მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
0:38 AM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤




თავი 11
„კიდევ ერთი განშრება"

ადამიანებს თითქმის ყოველდღე გვიწევს საყვარელი ადამიანების დათმობა, მათი გაშვება, მათთან განშრება... ზოგიერთი სამუდამოდ გვტოვებს, ზოგიერთი კი სრულ გაუგებრობრობაში გვტოვებს. ისინი ისე მიდიან, რომ არ გვპასუხობენ კითხვაზე
„კიდევ შევხვდებით?"... ისინი მიდიან და ამბობენ „მომავალ შეხვედრამდე!", მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები? ისინი ფუჭია, ისინი არაფერს წარმოანდგენენ, რადგან მომავალი ამოუცნობი, განუჭვრეტელია... მომავალი ხომ ის ერთადერთი რა არის რაში გარკვევაც, რისი განჭვრეტაც ადამიანმა ვერ შეძლო.
განშორება - კიდევ ერთი ცხოვრების სისასტიკე. კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ადამიანის გულში უდიდეს იარებს ტოვებს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ურთულესია გაუშვა ადამიანი, რომელიც გიყვარს და რომლის გარეშეც ოდესღაც ცხოვრება არ შეგეძლო. რთულია გაუშვა მიუხედავად იმისა, რომ გესმის მისი სიტყვები
„მალე შევხვდებით"... მართალია, ყველამ ვინც ისმენს ამ სიტყვებს გულის სიღრმეში იცის, რომ ის ფიჭი დაპირებაა, რადგან მისი ასრულება თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ყველა ცდილობს რაღაც პატარა იმედს ჩაეფღაუჭოს და ცრემლიანი თვალებით ამბობს „მომავალ შეხვედრამდე".
უკვე მეორედ უწევდა ბეტის ამ ყველაფრის გადატანა. უკვე მეორედ ემშვიდობობოდა ის შვილს, და უკვე მეორედ უშვებდა ერთადერთ ვაჟს თითქმის გარდაუვალ სიკვდილზე. ის ცრემლების ღვრით აცილებდა მაიკს ავტობუსის კიბეებზე და ამბობდა უიმედო სიტყვებს
„მომავალ შეხვედრამდე"... რა თქმა უნდა, მაიკი ღიმილით პასუხობდა და იგივეს იმეორებდა, მაგრამ ჯეროდა კი საკუთარი სიტყვების? ჯეროდა კი იმის რომ ეს განშორება უკანასკნელი არ იქნებოდა? ჯეროდა კი იმის, რომ ოდესღაც ისევ ნახავდა დედას?...
ალბათ, ამის თქმა გამიჭირდება, რადგან მე მაიკი არ ვარ. მე არ ვიცი რა ხდება მის გულში. რას ფიქრობს და განიცდის ის. ჩემს შესაძლებლობებს აღემატება ადამიანის გრძნობების გადმოცემა, რადგან მისი დანახვა შეუძლებელია. შეუძლებელია დაინახო გრძნობა, რომელიც ადამიანის გულის რომელიღაც კუნჭულშია დამალული. შეუძლებელია გაიგო ადამიანის ნამდვილი ბუნება და ფიქრები. ყველაფერი ხომ ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს. სულ რაღაც ერთ წამში შეიძება შეიცვალოს ყველაფერი, ადამიანი გრძნობები და ბუნებაც კი...
დიახ, მე ვამბობ რომ მაიკი, რომელისაც მე დადებით პერსონაჟათ ვთვლი, შეიძლება რომელიმე წუთს შეიცვალოს და გული შურისძების წყურვილითა და ზიზღით აევსოს...
მე გეტყვით მხოლოდ ერთს, ორივემ ბეტიმაც და მაიკმაც კარგად იცოდნენ, რომ ავტობუსის ძრავის ხმა იყო ხმა კიდევ ერთი დიდი განშორებისა... განშორებისა რომელიც არავინ იცოდა როგორ დაგვირგვინდებოდა...

თავი 12
„გრძნობებში დაკარგული"

გზაში მაიკი ფიქრობდა ჩიკაგოში მომხდარ ამბებზე. მის ფიქრებს სამი ობიექტი ყავდა: ნიკიტა, ლოგანი და გვენი. სხვადასხვა აზრი ურტიალებდა თავში. მაგრამ ამ აზრებსაც ქონდათ საერთო კითხვა
„რატომ?"

მაიკი დიდხანს ცდილობდა ნიკიტას დავიწყებას, იქნებ დავიწყებულიც კი ყავდა გოგონასხელად ნიკიტა სპარკსი, მაგრამ... ის თვალებში უყურებდა, თითქოს მისი გულის ცემაც კი ესმოდა, თითქოს მის თვალწინ წასულის აჩრდილები უნდა გაცოცხლებულიყო, მაგრამ... არაფერი. მხოლოდ სიცარიელე. მისდა გასაკვირად ნიკიტასთან შეხვედრას არანაირი კვალი არ დაუტოვებია, მისი დანახვისას არანაირი გრძნობა არ გაღვივებულა არ გამოსულა გულის რომელიღაც კუნჭულიდან, სადაც ოდესღაც ჩაეკეტათ. მაგრამ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ არც იმ გულის კუნჭულში აღარ დარჩენილიყო გრძნობა სახელად სიყვარული...
ნიკიტასთან შეხვედრისგან განსხვავებით გვენთან შეხვედრამ და საუბარმა მაიკზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. იარა თქო ვერ ვიტყვი, რადგან იარა გტკივა, გწვავს ეს კი სულ სხვა რაღაც იყო. სიხარული? სიხარული იმისა რომ ამიერიდან ჩიკაგოში დაბრუნებისას იქ დახვდებოდა ადამიანი, რომელსაც უწოდებდა მეგობარს. მაიკს რატომღაც ახარებდა, რომ იყო ადამიანი, რომელსაც მისი ესმოდა. რომ იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო მისი გაგება, რომელიც არ დაადანაშაულებდა, რომ სულ ტყუილად იტანჯავდა თავს. ადამიანი, რომლისთვისაც შეეძლო გული გადაეშალა და თამამად ეთქვა გრძნობებისა და ფიქრების შესახებ. მისთვის გვენი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეზიარებინა და გაეგო მისი ტკივილი. გვენმაც ხომ დაკარგა საყვარელი ადამიანი და გვენიც ხომ ადანაშაულებს თავის თავს მის სიკვდილში...
აი, ლოგანის სახელის გაფიქრებაზე მაიკი სხვადასხვა გრძნობების მოზხვავებას გრძნობდა. ზიზღი, შურისძიება, სიყვარული, მონატრება... ნუთუ შეიძლება ამ გრძნობებს ერთად, ერთდროულად ეარსებათ ერთი ადამიანის გულში და ერთი ადამიანისკენ ყოფილიყვნენ მიმართულნი. მაიკს ძულდა ლოგანი, რადგან მან უღალატა, გოგოს გამო გასწირა მათი მეგობრობა. შურისძიება უნდოდა, იმიტომ რომ კიდევ ერთი ძალიან დიდი იარა დაუტოვა გულში. კიდევ ერთი იარა, რომლის განკურნებასაც ,ალბათ, დროც კი ვერ შეძლებდა. მაგრამ ამავე დროს უყვარდა, რადგან ოდესაღაც მისი მეგობარი იყო, თან ძალიან კარგი და ახლო მეგობარი. მეგობარი, რომელიც ბევრჯერ დადგომია გვერდში და მეგობარი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ენის სიკვდილის შემდეგ მაიკის ცხოვრებაში. და ბოლოს ენატრებოდა მასთან საუბარი, მეგობრულად საუბარი. მას ენატრებოდა ძველი მეგობრობა, რომელიც დღეს ზიზღსა და მტრობაში გადაზრდილიყო. მაგრამ ისმის ერთი კითხვა:
„შეძლებს კი ეს ორი მეგობარი ოდესღაც პატიებას? შეძლებენ კი ისინი ოდესღაც ისევ მეგობრულად საუბარს?"
ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია თუ როგორ მიადგა ავტობული ბაზის კარს. ბაზა მაიკისათვის იყო ადგილი, სადაც იყვნენ ადამიანები, რომლებისთვისაც თამამად შეეძლო ეწოდებინა „ომის მეგობრები"...

-აბა როგორ ჩაიარა შეხვედრამ წარსულთან? - ირონიულად კითხა არტურმა
-გააჩნია - ღიმილით უპასუხა მაიკმა
-გააჩნია? ეგ როგორ? - ცოტა არ იყოს არტური ამ პასუხმა დააბნია
-როგორ და იყო სიხარული, მონატრება და ჩხუბიც კი
-ჩხუბი? აბა მოყევი!!!
-შემდეგში რა ახლა ძალიან დავიღალე
- თქვა მაიკმა და წასვლა დააპირა, მაგრამ არტურმა გააჩერა
-ჯერ მოყევი და მერე წადი
-... ნიკიტას შევხვდი
- ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მაიკმა
-მერე?
-არაფერი... ვერაფერი ვიგრძენი... თითქოს ჩემს წინ სრულიად უცნობი გოგო იდგა. არაფერი მიგრძვნია... თითქოს არც არასდროს მქონია მის მიმართ გრძნობა
-ჰმ!
- გაეღიმა არტურს - ძმაო ერთ რამეს დანამდვილებით გეტყვი... უკვე ნიკიტა შეთვის აღარაფერს ნიშნავს...

ვიცი უკვე დიდი ხანია ეს მოთხრობა აღარ დამიდევს და უკვე დავიწყებულიც გექნებათ რა და როგორ მოხდა, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ წაიკითხვათ და ჩემს "ნაშრომს" შეაფასებთ... ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ და რაც მთავარია კრიტიკა არ დაშუროთ...

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1246 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-12-22 Spam
Wowwww ♥)) aiaiaii Chemoo Niwiero ! Dzaan magadia ! ♥))