მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » Life
0:47 AM
Life
Life, Life iBeautiful?

ჩემი საკონკურსო თემა,
იმედია მოგეწონებათ და ბევრ რამეზე დაფიქრდებით.
ხო და კიდევ ძალიან მიყვახართ



ცხოვრების მიზანი

რისთვის არის ჩაქუჩი. იმისათვის, რომ ლურსმნები დააჭედოს. ეს არის ის, რისთვისაც ის გაკეთდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩაქუჩი არასოდეს არ გამოიყენება. ის მხოლოდ იარაღების ყუთში დევს. ჩაქუჩი თავისთვისაა.მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ იგივე ჩაქუჩი ცოცხალი (სულით), რომელსაც თვითშემეცნება გააჩნია. მიდის დღეები და ის კვლავ იარაღების ყუთში დევს. ის სიცილის ხასიათზეა შიგნით, მაგრამ თავადაც არ იცის რატომ. რაღაც არ არის თავის ადგილზე, მაგრამ მან არ იცის რა.შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც ამოიღებს მას იარაღების ყუთიდან და იყენებს იმ ფიცრების დასამტვრევად, რომლითაც ცეცხლი უნდა აანთოს. ჩაქუჩი მხიარულ ხასიათზე დგება. ჩაქუჩს ძალიან მოსწონს, როდესაც ხელში უკავიათ, როდესაც იყენებენ, როდესაც რამეს ამტვრევენ ან აჭედებენ მისი გამოყენებით. და მაინც დღის ბოლოს ჩაქუჩი კვლავ უკმაყოფილოა. ფიცრების დამტვრევა ძალიან კარგი იყო, მაგრამ არა საკმარისი.

კიდევ რაღაც არის საჭირო.მომდევნო დღეებში მას კიდევ უფრო ხშირად იყენებენ. მისით ფორმას უცვლიან თუნუქის ხუფს, ამტვრევენ ქვას, მაგიდის მორყეულ ხიდებს (შიპებს) თავის ადგილზე სვამენ და მაინც ის არ არის ბოლომდე კმაყოფილი. მას ძალიან სურს, რომ კიდევ უფრო მეტი აკეთოს. მას სურს რომ რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ საკაკუნოდ, საგნების დასამტვრევად და ლითონების გასაჭეჭყად. მაგრამ გრძნობს, რომ ეს ყოველივე არ არის საკმარისი მის დასაკმაყოფილებლად. მეტიც, ის შინაგანად გრძნობს, რომ მისი ამდაგვარი გამოყენება მისი თვითშემეცნების რეალიზების სწორი გზა არ არის.შემდეგ ერთ დღესაც ვიღაც იყენებს მას ლურსმნის დასაჭედებლად. უცბად გასხივოსნება ეფინება მის ჩაქუჩურ სულს. მას ახლა ესმის თუ სინამდვილეში რისთვის იყო ის განკუთვნილი. ის ჩაფიქრებული იყო ლურსმნების დასაჭედებლად. ყველა სხვა რამ რისთვისაც მას იყენებდნენ ამ დანიშნულებასთან შედარებით ფერმკრთალდება. ახლა მან ძალიან კარგად იცის თუ რას ეძებდა ამდენი ხნის მანძილზე მისი ჩაქუჩური სული.ჩვენ შექმნილნი ვართ ღვთის ხატად მასთან ურთიერთობისათვის. სწორედ მასთან ურთიერთობაა ის, რაც საბოლოოდ და მართლაც აღავსებს ჩვენს სულს. მანამდე სანამ ღმერთთან მივალთ, ჩვენ მრავალი მშვენიერი საქმეებისა და ზრახვების ავტორები ვართ, მაგრამ ეს ჯერ არ არის ლურსმნის დაჭედება. ჩვენ შესაძლოა გამოყენებულები ვიყავით გარკვეული კეთილშობილური მიზნებისათვის, მაგრამ არა იმისათვის, რისთვისაც საბოლოოდ ვართ განკუთვნილნი, არა იმისათვის, რომლის მეშვეობითაც მოვიპოვებთ საბოლოო კმაყოფილებას. ნეტარმა ავგუსტინემ ეს ყოველივე ასე შეაჯამა: "შენ (ღმერთო) საკუთარი თავისათვის შეგვქმენი და ჩვენი გული ვერ მოისვენებს მანამდე, სანამ შენში არ ჰპოვებს მოსვენებას.”ღმერთთან ურთიერთობაა მხოლოდ ის, რაც დააკმაყოფილებს ჩვენი სულების მისწრაფებას. იესო ქრისტემ თქვა, ~მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება.” მანამდე სანამ ღმერთთან მივალთ, ჩვენ გვშია და გვწყურია, ასე ვგრძნობთ თავს ცხოვრებაში. ჩვენ ვცდილობთ "ვჭამოთ” და "დავლიოთ”, ვცდილობთ ყველაფერი გავსინჯოთ, იმისათვის რათა დავაოკოთ ჩვენი შიმშილი და მოვიკლათ წყურვილი, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ და შიმშილისა და წყურვილის განცდა რჩება.ჩვენ ზემოთნახსენებ ჩაქუჩებს ვგავართ. ვერ წარმოგვიდგენია რა დაასრულებს არსებულ სიცარიელეს, რა მოგვგვრის კმაყოფილების განცდას ცხოვრებაში. თვით ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის შუაგულშიც კი კორი თენ ბუმმა აღმოაჩინა ღმერთი, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს ჩვენს ყოველგვარ მისწრაფებებს: "ჩვენი ბედნიერების საფუძველი იყო ის, რომ ჩვენ ქრისტესთან ერთად ღმერთში ვიყავით დაფარულნი. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს რწმენა ღვთის სიყვარულისა... ეს არის ჩვენი კლდე, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე უღრმესი წყვდიადი.”ჩვეულებისამებრ, როდესაც ღმერთთან არა ვართ, ვცდილობთ წყურვილის დაკმაყოფილებას სხვაგან და არა ღმერთში, მაგრამ არაფერი არ აღავსებს ამ წყურვილს და ვერასოდეს ვერ ვიპოვით იმას რასაც ვეძებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შესაძლოა, მეტი და მეტი შეგვძინოს, და გვეგონოს, რომ ეს არის პასუხი პრობლემისა; არა, საბოლოო კმაყოფილება არ არის ჩვენი ხვედრი იმ გზაზე, რომელზეც ღმერთი არ არის.ჩვენი უდიდესი სურვილია ვიპოვოთ ღმერთი, გვქონდეს ურთიერთობა მასთან. რატომ? იმიტომ რომ ამისთვისა ვართ განკუთვნილნი. მეგობარო, უკვე ჩააჭედე ლურსმანი?



ადამიანი იმისთვის იბადება, რომ გარკვეული როლი შეასრულოს ამ ქვეყანაზე. მე მიმაჩნია, რომ სწორედ უნდა დაგეგმო მომავალი, რაც გინდა, რაც გიყვარს მისკენ უნდა მიისწრაფვოდე, რათა დაიმკვიდრო მომავალში ადგილი. ჩემი მიზანიც სწავლას უკავშირდება, უცოდინარი ვერ შეიქმნი მომავალს.მთრგუნავს როცა ჩემთან მოდიან დახმარების მისაღებად, გიწვდიან ხელს, რათა გროშები მაინც გაიმეტო, იყიდონ საჭმელი, რომ შიმშილით არ დაიხოცნონ. მათი ყოველი დღე ასე იწყება, ისინი არ ზრუნავენ თავის მომავალზე, იმიტომ რომ არ სწავლობენ, ბევრ ბავშვს ვეხმარები, ძალიან მეცოდება, მაგრამ ჯერ არ შემიძლია მათ გავუწიო სერიოზული დახმარება , ხან ვფიქრობ ჩემთვის, რატომ ხდება ასე , რატომ არის ცხოვრება ზოგისთვის დედა , ზოგისთვის დედინაცვალი , ბავშვი ხომ უსუსურია, რატომ იმეტებენ მას ქუჩისთვის, რატომ არ აქვთ ნორმალური ყოფა, არ დადიან სკოლაში არ სწავლობენ , ისინი ხომ შეიძლება მომავალში დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ.



მინდა ეს იყოს სიზმარი, არ ვუყურებდე ასეთ ყოფას, დავიძინებდი და როცა გავიღვიძებდი ყველაფერი ცუდი სიზმარი ყოფილიყო.არ მიყვარს მოწყენილობა, მინდა სიხარული სუფევდეს, არ იყვნენ გაჭირვებული ადამიანები, ობოლი ბავშვები. ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ.მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს და იმედიც მაქვს სახელმწიფო არ გასწირავს მომავალს. საქართველოში არიან ისეთი იმედის გმირები , რომლებიც ზრუნავენ ბედისაგან დაჩაგრული ადამიანების მომავალზე
ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია რომელთაც ვუყვარვართ,გვზრდიან და ჩვენზე ზრუნავენ..მათ ხომ უნდა ავუნაზღაუროთ სიყვარული?ჩვენ შეიძლება ოდესმე ცხოვრება მოგვბეზრდეს, ხოლმე..მაგრამ მერწმუნეთ,ეგოისტობაა როცა მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ და სხვას არ აქცევ ყურადღებას..ასეა დიახ,თუ ადამიანი თავს იკლავს,ესეიგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და იმ ადამიანების ტკივილზე აღარ ფიქრობს რომლებიც დაიტანჯებიან მისი სიკვდილისგან..სწორედ სხვაზე უნდა იფიქროს ადამიანმა ცხოვრებაში,და ეს ადამიანი იქნება ჭეშმარიტად ძლიერი! იცით რატომ?



მან სიცოცხლე შეიყვარა სხვისთვის. შეიძლება ადამიანს ყველა ყავდეს,თუმცა არავინ..როდესაც კლასში ზის,ირგვლივ მიმოიხედოს და სრულიად ზედმეტად იგრძნოს თავი.. როდესაც ბაღში დადის,შეყვარებულების ჩურჩულს მოკრას შეიძლება ყური..და გული დაწყდეს რადგან არასდროს არავის უთქვამს მისთვის ესეოდენ თბილი სიტყვები.. გახსოვდეთ! ადამიანი მუდამ ზედმეტია,მუდამ მარტოა,მუდამ ერთადერთია,განუმეორებელი..ადამიანი მუდამ შედევრია..დიახ! ხომ კითხულობ ეხლა ამ სიტყვებს! გახოვდეს ვინც არ უნდა იყო,თუნდაც ერთი უგრძნობი,ან უწიგნური არსება..გახსოვდეს! შენ შედევრი ხარ რადგან შენში მთელი სამყაროა..გახსოვდეს! თუ სიცოცხლე არ გსურს..იცხოვრე სხვისთვის..დაგიფასდება.. თუ მარტო ხარ..ნუ გეშინია,ყველა ადამიანი მარტოა ,,შეიძლება ზოგი სხვას უცინის,უღიმის,გულს უშლის..მაგრამ გახსოვდეს,ყოველი ადამიანი მარტოა თავის ტანჯვაში..თავის ფიქრებში..მოგონებებში..რადგან ერთადერთი ვისაც ჩვენი ესმის არის სიჩუმე... ადამიანი ჯამბაზია,რომელიც უფკრულის პირას თოკებით ცეკვავს..დიახ,თქვენც ცეკვავთ,ვალსს ან ტანგოს..ან რაიმე სევდიან მოძრაობას ქმნით თქვენი თითებით..Fრთხილად!

ნუ ჩავარდები უფსკრულში,გახსოვდეს,იქამდე ერთი ნაბიჯია... ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა. შენ რომანი ხარ..ზოგი კი მხოლოდ სათაური..მნიშვნელობა არ ააქვს შენი ცხოვრება რამდენი ფურცლისგან შედგება..შეიძლება ერთი გვერდი იყოს მაგრამ ამ ერთ გვერდში ათას წიგნზე უფრო მეტი ეწეროს.. დაიწყე სულ თავიდან..იცოცხლე რაღაცის გამო,რაც არასდროს დასრულდება..მერწმუნე,ყოველ ადამიანს აქვს სურვილი იმისა რომ ამ სამყაროში რაიმე თავისი დატოვოს.არ არსებობს ადამიანი რომელიც უკვალოდ ქრება..ის ძვლებს მაინც ტოვებს მიწაში.

დაამოწმა:Q♥nina
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 730 | დაამატა: ♥AnA-^_^♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-01-01 Spam
dzalian magari temaa <3