მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
8:41 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
Day 11

რა არის სიყვარული? ამაზე ყველას სხვადასხვა აზრი აქვს. ზოგი თვლის, რომ სიყვარული არაფერია თუ არა ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი და ქვეყნად არ არსებობს გრძნობა, რომელსაც შეიძლება სიყვარული დაერქვას. ზოგი თვლის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობაა გოგოსა და ბიჭს შორის. ზოგი თვლის, რომ სიყვარული ორ ადამიანს შორის შეგუების ნაყოფია. თქვენ როგორ ფიქრობთ? პირადად მე ვთვლი, რომ თუ სიყვარული არ არსებობს, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას? ადამიანი ხომ ცხოვრობს, იმისათვის რომ მოიპოვოს უფლება ბედნიერებისა და ბედნიერება ხომ თავად სიყვარულია. თუ ვცდები? თუ არ არსებობს სიყვარული, მაშინ რაღა არსებობს? მაშინ რისი უნდა გვჯეროდეს? მაშინ რა არის ცხოვრების მიზეზი ან თუნდაც მიზანი?...
დილა ნიკიტასთვის ყველაზე ბედნიერი იყო. მისი ოცნების ბიჭი ახლა მის გვერდით იყო. მას შეეძლო გაეგონა მისი სუნთქვა, შეეძლო ეკოცნა... ეს იყო უბედნიერესი დღე მის ცხოვრებაში. 
-დიდი ხანია გღვიძავს? - კითხა ნიკის ახალ გაღვიძებულმა მაიკმა
-არა - ღიმილით უპასუხა გოგონამ. მაიკსაც გაეღიმა, მისკენ გაიწია და აკოცა...
-არ გცივა? - კითხა ჯარისკაცმა
-ცოტა კი - ამ პასუხზე მაიკი მისკენ გაიწია და ჩაეხუტა
-ასე გათბები - ამაზე ნიკიმ ღიმილით უპასუხა და აკოცა. რამდენიმე წუთი ისინი ასე ჩუმად იყვნენ და მდინარეს უყურებდნენ. მერე კი სიჩუმე ნიკიტამ დაარღვია
-იცი მაიკ, რაღაც მინდა გკითხო... ამას იმიტომ გეკითხები, რომ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც შეუძლია მიპასუხოს
-მერე მკითხე რისი გერიდება - თბილად გაუღიმა მაიკმა
-შენ და ლოგანმა რატომ იჩხუბეთ?
-მმმ... ვერ ხვდები? - ისევ ღიმილიანი სახით უპასუხა მაიკმა
-ვერა...
-იმიტომ ვიჩხუბეთ, რომ ორივეს ერთი და იგივე ადამიანი გვიყვარდა.... ლოგანმა ზომები მიიღო რომ ის ადამიანი ჩემთან არ ყოფილიყო... მე გავბრაზდი და ვეჩხუბე, მერე კი ჯარში წავედი
-და ვინ გიყვარდათ?
-ჰმ! - კვლავ გაუღმა მაიკმა - შენ სულელო ))
-მე? - გაიკვირვა ნიკიტამ - მართლა? - მას ერთ დროულად რამდენიმე გრძნობა დაეუბლა. ნაწილობრივ გაუხარდა, რომ მაიკს ოდესღაც უყვარდა ნაწილობრივ ეწყინა კიდეც, რომ ორი მეგობრის ჩხუბის მიზეზი გახდა - მე კი მეგონა... როცა ლოგანმა მითხრა რომ ვუყვარდი... ვიფიქრე რომ შენ...
-ვიცი ვიცი... არ უნდა ახსნა - არ დაამთავრებინა მაიკმა
-არა უნდა!!! მე მჭირდება რომ გითხრა... 
-მაშინ მითხარი... მე გისმენ
-ყოველთვის შენ მიყვარდი... იმ მომენტში კი როცა ლოგანი გამომიტყდა სიყვარულში აზროვნების უნარი დავკარგე და დაუფიქრებლად მივეცი „დაბრო"... ეს გაუაზრებლად გავაკეთე... - ნიკიტას თვალიდან ცრემლი წასკდა. მაიკმა ცრემლი მოწყვიტა და ლაპარაკი შეაწყვეტინა
-ნიკი... არასდროს არ იტირო. რაც არ უნდა მოხდეს. არ მინდა რომ შენს თვალზე ცრომლი ოდესმე დავინახო. დაიმახსოვრე ქვეყნად არავინ არის შენი ცრემლების ღირსი მითუმეტეს მე ან ლოგანი გასაგებია! - ნიკიმ მაიკს ახედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მერე კი აკოცა. ბიჭს გაეღმა და გააგრძელა - ახლა კი ჩავიცვათ და წავიდეთ თორემ გავიყინებით
-კარგი აზრია! - დაეთანხმა ნიკიც. მათ ჩაიცვეს და სახლში წავიდნენ. 

Day 12

-ძალიან მაგარი არდადეგები გამოგვივიდა. გული მწყდება რომ 2 დღეში აქედან წავალთ. - უთხრა გვენმა გოგონებს, როცა ოთხაში დასაძნებლად ემზადებოდნენ
-აჰა! მართლაც რომ ძალიან მაგარი გამოვიდა. შენ და ნიკის მაიკი და არტი გყავთ, მე კი ჰარი ვიპოვე - თქვა ლულუმ
-კი მაგრამ ლუ ჰარისთან დაშორება არ გაგიჭირდება? აი მე... ძალიან არ მინდა რომ მაიკს დავშორდე... არ მინდა რომ ჯარში დაბრუნდეს
-მეც ეგრე ვარ ნიკ... მე და არტიმ უკვე ვილაპარაკეთ მაგაზე და დამპირდა, რომ რამდენიმე თვეში წამოვა იქედან - თქვა გვენმა
-მე და ჰარიმაც... მან მითხრა რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, მაშინ ჩკაგოში ჩამოვა
-ეე... მე და მაიკს ჯერ მაგაზე არ გვილაპარაკია - თქვა ნიკიმ - მაგრამ ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები, მაგრამ... 
-რა მაგრამ? - განცვიფრებულმა იკითხა ლუმ
-მაგრამ... მაინც ეჭვი მეპარება რომ ვუყვარვარ
-რას ბოდავ გოგო... რას ქვია ეჭვი მეპარება? სულ გააფრინე არა? - იყვირა გვენმა
-რამდენი იმ ოთახს ჩავუვლი... იმდენი ის წარწერა თვალში მხვდება და მახსენდება, რომ ჩვენს შორის ჯერ კიდევ ენი დგას
-რა ენი გოგო? შენ მთლად გასულელდი... ენი მკვდარია - ახლა უკვე ლულუმ იყვირა
-კი მაგრამ ვგრძნობ, რომ მაიკს კიდევ ის უყვარს. მთელი გულით თუ არა ნაწილობრივ მაინც
-ნიკი ნუ ბოდიალობ რაღაცას. ენი მაიკის თვალწინ მოკვდა. ის უბრალოდ თავს იდანაშაულებს... და შენთვითონ არ ამბობდი რომ ლოგანიც კი ბრაზდება როცა ენზე რამეს ამბობენ და წარმოიდგინე ეგ მაიკისთვის როგორი იქნება მაგას რომ მოთხროვ. ბოლოს და ბოლოს მისი შეყვარებული იყო და მის თვალწინ მოკვდა... - გაბრაზდა გვენი
-სწორედ მაგას ვამბობ მეც... რომ არ უყვარდეს თავს არ დაიდანაშაულებდა 
-ნიკი მომისმინე!!! მაიკთან მაგაზე სიტყვა არ დაგცდეს თორემ დაკარგავ იცოდე - გააფრთხილა გვენმა
-ხვალ დაველაპარაკები... უნდა დამიმტკიცოს რომ ვუყვარვარ
-რა? რას დებილობ შენ ააა? - ახალ უკვე ხელები დაუკავა გვენმა. ეტყობოდა უკვე წყობიდან გამოდიოდა
-რა დამტკიცება? მთლად გაგიჯდი არა? - უკვე ლულუც გაბრაზდა
-თუ ვუყვარვარ მოუწევს დამიმტკიცოს
-რითი? - თქვა ლულუმ
-იმ ოთახს გააღებს და რაც არ უნდა იყოს იქ ყველაფერს გადაყრის.
-რა? და შენი აზრით რას მიაღწევ მაგით? - უყვირა გვენმა
-იმას რომ დავრწმუნდები მის სიყვარულში
-არა მაგით მხოლოდ დაკარგავ გაიგე რომ მაგით მაიკს დაკარგავ
-აჰა გვენი მართალია. თან ხვალ ბეტი ჩამოდის. ეგ არ გააკეთო - თქვა ლულუმ
-მერე რა რომ ბეტი ჩამოდის. ეგ არ მაინტერესებს... მე მაიკის სიყვარულის საბუთი მჭირდება... 
-გაიგე ადამიანო რომ ეგრე მაიკს დაკარგავ... სამუდამოდ
-დაე ეგრე იყოს... - მთელი დარწმუნებით თქვა ნიკიტამ
-ასე გიქნია თავში ქვა გიხლია... - თქვა გვენმა და ოთახიდან გავიდა. 

Day 13
-მაიკ ხვალინდელ დღეზე მინდა დაგელაპარაკო - უთხრა ნიკიტამ მაიკს
-და რა ხდება ხვალ?
-რა ხდება? ხვალ მე ჩიკაგოში დავბრუნდები შენ კი... შენ კი ჯარში წახვალ
-მერე? ხომ იცი რომ ჩამოვალ
-ეგ კი მაგრამ ოდესმე ხომ უნდა წამოხვიდე არა იქედან?
-კი და აუცილებლად წამოვალ მაგრამ ჯერ არა
-რატომ ახლა რატომ არა? ჩემი გულისთვის მაინც
-იცი ნიკ ეგრე იოლად არ ხდება... თითქმის მთელი ცხოვრებაა იქ ვარ... მეგობრები იქ მყავს და ასე იოლად ვერ დავემშვიდობები
-და მე?
-ცოტა ხანი უნდა დამელოდო... დრო მჭირდება... - ამაზე ნიკიტას არაფერი უპასუხია
-ხომ დამელოდები? - კითხვა გაიმეორა მაიკმა. ოღონდ ახლა მის ხმას თავდაჯერებულობა დაკლებოდა
-კი, მაგრამ... - თქვა ნიკიტამ და გაჩერდა
-მაგრამ რა?
-უნდა დამიმტკიცო რომ გიყვარვარ - თითქოს ამ პასუხით მაიკს გული გაუტყდა. ის არ ელოდა რომ ნიკიტა ამას ეტყოდა
-და როგორ?
-გაუშვი - უთხრა დიდიხნის დუმილის შემდეგ ნიკიტამ
-ვინ? ვინ უნდა გავუშვა?
-ენი!!!!
-ენი? რას ლაპარაკობ ვერ გავიგე - მაიკი დაიბნა. მას ვერ გაეგო თუ რისი თქმა უნდოდა ნიკის
-იმ ოთახში შედი და რაც არ უნდა იყოს გადააგდე
-რა? - გაკვირვებისგან წამოიყვირა მაიკმა - და ეგ რისთვის გჭირდება? რატომ გინდა ეგ რომ გავაკეთო?
-ამით დამიმტკიცებ, რომ ენი არ გიყვარს
-და მაგაში ეჭვი გეპარება? - მაიკს ნიკიტას სიტყვები უკვე გულს ტკენდა
-კი მაიკ მეპარება
-და რატომ?
-იმიტომ რომ ამდენი ხნის მერეც კი არ შეგიძლია მისი გაშვება. იმიტომ რომ ამდენი ხმის მერეც კი არ ყოფილხარ მის საფლავზე. იმიტომ რომ ამდენი ხნის მერეც კი წარმოთქვამ მის სახელს სიყვარულით და მის ხსენებაზე თვალები გიბრწყინდება. აი ამიტომ ეს მე მჭირდება რომ გააკეთო - ცრემლები წასკდა ნიკიტას. მაიკი ხმას ვეღარ იღებდა. არ იცოდა რა ეპასუხა. ბოლოს კი ამოღერღა
-არასოდეს!!!
-რა? - ნიკიტა ამ პასუხს ნამდვილად არ ელოდა - რა თქვი?
-არასოდეს... არასოდეს არ გავაკეთებ ნიკი იმას რასაც შენ მთხოვ... გაიგე ენი ჩემს გამო დაიღუპა - მაიკი უკვე ცრემლებს ძლივს იკავებდა - და იმიტომ არ შემიძლია მისი გაშვება რომ თავს ვერ ვპატიობ და არა იმიტომ რომ მიყვარს... 
-ჩემი გულისთვის... ეს მე მჭრდება მაიკ
-არასოდეს... - მაიკი გაბრუნდა, წასვლას აპირებდა, მაგრამ ატირებული ნიკიტასკენ მიბრუნდა და უთხრა - აი, შენ თუ მართლა რამეს გრძნობ ჩემს მიმართ... დამიჯერებ და არჩევანის წინაშე არ დამაყენებ - თქვა თუ არა ნიკიტა მარტო დატოვა. ნიკი ტიროდა და მაიკის სახელს ყვიროდა. მას ეს-ეს იყო უარი უთხრეს და დაარწმუნეს, რომ ენს ვერასდროს ვერ შეცვლის...

თქვენს კომენტარებში ეწერა, რომ ყურადღება გამემახვილებინა Lovestory-ზე. რა თქმა უნდა, ამის გარეშე მოთხრობა არ იქნება, მაგრამ ეგეთი ამბები აწი უფრო დაიწყება, რადგან მაიკი ასე ვთქვათ "იხილავს სამყაროს" ))
მიყვარხართ <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 805 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-12-29 Spam
me dzaan dzan momwoons )) male gaagrdzele gtxooov )