მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
11:07 AM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
თავი 18
„ახალ წვეულები"

-ბიჭებო დაიმახსოვრეთ! ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ. თქვენ ჩვეულებრივი ახალწვეულები ხართ, როგორც ყველა დანარჩენი - უთხრა სემმა ბიჭებს, როცა ქალაქში ჩავიდნენ
-დიახ, სერ - თქვეს ერთდროულად მაიკმა და ბენმა. სემმა ბიჭებს თავი დაუხარა და FBI-ის შენობაში შევიდა. 
-ახლა რა ვქნათ? ჯერ ნახევარი საათით ადრეა - კითხა ბენმა მაიკს
-მმმ... მე ეს სამი წელი ყველაზე მეტად ნაყინი მენატრებოდა და...
-მეც... - შეაწყვეტინა ბენმა - წამო ვიყიდოთ - ბიჭები იქვე მდგარ სანაყინესთან მივიდნენ და ნაწინები იყიდეს. ბენმა შოკოლადის აიღო, მაიკმა კი კარამელის. ნაყინის ჭამა და ლაპარაკი რომ დაამთავრეს უკვე ნახევარი საათიც გასულა და FBI-ის შენობაში ავიდნენ. შეხვედრა მე-10 საერთულზე იმართებოდა. იქაურობა სავსე იყო შარვალ-კოსტუმიანი ქალებითა და კაცებით. ყველას ქამარზე იარაღი და ჟეტონი ეკეთათ. იყო უამრავი ოთახი, რომლებსაც გამჭირვალე მინებით იყო გარსშემორტყმული. შუაში კი უამრავი კომპიუტერი იდგა და ზედ სათვალეებიანი ტიპები მუშაობდნენ. მალე ყველა ახალწვეულს ერთად მოუყარეს თავი. მათთან სემი მივიდა და დაიწყო:

-დღეს მხოლოდ თქვენი კარიეკა არ იწყება, დღეს ჟეტონთან და იარაღთან ერთად გაგიჩნდებათ ბიუროში ყოფნის პირველი დღის ისტორია. ეს ისტორია ყველა ჩვენგან გააჩნია. ეს ისტორიებია ტრაგიკული, სასაცილო, მოსაწყენიც, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე FBI-ის აგენტებისათვის. ყველაზე მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. თქვენ ვერც კი შეამჩნევთ ის როგორ დადგება, ყველაფერი მოულოდნელად და შეუმჩნევლად მოხდება. ყველაფერი წამიერად გადაწყდება. თქვენ მოგიწევთ გააკეთოთ არჩევანი გაწიროთ თავი სრულიად უცნობი ადამიანისათვის და ის ვერასდროს გაიგებს თქვენს სახელს და იმას თუ რა გააკეთეთ მისთვის, მაგრამ ყველაფერი ეს გეცოდინებათ თქვენ. აი, სწორედ, ამიტომ ხართ დღეს თქვენ აქ, რადგან როცა დრო მოვა გააკეთოთ ის რისი გაკეთებაც აუცილებელი იქნება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება FBI-ში - როცა სემმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრა ყველამ ტაში დაუკრა
-კარგი გამოსვლა იყო არა? ასე თუ შეეძლო არ მეგონა - ირონიულად გადაუჩურჩულა ბენმა მაიკს. მაიკი პასუხის გაცემას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ვიღაც ხნიერი კაცი მივიდა მათთან და უთხრა
-ახლა გუნდებში გაგანაწილებთ. - და ყველას რაღაც ფურცლები დაურიგა. მაიკსა და ბენს რა თქმა უნდა სემი შეხვდათ
„ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილება. სემუელ გრინის ხემძღვანელობით" 
-wow არ ვიცოდი სემს სემუელი თუ ერქვა - სიცილით გადაულაპარაკა მაიკმა ბენს
-აბა! მისტერ სემუელ )) - ასევე სიცილით უპასუხა ბენმა
-თქვენც გრინის გუნთში ხართ? - კითხა ბიჭებს ვიღაც ახალ წვეულმა
-კი ორივე - მოკლედ მოუჭრა ბენმა
-მეც! ე.ი უკვე თანაგუნდელები ვართ - გაიღუმმა ამ უცნობმა - მე ნიკი მქვია. ნიკ ჰოლდენი

-მე მაიკ ტრეისერი ვარ
-მე ბენ ქვინი
-სასიამოვნოა - ღიმილით თქვა ნიკმა - ისე გაგვიმართლა გრინთან რომ მოვხდით
-რატომ? - გაიკვირვა ბენმა
-როგორ თუ რატომ? გრინი ლეგენდაა. არცერთი საქმე ჩაგდებული არ აქვს. სუფთა სიაა აქ
-მართლა? - იკითხა და ბენს გადახედა მაიკმა - არ ვიცოდი - ნიკს კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ამ დროს სემის ხმა გაისმა
-ჩემს გუნდში ვინც არის მე გამომყვეს - მაიკი, ბენი და ნიკი სემთან მივიდნენ. მაიკი სემისკენ მიიწია და ჩუმად ირონიულად უთხრა
-აგენტო სემუელ... - ამაზე სემს გაეცინა და ღიმილით უთხრა
-მოკეტე!!!
-კარგით კარგით. ხმას არ ვიღებ... მარგამ მაინც სემუელლ )) - სემმა ბიჭები ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. ოთახში იდგა დიდი მაგიდა, რომელის ირგვლივაც სამი აგენტი იჯდა. მაიკი, ბენი და ნიკიც მათ მიიჯდნენ და ყველამ სემს გახედა. 
-მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი მობრძამება FBI-ში. ახლა კი ჩვენი ახლი საქმის ვითარებას გაგაცნობთ. ჩვენ ვეძებთ სერიულ მკვლელს. მას მოკლელუ ყავს 3 ქალი. ასე 28-30 წლისა. მსხვერპლი თავიდან ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ კი მათ წამებით კლავს. ეს საქმე დღეს მოგვცეს ამიტომ მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. უფრო მეტს მაგ საქაღალდეებიდან გაიგებთ წინ რომ გიდევთ. ე.ი დღეს საქმეს გაეცანით ხვალიდან კი უკვე მუშაობას შევუდგებით. თავისუფლები ხართ. 
-დღეს მეტს არაფერს აღარ დაგვავალებთ? - იკითხა ნიკმა
-არა
-მაშინ ბეჭებო ჩემთან ამოდით. დღეს ჩემმა დამ რაღაც წვეულება მოაწყო და... ცოტას გავერთობით.
-კარგი სიამოვნებით )) - გაუღიმა ბენმა 
-და ბატომ გრინს ვუთხრა?
-რატომც არა
-ეე... ცოტა არ იყოს მერიდებაა 
-კაი მე ვეტყვი თუ გინდა - გაუღიმა მაიკმა
-კარგი მიდი!!!
-ბატონო გრინ! - სემს გაეცინა და მაიკს გახედა - დღეს წვეულებაზე მივდივართ და ხომ არ წამოხვალთ - ამას რომ ამბობდა მაიკი სიცილით იგუდებოდა
-სიამოვნებით!!! - გაეცინა სემსაც
-ნიკ თანახმაა - დაუძახა მაიკმა ნიკს
-ოღონდ ერთი პირობით - თქვა სემმა მაშინ, როცა ბიჭებთან მივიდა
-რა პირობით სერ? - კითხა ნიკმა
-სემი უნდა დამიძახოთ
-კარგი არა პრობლემა სემ - იყვირა ბენმა და მხარზე ხელი მოარტყა
-და როდის მივდივართ 
-ახლავე. უკვე 5 საათია. ჩემმა დამ ალბათ უკვე დიდი ხანია დაიწყო...
ნიკის სახლში როცა მივიდნენ მათ კარი ერთმა გოგონამ გაუღო
-wow ნიკ არ გელოდი
-ხო დაიკო... ესენი ჩემი თანამშრომლები არიან: მაიკი, ბენი და სემი... ბიჭებო ეს ჩემი დაა ვიკი...


ბოდიში რომ ცოტა დავაგვიანეე ))
ეს თავი მინდა ვაჩუქო ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, ჩემს მეგობარს, ჩემს დაიკოს )) MiiLeeZz-ს

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1058 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-01-12 Spam
ვაიმე ვაიმე ვაიმეეე <3
უმაგრესიაა მალეე )