მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
10:18 AM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მომახვედრეთ კონკურსს "საიტის ფავორიტ მოთხრობაში". ეს მართლაც რომ ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ახლა კი მინდა გითხრათ თუ როგორ დაიწერება თავი "ზაფხულის 14 დღე". ეს იქნება მე-14 თავი და იქნება ნაწილებად დაყოფილი. ანუ მე ავღწერ თითოეულ დღეს. ამჯერად მხოლოდ ერთი დღეა აღწერილი, რადგან მეტის დასაწერად დრო არ მეყო, მაგრამ შემდეგ თავში გპირდებით, რომ 3-4 დავწერ ერთად(შეიძლება მეტიც დავწერო ერთ თავში, რადგან მალე მინდა რომ ეს თავი დავამთავრო)... ასე რომ წინ დიდი თავები გელით ))

ზაფხულის 14 დღე
"Day 1"


-აუ ასე მგონია ეს ზაფხული განსაკუთრებული იქნებათქო - ცინიკურად თქვა ლულუმ და გვენს გახედა
-რატომ? კი ჩენ სამნი ერთად ვიქნებით მაგრამ ასეთი განსაკუთრებული რა უნდა მოხდეს? - გაკვირვებით იკითხა ნიკიტამ
-ჩვენ სამნი? არა კიდევ დაგვემატებიან - განაგრძო ლულუმ
-და ვინ? იქნებ მეც გამიმხილოთ?
-მაიკი და მისი ერთ ჯარის მეგობარი - ჩაერთო გვენი
-ვინ? - გაკვირვებისგან წამოყვირა ნიკიმ და მომენტალურად მანქანა გააჩერა. უი სულ დამავიწყდა მეთქვა. გოგონები ახლა ბეტის აგარაკზე მიდიოდნენ, რათა ზაფრულის 2 კვირა იქ გაეტარებინათ
-ხო ნიკ რა იყო? ბეტიმ გვითრა რომ მაიკს ორი კვირა არდადეგები აქ და მის მეგობართან ერთად ჩამოვა აგარაკზე - სერიოზული ხმით თქვა გვენმა. ის ნიკის ყველა მიმიკას, მოქმედებას აკვირდებოდა. მას სურდა გაეგო მოწონდა თუ არა ნიკიტას მაიკი და უკვე გამოეტანა კიდეც „ვერდიქტი". ყოველი მისი სახელის ხსენებაზე, ნიკი წითლდებოდა, ფითრდებოდა ან ხელიდან რაღაცეები უვარდებოდა. ამ ყველაფერმა კი გვენი მიიყვანა დასკვნამდე „ნიკიტას სიგიჟემდე უყვარს მაიკი"
-არა არაფერი გვენ უბრალოდ არ ველოდი
-შემთხვევით ნიკის მაიკი ხომ არ მოწონს? - სიცილით თქვა ლულუმ
-არა საიდან მოიტანე ეგ სისულელე? - თქვა ნიკიტამ და მანქანა დაქოქა
-არაფერი უბრალოდ მისი სახელის ხსენებაზე სულ რაღაც მოგდის - გვენიც აყვა ლუს. ისინი ორივე სიცილით კვდებოდნენ, მაგრამ გვენს აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან იცინოდა
-არაფერიც! სულაც არ არის ეგრე!
-არაფერიც ეგრეააა - იყვირა ლუმ - მართალია მაიკი ძალიან მომწონს, მაგრამ იმას კი ვხვდები რომ ჩემი საუკეთესო დაქალი მასზე ყურებამდეა შეყვარებული -უცებ დაასერიოზულა ლუმ
-არ არის ეგრეთქო! მე ლოგანის შეყვარებული ვარ! მისი ძმაკაცის
-ყოფილი ძმაკაცის - შეუსწორა გვენმა
-აჰა! მათ შორის შავმა კატამ გადაირბინა - ისევ იხუმრა ლუმ
-კარგით რა!!! - უკვე გაბრაზდა ნიკი
-კარგი ლუ გვეყოს მაგაზე ლაპარაკი - თქვა გვენმა
-ხო კარგი კარგი!!! ისე ნეტა მისი ძმაკაცი როგორია? სიმპატიური იქნება?
-არ ვიცი არასდროს არ მინახავს - თქვა გვენმა - მაგრამ ვიცი რომ არტური ქვია
-ოო... ლამაზი სახელია - ჩაერთო ნიკიც
-კი მართლაც, რადგან სახელი ლამაზია მაშინ ბიჭიც სიმპატიური იქნება - დაასკვნა ლუმ
-უფ.. რა ბრძნული დასკვნაა - გაეცინა გვენს
-აჰა... მე ხომ მუდამ ბრძნულ აზრებს ვაფრქვევ - აყვა ლუც
-გოგონებო მოვედით!!! - თქვა ნიკიმ და მანქანა გააჩერა 
-დარწმუნებული ხარ რომ ეს სახლია? - თქვა გაოგნებულმა გვენმა
-კი რუკაზე ეს სახლია აღნიშნული
-wow - გაოცებული ხმით თვა ლულუმ - მაგარი სახლია - მართლაც რომ მაგარი სახლი იყო. მთებს შუა მოქცეული სამ სართულიანი სახლი. ხეებში ჩაფლულიყო. ირგვლივ უამრავი თავისუფალი ადგილი იყო, რომელზეც ძაღლები დარბოდნენ. ისმოდა ძაღლთა ყეფა, ცხენთა ჭიხვინი და მდინარის შეუჩერებელი სიმღერა. იქაურობა მწვანეში იყო ჩაფლული. ირვლივ ბუნების, სიცოცხლის სუნი ტრიალებდა. როცა გაოგნებული გოგონები იქაურობას შესცქეროდნენ მათ წინ მოხუცი კაცი გაჩნდა
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ ალბათ გვენი, ნიკიტა და ლულუ ხართ არა? - თქვა მოხუცმა
-დიახ, თქვენ ალბათ ბილბო ხართ არა? - ხელი გაუწოდა გვენმა. ბილბო ბეტის შორეული ნათესავი იყო. ის ამ სახლში ცხოვრობდა და უვლიდა მას...
-კი მე ბილბო ვარ!!! - მოდით სახლს დაგათვალიერებინებთ - იცით აქ უკვე დიდიხანია არავინ ყოფილა. და სახლში ამოტომ ცოტა არეულობაა. ადრე მაიკი და მისი მეგობრები ყოველ ზაფხულს ჩამოდიოდნენ ახლა კი უკვე აღარავინ აღარ დადის
-აქ ჩამოდიოდნენ? ვინები? - გაკვირვებულმა იკითხა გვენმა
-მაიკი, ლოგანი, ფეიჯი, ენი და ჯექსონი
-ისინი აქ დადიოდნენ? - გაოგნა ლულუ
-კი ყოველ ზაფრულს აქ იყვნენ, მაგრამ უკვე წლებია აქ არცერთი აღარ ჩამოსულა
-გასაგებია - ჩაილაპარაკა გვენმა 
-გოგონებო ეს იქნება თქვენი ოთახი.. ბეტიმ მითრა ერთ ოთახში უნდათ ხომ იყვნენო და ამიტომ სამი ლოგინი დავდგით. 
-მადლობა - ღიმილით უპასუხა ნიკიმ
-ხო მართლა ყველა ოთახში შეგიძლიათ შესვლა გოგონებო გარდა იმ წინისა. - თქვა მოხუცმა და მათი ოთახიდან გავიდა. მისი გასვლიდან რამდენიმე წუთში ნიკიტაც გამოვიდა გარეთ, იმ კართან მივიდა და ხმამაღლა წაიკითხა „Ann’s And Mike’s Room”... 
-როგორც ჩანს ეგ მაიკის ოთახია. უკვე გასაგებია რატომ არ შეიძება მანდ შესვლა - თქვა გვენმა. წამო სახლი დავათვალიეროთ. 
-აჰა წავიდეთ - ნაღვლიანი ხმით უპასუხა ნიკიტამ. გოგონები ეზოში გავიდნენ. ბევრი იხეტიალეს და ბოლოს საჯინიბოში წასვლა გადაწყვიტეს. იქ უამრავი ცხენი იყო. მაგრამ მათ ერთი მოეწონათ განსაკუთრებით

-მას სპირიტი ქვია. მაიკის ცხენია - უთხრა გოგონებს ბილბომ.
-ბებერო!!! - უცებ გაისმა ბოხი ხმა, რომელიც აშკარად ბილბოს ეძახდა. ყველამ უკან გაიხედა და...
-რამდენი ხანია ეგრე ჩემთვის არავის დაუძახია, მაიკ!!!


ცოტა ცუდად გამომივიდა გადასვლა ამ თავზე, მაგრამ რადგან ჯარის თემაზე ჯერ-ჯერობით მოსაყოლი არაფერი მაქვს, ამიტომ პირდაპირ ამ თავზე გადასვლა გადავწყვიტე. მაგრამ რამდენიმე თავში ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით წინა თავის თემას... ახლა კი მინდა გითხრათ, რომ სულ მალე მოთხრობას ახალი პერსონაჟებიც დაემატება და წინასწარ მინდა გითრათ რომ ესენი იქნებიან: Mett Bomer, Stephen Amell, Katie Cassidy და შესაძლებელია Shane West-იც. მოკლედ, ჩემი აზრით, წინ ძალიან საინტერესო თავები გელით

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 976 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-12-26 Spam
gogoo ra adgilas gawyviteeeeee:XXX dzaan magari iyoo<3 ori tavi ar mqonda wanakixi da dzaan magari iyo orivee<333
male dade axali tavii, dzaan dzaan dzaan maintersesbs <33:** chemi gogo<33