ესეიგი საკმაოდ ბევრი ვიფიქრე რომელ ფილმებზე დამედო საკონკურსო თემა.
საერთოდ კინოების ყურება ძალიან მიყვარს და ბევრი კინო სიგიჯემდე მიყვარს..
საბოლოოდ გადავწყვიტე და შევარჩიე ორი.. ახლა კი გაგაცნობთ მათ:დ
Long Lost Son
დიდი ხნის წინ დაკარგული შვილი
ჟანრი: დეტექტივი, დრამა
წელი: 2006
პროდიუსერი: ბრაიან თრენჩარდ სმიტი
როლებში: ჩეის კროუფორდი,
გაბრიელ ანვარი,
კრეიგ შეფერი, ფილიპ გრეინჯერი....
მოკლე აღწერა : მისი ყოფილი ქმარი და 4 წლის ვაჟიშვილი იღუპებიან საშინელი შტორმის დროს. 14 წლის შემდეგ დედა, რომელიც აქამდე გლოვობს დაკარგულ შვილს სამოყვარულეო ვიდეოზე აღმოაჩენს , რომ მისი ყოფილი ქმარი და 18 წლის ვაჟიშვილი არიან ცოცხლები. ნავის ჩაძირვა იყო იმიტირებული ბიჭის მოსატაცებლად. დედა იწყებს ბრძოლას შვილისთვის...
რატომ დავდე ეს ფილმი?
პირველ რიგში იმიტომ რომ ამ ფილმში თამაშობს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი ჩეის კროუფორდი..
მეორეც იმიტომ რომ არის განსხვავებული და ძალიან საინტერესო..
კანონთან შექმნილი პრობლემების შემდეგ, მარია ბენეტი მშობლიურ ბრონკსში ბრუნდება, რათა ცხოვრება ახლიდან დაიწყოს. ამისათვის ის ქუჩის მოცეკვავის ნიჭს და თავის გამოჩენის დიდ ამბიციებს იყენებს..
რატომ უნდა უყურო ამ კინოს?
ეს არის ძალიან კარგი და საინტერესო კინო. მე ძალიან მომწონს<33
შიგნით აღწერილი არის სიყვარულიც და მწუხარებაც...
ჩემი აზრით საინტერესო და რაც მთავარია აზრიანი კინო არის, რომლის ყურებაც ნამდვილად ღირს..