მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 1 » Kitten ♥
6:21 PM
Kitten ♥
Kitten 
დავდებ ხოლმე ყველა ცხოველებს!!
მარა პირველად ჩემსს კატებსს!!
( ვგიჟდები კატებზე და კეტი პერიზე ;დ )
PHOTOS | GIFS | INFO
  



როცა "გვაბრაზებენ”: არავითარ შემთხვევაში არ "ვცემოთ” (მივარტყათ). არ ვუყვიროთ, თორემ საპასუხოდ უარესს მიიღებთ!
 
სასურველია ყოველთვის გვქონდეს ფანჯრის საწმენდი საშუალების ქილა, სავსე წყლით და როცა "იცუღლუტებს” შეასხურეთ! შემდეგ ნამდვილად აღარ მოუნდება იმის გაკეთება!
 
მოკლედ დავიწყეთ
კატას თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100-ზე მეტი კნუტის გაჩენა შეუძლია.
 
დედალ-მამალ კატას და მათ შთამომავალს 7 წლის მანძილზე 420 000 კნუტის გაჩენა შეუძლიათ.

კატები ადამიანს ოთახიდან ოთახში იმიტომ დასდევენ, რომ მათი მოქმედებები აკონტროლონ.
 
კატებს მხოლოდ თათების ბალიშები უოფლიანდებათ.
 
კატებს შეუძლიათ გამოსცენ 100-მდე სხვადასხვა ბგერა. შედარებისათვის – ძაღლებს მხოლოდ 10-ის.
 
მეტნაკლებად ფანტასტიკური რეკორდი დაამყარა არგენტინელმა კატამ, სახელად MinchРѕ-მ რომელიც აძვრა ხეზე და აღარ ჩამოსულა იქიდან 6 წლის განმავლობაში, ვიდრე არ მოკვდა. ამ დროის მანძილზე მან მოასწრო 3-ჯერ დაორსულება ასეთივე ხეზე მცხოვრები კატებისაგან.
 
ვარდნისას, კატა ყოველთვის ერთნაირად ეცემა. ჯერ თავს ასწორებს, შემდეგ ბეჭებს, შემდეგ ფეხებს და ბოლოს ბეჭებში იხრება, რომ რბილი დაშვება განახორციელოს.
 
თუ კატა ავეჯს ფხაჭნის, შეეცადეთ მისცეთ ამ ადგილს ლიმონის ან ფორთოხლის არომატი. კატები ვერ იტანენ ამ სუნს.
 
რაც უფრო მეტს ელაპარაკებით კატებს, მით უფრო მეტს გელაპარაკებიან ისინი.
 
კატის ცხვირის მოხაზულობა უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. 
 
ჟირაფი, აქლემი და კატა – დედამიწაზე მხოლოდ ეს სამი ცხოველია ცაცია. სიარულს ისინი მარცხენა ფეხით იწყებენ. ასეთი სიარული სიჩქარის, სიმკვირცხლისა და სიჩუმის გარანტიას იძლევა.
 
ეგვიპტელები, საყვარელი კატის დაღუპვის გამო გლოვის ნიშნად წარბებს იპარსავდნენ.
 
კატას შეუძლია ყური 180 გრადუსით შეაბრუნოს. ყოველ ყურში 32 კუნთი აქვს, სმენის სამართავად ისინი იყენებენ 12 ან მეტ კუნთს.
 
რამდენი წლისაა თქვენი კატა ადამიანურ ასაკთან შედარებით? თუ თქვენი კატა 3 წლისაა – ეს ეფარდება ადამიანის 21 წელს, თუ 8 წლის – ადამიანის 40 წელს, ხოლო თუ 14-ის – 70 წელს.
 
სახლის კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15 წელია, მაშინ, როცა გარეული მხოლოდ 3-დან 5 წლამდე ცოცხლობს.
 
ლიონის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 400 მილიონი შინაური კატაა. ამ საქმეში პირველები ავსტრალიელები არიან, სადაც ყოველ 10 მაცხოვრებელზე 9 კატა მოდის. აზიურ კონტინენტზე პირველი ადგილი ინდონეზიას უჭირავს, აქ 30 მილიონზე მეტი კატაა, ხოლო ევროპაში – საფრანგეთს: 8 მილიონი კატა. არსებობენ ქვეყნებიც, სადაც შინაური კატა თითქმის არ გვხვდება, მაგალითად: პერუ და გაბონი.
 
ყოველ წელს ამერიკელები ხარჯავენ 4 მილიარდ დოლარს კატების საკვებზე, რაც 1 მილიარდი დოლარით მეტია იმ თანხაზე, რომელსაც ჩვილი ბავშვების საკვებზე ხარჯავენ.
 
თუ კატა თქვენთან ახლოს იმყოფება და მისი კუდი ცახცახებს, ეს სიყვარულის ყველაზე დიდი გრძნობაა, რომლის გამოხატვაც შეუძლია. თუ კუდი დაბლა იწევს, ე.ი. ხასიათი ეცვლება და შეიძლება წახვიდეთ, მას არ ეწყინება.
 
კატები კუდს აქანავებენ, თუ არჩევანის წინაშე დგანან, ამასთან, ერთი სურვილი ბლოკავს მეორეს. მაგალითად, თუ კატა სახლის ზღურბლთან დგას და გარეთ წვიმს, კუდი ქანაობს შინაგანი კონფლიქტის გამო. მას უნდა გასვლა, მაგრამ არ უნდა დასველება. როგორც კი იგი გადაწყვეტილებას მიიღებს (სახლში დარჩენის ან გარეთ გასვლის), კუდი შეწყვეტს ქანაობას.
 
კატები ადამიანს იმიტომ ეხახუნებიან, რომ სხვისი სუნები გადაფარონ. სუნს გამოყოფს ჯირკვლებიდან, რომლებიც მდებარეობენ თვალსა და ყურს შორის, და კუდის ძირში.
 
თუ თვალის გუგები გაფართოებული აქვს დიდი განათების მიუხედავად, ე.ი. რაღაცამ ძალიან დააინტერესა, ან თამაშის ხასიათზეა.

კატას, რაიმეს დასანახად სჭირდება 1/6 იმ შუქისა, რომელიც ადამიანს სჭირდება. მათი ღამის მხედველობა საოცარია! სიბნელეში იგი საკუთარ ბადურაში არეკლილ შუქსაც კი იყენებს.
 
კატებს, ძაღლებისაგან განსხვავებით, ახლო მანძილზე მყოფი საგნების დანახვა არ შეუძლიათ, ანუ შორსმხედველები არიან. ხოლო ძაღლები – ახლომხედველები. ფაქტიურად, კატა ყველაზე კარგად ხედავს 75 სმ-დან 2-6 მეტრამდე მანძილის სიშორიდან.
 
კატის სმენის მგრძნობელობა ადამიანის სმენასთან შედარებით, 3-ჯერ მეტია.
 
თუ ხვდება რომ მსხვერპლი მიუწვდომელია, კატას უცახცახებს ქვედა ყბა და უკაწკაწებს კბილები.
 
კატები სუნს 14-ჯერ უფრო ძლიერად გრძნობენ, ვიდრე ადამიანი.
 
ცხვირის გარდა, კატებს სუნის შეგრძნება შეუძლიათ ე.წ. "იაკობსონის მილით”, რომელიც მდებარეობს ზედა სასაზე, ორ წინა კბილს შორის. იგი მას იყენებს, როცა განსაკუთრებით საინტერესო სუნს გრძნობს. ოდნავ ასწევს ტუჩსა და ცხვირს და ისრუტავს ჰაერს.
 
ბეწვის მოვლა აწყნარებს, ანეიტრალებს მის აგრესიას. თუ კატა ვერ წყვეტს, რა გზას დაადგეს, მას სჭირდება დაფიქრება თავის საქციელზე. თუ იგი რაღაცაზე ორჭოფობს, უნევერსალური რეცეპტი აქვს: საეჭვო სიტუაციებში ბეწვს ილოკავს.
 
ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის მას სჭირდება მოფარებული ადგილი, რომ არ შერცხვეს. ასევე, ეს ადგილი უნდა იყოს საჭმლის თეფშისაგან მოშორებით. კატებს არ უყვართ იმ ადგილის მოსვრა, სადაც ჭამენ.
 
არასოდეს აჭამოთ კატას ძაღლის საჭმელი. პროტეინებისადმი მათი მოთხოვნილება 5-ჯერ მეტია, ვიდრე ძაღლებისა.
 
კატებს სიმაღლეები უყვართ. სიმაღლეები უყვართ ასევე ლეოპარდებსა და იაგუარებს, რომელთაც ხეზე სძინავთ.
 
თუ კატა ვარდება, მისი შინაგანი ყური, რომელიც ბალანსს მართავს, ეხმარება თათებზე დაცემაში.
 
კატას საშუალოდ 12-12 მოძრავი ულვაში აქვს თითო მხარეს. ულვაშის ძირში მდებარეობს უამრავი ნერვული დაბოლოება, ამიტომ კატა მათი მეშვეობით იღებს ყველაფერზე ინფორმაციას – საგნებზე, ქარზე, ტემპერატურაზე და ა.შ. თუ კატას ულვაშებს მოაძრობთ, მას გაუძნელდება სივრცეში ორიენტირება, მაგალითად, ცუდად ინადირებს და საერთოდ, თავის თავში დარწმუნებული აღარ იქნება.
 
ულვაშები ეხმარება კატას განსაზღვროს, გაეტევა თუ არა თუნდაც რაიმე ჭუჭრუტანაში.
 
თუ კატას ულვაშები წინ აქვს გამოწეული, ე.ი. რაღაცით ძალიან დაინტერესებულია, ან ჩხუბის დროს მოწინააღმდეგის შეშინება სურს. თუ უკან – იგი შეშინებულია და გაურბის შეხებას.
 
კატის ნერვიულ მდგომარეობას ყურები გასცემენ – ყურებს ატოკებენ. ამ დროს შეუძლიათ მშვიდად იჯდნენ და აკვირდებოდნენ. მაგრამ თუ შეეხებით, მან შეიძლება თათიც კი დაგარტყათ.
 
თუ ვინმე თავს ესხმის, კატის ყურები მჭიდროდ ეკვრის თავს. ამით ის იცავს ყურებს თავდამსხმელის კბილებისა და ბრჭყალებისაგან. ხოლო თუ თვითონ ესხმის თავს, ყურებს უშვებს ჰორიზონტალურად და განზე.
 
კატების ჩხუბი ხანმოკლეა, მაგრამ მძვინვარე. მათი მთავარი იარაღი – კბილებია.
 
როცა კატას ეფერებით, თქვენი გულისცემის სიხშირე და სისხლის წნევა ქვეითდება. ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, აქვთ შანსი იცოცხლონ დიდხანს, თუ მათ კატა ყავთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებსაც არც კატა ყავთ და არც ძაღლი.












By DiKoOo

კატეგორია: ♥ ფოტო ART ♥ | ნანახია: 797 | დაამატა: Mrs♥Cupcake | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-10-02 Spam
sayvarlebi happy momewona smile