მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 11 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
10:11 AM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
თავი 9
„დანაშაულის გრძნობა"

-მაიკ! მაიკ! გონს მოდი ძმაო - ყვიროდა არტური, როცა გონწასული მეგობარი დაინახა
-ცოცხალია? - იკითხა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა
-კი მაგრამ გონი აქვს დაკარგული, კიდევ ბევრი ჭრილობა აქვს ამიტომ სასწრაფოთ ბაზაში უნდა დავბრუნდეთ... მოდით დამეხმარეთ რომ მანქანაშე ჩავსვა. - მართლაც, როგორც არტურმა თქვა სხვა ჯარისკაცების დახმარებით მაიკი მანქანაში ჩასვეს და უკან ბაზაზე დაბრუნდნენ. 
-რა მოხდა? რატომ დაბრუნდით? - კითხა დაბრუნებულ ჯარისკაცებს კაპიტანმა
-თავს დაგვესხნენ და ორი დაჭრილი გვყავს... ერთი მძიმედ მეორე კი არც ისე - ამის თქმა და და ბაზაში ჩოჩქოლი ატყდა. ყველას აინტერესებდა თუ ვინ იყვნენ დაჭრილები. როგორც აღმოჩნდა მაიკი კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა დაჭრილი ვიდრე ჩვენ გვეგონა. მას მინის ნამსხვრევები, არამარტო ფეხში არამედ მუცლის არეშიც, ხოლო ტყვია ერთი კი არა ორი მოხვედრია. ერთი ტყვია როგორც იცით მხარში მოხვდა, მეორე კი გულთან ახლოს. ამიტომ ჭრილობებიდან ყველაზე საშიში იყო. ოპერაცია რომ არ გაეკეთებინათ ამ  ტყვიას მაიკის მოკვლაც შეეძლო. ჯარისკაცს ორი ოპერაცია გაუკეთეს, ერთი მუცლის არეში, მეორე კი გულთან ახლოს. მიუხედავად იმისა რომ ჭრილობები საშიში იყო, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მოკლედ რომ ვთქვათ, მაიკი სიკვდილს გადაურჩა, რომელიც უკვე თავს დასტრიალებდა. ახლა ყველა მხოლოდ მაიკის გონს მოსვლას ელოდებოდა. მიუხედავად, იმისა რომ საფრთხემ ჩაიარა მაიკი გონს არ მოდიოდა. კიდევ ერთი დღე მაინც რომ ყოფილიყო ასწთ მდგომარეობაში უკვე ბეტის დაურეკავდნენ და შვილის მდგომარეობას აცნობებდნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაიკი გონს მოვიდა
-როგორ ხარ ძმაო? - კითხა არტურმა, როცა როგორ იქნა მეგობრის ნახვის უფლება მოიპოვა
-რავიცი მგონი გადავრჩი
-კი ნამდვილად გადარჩი!
-მოვკალი არა? - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მაიკმა
-კი მოკალი... - ამაზე მაიკმა ამოიხვნეშა. თითქოს არ იცოდა რომ ის ბიჭი მოკლა
-ის ისეთი ახალგაზრდა იყო. მაგრამ როცა იყვირე ისროლეო, ვერაფერი გავიაზრე თვალები დავხუჭე და ვესროლე. იმედი მქონდა რომ ავაცდინე, მაგრამ მიზანში გავარტყი - უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს ორივეს ეუხერხულებოდა მისი დარღვევა - დედაჩემი აქ არის? - ამოილუღლუღა მაიკმა
-არა არ იცის რომ დაჭრილი ხარ
-ეგ როგორ? მეგონა...
-კი ეგრეა - არ აცადა არტურმა დამთავრება - მაგრამ მე არ დავარეკინე
-უჰ! კიდევ კარგი. ახლა ალბათ გაგანია სამზადისშია. ორ კვირაში უკვე ქორწილია. მოიცა ხომ შევძლებ რომ წავიდე?
-კი ექიმმა თქვა, რომ რომდენიმე დღეში ადგები, მაგრამ თავიდან გაგიჭირდება სიარული და მარცხენა ხელსაც ძველებურად ვეღარ იხმარ
-ეგ არაფერი! მთავარია წასვლა შევძლო
-აჰა! ეგაა მთავარი - დაეთანხმა არტური. მიუხედევად იმისა, რომ მაიკი დღითიდღე უფრო და უთრო კარგად ხდებოდა. მისი ღამეები მაინც არ იყო მშვიდი. ესიზმრებოდა თითქოს ხელახლა კლავდა იმ საცოდავს. სადაც გაიხედავდა ყველგან მის სახელს ხედავდა... ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც არტურმა უთხრა. ეს იყო დანაშაულის გრძნობა, რომელიც ჯარისკაცს მუდან თან სდევდა. ის სიზმრებში ხელახლა განიცდიდა თუ როგორ ხდებოდა მკვლელი. ამ განცდებს კი ბოლო არ უჩანდათ. ის მეორდებოდა და მეორდებოდა, სანამ ოფლში გაწუწულს არ გაეღვიძებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ქენჯნიდა სინდისი. მიუხედავად იმისა, რომ ადრეც იყო ამგვარ მდგომარეობაში. ეს მაინც უცხო იყო. ეს მაინც უფრო მტკივნეული იყო.

ვიცი რომ ეს თავი არ გამოვიდა დიდი და ისეთი საინტერესო როგორიც მე მინდოდა
მაგრამ შემდეგი იქნება ამაზე დიდი და საინტერესო
მომავალ თავში ვიხილავთ მაიკის დაბრუნებას ჩიკაგოში,
ლოგანის, ნიკიტასა და მაიკის შეხვედრას და ასევე გავიგებთ ბევრ საინტერესო ფაქტს გვენის შესახებ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 871 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-09-12 Spam
umagresi iyo:* momewona dzan<3 male gaagdzele