ლედი ძალებს არ იშურებს, რომ ახალი ტურნე ყველასთვის დაუვიწყარი იყოს! საკონცერტო პროგრამა „Born This Way Ball" ახალ რეკორდებს გვპირდება.
რეკორდი №1 - „წონითი კატეგორია". შოუს დეკორაციები ყველაზე მძიმეწონიანია იმ დეკორაციებს შორის, რაც კი ოდესმე მომღერალს გამოუყენებია. რეკორდი №2 - „ყურებადობა". ამას თავად ლედი გვპირდება, რომ ეს ტურნე ყველაზე ყურებადი იქნება, ყველა ტურნეს შორის! შესაძლოა... ამას მხოლოდ ლედი ამბობს... ვნახოთ, დრო გვაჩვენებს! რეკორდი №3 - „სისულელე". ლედიმ ტურნეს გამო ყველაზე დიდი სისულელე ჩაიდინა - დაშორდა შეყვარებულს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ერთად ცხოვრებას და ბავშვების გაჩენას გეგმავდა... რეკორდი №4 - „გლამური". შოუსთვის კოსტუმებს ქმნიან ისეთი სახელოვანი დიზაინერები როგორებიც არიან Versace, Armani და Moschino. შეგახსენებთ, რომ ლედი გაგას საკონცერტო ტურნეს „Born This Way Ball" ფარგლებში 100 კონცერტია დაგეგმილი.
|