მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
1:03 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
14 თავი(1|2|3)|15 თავი



16 თავი
„თავიდან დაბადებული"

 „სამი წელი გავიდა რაც მოვკვდი... დიახ, მე მოვკვდი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ოფიციალურად, საბუთებზე აღარ ვარსებობ. ჩემი სიკვდილის დღედ კი 16 ოქტომბერი ითვლება. მაიკ ნაითი უკვე სამი წელია მკვდარია და ჩიკაგოს სასაფლაოზე დგას ქვა წარწერით Mike Knight… 
მე მოვხვდი სამყაროში, რომელიც არ არსებობს, რომელიც მხოლოდ ფილმებში მეგონა. ეს არის სამყარო, რომლის არსებობის შესახებაც იციან გამორჩეულებმა, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ. მე გავიგე ქვეყნის საიდუმლოებები და გავხდი დაუმარცხებელი. ჯარში ბრძოლა ერთდროულად 10 კაცისთვის შემეძლო მემეგო, მაგრამ აქ მასწავლეს ბრძოლა 20-თან. მე შემეძლო გავმქრალიყავი, ისე რომ ვერავის ვეპოვე. აქ კი მასწავლეს თუ როგორ უნდა გახდე უხილავი, თუ როგორ უნდა იყო ახლობლების გვერდით და ისინი ვერ გხედავდნენ. მე ვკლავდი, მაგრამ შემდეგ დანაშაულის გრძნობა მკლავდა. აქ კი ვისწავლე მოკვლა, ოღონდ დანაშაულის გრძნობის გარეშე. მოკლედ მე გავხდი უნივერსალური ჯარისკაცი, საიდუმლო აგენდი. მე დავივიწყე წარსული, დავივიწყე მშობელი დედა, დავივიწყე საკუთარი სახელიც კი. მაიკ ნაითი აღარ არსებობს, მოკვდა. 
თქვენ მოგიწევთ გამიცნოთ თავიდან, რადგან მე უკვე სხვა ადამიანი ვარ. უკვე აღარ ვარ შეშინებული ჯარისკაცი, რომელიც გაქცევას, სიკვდილს ლამობდა. მე შევიცვალე. გავხდი უფრო ძლიერი. მოკლედ შეიძლება ითქვას ხელახლა დავიბადე. 
ამ სამი წლის მანძილზე ჩვენ გავავარჯიშებდნენ არამხოლოდ ფიზიკურად არამედ ფსიქოლოგიურადაც. ჩვენ გვამზადებდნენ ყველაზე ცუდისთვის, ჩვენ გვამზადებდნენ ბორეტებასთან შესახვედრად. ჩვენ მოგვამზადენ ყველანაირი სიტუაციისათვის, ჩვენ ვიცოდით იარაღის ხმარება, მაგრამ აქ გვასწავლეს ხმლით, შვილდით ბრძოლა. ჩვენ ვისწავლედ კუმფუ, კარატე, დავეუფლეთ სამურაების ტექნიკას... მოკლედ ყველაფერს რაც აგენტმა უნდა იცოდეს. 
სამი წელი მე და ჩემთაირები ვიყავით ერთ შენობაში გამოკეტილები. ვარჯიშის მეტს არაფერს ვაკთებდით. ვუყურებდით თუ როგორ არჩევდნენ აგენტებს, აგზავნიდნენ მისიებზე... ამ სამი წლის დავუახლოვდი უამრავ ადამიანს, მაგრამ მათგან მხოლოდ ორს ვუწოდებდი მეგობარს. ერთი ჩემი მწვრთნელი სემი

 და მეორე ჩემი „თანამებრძოლი" ბენი. 

მოკლედ, მე აღარ ვარ ის ბიჭი, რომელსაც თქვენ იცნობდით. მე აღარ ვარ მაიკ ნაითი. ნაითი სამი წლის წინ 16 ოქტომბერს ბრძოლის ველზე დაიღუპა. მე ვარ სრულიად სხვა ადამიანი. ახლა ჩემი სახელია მაიკ ტრეისერი."

17 თავი
„ახალი სამყარო, ახალი დღე, ახალი შანსი"

-მაიკ! ბენ! ჩემთან ერთად წამოდით!! - ღიმილით უთხრა ერთ დღეს სემმა - თქვენი დროც დადგა
-მისიაზე გვიშვებთ? - სიხარულით იყვირა მაიკმა
-ხო რა ეგრე გამოდის. აბა ორივე გამომყევით - სემმა ბიჭები მთავარ ოთახში შეიყვანა. იქაურობა კომპიუტერებით, დიდი მონიტორებითა და ნამდვილი გენიოსებით იყო სავსე. - მოკლედ ბიჭებო ახლა აგიხსნით რაში მდგომარეობს მისიის შინაარსი. ე.ი მთავრობამ მოგვცა ბრძანება, რომ ორმა ჩვენმა აგენტმა უნდა იმუშავოს FBI-ში. ეს იქნება თქვენი პირველი და უკანასკნელი მისია. ამიერიდან ბიჭებო თქვენ FBI-ს აგენტები ხართ. და რაც მთავარია თქვენ ჩემს დაქვემდებარებაში რჩებით ანუ თქვენ ორივე შეუერთდებით ჩემს გუნდს...
-რა? ვერაფერი გავიგე - თქვა ბენმა
-შენ რა FBI-ში მუშაობ? - იკითხა მაიკმა
-ხო მაიკ! მე FBI-ის დეტექტივი ვარ და თქვენ ორივე შეუერთდებით ჩემს გუნდს. 
-ანუ ამიერიდან შენ ჩენი მწვრთნელი კი არა ბოსი ხარ - ირონიულად თქვა ბენმა
-აჰა - ღიმილით უპასუხა სემმა და წარბები აუწია
-კარგი ბოს და სად მივდივართ? - სერიოზულად იკითხა მაიკმა
-სად? რა თქმა უნდა ნიუ-იორკში. თქვენ ამიერიდან ნიუ-იორკის FBI-ის მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლები ხართ.
-WOW - თქვა მაიკმა
-და ჟეტონს მოგვცემენ? - ირონიულად იკითხა ბენმა
-იარაღსაც - ირონიულადვე უპასუხა სემმაც
-და როდის გავდივართ? - წამოიძახა მაიკმა
-ხვალ დილით ბიჭებო! დღეს გაემზადეთ და მეომზადეთ ახალი ცხოვრებისთვის... აბა ხვალამდე - თქვა სემმა და ოთახიდან გავიდა.
ხვალ! ხვალ იწყება ახალი დღე, ახალი გამოცდა, ახალი ცხოვრება, ახალი თავგადასავალი და შესაძლოა ახალი სიყვარულის ისტორიაც კი. ხვალიდან იწყება ახალი მაიკისა და მისი ახლი მეგობრის ბენის გამოცდა. ნიუ-იორკი ხომ დიდი ქალაქია, დიდი საიდუმლოებებით, ინტრიგებითა და მოულოდნელობებით სავსე...

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმისათვის რომ წინა თავის კომენტარებით უამრავი თბილი სიტყვა მითხარით. აი ვერ წარმოიდგენთ, რა ემოციებში ვიყავი, როცა მათ ვკითხულობდი. ყველანი ძალიან ძალიან მიყვარხართ და ყველას ყველას ვინც კი აკომენტარებს ხოლმე ან კითხულობს(და არ ან ვერ აკომენტარებს) მინდა ძალიან ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 814 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-01-08 Spam
am motxrobaze erti sityvac ar itqmis kritikis tvalsazrisit..!!!! srulyopilia da umagresia..!!! nichieri xar natali love male dade shemdegi gelodebi sulmoutqmenlad love