რაც
არ უნდა რთული იყოს ამის აღიარება ყველაფერი წარმავალია და ადრე თუ გვიან
1D იც დასასრულს მიუახლოვდება. ბოიბენდები იყო არის და იქნება.უამრავს
მიუღწევია უდიდესი წარმატებისთვის მაგრამ არაფერი არ არის სამუდამოდ.დღეს
ერთდროს ძალიან პოპულარული ბოიბენდის წევრების სახელებიც არ
ახსოვთ.წარმოგიდგენიათ რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი 1D ისაც შეეხება?
მოვა
დრო როდესაც გიჟებივით არ ვიქნებით მასზე
შეყვარებულები,დრო როდესაც კოვზები ლიამს არ გაგვახსენებენ,მტრედი უბრალოდ
მტრედი იქნება და არა კევინი,მოვა დრო როდესაც სტაფილო უბრალო ბოსტნეული
იქნება რომლის ჭამასაც მშობლები სიმაღლეში გაზრდისთვის გვაძალებდნენ.მოვა
დრო როდესაც ეს ყველა მოგონება წარსულს ჩაბარდება.გავა წლები გვეყოლება
შვილები,შვილიშვილები.
ერთ დღეს ტელევიზორში გამოაცხადებენ რომ ერთდროს
პოპულარული ბოიბენდის ერთ ერთი წევრი გარდაიცვალა,შენ ამ სიტყვების
გაგონებაზე ვიცი ოფლი დაგასხმას,თვალებში ცრემლები მოგადგება და ერთი წვეთი
შენ ქუთუთოებზე გადმოგორდება,შვილიშვილი გკითხავს თუ რა მოხდა
შენ კი
არაფერს უპასუხებ უბრალოდ ახვალ ოთახში სადაც უკვე წლებია არ ყოფილხარ.
გადმოიღებ მათ პოსტერებს,მოუსმენ მათ სიმღერებს,ნახავ მათ ვიდეოებს,მათ
კლიპებს.გაიხსენებ ყველა იმ ბედნიერ წუთს რომელიც მათ გაჩუქეს.გაიხსნებ
იმას თუ როგორ მოუსმინე პირველად WMYB პირველად ცხოვრებაში დაიჯერე რომ
მართლაც ლამაზი ხარ.გაიხსენებ თუ რამდენჯერ გიტირია მათგამო და როგორ
ოცნებობდი მათთან შეხვედრას. გაგახსენდება ის გრძნობა რაც მათ კონცერტზე
დასწრებისას განიცადე,პეპლები რომლებიც შენს მუცელში დაფრინავდნენ.
გაიხსენებ თუ რამდენი მეგობარი გაიჩინე 1D ის საშუალებით,რამდენჯერ
დაგიცვია ისინი როდესაც შენი ნაცნობები მათ ლანძღავდნენ. მიუხედავად იმისა
რომ არც გიცნობდნენ და არც იცოდნენ შენი არსებობის შესახებ მათ შენ უამრავი
დაუვიწყარი წუთი გაჩუქეს.შენ შვილიშვილს მიუბრუნდები და ეტყვი " ამ ხუთმა
ბიჭი იყო ჩემი პირველი სიყვარული,მათ მასწავლეს რომ არასოდეს არ უნდა
დავნებდე და მუდამ მჯეროდეს ჩემი ოცნებების და მათი მიღწევისთვის
ვიბრძოლო,მათ მასწავლეს რომ ჩემი თავის უნდა მჯეროდეს" შენ ფანჯარასთან
მიხვალ,დაიჭერ მათ სურათებს და იტყვი "მშვიდობით ნაილ,ზეინ,ლუი,ლიამ და
ჰარი,მე თქვენ ყოველთვის მეყვარებით და არასოდეს არასოდეს არ დაგივიწყებთ! " ძალიან ცუდად ვარ.. იმედი მაქვს მოგეწონათ..დაკომენტარეთ აუცილებლად(:
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:1248 | დაამატა:Belieber❤ | რეიტინგი:5.0/3