყველაფერი ჩემი ბრალია ,ყველაფერი ბევრად უკეთე იქნებოდა ცოტა მეტი ყურადღება რომ გამომეჩინა ,მაშინ ასეთი რამ არ მოხდებოდა ,ასე არ დაგტანჯავდი ,იცი ლიზ სიკვდილის არ მეშინია ,მხოლოდ ის მაშინებს რომ იქ შენ არ მეყოლები,არ შემეძლება ყოველთვის შენი ყურება ,შენი ღიმილი ,აი რა მომენატრება ყველაზე მეტად ,ყველაზე მეტად დამაკლდება , მაგრამ მინდა იცოდე რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ,შეიძლება ვერ მხედავდე ,მაგრამ ყოველთვის იცოდე რომ მე დაგიცავ ,შენს მფარველ ანგელოზად ვიქცევი.. -გაჩუმდი გთხოვ ,შენ ,შენ სიკვდილს ვერ გაბედავ ,არა ვერ შეძლებ ჩემს მარტო დატოვებას ,შენს გარეშე აქ ყველაფერი ისე დაცარიელდება ,შენს გარეშე ხომ ჩემი სამყარო არაფერია ,შენს გარეშე ეს ქალაქი არა ,არა ვერ წარმომიდგენია , რაღაში მჭირდება მზის ამოსვლა ყოველ დღე ,თუ ჩემი მზე ,შენ,შენ აქ არ იქნები,-საშინელი ტირილი აუვარადა ,დაიჩოქა და მის ხელს დაუწყო კოცნა , ცრემლების შეკავება უკვე შეუძლებელი იყო ,ემოციებს ვეღარ აკონტოლებდა,იმის წარმოდგენაც კი რომ შეიძლება დემიანი მის გვერდით აღარ ყოფიყო აგიჟებდა-მე რატომ არ დამემართა ასეთი რამ , ღმერთმა ასე რატომ გამწირა -ლიზ ,დამშვიდდი , არ მინდა ასე იყო,გთხოვ დამპირდი რომ არ იტირებ და რაიმე სისულელეს არ ჩაიდენ ,ყველაფერი ღვთის ნებაა,ალბათ ასე იყო საჭირო , მინდა იცოდე რომ შენს გვერდით მე ყველაზ ბედნიერი ადამიანი ვიყავი ,ამ ქვეყნად მოსვლა მხოლოდ იმიტომ ღირდა რომ შენ გამეცანი ,მე ნამდვილი სიყვარული გამოვცადე და არ ვნანობ რომ ღმერთმა ასე მალე გადაწყვიტა ჩემი წაყვანა იმ ქვეყნად , ალბათ ახლა ამას სულ სხვა სიტუაციაში უნდა გაძლევდე მაგრამ ასე გამოვიდა -ეს თქვა და მარცხენა ხელი გაშალა ,იქ კი ის ბეჭედი იყო რომელიც მის არათითზე ეკლესიაში უნდა გეკეთებიდა როდესაც სამუდამო ერთგულებას შეჰფიცებდა-ალბათ რა ეგოისტი ვარ ,მაგრამ მინდა რომ ეს ბეჭედი მუდამ ატარო ჩვენი დიდი სიყვარულის ნიშნად , მინდა ბედნიერი იყო ლიზ ,იპოვნე ადამიანი რომელიც გაგაბედნიერებს და ჩემს თავს შეგიცვლის ,გთხოვ იყავი ბენდიერი ,არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე ,უბრალოდ გააგრძლე ცხოვრება ,ეს შენთვის თუ არა ჩემთვის გააკეთე ,შეასრულე ეს ჩემი ბოლო თხოვდა და როდესაც რაიმე ძალია გაგიჭირდება ,როდესაც თავს მარტოდ იგრძნობ ,უბრალოდ ცას ახედე და გაიხსნე რომ მარტო არ ხარ,გაიხსნე რომ იქ სადღაც შორს არის ადამიანი რომელსაც უყვარხარ და მუდამ ეყვარები , გახსოვს ცაზე ვარსკვლავებს რომ ვითვილიდთ ხოლმე?? ახლა კიდევ ერთი შეემატება , ის კი მხოლოდ შენი იქნება ,ის მხოლოდ შენ გეკუთვნის, მე მუდამ მეყავრები-ეს თქვა და თვალები დახუჭა ,სამუდამოდ.. -დემ ,დემიან არა ,არა გთხოვ გაახილე თვალები ,არა არა -ელისაბედი ისტერიკაში ჩავარდა მისმა ყვრილმა მთელი საავადმყოფო მოიცვა პალატაში ექიმები შემოცვივნდენ ,ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე ... -წავიდა გესმის წავიდა და სამუდამოდ დამტოვა-ეს უთხრა ლიზმა დედამისს და მკლავებში ჩაუვარდა..
*** მერე რა მოხდა?? იყო დეპრესია , დემიანის საფლავზე თეთრად გათენებული ღამეები , ცრემლები რომლებიც ოცი წლის გოგონას განუყრელი მეგობრები გახდნენ ,ოცნება და წარსულის გახსენება , ... იყო ცა და ცაზე ვარსკვლავები ... *** ხანდახან ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როდესაც ხვდები რომ რაღაც უნდა შეიცვალოს , ლიზმა სამი წელი სრულს წყვდიადში გაატარა ,დაივიწყა დემიანის ბოლოს სურვილი ''უბრალოდ იყავი ბედნიერი , არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან ერთადთუ ჩემს გარეშე'' ბოლო დროს კი სულ ეს სიტყვები უტრიალებდა თავში , დაიწყო წყვდიდან გამოსვლა ..
*** მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა , თითქმის ნახევარი საუკუნე , ახლა უკვე პატარა დემიანის და ელისის ბებიაა,დიახ მან შეასრულა მისი ბოლო სურვილი და დაიწყო ცხოვრება ახლიდან,ყოფილა მომენტები როდესაც ფიქრობდა რომ შეცდომა დაუშვა ,მაგრამ ახლა როდესაც პატარებს ხედავს ხვდება რომ შეცდომა ის იქნებოდა თუ სამუდამოდ დაინგრევდა ცხოვრებას .. დიდ სიყვარულს ყოველთვის დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის გულში სამუდამოდ,დემიანიც მუდამ მასთან ერთ იყო ,ყოველი გათენებული მზიანი დღე საჩუქარი იყო მისგან , ელისაბედს მუდამ ახსოვდა რომ იქ სადღაც შორს არის ადამიანი რომელსაც უყვარს და მუდამ ეყვარება... -ბებო , ოცნებები ხდება ?-კითხა ერთხელ პატარა ელისმა რომელსაც მისთვის ხელი ჩაეკიდა და ორივენი სანაპიროს მიუყვებოდნენ ,პატარა დემიანი კი იქვე ქვიშაში თამაშობდა -ოცნებები ?? ოცნებები ხდება ,აი თქვენ ჩემი ახდენილი ოცნებები ხართ -ლოყაზე აკოცა და მზერა პატარა დემიანისკენ მიაპყრო -და სიყვარული გინახავს ?? -კითხა და ბებიას ქვემოდან მზერა მიაყრო -კი მინახავს , მინახავს მარადიული სიყავრული -თქვა და ცისკენ აიხედა მუდამ ასე იყო , როდესაც სიყვარულზე ლაპარაკობნდენ ბებო სულ ცისკენ იიხედებოდა ,ეს კი პატარა ელისს მუდამ აკვირვებდა ... *** თითზე ბეჭედი ,ცა და ცაზე ვარკსვლავები აი რა დარჩა ელისაბეს დემიანიგან მაგრამ ეს სრულებით საკმარისი იყო იმისთვის რომ თავი ბედნიერად ეგრძნო<3
დროს შეუძლია ყველაფერი დაავიწყოს ადამიანს მაგრამ არა პირველი სიყვარული ,პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება! <3 პირველად დავწერე ასეთი რამ :))) ძალიან გთხოოვთთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ ,დიდი ხანია პატარა მოთხრობის დაწერას ვფიქრობ და სწორედ მაშინ დაემთხვა ეს კონკურსიც ,ეს მოთხრობა არ დამიწერია იმისთვის რომ გამარჯვება მსურს ,დარწმუნებული ბევრი უკეთესი მოთხრობა დაიწერება,უბრალოდ ეს არის ის რაც ამდენი ხანია მინდა გავაკეთო ,ჩემი პირველი მცდელობაა და გთხოვთ შემიფასეთ ,ძალიან მესიამოვნება კრიტიკა და გთხოვთ არ დაიშუროთ <3დიდი მადლობა ყველას ვინც თავიდან ბოლომდე წაიკითხა,ესჩემითვის ძალიან მნიშველოვანია ! :**
კატეგორია:♥ კონკურსი ☆ | ნანახია:715 | დაამატა:Ann)) | რეიტინგი:5.0/3