მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
10:15 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤


თავი 13
"ჯოჯოხეთი თუ კიდევ ერთი ბრძოლის ველი?"

-მაგას მეც მივხვდი, როგორც კი... - და მაიკი უცებ გაჩერდა. თითქოს არ უნდოდა სიტყვის დამთავრება, მაგრამ არა... მას ეშინოდა სიმართლის, სიმართლის რომლის თქმასაც აპირებდა და რომელიც მთელი ეს დრო გულს უღრღნიდა. 
-როგორც კი...- იქნებ დაამთავრო. ღიმილით უთხრა არტურმა. ის ისეთი თვალებით უყურებდა თითქოს იცოდა რაც უნდა ეთქვა. თითქოს ესმოვა მისი ფიქრები და გრძნობები და ცდილობდა მისი ამ ტანჯვიდან განთავისუფლებას
-იცი ჩემს ოთახში რომ შევედი ძველი სურათ ვნახე, რომელზეც...- და მაიკი ისევ გაჩერდა. ის ისევ ყოყმანობდა
-რომელზეც...- კვლავ გაიმეორა მისი ბოლო სიტყვები არტურმა. მაგრამ ამჯერად მაიკი ხმას აღარ იღებდა თითქოს უკვე გადაეწყვიტა ამ საუბრის შეწყვეტა. მაგრამ არტურმა ხელი მხარზე დაადო და გააგრძელა - რომელზეც შენ და ენი იყავით გადაღებულები 

- მაიკმა გაოგნებული თვალებით გახედა. არტურმა ხომ ზუსტად ის თქვა, რისი თქმისას თვითონ ეშინოდა და გაურბოდა - აი, სწორედ მაშინ მიხვდი ძმაო რომ ჯერ კიდევ შენი ყოფილი შეყვარებული გიყვარს
-თითქოს წინასწარმეტყველი ხარ- ტკივილით სავსე ღმილით თქვა მაიკმა
-ვარ კიდეც- იხუმრა არტურმა. მაგრამ რატომ? იმიტომ ხომ არა რომ მეგობარი გაემხნევებინა და მისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა? ამ დროს გაისმა ბოხი ხმა. ამ ხმის გაგონებაზე ორივე მეგობარი ფეხზე წამოდგა და ხელი შუბლთან მიიტანეს(როგორც ჯარისკაცებს ჩვევიათ ხოლმე)
-რიგითო მონტეს! რიგითო ნაით!
-დიახ, სერ!
-მიხარია რომ ერთად გნახეთ. ბარგი ჩაალაგეთ სხვა ბაზაზე გადაყავხართ
-შეიძლება ვიკითხო სერ? სად გადავყავართ?- მორიდებით იკითხა არტურმა
-ჯოჯოხეთში შვილო, ჯოჯოხეთში- ნაღვლიანი ხმით თქვა კაპიტანმა და წავიდა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ პირველად შეეშინდათ, შეეშინდათ მოსალოდნელის. მათ ეშინოდათ იმის რაც წინ მოელოდათ. ალბათ, გაქვს კითხვა „სად მიყავდათ? რა ადგილია ეს ჯოჯოხეთ?" ეს კითხვა ორივეს მაიკსაც და არტურსაც აწუხებდათ. არც მათ არ იცოდნენ რა იყო ეს ჯოჯოხეთი. არც მათ არ იცოდნენ სად მიდიოდნენ და რა მოელოდათ. ორივემ ბარგი ისე ჩაალაგა რომ კრინტი არ დაუძრავთ. ორივეს გულში შიშს დაესადგურებინა. ორივეს ერთი აზრი უტრიალებდა „იქიდან არ ბრუნდებიან"... პირადად ჩემშიც იგივე ასოციაციას იწვევს სიტყვა „ჯოჯოხეთი" ადგილი საიდანაც არ ბრუნდებიან... იქ რომ ყოფილიყავით ალბათ ორივეს გული ცემას გაიგებდით. ადამიანები, რომლებიც თითქმის ყოველდღე სიკვდილს უყურებდნენ თვალებში ახლა პატარა ბავშვებივით იყვნენ შეშინებულები...მათ პირველად ეშინოდათ ასე მომავლის, მაგრამ იქნებ არა მომავლის? არამედ იმის რომ შეიძლება ვეღარ დაბრუნებულიყვნენ? მაიკმა არტურს ხელი მხარზე დაადო და უთხრა
-ჩვენ დავბრუნდებით!!!- და ორივე გარეთ გავიდნენ. იქ ავტობუსი უცდიდათ. მეგობრებმა ერთმანეთს გახედეს, ღრმად ამოისუნთქეს და ავტობუსსში ავიდნენ. თავიანთი ადგილები დაიკავეს.. აი, სწორედ მაშინ გამოელაპარაკა არტური მეგობარს
-იმედია!!!- ამის თქმაზე ავტობუსში ლეიტენანტი ამოვიდა და დაიწყო
-აბა გოგოებო მზად ხართ? მზად ხართ ჯოჯოხეთში წასასვლელად?
-კი მაგრამ სერ, გაგვაგებინეთ რა ადგილია ეს ჯოჯოხეთი- წამოიყვირა რომელიღაცა ჯარისკაცმა... ლეიტენანტს გაეცინა და განაგრძო
-ჯოჯოხეთი ეს არის...- ამაზე ყველას დაბურძგლა. ყველა მადგანი შიშმა მოიცვა. ადამიანები რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ ერთ სიტყვაზე აკანკალდნენ. თუმცა რა შეიძლება ეწოდოს ადგილს, სადაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდათ რაა მშვიდობა, სადაც უკვე აღარავინ იღიმის, სადაც წამიც არ გავა რომ არ ისროლონ, სადაც ბავშვებს უკვე დიდი ხანია დაავიწყდათ რაა გართბა, სადაც ცაც კი წითლად შეღებილა, მიწაზე კი სისხლის მდინარეები მოდის...
-ჩვენ დავბრუნდებთ!!! - გაიმეორა უკვე შეძრწუნებული ხმით მაიკმა, მაგრამ ამჯერად არტურს პასუხი არ გაუცია...

მინდა ცოტა რეკლამა გავუწიო შემდეგ თავს. შემდეგ თავში უკვე მოგითხრობთ მაიკის არდადეგებზე. მას ერქმევა "ზაფხულის 14 დღე"... შემდეგ თავში მოგითხრობთ არტურის, მაიკის, გვენის, ლულუსა და ნიკიტას ერთობლივ არდადეგებზე...
P.S თუ კომენტარები არ იქნება არ გავაგრძელებ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1002 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-12-25 Spam
gaagrdzele )) magariaa ))