მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 21 » ♥ ლ ე გ ე ნ დ ე ბ ი ♥
4:02 AM
♥ ლ ე გ ე ნ დ ე ბ ი ♥
ფაქტები და ინფორმაცია სისხლიან მერიზე .

მსოფლიოში უამრავი ლეგენდიდან, ყველაზე გამორჩეული და თითქმის დაზუსტებული არის ლეგენდა რომელსაც ეწოდა ,,Bloody Mary'' იგივე ,,სისხლიანი მერი'' .
პირველი ვარიანტის თანახმად მერი ერთი უალამაზესი გოგონა იყო, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა მისი გარეგნობის გამო, ის ბევრ ბიჭს მოსწონდა, მაგრამ თვითონ არ უყვარდა ბიჭები, როცა მერი გაიზარდა მან დაიწყო ურთიერთობა ქირურგთან, ქირურგი ცუდი ადამიანი იყო, მაგრამ მერის ის შეუყვარდა, ლეგენდის თანახმად ქირურგმა მერი დაასახიჩრა და თვალები ამოუღო, რის შემდეგაც მერიმ შური იძია, მისი სული გაბოროტდა და ცოტა ხნის შემდეგ ქირურგს ის სარკეში გამოეცხადა და ამოთხარა თვალები მას. ამის შემდეგ მერი ადამიანებს სარკეში ეცხადება.



ლეგენდის მეორე ვარიანტი გაცოცხლებულია ცნობილ, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ საშინელებათა ფილმს ქალაქურ ლეგენდები 3-ში.
მეორე ლეგენდის თანახმად წვეულებაზე დაპატიჟებულ მერის ორი ბიჭი აეკიდა, რომლებმაც მერი ბანერის ,,შებმა'' მოინდომეს. ბიჭებმა მერი და მისი მეგობარი გოგონა დაიჭირეს, მეგობარი გოგონა გაიქცა ხოლო მერი ბანერი კი გაიყვანეს სხვა ოთახში, წვეულება სკოლის დარბაზში ტარდებოდა. როცა ბიჭიმ მერი დაიჭირა, ამასობასი გამოჩნდა სკოლის დაცვა, ამ დროს ბიჭმა მერის მაგრა მოუჭირა კისერში ხელი, კისერი მოუგრიხა და სკივრში ჩატენა. ლეგენდის მიხედვით, სკივრი ისევ არსებობსდა მერის სული იცოცხლებს იქამდე სანამ ეს სკივრი არ გაიღება. თუ ლეგენდას დავუჯერებთ ის ბიჭი და მისი მეგობარი იმ დღესვე გაუჩინარდნენ, ხოლო მერის მეგობარი გოგონა კი ტელეპატიური ნიჭით დაჯილდოვდა და ყოველდღე ელაპარაკებოდა მერის აჩრდილს.



მესამე ნაწილი კი გვეუბნება, რომ მერი ბანერი მოკლული იქნა მისი მტრების მიერ, მერის სილამაზე ბევრს გულზე არ ეხატებოდა, ასე რომ მერის ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა, ლეგენდის მესამე ვარიანტის თანახმად, მოხდა ისე, რომ მერის შეუყვარდა ის ბიჭი რომელიც სხვა გოგონას მოსწონდა, მერის ბიჭი უყვარდა, ხოლო მისი მოპირისპირე გოგონა კი ცდილობდა, რომ მათი ურთიერთობა ჩაეშალა. ერთხელ მერი ბიჭთან იყო სახლში, დაბრუნებისას კი მერის სახლში მისი მტერი გოგონა დახვდა, გოგონამ სარკე დაამსხვრია და ამ ნაწილებით მერის სახე დაუსერა და დაასახიჩრა ის, რის შემდეგაც მერი ბანერის სულმა გოგონა და გოგონას მეგობრები სიცოცხლეს გამოასალმა.



ლეგენდის თანახმად ყველა ადამიანს შეუძლია დაინახოს მერი, მერი ხშირად გამოძახებით ჩნდება , ხშირადაც კი მისით მოდის. თუ მერის ნახვა გინდა, უნდა დადგე სარკის წინ, უნდა აავსო აბაზანა და ხელში სანთლით უნდა იძახო: სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი. და მას სარკეში დაინახავ.
მერი უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი, ახლა კი ინებეთ კომენტარი, რომელიც ერთ-ერთმა ამერიკელმა გოგონა ნატალიმ დადო საშიშ-ბლოგზე.
ნატალი პრესკოტი წერს:
-გამარჯობათ, მე ნატალი ვარ. ამ თემასთან დაკავშირეებით (იქაც საუბარი იყო მერიზე) მინდა რაღაც მოვყვე, რაც სისხლიან მერიზე დაგარწმუნებთ.
 სამი წლის წინ მე, კლეო და სემი სემთან ვიყავით სტუმრად, ღამე იყო და სახლში უცნაური ქარი ქროდა, ჯერ ვითამაშეთ კარტი შემდეგ კი ცოტა წავიძინეთ, საღამოს სემმა ჩვენი შეშინება გადაწყვიტა და მოგვიყვა ამბები მეთევზეზე და სისხლიან მერიზე, თან იცინოდა, ნამდვილად არ სჯეროდა ამ ყველაფრის, შემდეგ შემოგვთავაზე მერის რიტუალის ჩატარება, მე კატეგორიული უარი განვაცხადე, მაგრამ სემიმ დაგვაძალა. ჩვენ აბაზანაში დავდექით სანთლით ხელში და დავიძახეთ: სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი. არაფერიც არ მოხდა, სემმა სიცილი დაიწყო. უცებ შეუქი ჩაქვრა და სარკეში დასახიჩრებული და ბინძური ქალბატონის აჩრდილი გამოჩნდა, ეს წამიერი იყო, ამის შემდეგ სემი დამუნჯდა და ვეღარ ლაპარაკობს, მას შიშები დღემდე აქვს .



ნამდვილი ამბავი, რომელიც ყველას დაგაინტერესებთ - ,, დები სმიტები ''
 საინტერესო ლეგენდები, რომლებისაც ბევრს სჯერა_ ,,თეთრი ქალბატონი'' და ლეგენდა Carmen Winstead-ზე- ამ ლეგენდაზე გადარებულია ცნობილი საშინელებათა ფილმი ,,ზარი'' .



ეს უდაოდ საინტერესო ამბავი 1993 წელს დაიწყო. ეს ამბავი შეეხება -ლიზა, სარა და ჯონ სმიტებს 
1993 წელს სმიტების ოჯახს გარდაეცვალა ორი ულამაზესი გოგონა -სარა და ლიზა, ქერა გოგონები ყველას ძალიან უყვარდა, თუმცა 1993 წელს ისინი ვიღაცამ მოკლა, პოლიციამ კვალის მსგავსი ვერაფერი იპოვა, და საქმე გაურკვეველ შემთხვევად ჩაითვალა. გოგონების დედ-მამა შოკში იყვნენ მომხდარისგან, სარა და ლიზა კარადაში იპოვეს გარდაცვლილები, ამბავმა მთელი Plainfield-ი შეძრა.
ახალგაზრდა წყვილმა ამ ამბის დავიწყება გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი მათ შოკში აგდებდათ. სარას და ლიზას სურათები კედლიდან ჩამოხსნეს და სასამართლოში საქმის დახურვა მოთხოვეს.
ცოტა ხანში მათ გააჩინეს შვილი, რომელსაც დაარქვეს ჯონი. ჯონ სმიტი ასევე ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ყველას ძალიან უყვარდა და ყველა იცნობდა მას მისი ვიზუალის და ხასიათის გამო. ბიჭი გაიზარდა და ისტორია ,,დებ სმიტებზე'' ყველას დაავიწყდა.
2007 წელს ჯონ სმიტი უაზრო წერილებმა შეაწუხეს მეილზე. წერილების შინაარსი შემდეგი იყო. წერილის ანონიმური პატრონები წერდნენ რომ ისინი გარდაცვლილი დები სმიტები იყვნენ, ისინი ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ დედ-მამას გოგონები დაავიწყდათ და ყველამ დაივიწყა ამბავი მათ სიკვდილზე. ჯონს და დედ-მამას ეს ბოროტი ხუმრბოა ეგონათ. ჯონის ბოლო წერილი კი შემდეგში მდებარეობდა: თვალი ადევნეთ ჩვენს კარადას, ჩვენს ოთახში.!.
ორი დღის შემდეგ ჯონის კარადაზე, ხეზე რომელიც ეზოში იყო და იატაკზე აღმოაჩინეს წარწერა: სარა და ლიზა_ 1993. ასევე ჯონის კედელზე ეწერა შემდეგი სიტყვები: ჯონ სმიტი_2007. მშოვლები აზრზე ვერ მოდიოდნენ ვის უნდა გაეკეთებინა მსგავსი რამ, არავინ იცოდა ჯონის მომავალი, ბიჭი კი ძალიან შეშინებული ჩანდა.
 შემდეგ დილას ჯონ სმიტის კვალს დები სმიტების კარადაში მიახწიეს, ჯონი მოკლული იყო ისე როგორც მისი დები 1993 წელს. დები 1993 წლის ნოემბერში მოკლეს, ჯონი კი 2007 წლის ნოემბერში. მთელი ქალაქი შოკირებული დარჩა, მშობლები გონზე ვერ მოდიოდნენ, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. ფაქტი კი ერთი იყო_ კვალი არსად ჩანდა, ბიჭი მოკლული იყო ისე როგორც მისი დები წლების წინ, კვალი მხოლოდ ჯონის წერილებში დარჩა, რომელიც ანონიმურად მიიღო, ჯერჯერობით საქმე ისევ გახსნილი რჩება .



დიდი ხნის წინად ერთერთ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა სახელად კარმენი, კარმენს მშობლები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მამამისს სახსრები არ გააჩნდა და შვილი ინდიანაში გააგზავნა და იქ დააწყებია სწავლა.
გოგონა განსხვავებული გარეგნობის იყო, მას ძალიან ცუდი ხასიათი ჰქონდა, რადგან არასდროს არავისთან არ უმეგობრია და ზედმეტად ჩაკეტილი პიროვნება იყო მისი მძიმე ბავშვობიდან გამომდინარე.
სკოლაში ბავშვები მას ცუდათ შეხვდნენ, თავიდან კარმენი დარწმუნებული იყო, რომ ბავშვები მას დაუმეგობრდებოდნენ. მის კლასში იყო ხუთი გოგონა, რომლებიც კარმენს ჩაგრავდნენ, ამ დროს აღმოაჩინა კარმენმა რომ გოგოების მასზე ჭორებს ავრცელებდნენ და ბინძურ ზღაპრებს თხზავდნენ მასზე.
ცოტა ხანში კლასში გაისმა ბავშვების ჩივილი, ბავშვები ჩიოდნენ იმაზე, რომ ვიღაც მათ ჩანთაში აქცევდა რძეს და ყრიდა ტალახს. გოგონებმა ეს ყველაფერი კარმენს დააბრალეს, და თქვეს რომ მას ჰქონდა ხშირი კავშირი ტალახტან, რადგან სულ დასვრილი ტანსაცმლით დადიოდა.
მასწავლებელმა მეორე დღეს ბავშვთა კრება გამართა სკოლის ეზოში, და ყველას გააფრთხილა, რომ არ ჩაეყარათ ტალახი და მსგავსი რამეები მოსწავლეების ნივთებში. კარმენმა, როგორც იქნა ჩაილაპარაკა, რომ ეს ყველაფერი მას არ გაუკეთებია და გოგონებს გადააბრალა, მასწავლებელმა ეს საყურადღბოდ არ ჩათვალა, და გოგონას ლუღლუღი უპასუხოდ დატოვა. მასწავლებლის წასვლის შემდეგ გოგონებმა კარმენს დაემუქრეს, და ცემეს ის, ლაპარაკის დროს გოგონები კარმენს უახლოვდებოდნენ, კარმენი კი უკან იხევდა, ამ დროს კარმენმა შემთხვევით ფეხი ჩადგა კანალიზაციის ჭაში. გოგონებმა სიცილი ატეხეს და მას სასტიკად დაცინეს, როცა კარმენი ზემოთ არ ამობრუნდა, გოგონების სიცილი გაოცებამ შეცვალა, კარმენი ჭაში ჩახრჩობილიყო და კისერი მოეტეხა, პოლიციამ მკვდარი კარმენი წაიყვანა, გოგონებმა კი თქვეს რომ კარმენს შემთხვევით დაუცდა ფეხი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ხუთივე გოგონა შეაწუხა წერილებმა ემაილ-ზე, წერილში ეწერა მათი სიკვდილის თარიღი. გასაკვირია , მაგრამ ლეგენდის თანახმად ხუთივე გოგონა ერთ ღამეს მოკლეს, ხუთივე კანალიზაციის ჭაში, ხუთივე ისე როგორც კარმენი: ფეხებ მოტეხილი, კისერ მონგრეული და დასახიჩრებული.
ლეენდის თანახმად კარმენს სამარა დაერქვა, ის ჭაში ცხოვრობს და ადამიანებს აბაზანაში, ტბებზე და მდინარეებთან ენახვება, ის ისეთ ადამიანებთან მიდის რომლებიც ბინძურ საიდუმლობ მალავენ.
მასზე გადაღებულია კინო რომელსაც ,,ზარი'' ეწოდა, მართალია კინო ძალიან ჩახლართულია, მაგრამ ლეგენდასთან მაინც ახლოსაა, რათქმაუნდა ოდნავ შეცვლილი შინაარსით.



შემდეგ ლეგენდას ეწოდება ,,თეთრი ქალბატონი''
დიდი ხნის წინად, ერთ სოფელში ცხოვრობდა ქალბატონი, რომელსაც გოგონა ჰყავდა. გოგონას ემა ერქვა. მარტოხელა ქალს არაფლის საშვალება არ ჰქონდა და ისინი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდნენ.
ერთ დღეს ემა გაუჩინარდა, პოლიციამ გოგონა ყველგან ეძება მაგრამ კვალს ვერ მიაკვლია, პოლიციელებმა თქვეს, რომ ის შემთხვევით დაიხრჩობოდა. დედა კი დარწმუნებული იყო იმაში, რომ მისი შვილი ფერმერებმა მოკლეს.
დედა ღამით წავიდა შვილის საძებნელად, მან თან ორი ძაღლი წაიყვანა, დედამ კვალს ვერ მიაგნო და თავის მოკვლა გადაწყვიტა, ის ტბაში ჩახტა და თავი დაიხრჩო.
მოსახლეობა დღესაც ამტკიცებს, რომ ღამ-ღაამობით ტბასთან ახლოს თეთრი ქალბატონის სული ჩნდება, რომელსაც თან ორი ძაღლი დაყავს, მოსახლეობა ამბობს, რომ ის ბოროტი სულია და მხოლოდ კაცებს ერჩის, იმ ადგილას გაუჩინარებული იქნა ხუთამდე მამაკაცი, რომლის ადგილსამყოფელს ვერავინ ვერ მიახწია, ასევე უკვალოდ იქნა მოკლული ფერმერი, რომელზეც თეთრ ქალბატონს ეჭვი ჰქოდა.



ლეგენდა შემდეგზე მოგვითხრობს:
- ერთ ძველ ქალაქში ცხოვრობდა ორი გოგონა: მენდი და კელი. მათ ერთმანეთი სკოლაში გაიცვნეს, და დადგა მათი კოლეჯში წასვლის დროც, მენდი დიდი ხანი ამბობდა რომ უცნაურ სიზმრებს ნახულობდა და ამით შეწუხებული იყო.
მედი და კელი კოლეჯში კარგად ერთობოდნენ, უკვე რამდენიმე თვე იყვნენ კოლეჯში და მათი გამოცდების დროც დადგა, წინა ღამეს ისინი დიდ ხანს ემზადებოდნენ. კელი მენდის ოთახში იყო გასული და ამზადებდა მას, რადგან ის ძალიან ზარმაცი და უცოდინარი გოგონა იყო, მათ მენდის საძინებლიდან რაღაცის ხმა გაიგონეს, კელიმ სთხოვა მენდის დაეკეტა ფანჯარა მის ოთახში, მენდი ოთახში შევიდა, გამოსვლისას კი თქვა, რომ ოთახში ფანჯარა დაკეტილი იყო.
გოგონები ღამემდე მეცადინეობდნენ, ღამე მენდის ძილი მოუნდა და კელის უთხრა რომ ძალიან ეზარებოდა მეცადიონებოა, სთხოვა მას გასულიყო მის ოთახში თვითონ კი დაიძინებდა. კელი მის ოთახში გავიდა და ცოტა დაისვენა, მალე მას გაახსენდა, რომ კელისთან მისი წიგნი ჰქონდა დარჩენილი და შებრუნდა ოთახში, აიღო წიგნი და მენდის საძინებელ ოთახში გავიდა, ოთახი ჩაბნელებული დახვდა, როგორც კი ის ოთახში შევიდა უცხო ხმამ დაიჩურჩულა:
-გთხოვ! არ აანთო შუქი!
კელიმ იფიქრა რომ ეს მენდი იყო, და მას ნახევრად ეძინა, შემდეგ კი უკან გამობრუნდა.
დილას კელი გაემართა გამოცდების დასაწერად, მენდის კარები ღია დახვდა, იფიქრა, რომ მენდი უკვე ქვემოთ იყო ჩასული რადგან ოთახში სინათლე არ ენთო, ის ქვემოთ ჩავიდა და შეუდგა გამოცდების დაწერას, თუმცა საკლასო ოთახში მენდი არ დახვდა, კელი გამოცდას ხელის კანკალით წერდა, დამთავრების შემდეგ კი მენდის ოთახში ავარდა, მენდის სახლი ცარიელი იყო, ხოლო როცა მენდის ოთახში შევიდა, იქ საშინელი სანახაობა დახვდა.... საწლთან მკვდარი მენდი ეგდო, ხოლო კედელზე კი სისხლით ეწერა: კმაყოფილი ხარ, იმით რომ შუქი არ აანთე...?



ყველაზე საშიში სიტუაციები .



ალბათ ყველას გქონიათ ისეთი სიტუაცია როდესაც ძალიან შეგშინებიათ, შიშისგან ძალა წაგრთმევიათ და კანკალი დაგიწყიათ. მოდი ყველამ ერთად გავიხსენოთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშიში სიტუაციები. ასევე გავიხსენოთ ისეთი საშიში და ნამდვილი ისტორიები რომლებზეც საშინელებათა ფილმებიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობენ დედამიწის მაშტაბით, ამ ამბებზე ისტორიებია შექმნილი და ბევრს აშინებს კიდეც ამ ისტორიების გახსენება მითუმეტეს სიბნელეში.



წარმოიდგინეთ სახლში მარტო ხართ და კომპიუტერზე ზიხართ, უეცრად შუქი ქვრება, ფანჯრიდან იხედებით და ატყობთ, რომ შუქი მხოლოდ თქვენს ბინაში ჩაქვრა, უეცრად კი კარებზე მძიმე და ხმამარალი კაკუნი ისმის.

წარმოიდგინეთ: თქვენ და თქვენი მეგობრები მეგობრის მანქანით პიკნიკიდან სახლში ბრუნდებით, ამასობაში შემოგაღამდათ კიდეც, უეცრად მანქანა ჩერდება, გარეთ გადმოდიხართ და ამჩნევთ, რომ მანქანის ბორბალს დანის მაგვარი ბასრი საგანი აქვს მოხვედრილი.

წარმოიდგინეთ, თითქოს შხაპიდან გამოსულს კარების წინ ტალახიანი ნაკვალები გხვდებათ, ახლო ოთახიდან კი უცნაური ხმები ისმის, უკან იხევთ, გვერდით იხედებით და შავ მეთევზის პლაშში გადანცმულ ადამიანს ხედავთ.

წარმოიდგინეთ, მეგობრის ბინიდან სახლში მოდიხართ, ქუჩაში ადამიანის ხმა არ ისმის, უკვე ღამეა და ცივა, სახლში ადიხართ, კარებზე აზარუნებთ, მაგრამ კარებს მაინც არავინ არ გიღებთ, ხოლო ზემოთა კიბეებიდან კი ადამიანის ჩრდილი ჩანს და მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის.

წარმოიდგინეთ, რომ ღამე გახსენდებათ ტანსაცმლის გამზადება, რომელიც ხვალინდელი დღისთვის სკოლაში უნდა ჩაიცვათ, ძალიან გცივათ, მაგრამ ფეხზე მაინც დგებით, კარადას უახლოვდებით და კარადის შიგნიდან კი რაღაც ხმაური ისმის.

წარმოიდგინეთ, რომ სახლში მარტო ხართ დარჩენილი და ტელევიზორს უყურებთ, თან სასუსნავს ჭამთ, უცებ წაგეთვლიმათ და თქვენ ფანჯარას ვიღაცამ კენჭი ესროლა, თქვენ გარეთ იხედებით მაგრამ ვერაფერს ხედავთ, უცებ თქვენ კარებზე სწრაფი ზარის და კაკუნის ხმა ისმის.

წარმოიდგინეთ, რომ სახლში მარტო ხართ, საწოლ ოთახში შედიხართ დასაძინებლად და იქ კი დაჭრილი და დახეული თეთრეული გხვდებათ, დაგლეჯილ საწოლზე კი წერილი დევს რომელზეც
 უშნო ასოებით წერია : No One Gets Out Alive.

რას იზამდით, თუ მანქანა ღამე გაგიჩერდებოდათ იდუმალ და ხშირ ტყესთან ახლოს, საიდანაც უცნაური ხმები ისმის?

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 730 | დაამატა: Cassie | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-04-21 Spam
dzaan shemeshinda gansakutrebit im videoze...shevxti da kinagam vikivlee