მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
10:57 AM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
თავი 15
„განდევნილი"

ნიკის თითქმის ერთი საათი გაუნძრევლად იდგა და ტიროდა. მას გული ატკინეს, უღალატეს. რა არის უარესი გულგატეხილ გოგოზე? გოგოზე რომელიც ყველაფერის გამკეთებელია? ნიკიტას ახსენდებოდა მაიკის სიტყვები „არასოდეს იტირო! არავინ არ არის შენი ცრემლების ღირს!" ის ამ სიტყვებს იმეორებდა გულში და ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ეტკინა მაიკისთვის გული, თუ როგორ ეძია შური.
-ბილბო!!!! - ნიკიმ ღრმად ამოისუნთქა და ბილბოს მოძებნა გადაწყვიტა
-ნიკი? ტიროდი? კი მაგრამ რატომ? 
-თვალში ჩამივარდა რაღაც და... - ღიმილით უპასუხა ნიკიმ - იცი მოხუცო? ერთი თხოვნა მაქ შენთან... ხომ დამეხმარები?
-კი რაზეა ლაპარაკი
-აი იმ ოთახის გასაღები მინდა შესვლა რომ არ შეიძება )) - უმანკოდ გაუღიმა ნიკიტამ
-ოოო... ეგ არ შემიძია... მაიკმა რომ გაიგოს...
-მაიკზე არ ინერვიულო მან იცის. ასე მითხრა ბილბოს უთხარი და მოგცემსო
-მაიკმა გითხრა ეგრე? - ცოტა არ იყოს დაეჭვდა მოხუცი - კი მაგრამ გასაღები მასაც რომ აქ
-უი... დავკარგეო - არ დაიბნა ნიკიტა. ბილბო რაღაც ეჭვის თვალით უყურებდა გოგონას, მაგრამ ნიკი ისეთ უციდველი და ომანლო თვალებით უყურებდა, რომ ვეღარ გაუძლო და გასაღები მიაწოდა.
-ოღონდ დაიფიცე რომ მაიკმა იცის
-გეფიცები - ეშმაკურად გაუღიმა ნიკიტან, გასაღები გამოართვა და სახლში ავიდა. ის რამდენიმე წუთი იდგა ოთახის წინ და კითხულობდა წარწერას: „Ann and Mike’s Room”. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მტკიცედ ქონდა გადაწყეტილი, მაინც ყოყმანობდა. მან იცოდა რომ თუ ამ კარს გააღებდა მაიკს სამუდამოდ დაკარგავდა. მზად იყო კი ამ რისკზე წასასვლელად შურისძიებისათვის? ბოლოს გოგონამ ამოილუღლოღა „მაპატიე", გასაღები გადაატრიალა და ოთახში შევიდა. ნიკის თვალწინ ტიპიური თინეიჯერის ოთახი იყო. კედელზე პოსტერები, უამრავი დისკები, ფოტოები და ა.შ, მაგრამ კარგად რომ დაკვირვებოდით მიხვდებოდით, რომ ეს სულაც არ იყო ტიპიური თინეიჯერების ოთახი, ეს იყო ტიპიური შეყვარებულების ოთახი ))...
-რას აკეთებ? ხომ გითხარი არა აქ არ შეხვიდეთქო? - ნიკიმ უცებ გაიგონა მაიკის ყვირილი - აქ არ არის შენი ადგილი... მეგონა უკვე გასაგებად გითხარი
-გასაგებად? არაფერიც არ არის გასაგები... 
-ხოდა ნუ არ არის... ეს არ არის შენი საქმე...
-როგორ არ არის მე შენი შეყვარებული ვარ და...
-ეგ ვინ გითხრა? - გააწყეტინა მაიკმა - მე არ მჭირდება ისეთი სწერვა შეყვარებული როგორიც შენ ხარ - ამ სიტყვების შემდეგ სიჩმე ჩამოვარდა. თითქოს დრო გაჩერდაო, მაგრამ...
-ააა ახლა ვარ სწერვა? სულაც არა... აი ახლა განახებ როგორი უნდა იყოს სწერვა - იყვირა ნიკიმ და მაგიდაზე დანაგებული ნივთები გადმოყარა, მერე კედელზე გაკრულ ფოტოებს მიადგა და მათ ჩამოხევა დაიწყო
-რას აკეთებ? სულ გაგიჯდი? - იყვირა მაიკმა, მასთან მივიდა და ხელები დაუკავა
-დიახ, გავგიჯდიუნამუსო. მკვდარი შეყვარებული ვერ დაგივიწყებია. უნამუსო ნაძრალა - ამაზე მაიკმა ჭკუა მთლად დაკარგა და ნიკიტას გაარტყა...
-მაიკ!!! რას აკეთებ? - გაისმა ბეტის ხმა - მთლად გაგიჯდი!!! ხელი როგორ გაარტყი... - ბეტიმ ნიკიტასთან მიირბინა და მაიკს ხელები გააშვებინა, როგორც აღმოჩნდა მაიკმა გაბრაზებიდან ძალა ვერ გაზომა და ნიკის ტუჩი გახეთქოდა. ჯარსკაცი გათიშული იდგა. ის ვერ აცნობიერებდა თუ რა გააკეთა - ველურო... ეს რა გააკეთე... მე არ მჭირდება შენნაირი შვილი - ყვიროდა ბეტი. ამ ყვირილზე ოთახში ბავშვებიც ამოვიდნენ. როცა გვენი მიხვდა თუ რაც მოხდა მაიკთან მივარდა და სახეში გაარტყა... მაიკი ნელ-ნელა ხვდებოდა თუ რა გააკეთა. თვალზე ცრემლები მოადგა და გარეთ გავარდა. მას არტური გაეკიდა. 
-არტი ისინი ვერ მიტანენ. მე არავის არ ვუყვარვარ - ტიროდა მაიკი
-არ არის ეგრე ძმაო!!!
-არა ეგრეა მე არავის არ ვუყვარვარ!!!

(ერთი დღის შემდეგ)
მაიკი და არტური ჯარში დაბრუნდნენ. და ისევ დაუბრუნდნენ ცხოვრების ძველ რიტმს, მაგრამ ძველებურად მაინც არ იყო ყველაფერი. ამჯერად მაიკი კიდევ უფრო გულგატეხილი იყო, ვიდრე ადრე. 
ერთ დღეს მათთან ბაზაზე ერთი კაცი მივიდა 

და ახლი ამბავი ამცნო. მან თქვა რომ იყო ახალი პროგრამა, რომლის საშვალებითაც ისინი პროფესიონალი აგენტები გახდებოდნენ, მაგრამ... მათ მოუწევდათ ყველაფრის გატოვება, დავიწყება საკუთარი სახელისაც კი...
-რა არის საჭირო რომ ამ პროგრამაში ჩავერთო? - იკითხა მაიკმა
-ბევრი არაფერი, უფროლოდ აი იმ კარში უნდა შეხვიდე... - ამის თქმაზე მაიკი ფეხზე ადგა და კარისკენ გაეშრა
-მაიკ არ გინდა - იყვირა არტურმა
-ამ კარში თუ შეხვალ უკან ვეღარ დაბრუნდები. ყველაფერს დაკარგავ. შენს ოჯახს ეტყვიან რომ დაიღუპე. მოკლედ უკან ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდები... მზად ხარ ამისთის? - უთხრა მაიკს იმ კაცმა
-მაიკ არ გინდა!!! გთხოვ შენ არაფერი გაქვს დაკარგული. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა - ყვიროდა არტური. მაგრამ მაიკის მზერამ გააჩერა. ყველა მის პასუხს ელოდა. მაიკი და არტური ერთმანეთს უყურებდნენ, სამარისებული სიჩუმე იყო. 
-მაიკ ნაითი მოკვდა - თქვა მაიკმა და კარი გააღო...
To Be Continued <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 967 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-01-06 Spam
Dzalian Magariaa malee :*