მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
7:42 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤

თავი 19
„წარსულს ვერ დაემალები"

ერთი თვის შემდეგ
-ვიმეორებ. ცეცხლი გაგვიხსნეს. მაიკი დაჭრილია - ყვიროდა რაციაში ბენი - გამოიძახეთ სასწრაფო. ვიმეორებ მაიკი დაჭრილია
-კაი ბიჭო რა ამბავში ხარ. უბრალოდ ნაკაწრია - ძალდატანებითი ღიმილით უთხრა ძირს დაგდებულმა მაიკმა
-რა ნაკაწრი ბიჭო სისხლისგან იცლები... სად არის ეს დაწყევლილი სასწრაფო? - იყვირა ბენმა რაციაში
-ორ წუთში მანდ იქნება - უთხრა ნიკმა რაციიდან. ამის თქმა და სასწრაფოს სირენის ხმის გაგონება ერთი იყო. სასწრაფოს მანქანა პირდაპირ „შეტაკების" ადგილას გაჩერდა. იქიდან ექიმები გადმოცვივდნენ, მაიკი საკაცეზე დააწვინეს და მაქანაში შეიყვანეს. ბენმა რა თქმა უნდა მეგობარი არ მიატოვა და სასწრაფოში მასთან ერთად ავიდა. 
-გეფიცები იმ კლოუნს მოვკლავ - თქვა ბენმა როცა სასწრაფო მანქანა დაიძრა
-კაი ბიჭო კლოუნია მეტი ხომ არავინ - ძალა გამოცლილი და ჩახლეწილი ხმით უპასუხა მაიკმა
-კლოუნი რომელიც ქალებს წამებით კლავს და ჩემს მეგობარს ტყვია დაახალა - გაბრაზდა ბენი - მოვკლავ მაგ ნაგავს. - მაიკს არაფერი უპასიხია. მხოლოდ გაუღიმა და გონება დაკარგა. - ეი ბიჭო რას აკეთებ? ცოტაც გაუძელი ხომ იცი არა რომ უნდა გაუძო... მიდი რა ცოტაც - ყვიროდა ბენი და თან ცრემლებად იღვრებოდა. როგორც კი მანქანა სავადმყოფსთან მივიდა. მაიკი სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს. ჰოლი FBI-ის აგენტებით იყო სავსე. სემი, ნიკი... მოკლედ ყველა იქ იყვნენ. ყველა ლოცულობდა მაიკისათვის. ოპერაცია 2 საათი გაგრძელდა. შემდეგ კი საოპერაციიდან ვიკი გამოვიდა(დამავიწყდა მეთქვა რომ ვიკი ექიმია)

-მაიკმა ოპერაცია კარგად გადაიტანა, მაგრამ მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის სტაბილური. ახლა მხოლოდ ისღა დაგვჩენია რომ მის გონს მოსვლას დავუცადოთ. – თქვა ეს თუ არა ვიკიმ მაშინვე გავიდა
-ჩემი ბრალი იყო - ამოიმუტბუტა ბენმა - ჩემი ბრალი იყო
-კაი ბიჭო ნუ გეშინია გამოძვრება - ღიმილით უთხრა სემმა ბენს
-ხო რა მაიკს ხომ იცნობ!!! ასე იოლად არ მოგვცილდება - ასევე ღიმილითვე თქვა ნიკმა

ორი დღის შემდეგ 
-ექიმო ჰოლდენ! მის მდგომარეობა არ იცვლება. უკვე ორი დღეა უგონოდაა - უთხრა ვიკის ერთ-ერთმა ექთანმა ვიკის, რაცა ჩამოვლაზე იყვნენ
-აუცილებლად გამოძვრება აი ნახე - სითბოთი სავსე ხმით თქვა ვიკიმ, მაიკთან მივიდა და ხელზე მოკიდა ხელი. 
-ვიკი? - გაისმა დაუძლურებული, ძალა გამოცლილი, ხრინწიანი ხმა.
-მაიკ? გონს მოდი? - გაუხარდა ვიკის. და ცრემლები წასკდა
-არა მგონი ისევ მძინავს - გაეღიმა მაიკს
-იდიოტო! როგორ გვანერვიულე - თქვა ვიკიმ და მაიკსა ჩაეხუტა. მაიკს გაეღიმა და მანაც მოხვია ხელები. რამდენიმე წუთი ასე იყვნენ შემდეგ კი ვიკიმ ცრემლები მოიწმინდა და მაიკს კითხა
-რამე ხომ არ გინდა?
-ჭიქა წყალი თუ შეიძლება 
-აჰა... სამანტა - ვიკიმ იქვე მდგარ ექთან მიმართა - მაიკს ჭიქა წყალი მოუტანე - ამაზე სამანტა ოთახიდან გავიდა და იქ მარტო ვიკი და მაიკი დარჩნენ
-იცი მაიკ სულ მინდოდა მეკითხა? ვიცი სულელურად გამომივა, მაგრამ მაინც...
-ჰმ! შენ მკითხე... დარწმუნებული ვარ სულელურად არ გამოგივა
-კარგი მაშინ პირდაპირ გკითხავ... ყოფილი ჯარსკაცი ხარ?
-ჰმ! - მაიკს გაეღიმა - საიდან მოიტანე?
-უბრალოდ უამრავი ნაიარევი, ძალიან ნაღვლიანი თვალები და ღიმილი გაქ. ძალიან აფასებ მეგობრობასა და სიყვარულს ანუ ბევრი ცუდი გინახავს... ამიტომ ვთვილი რომ ჯარსიკაცი იყავი... - მაიკი არაფერს პასუხობდა მხოლოდ უღმოდა - კი თუ არა?
-ვერ გეტყვი
-ანუ კი
-მე არ მითქვამს კი თქო... და რატომ მკითხე?
-ჯერ ერთი დამაინტერესა მერე მეორე კი ჩემი აზრით ჯარისკაცები ძალიან კარგი ადამიანები არიან. - მაიკს პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ ამ დროს პალატაში ექთანი შევიდა წყლით ხელში, რომელსაც უკან ბენი, სემი და ნიკი მოყვებოდნენ. 

-როგორც იქნდა გაიღვიძე პრინცესა - უთხრა სემმა
-და დიდი ხანი მეძინა?
-მმმ.... სამი ოთხი დღე - თქვა ნიკმა
-აარა მაგდენი არა - ჩაერია ვიკი
-ეეე... რა მნიშვნელობა აქ ეძინა და ვსო - მოკლედ მოუჭრა ნიკმა ვიკის - ხო მართლა დაიკო. როდის გაწერ?
-ალბათ, ორ სამ დღეში
-აა... ე.ი კიდევ ორი სამი დღე მოგიწევთ ჩვენი აგენტების ატანა - ირონიულად თქვა ბენმა
-მაშინ ორში - ასევე ირონიულად თქვა ვიკიმ და პალატიდან გავიდნენ
-აბა კლოუნთან დაკავშრებით რა ქენით? - იმითკა მაიკმა
-როგორ თუ რა... დავიჭრეთ რა თქმა უნდა... - თავმომწონედ თქვა ბენმა
-ეჭვიც არ მეპარებოდა - ღიმილით თქვა მაიკმა

ორი დღის შემდეგ
-აბა მაიკ ეს დოკუმენტები შეავსე და თავისუფალი ხარ - უთხრა ვიკიმ მაიკს და დაღაც ფურცლები მისცა. მაიკმაც ყველაფერი შეავსო და უკანვე დაუბრუნა ვიკის. ვიკიმ მადლობა მოუხადა და წასვლა დააპირა მაგრამ მაიკმა შეაჩერა და უთხრა
-ისე ხვალ კინოში ხომ არ წავსულიყავით?
-სიამოვნებით - ყოყმანის გარეშე დათანხმდა ვიკი
-მაშინ 4ზე გამოგივლი
-კარგი... - ვიკიმ მაიკს გაუღიმა და გზა განაგრძო. მაიკი მანამ უყურებდა სანამ ვიკი თვალთახედვიდან არ გაქ, შემდეგ გასასვლელისაკენ წავიდა, მაგრამ ვიღაცას შეეჯახა.
-ბოდიშით ჩემი ბრალი იყო - თქვა იმ უცნობმა.
-არაუშავს - უპასუხა მაიკმა. მათ ერთმანეთს ახედეს და...


დიდი ბოდიში, რომ დავაგვიანე დადება, მაგრამ ამის ორი მიზეზი მქონდა ამიტომ თავსაც გავიმართლებ )). 1. სასტიკად მეზარებოდა დაწერა და 2. არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა :დ იმედია საპატიო მიზეზება ))
ახლა კი ეს თავი მინდა ვაჩუქო ჩემს უსაყვარლეს მკითხველსა და ახლად გაცნობილ მეგობარს -LittleLiar-ს

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 695 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-01-16 Spam
Artuuuur...
maagriaa dzalian momewona ))
male <33