მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » ქორწილამდე ანჯელინა ჯოლი პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს
2:45 PM
ქორწილამდე ანჯელინა ჯოლი პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს
ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა და პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებს. 
"ანჯელინას მიაჩნია, რომ ასაკოვანი ქალივით გამოიყურება და ამით დაიღალა. მას შუბლზე გაჩენილი ნაოჭები აწუხებს, ასევე ცხიმის სიჭარბე ღაწვზე და ცელულიტი მუცლისა და თეძოების არეში", - აცხადებს WENN-ის ანონიმური წყარო. 
ინფორმატორის თქმით, მსახიობს ოპერაციის გაკეთება არა ჭარბი წონის, არამედ კანის მოშვების გამო სურს. 
  
  
"ნაოჭებზე ფიქრი არ ასვენებს. ის ქორწილისთვის სათანადო სამზადისს შეუდგა", - ამბობს წყარო. 
ჯოლიმ უკვე გაიარა კონსულტაცია ევროპელ პროფესიონალებთან ლაზერულ მკურნალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მსახიობი არ გამორიცხავს თეძოებისა და მუცლის ლიპოსაქციას. 
 
 
ანჯელინა იმედოვნებს, რომ ქორწილში ისეთივე ახალგაზრდა იქნება, როგორც ლარა კროფტის შესახებ ფილმის გადაღებისას. ჯოლიმ და პიტმა ცოტა ხნის წინ საქორწინო ბეჭდები შეიძინეს.

დაამოწმა❤:Tày
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 738 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-12-17 Spam
rat unda ? isedac yvelaze lamaziaaa <3 vapshee <3