მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 6 » ლექსები და სურათები სიყვარულზე
6:57 PM
ლექსები და სურათები სიყვარულზე
მინდა სულ ასე ბავშვად რომ დავრჩე, 
ეს არის ჩემი ოცნების აზრი 
არ მსურს დავბერდე და წლებში გავქრე, 
მაგრამ ცხოვრება დანაა ბასრი, 

მინდა მოგიყვეთ გულის ტკივილი 
გადმოგიშალოთ ჰანგები ლოცვად, 
არვის უნახავს ხალხის ღიმილი, 
უბრალოდ იყო ჟლეტვა და ხოცვა. 

ლექსის გაგრძელების ხალისი მეკარგება 
რითმები წვიმაში და ქარში მეფანტება, 
ასეთი ჰარმონია არასდროს შექმნილა 
ალბად ოცნების ქალაქში ვერ მივალ. 

ვცდილობ სევდა დღეს ღიმილით დავფარო 
მინდა ყოველი ნაბიჯი გავთვალო 
სხვისი განკითხვა არასდროს მომწონდა, 
ხოდა ეს რითმები ჩემთან დროს მოჰქონდა 

მუსიკის მოსმენა წვიმაში და ქარში 
შემდეგ მოწყენილი ვბრუნდები სახლში, 
ჩემთვის მარტოობა მხოლოდ სტიმულია 
მარცხნივ გული აღარ უკვე ყინულია 

რამდენი ხანია არ დამიწერია 
სათქმელი დაგროვდა ! ჯერ კიდევ ბევრია 
ალბათ მოგაბეზრეთ თავი ამ რითმებით 
მაგრამ ჩვენ სუყველა დინებას მივყვებით 

შენ თუ არ გინდა მოდი ნუ მომისმენ 
თუ გინდა გამლანძღე მიდი დღეს მოგითმენ. 
რაღაც მომენტებში მე არ გამიმართლა 
ჩემს გვერდით დადგომა ზოგმა არ იკადრა 

აქვე დავამთავრებ არ მსურს გაგრძელება 
მოგიწევთ ქვეყნიდან ჩემი გაძევება 
მაგრამ გახსოვდეთ ის სულ მეყვარება 
აქ დავსვათ წერტილი მეტი მეზარება. 
11 მარტი პირველი შეხვედრა 
თითქოს გავუგეთ ერთმანეთს კარგად 
გაცნობა, შემდეგ თმაზე შეხება 
ეს მოხდა წამში, ძალიან სწრაფად. 

მთელი საღამო ერთად ვიყავით, 
მოგონებებს კი ქარი ფანტავდა 
მერე მითხარი კარგად იყავი, 
მაკოცე, მგონი რაღაც დამთავრდა 

კიდევ შევხვდებით მახსოვს ეს სიტყვა 
თვალები შენი დამამახსოვრდა 
დღეს მე შენსავით არავინ მიყვარს 
ვიღაც გრძნობებში რითმებს აქსოვდა 

ჩვენ ვისეირნეთ ბევრი ვიარეთ, 
ერთმანეთს გრძნობები გავუზიარეთ 
მე მოგეფერე შემდეგ გაკოცე 
რაღაცნაირად შენ გამაოცე 

შენი ტუჩების სიტკბო მაგიჟებს 
გახსოვს რომ ვდგავდით ერთად ნაბიჯებს? 
დაუვიწყარი იყო წამები, 
ბედნიერების ცეცხლში გავები 

ხუთშაბათს ალბად ისევ შევხვდებით 
მერე მოგიძღვნი ახალ სტრიქონებს 
თუმცა ჩემს ენას შენ სულ ვერ ხვდები 
გერმანულ რითმებს მე არ ვიგონებ 

სიტყვით აგიხსნი რასაც კი ვფიქრობ 
რა საჭიროა ლექსი და რითმი? 
ჩემი გული კი ისევ შენ გიხმობს 
თუმცა დღეს გნახე პირველად ვიცი 

ქერა თმები, ცისფერი თვალები 
შენს ყურებაში გადის წამები, 
ბავშვური სახე, უცხო ქუჩები 
დაუვიწყარი შენი ტუჩები.
რა სისუსტეა სიყვარული 
–სიტყვა და ბგერა, 
რა ძლიერია გრძნობა როცა 
სიტყვებში ვერ ტევ... 
სიტყვები მხოლოდ ამ გრძნობების 
ზედაპირს მართავს. 
გაკმაყოფილებს ეს სიტყვა თითქოს, 
მაგრამ გრძნობები მის თვალებს ითხოვს... 
დროში გაცვდება სიტყვები თბილი, 
სიტყვები გრძნობებს ვეღარ აყვება, 
მე მინდა ახლა დავმუნჯდეთ ორნი, 
გრძნობა თვალებში აღარ ჩაქრება.
დღის გათენებას მიმანიშნებს, 
შენი სუნთქვა სახესთან ახლოს, 
თითქოს ასეა ყოველთვის და 
სხვანაირად არცერთს არ გვძალუძს. 
მახსოვს ძილისწინ ცას რომ ქონდა შენი თვალები, 
თხოვნა მქონდა გულისაგან დანაბარები... 
გთხოვ ღმერთო,ცაო,ვარსკვლავებო დამიგდეთ ყური... 
ერთი თხოვნა მაქვს,მის სახეზე დამანახეთ ისევ ღიმილი, 
ეს ჩავიფიქრე და იმ წამსვე მოწყდა ვარსკვლავი. 
თითქოს ყინავდა გარშემო და მე კი ვთბებოდი, 
ცა ისე თბილად მიყურებდა თვალებით შენით, 
მე შენ მიყვარხარ,მარტო შენ და არავინ მეტი.
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას ლურჯი ზეცა მათრობს... 
სხვა თუ არა, მე გიპოვი დღეს... 
მე ხომ, შენი მოფერება მათბობს... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
მზესთან ერთად ულამაზეს ასულს... 
მთელი ღამე შენი დარდი მდევს, 
და ფაქიზად ვეფერები წარსულს... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ჩემს გულში რომ უშენობას წაშლის... 
ვიცი, მაინც შემიბრალებ დღეს... 
და მზესავით გამიღიმებ მაშინ... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას შენსკენ ფიქრებს ვგზავნი... 
შენთან ერთად დავიღალე მეც... 
ვიკარგები, როგორც უცხო მგზავრი... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას შენით ვიკლავ წყურვილს... 
შენ თუ არა, მე გიპოვი დღეს... 
მე მზე მითბობს უშენობის სურვილს... 
მთელი კვირა ველოდები მზეს, 
ყოველ დილას შენი სუნთქვა მესმის... 
შენი ფიქრი ძველებურად მდევს, 
ყოველ დილას მაინც თავზე მესხმის... 
მთების იქეთ მიმალულა მზე... 
ყოველ დილას გელოდები სახლში... 
სხვას თუ არა, მზეს ვიპოვი დღეს... 
და სიყვარულს უსასრულოდ გავშლი...
მარიკო1
კატეგორია: ♥ ლექსები | ნანახია: 1187 | დაამატა: nataliii | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-04-06 Spam
magaria momwons dzalian <3))