მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
9:35 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
მოკლედ დიდი ხანია არ დამიდევს მოთხრობა და გადავწყვიტე რომ გამეგრძელებია, მაგრამ სანამ ახალ თავს ავდებ მინდა რომ ძველები გაიხსენოთ<3

1 თავი|2 თავი|3 თავი|4 თავი|5 თავი|6 თავი|7 თავი|8 თავი|9 თავი

 

თავი 10
„ქორწილის დღე"

ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილის დღეა. ყველას უნდა რომ ეს დღე მხიარულად, მეგობრებისა და ახლობლების წრეში გაატაროს. ასეთივე იყო ბეტის სურვილიც. მასაც სურდა რომ ეს დღე იდეალური ყოფილიყო და გვერდით ისეთი ადამიანები ყოლოდა, რომლებიც უყვარდა და აფასებდა. ასეთი ადამიანების სიის სათავეში კი რა თქმა უნდა მაიკი იყო. ბეტის ყველაზე მეტად შვილთან შეხვედრა ახარებდა, მაგრამ მაიკის დაბრუნებაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ახლა მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ ქორწილსა და მის სამზადისზე. 
ბეტი და გვენი მთელ დღეებს სამზადისს უთმობდნენ. ისინი ინაწილებდნენ ვალდებულებებს. ერთად არჩევდნენ კაბებს, ფეხსაცმელებსა ა.შ. გვენს ნიკიტა და ლულუც ეხმარებოდნენ. მათაც ძალიან უყვარდათ ბეტი და ამიტომ მისი დახმარება სიამოვნებას ანიჭებდათ. დიახ, სწორად გაიგეთ ბეტი და ნიკიტა მეგობრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ოჯახებს შორის კომფლიკტი იყო, ეს კი ნიკიტასა და მაიკის ურთიერთობას გამორიცხავდა, მაგრამ ამას არც ნიკი და არც ბეტი ყურადღებას არ აქცევდნენ. მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ქონდათ და ერთმანეთს, როგორც დედა-შვილი ისე უყურებდნენ. თავიდან ნიკიტასთვის რთული იყო ბეტისთან ურთიერთობა(ამის მიზეზი კი მაიკი იყო), მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ყველანაირი უხერხულობა გაქრა. აი, ასეთი სიტუაცია იყო ჩიკაგოში, როცა მაიკი დაბრუნდა. ის ქორწილის დღეს ჩავიდა სახლში და უკვე მეორე დღეს წასვლას აპირებდა. მართალია, ეს ცოტა დრო იყო, მაგრამ ბეტი იმითაც კმაყოფილდებოდა, რომ შვილს ნახავდა და ჩაეხუტებოდა. 
როცა მაიკი ქალაქში ჩავიდა პირველი-ორი საათი იქნებოდა. ამ დროს კი როგორც იცით ყველა გაგანია სამზადისშია. ბეტიც თავის ოთახში იყო და გოგონების(გვენის, ნიკიტასა და ლულუს) დახმარებით კაბას იცმევდა. სწორედ, ამ დროს შევიდა ოთახში მაიკი. თავიდან მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, უფროსწორად არავის გაუგია მისი შესვლა. მაგრამ როცა ბეტიმ სარკეში ჩაიხედა, რათა კაბა შეეფასებინა შვილს მოკრა თვალი

 და სიხარულისაგან იყვირა
-მაიკ! შვილო! - და მისკენ გაექანა. მაიკიც დედას შეეგება და გადაეხვია. ჯარისკაცის დანახვაზე ყველას სხვადასხვა რეაქცია ქონდა. ნიკიტა გაფითრდა, ენა ჩაუვარდა. თითქოს მოგონებების მორევში გადაეშვა. მისი ეს რეაქცია არავის შეუმჩნევია, მაგრამ...
-ასეთი სიმპატიური თუ იყო რატომ არ მითხარით? - გადაუჩურჩულა ლულუმ ნიკიტასა და გვენს
-მეც შენსავით პირველად ვნახე. Wow, უნდა ვაღიარო რომ ძალიან სიმპატიურია. ლოგანსაც კი მირჩევნია... - ღიმილით თქვა გვენმა
-გოგონებო წინასწარ გაფრთხილებთ ეს ბიჭი ჩემია - გადაულაპარაკა ლუმ გოგოებს და მაიკს გახედა. ამაზე ნიკიტას არაფერი უთქვამს. ის მაიკს უყურებდა და თან ფიქრებით სულ სხვაგან იყო. 
როცა დედა-შვილმა ჩახუტება დაამთავრა მაიკმა უთხრა - დე! რა ლამაზად ხარ - და თან დაატრიალა
-მადლობა! - უთხრა ბეტიმ და კვლავ გადაეხვია მონატრებულ შვილს. ბოლოს კი უთხრა - წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო - და გოგონებთან მიიყვანა. როცა ნიკიმ შეამჩნია რომ ბეტის მაიკი მათკენ მოჰყავდა კიდევ უფრო აღელდა. გული ლამის ამოვარდნოდა. მის ბაგა-ბუგს კილომეტრზეც კი გაიგონებდით. -მაიკ გაიცანი ეს გვენია ტომის შვილი. გვენ ეს კი მაიკია ჩემი შვილი
-სასიამოვნოა! - თქვეს ორივემ ერთდროულად და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს
-ეს ლულუა გვენის მეგობარი
-სასიამოვნოა - და მათაც ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 
-ეს კი... - და ბეტი გაჩერდა. ცოტა არ იყოს აღელდა. მან ხომ იცოდა, რომ მაიკს ნიკი მოსწონდა
-ნიკიტაა - დაამთავრა დედის შეწყვეტილი სიტყვები მაიკმა. როცა ნიკიტამ გააცნობიერა, რომ ეს-ეს იყო მაიკმა მისი სახელი წარმოთქვა შეკრთა - მართალია არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი მსმენია...
-ალბათ ლოგანისგან არა? - ჩაერია ლულუ
-კი ლოგანისგან - ზიზღით წარმოთქვა მაიკმა და ნიკიტას გახედა. ამ მზერაზე გოგონამ თავი დახარა, მაგრამ რატომ თვითონაც ვერ მიხვდა
თითქოს ოთახში დაძაბულობა საკმარისი არ ყოფილიყო, რომ ამ დროს ოთახში ლოგანი შემოვიდა.

 თავიდან მაიკი ვერ შეამჩნია, ამიტომ...
-ნიკი ერთი წუთით გამოდი რა... wow ბეტი რა ლამაზი ხარ? - სწორედ, ამ კომპლიმენტზე გახედა მაიკმა.. ისეთი მომენტი შეიქმნა, რომ მისი აღწერა შეუძლებელია. როგორც მწერლის სიტყვისთვის, ასევე მზატვრის ფუნჯისთვისაც შეუძლებელია. მაიკი და ლოგანი ერთმანეთს ზიზღით სავსე თვალებით შესცქეროდნენ. ეს იყო იყო უსიტყვო მტრობა, რაც უფრო აძლიერებდა ერთმანეთისადმი სიძულვილს. მათ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენიათ, არც ქონდათ სურვილი ახსნა განმარტება მოეთხოვათ ერთმანეთსთვის. არის ცხოვრებაში წუთები, როცა ლაპარაკი ზედმეტია. ამას ორივე ინსტიქტით გრძნობდა. ეს იყო გრძნობათა ჭიდილი, რაც მხოლოდ ანთებულ, ცეცხლოვან თვალებსა და ამზერილ სახის გამომეტყველებაშ გამოიხატებოდა. ისინი თვალებით ჭამდნენ და ერთხანს ასე შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ლოგანის თვალებში მწუხარებასა და მრისხანებას დაესადგურებინა, ხოლო მაიკის გაომხედვა კი აღსავსე იყო ზიზღით. მათი მტრობა სულაც არ იყო ჩუმი, დაფარული. ამ მტრობას ყველა ოთახში მყოფი გრძნობდა. მაგრამ ვერავის გაეგო თუ რა იყო ერთდროს მეგობრების შუღლის მიზეზი. თუმცა კარგად რომ დაკვირვებოდნენ ყველაფერს მიხვდებოდნენ. ყველაფრის მიზეზი ნიკიტა, ხომ მათ შორის იდგა...
ოთახში იყო მხოლოდ ერთი ადამიანი ვინც ამოხსნა ეს გამოცანა.... მაგრამ ეს სულაც არ იყო ბეტი...
ქორწილმა არაჩვეულებრივარ ჩაიარა. მართლაც, რომ უნაკლო იყო ყველაფერი.მაიკიც შეხვდა ძველ მეგობრებს. მაგრამ ნუთუ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა ამ საღამომ? რაღაც ხომ მაინც უნდა მომხდარიყო?
დღის დასასრულს, როცა მაიკი ეზოში იყო გასული, რათა მანქანა გამოეყვანა შემდეგი სიტყვები მოესმა -მაიკ, ნიკიტას თავი დაანებე ის ჩემია 
-რა თქვი? - მაიკი უკან გაბრუნდა და ლოგანი შეეჩეხა
-ის რომ ნიკიტა ჩემია და თავი უნდა დაანებო
-ვითომ რატომ? შენი საკუთრებაა? - მართალია, მაიკს ნიკისთან უკვე აღარაფერი აკავშირებდა(ალბათ), მაგრამ ლოგანისთვის ტოლი ხომ უნდა დაედო...
-დიახ, მივისაკუთრე... - ლოგანი ნელ-ნელა მისკენ მიდიოდა - კარგი რა მაიკ, ხომ იცი გრძნობების დამალვა არ შეგიძლია. სახეზე გაწერია რომ ისევ გიყვარს
-ნაგავი ყოფილხარ! არადა მე გენდობოდი
-ჰმ! - გველურად ჩაიცინა ლოგანმა - აი სწორედ მაშინ ჩაისვარე... არ იცოდი უკვე მეგობარსაც აღარ ენდობიან
-აჰა, ე.ი ჩავისვარე? - გაიმეორა ჯარისკაცმა. ეტყობოდა უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა
-დიახ, თან ძალიან - ასეთ შეურაწყოფას ვერავინ მოითმენდა. რა თქმა უნდა არც მაიკი იყო გამონაკლისი. მას უკვე ყელში ქონდა ამოსული ლოგანის თავხედობა. თავი ვეღარ შეიკავა და მთელი ძალიან დაარტყა.

 დარტყმაზე ლოგანმაც იგივეთი უპასუხა. ასე რომ, ერთდროს საუკეთესო მეგობრები, ახალ სამკვრდო-სასიცოცხლოდ შებმოდნენ ერთმანეთს. ნათ დანდობა თავში არცერთს არ მოსდიოდა.
ამ დროს დარბაზიდან ხალხი გამოვიდა. ისინი უკვე წასვლას აპირებდნენ, მაგრამ როცა ორი მოთხუბარი ბიჭი დაინახეს. შეჩერდნენ. მათ რიგებს ორი კაცი გამოეყო, რათა გასაშველებლად წასულიყვნენ. ესენი იყვნენ ტომი და ჯექსონი. ჯექსონი ლოგანს აჩერებდა, ტომი კი - მაიკს. მაგრამ ბიჭები ისევ საჩხუბრად მიიწევდნენ, განსაკუთრებით კი მაიკი. 
-მაიკ! დედაშენს მაინც ეცი პატივი. ეს მისი დღეა - დაუყვირა ტომმა მაიკს. ამაზე ჯარისკაცი დაშოშმინდა და მეგობარს მიაძახა
-კიდევ შევხვდებით!!! - აი ამ სიტყვებით დასრულდა ორი „მეგობრის" შეხვედრა. რა შედეგები მოყვა? ლოგანს ცხვირი და თვალი დაუზიანდა, მაიკს კი მხოლოდ - წარბი. 
როგორც იცით, ქორწილის მეორე დღე მაიკი უკვე ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყო. სწორედ ამიტომ საღამოს ის თავის ოთახში იყო და ბარგს ალაგებდა. აი, ამ დროს კი მასთან ოთახში გვენი შევიდა.

-შეიძლება? - იკითხა გოგონამ მორიდებით
-კი გვენ შემოდი - უთხრა მაიკმა და მაიკა გადაიცვა
-მაიკ! მართალია არ ერთმანეთს არ ვიცნობთ და ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მაინც მინდა რაღაც გითხრა...
-რა უნდა მითხრა? - არ აცადა დამთავრება
-ის რომ არ ღირს ნიკიტას გამო მეგობრის დაკარგვა
-რა? - მაიკი გაოგნდა. საიდან უნდა ცოდნოდა გვენს ის რაც მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა.
-ხო მაიკ, ვიცი... ვიცი სიმართლე. ოღონდ არ იფიქრო რომ ვინმემ მითხრა ან ვის უნდა ეთქვა? მე თვითნ მივხვდი
-როგორ მიხვდი? - მაიკი მიხვდა, რომ უკვე დამალვას და უარყოფას აზრი არ ქონდა. გვენმა სიმართლე იცოდა
-იოლი იყო - გაეღიმა გვენს - რა შეიძლება იყო ორ ბიჭს შორის ჩხუბის მიზეზი თუ არა გოგო. და თან გავიგე რომ როცა შენ წადი, სწორედ, მაშინ გამოჩნდა მათ წყვილი
-ნიკიტამ იცის?
-არა არ იცის. და არც ვაპირებ რომ ვუთხრა, ეგ ჩემი საქმე არ არის
-მადლობა გვენ! მაგრამ მაინც შენ ყველაფერი არ იცი...
-მაინც?
-მე ნიკიტა ისე არ მყვარებია, რომ მის გამო მეგობართან მეჩხუბა. მხოლოდ ეგ რომ ყოფილიყო ჩხუბს კი არ დავუწყებდი, არამედ ბედნიერებას ვუსურვებდი, მაგრამ...
-კიდევ მოხდა რამე? - შეაწყვეტინა გვენმა
-კი მოხდა...
-რა? - გოგონა უკვე ცნობისმოყვარეობას აეტანა. მაიკს კი ეჭვი ჯერ კიდევ უღრღნიდა გულს. ბოლოს გადაწყვიტა თუ აღსარებაა აღსარება იყოსო. 
-წინა დღით მე ლოგანს ვუთხარი რომ ნიკიტა მომწონდა, მან კი ფეხებზე დამიკიდა და ისე აუხსნა სიყვარული
-და ეგ იყო ყველაფრის მიზეზი?
-ხო, ჩემი წასვლის მიზეზი ნიკიტა კი არა ლოგანი იყო
-რატომ?
-რომ დავრჩენილიყავი ლოგანს მოვკლავდი. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ჯობდა ჩემთვის ყველაფერი ეთქვა ვიდრე ზურგს უკან დაეცინა... ორი იმედგაცრუება... ეგ უკვე მეტისმეტია. 
-მაგრამ მარტო შენ არ ხარ ეგრე. მეც გამიცრუვდა იმედი სიყვარულში
-ეგ როგორ? - უკვე მაიკი აიტანა ცნობისმოყვარეობამ
-ჩემმა შეყვარებულმა გაწირა თავი ჩემს გამო
-აჰა! გასაგებია. ისე იყო როგორც ენთან
-არა არა! ენთან სხვა იყო. მან მე მიხსნა სიკვდილისაგან
-როგორ?
-ადრე გულის პრობლემები მქონდა. თავიდან სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ შემდეგ გართულდა და ამიტომ ოპერაცია გახდა საჭირო. რამდენიმე გამიკეთეს, მაგრამ ამან არ მიშველა. ამიტომ საჭირო გახდა გულის გადანერგვა. დონირი არ ჩანდა, ამიტომ მან გადამინერგა... - გვენს ცრემლები წასკდა. მაიკი მიხვდა რომ მისთვის რთლი იყო ამ ამბის გახსენება. ამიტომ გულში ჩაიკრა. - ის დაიღუპა! მე კი გადავრჩი - ბუტბუტებდა გვენი - თავიდან მინდოდა თავი მომეკლა, ვაპირებდი კიდეც... მაგრამ... გადავიფიქრე. მის თავგანწირვას ტყუილად ხომ არ უნდა ჩაევლო? - გვენმა ღრმად ამოისუნთქა და ხელი გულზე დაიდო - ყოველი ამოსუნთქვისას ის მახსენდება და მასზე ვფიქრობ
-მართლაც რომ უყვარდი - უთხრა მაიკმა დიდი ხნის დუმილის შემდეგ
-შენც იგივეს გააკეთებდი...?
-ენისთვის ალბათ კი
-და ნიკიტასთვის...?
-არ ვიცი თავს ვერ დავდებ. მასთან ურთიერთობა არ მქონია
-და რომ გქონოდა?
-მაშინ მისთვისაც იგივეს გავაკეთებდი - გვენც გაეღმა და „ძმას" გადაეხვია. ამ აღსარებამ ორივეს საოცარი შვება მოჰგვარა. მათ როგორც იქნა ხმამაღლა თქვეს რასაც ფიქრობდნენ. და თან ახლა ორივს ახალი გრძნობა დაეუფლა. ისინი გრძნობდნენ, რომ ამ აღსარებამ მათ ორივეს ახალი მეგობარი შეაძენინა...

ბოდიში რომ ამ თავში გამოვიყენე ჯარგონები, რადგან ვთვლი რომ ეს უფრო რეალურს ხდის მოთხრობას
გთხოვთ დატოვეთ კომენტარები <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 945 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2012-12-19 Spam
უმაგრეეესიი იყოო მალეეეე დადე რაა საშინლაად მომიწონააა