2010 წლის იანვარში, 5 Points Records-ის მეშვეობით, iTunes-ზე სარეალიზაციოდ მომღერლის სადებიუტო ალბომი, Lana Del Ray A.K.A. Lizzy Grant, გამოვიდა, რაც გამოჩენიდან 2 თვის შემდგომ სრულად მოიხსნა გაყიდვიდან. ალბომის პროდიუსერი, დევიდ კანე მიიჩნევს, რომ ეს "ლანა გრანტის", როგორც მომღერლის ალტერ ეგოს, "ამოშლის" მიზნით გაკეთდა, თუმცა თავად დელ რეის განცხადებით, სხვა პიროვნებად გარდაქმნის მიზანი მას არ ამოძრავებდა. ალბომის ვაჭრობიდან მოხსნას მომღერლის ვებსაიტის წაშლაც მოჰყვა. ასევე გაუქმდა მისი პროფილები სოციალურ ქსელებში. 2010 წლის განმავლობაში მომღერალი ლონდონში ლეიბლის ძიებაში იმყოფებოდა. 2011 წლის ივლისში, დელ რეიმ საკუთარ ლეიბლად Stranger Records აირჩია და მასთან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდგომაც მისი სადებიუტო სინგლი, Video Games, გამოვიდა.ბილბორდის ყველაზე გაყიდვადი სინგლების ჩარტში მან გამოჩენისთანავე პირველი ადვილი დაიკავა და ამ პოზიციაზე 3 კვირის განმავლობაში შემორჩა. ბიბისი-ს რადიო 1-ზე მისი გაჟღერების შემდგომ კი, 2011 წლის ოქტომბერში, მომღერალმა ხელშეკრულება Interscope Records-სა და Polydor Records-საც დაუდო. ამავე წელს დელ რეიმ Q Awards-ის ნომინაციაში "Q's Next Big Thing" გაიმარჯვა. რაც შეეხება მის სადებიუტო ალბომს, Born to Die, iTunes-ზე იგი 2012 წლის 27 იანვრიდან გახდა ხელმისაწვდომი, მსოფლიო მასშტაბით კი 31 იანვარს გამოვიდა და 10 ქვეყნის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა. აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს Saturday Night Live-ში ლანა დელ რეიმ ორი სიმღერა შეასრულა, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოდნავ მოგვიანებით, კრიტიკას დელ რეის პაროდიაც დაემატა - ამავე გადაცემის ცნობილი კომიკოსის, კრისტენ უიგის შესრულებით. 2012 წელს, მომღერალმა BRIT Awards-ის ნომინაციაში - Best International Breakthrough Act გაიმარჯვა. რაც შეეხება ალბომის მეორე სინგლს, Born to Die, იგი 2011 წლის 30 დეკემბერს გამოვიდა. მომღერლის განცხადებით, მან დაიბრუნა უფლებები სადებიუტო ალბომზე, რომლის თანამესაკუთრესაც უწინ 5 Points-იც წარმოადგენდა, და მის გამოშვებას 2012 წლის ზაფხულში გეგმავს. რაც შეეხება დელ რეის სიმღერებსა და მღერის ტექნიკას, ჯერ-ჯერობით ყველაზე ცნობილი განცხადება The Guardian-ის ჟურნალისტ პოლ ლესტერს ეკუთვნის, რომელმაც მომღერალი საკუთარი სტილის მქონე ნენსი სინატრად მოიხსენია. მომღერლის ყოფილი პროდიუსერმა, დევიდ კანემ დელ რეის, როგორც სიმღერების მწერლის შესაძლებლობები შეაქო. 2012 წელს ლანა დელ რეიმ სამოდელო სააგენტო NEXT Model Management-თან გააფორმა ხელშეკრულება.