ამერიკელი მომღერლის, ლედი გაგას კონცერტებზე სიარული აღარავის უნდა.
ვარსკვლავის შოუზე Born This Way Ball-ზე ბილეთების ფასი საგრძნობლად
დაეცა.
როგორც The Inquisitr-ი იტყობინება, გაგას კონცერტზე,
რომელიც 14 იანვარს უნდა გაიმართოს, ბილეთის ფასი 60 დოლარიდან 23
დოლარამდე დაეცა. მიუხედავად ამისა, კონცერტზე მოთხოვნა მაინც დაბალია.
შესაძლოა
ამის მიზეზი მომღერლისა და პრესის არშემდგარი ურთიერთობაა. გაგა 2012 წლის
მეორე ნახევრის განმავლობაში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს
უგულებელყოფდა. აღარც ინტერვიუებს წერდა და არც ტელეშოუებს სტუმრობდა.
გარდა ამისა, მომღერალი უკვე დიდი ხანია ახალს არაფერს სთავაზობს მსმენელს. მისი მსოფლიო ტურნე
ახალი ალბომის Born This Way-ის სარეკლამო კამპანია იყო, თუმცა წარმატება არც ამ ალბომს ხვდა წილად.
ახლა მომღერალს არჩევანის გაკეთება მოუწევს: ან უფასოდ უნდა დაარიგოს კონცერტის ბილეთები, ან საერთოდ გააუქმოს შოუ.
სიახლე პატარა რომ არ გამომივიდეს მე შემოგთავაზებთ მის სურათებს