მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » Lady In Red
5:15 PM
Lady In Red
Lady In Red
(( ახალი რამოდენიმე თავიანი მოთხრობა ))
(( მარიამოსგან უფლება აღებული მაქვს ))
(( შედით და ნახეთ ))



გაზაფხულის ნელი სიო ჰქრიდა და ირგვლივ ჩამოწოლილ სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა.ვერონას ვიწრო და გრძელ ქუჩებს უკვე დასტყობოდათ გაზაფხულის დადგომის კვალი და ირგვლივ,ყველაფერს ყვავილობა დაეწყო. არემარის დათვალიერებაში ისე ვიყავი გართული რომ ერთ გოგონას შევეჯახე.
-უკაცრავად.. დიდი ბოდიში-ვთქვი მორცხვად და ფურცლები რომლებიც ძირს დაყროდა ავუკრიფე.
-ბოდიში არ უშველის ამ საქმეს..-მითხრა უხეშად,ფუცლები ხელიდან გამომგლიჯა და გზას გაუყვა.
ამ გოგოს დანახვაზე ტანში ჟრუანტელი დამიარა. ის იყო ულამაზესი ქალი წითლებში.. მის ქერა თმას და ცისფერ თვალებს წითელი კაბა განსაკუთრებულ სილამაზეს და მომხიბვლელობას ანიჭებდა.ვიღას ახსოვდა გაზაფხული და აყვავებული ბუნება.? მთელი გზა იმ გოგონას გავყურებდი.. მანამ სანამ თვალ არ მოეფარა. მერე კი ველოსიპედზე შემოვჯექი და სახლისაკენ ავიღე გეზი.მოკლედ მე ნიკოლასი ვარ,ნიკოლას საირუსი.

23წლის იტალიელი მოდელი.საკმაოდ მდიდარი ბიჭი ვარ ჩემი კარიერიდან გამომდინარე მაგრამ ეს მხოლოდ გარედან.შინაგანად მეც ისეთივე ვარ როგორიც თქვენ.რიგითი ადამიანები. მეც მტკენია გული და თანაც ძალიან, მეც მყვარებია...მაგრამ მყვარებია 1-ხელ .. და ყველაზე მაგრად... ეს სიყვარული 13 წელი გრძელდობოდა.13წელი უიმედოდ მიყვარდა ერთი ულამაზესი გოგონა ) ჩემი კლასელი...ის იყო ვის გამოც იმ პერიოდში სიცოცხლე მიხაროდა.ვის გამოც სიცილი მინდოდა.. ის იყო ერთადერთი ვინც ისე მენტარებოდა რომ მონატრებისგან კუჭი მტკიოდა... გული არა-კუჭი მტკიოდა.. როცა ღამდებოდა ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა რომ ის მენახა. ერთ დღესაც როდესაც მანაც შემიყვარა მისი თავი ღმერთმა წამართვა... და ანგელოზად აქცია... ის მართლაც ანგელოზი იყო.. მას შემდეგ 3წელი გავიდა მაგრამ ასე ძლიე აღარავინ მყვარებია.. მეტიც,საერთოდ არავინ მყვარებია....-ამ უაზრო მონათხრობის წერაში ვიყავი როდესაც ჩემი ოთახის კარი დედაჩემმა შემოაღო.
-ნიკოლას,შეეშვი მაგ დღიურის წერას და წამოდი....-შეეცედა მკაცრი ტონით ეთქვა,მაგრამ მას გაბრაზება არასდროს გამოდიოდა.
-და სად მივდივართ?-მივუგე წყნარად
-საყიდლებზე...მაღიზიებში უნდა გამომყვე...
-კარგი რა დე.. როდის იყო მაღაზიებსი დავდიოდი? დაურეკე მეგანს და ის გამოგყვება.-ვუთხრაი და საწოლზე დავწექი.
-არა ნიკოლას! მინდა რომ შენ გამომყვე.. ამიტომ ეხლა ადგები,ჩაიცმევ და წამომყვები..
-ჰოჰო კარგი კარგი.....-დედაჩემი ძალიან მიყვარდა. მას შემდეგ რაც მამამ მიგვატოვა ის ჩემთვის ყველაფერია.დედაჩემი სულ გვერდში მიდგას.. ამიტომაც მისი წყენინება არ მინდოდა.. ავდექი ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი...
-აჰა დედა ჩავიცვვი... წავიდეთ?
-აი ეგრე ;დ-მითხრა დაცინვით.-რათქმაუნდა წავედით
მე დედაჩემის მანქანაში ჩავჯექი და გზას გავუყევით.მე და დედა ცენტრისგან მოშორებით ვცხოვროდით ამიტომ სავაჭრო ცენტრამდე დიდი გზა იყო გასავლელი. მეც მეტი რა მინდოდა?თავი ფანჯარას მივაყრდნე და ფიქრებში წავედი..ულამაზესი იყო ვერონა გაზაფხულობით-გამუდმებით ვიმეორებდი ამ სიტყვებს და სახიდან ღიმლს არ ვიშორებდი.. ფიქრების მორევში დაკურგულს დედაჩემმა ძლივს გამაგონა რომ მოვედით..
-ნიკოლას....-იმეორებდა გამუდმებით-მოვედით...
-ააააა.. ჰოო,ჩავედით-გვიანღა მოვედი გონს.კარები გავაღე უნდა გადავსულიყავი რომ დედაჩემმა დამიძახა:
-ნიკოლას რა გჭირს?
-არაფერი დე..
-ნიკოლას,კარგად გიცნობ..ესეთი ჩაფიქრებული ჯერ არ მინახიხარ.
-ერთი გოგო გავიცანი..
-აუფ,რა ქვია?
-არ ვიცი ;დ-გავიცინე..
-ეგ როგორ?-მკითხა გაოგნებული სახით
-როგორ და დღეს პარკში ვსერინობდი და ერთ გოგოს შევეჯახე.ბოდიში კი მოვუხადე მაგრამ უხეშად მიპასუხა.საოცრად ლამაზი გოგონა იყო.. იმდენად ლამაზი რომ უხეშობა სულაც აღარ მახსოვდა...მაღალი,ქერა,ცისფერთვალება..ეგეთი ლამაზი გოგოები იშვიათია..-ვუთხარი და მძიმედ ამოვიხვნეშე..
-ნიკოლას..)) ხომ გახსოვს ენთან რა მოგივიდა?ამიტომ კარგად აწონ-დაწონე სანამ ვინმე შეგიყვარდება.ეხლა კი გადადი მანქანიდან თორემ დაიკეტება მაღაზიები....
მეც სწრაფად გავაღე მანქანის კარი და მძიმედ გადმოვდგი ფეხი.დედაჩემთან ლაპარაკი მესიამოვნა,მაგრრამ ის მართალი იყო. ) უნდა დავფიქრებულიყავი მიღირდა თუ არა იმ ადამიანის შეყვარება,ვისაც უბრალო რაიმეს პატიება არ შეუძლია.?!ამასობაში ერთ მაღაზიას მივადეგით..დედაჩემს კაბის ამორჩევაში ვეხმარებოდი.დაღლილ-დაქანცულებს უკვე შიმშილიც შემოგვპარვოდა და სადაც იყო ორივე გონს დავკარგავდით..
-ნიკოლას წამოდი ,,რომეო და ჯულიეტა''-ში შევიდეთ..მიყვარს მაგ კაფის ნაყინი"
-აჰჰა მეც ძალიან , წამოდი წავიდეთ....
მე და დედა კვლავ მანქანაში ჩავჯექით და კაფისკენ გავეშურეთ...კაფემდე მალევე მივედით,შოკოლადის ნაყინი შევუკვეთეთ და მაგიდას მივუსხედით..ნაყინის მოლოდინში თვალი მაგიდებისკენ მიმირბოდა...) და აიი!-დამთავრდა. აქ დრო გაჩერდა. მე ის დავინახე.. დავინახე და წამით დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა,ჩიტები აღარ ჭიკჭიკებდნენ..ირგვლივ ყველამ იგრძნო ჩემი გულის ცემა და ყველა გაირინდა... სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემომავალი ფოთლების რხევა არღვევდა..

ვეცადე პირველი თავი დიდი და საინტერესო გამოსულიყო )
მადლობელი ვიქნები თუ მოგეწონებათ და დამიკომენტარებთ.! ჩემთვის თქვენი აზრი ძალზედ ძვირფასია <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 665 | დაამატა: queen♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2013-01-16 Spam
ici rogoria, simpatiuri gulchatxrobili bichis monayoli rom aris igrdznoba. igrdznoba rom cxovrebam ragac aswavla da ukve shemiyvarda es bichi. saxelic ayvarelia. nikolasss <3 <3 gvarze ra gitxra, wava ra biggrin :P siyvarulze laparaki adre iyo jer cota. dialogshi, magram saerto jamshi dzalian momewona <3