მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 8 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
1:21 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
ეს თავი მინდა მივუძღვნა ჩემს უსაყვარლეს ადამიანს MiiLeeZz-ს 
გუშინ ვერ მოვახერხე დადება ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ მე-7 და მე-8 თავს ერთად




თავი 7
„წერილი სახლიდან"

„Dear Mike
შვილო ძალიან მენატრები. უკვე თითქმის ორი წელია არ მინახიხარ. ეს კი დედისთვის მთელ ცხოვრებას უდრის. გთხოვ მითხარი, როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს ან რამე ხომ არ გინდა?
ახლა კი მთავარზე გადავალ. გახსოვს სანამ წახვიდოდი მითხარი ახალი ცხოვრება დაიწყეო... და მგონი ამის შანსიც მომეცა. გავიცანი ერთი ადამიანი. მას ტომი ქვია. ძალიან კარგი პიროვნებაა, რასაც ქვია იდიალურია. რამდენიმე დღის წინ კი ხელი მთხოვა. არ ვიცი რა ვუპასუხო... სანამ პასუხს გვცემდე მინდა შენი აზრი გავიგო. თუ უარს იტყვი მაგით მორჩება ყველაფერი... მიყვარხარ და მენატრები
Your Mom Betty”
აი, ეს წერილი გაუგზავნა ბეტიმ შვილს. როცა მაიკმა წერილი წაიკითხა გაფითრდა, გაბრაზდა... როგორც ყველა ბიჭს მასაც დიდად არ ახარებდა ეს ამბავი. როგორც იცით ბიჭებს დიდად არ მოსწონთ და არც დიდი აღტაცებით ხვდებიან დედის მეორედ გათხოვებას. ასევე იყო მაიკიც. ის ძალიან გაბრაზებული იყო და მტკიცედაც ქონდა გადაწყვეტილი რომ უარი ეთქვა...
-რა ამბავია მაიკ? - გვერდით მიუჯდა მისი ჯარის მეგობარი არტური
-წაიკითხე! - ბრაზით სავსე ხმით უთხრა მაიკმა და წერილი გაუწოდა. არტურმა ყურადღებით გადაიკითხა... 
-მერე რა მოხდა? ამაზე გაბრაზდი? - ეს სულაც არ იყო ის რეაქცია რასაც მაიკი ელოდა. 
-რა? როგორ თუ რა მოხდა? ის მეორედ გათხოვებას აპირებს
-მაიკ, დედაშენი მარტოა. ქმარი დიდი ხნის წინ დაკარგა, შვილი კი ღმერთმა უწყის სად არის... ვთვლი, რომ დედაშენს სრული უფლება აქვს ახალი ცხოვრება დაიწყოს. ბოლოს და ბოლოს მასაც სჭირდება ადამიანი, რომელიც მასზე იზრუნებს... ძმაო, კარგად დაფიქრდი და მერე მიიღე გადაწყვეტილება - უთხრა არტურმა მეგობარს და მარტო დატოვა. მაიკი მთელი დღე მის სიტყვებზე ფიქრობდა „უფლება აქვს ახალი ცხოვრება დაიწყოს". ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არტურმა სიმართლე უთხრა. ბეტი ახლა სრულიად მარტო იყო, თუ კი გათხოვდებოდა მის გვერდით უკვე ისეთი ადამიანი იქნებოდა, რომელიც მასზე იზრუნებდა. ამ ფიქრებში გართულმა ტასპა და ფურცელი აიღო და პასუხის წერა დაიწყო:
„Dear Mom!
დედა მეც ძალიან მომენატრე. ორი წელი მართლაც დიდი დროა, მაგრამ ახლა გპირდები რომ ამ ზაფხულზე ჩამოვალ.
ახლა რაც შეეხება ტომ. თუ მართლაც ისეთი კარგი პიროვნებაა, როგორსაც შენ ამბობ, შენ გიყვარს და თვლი რომ მასთან ბედნიერი იქნები, მაშინ მე საწინააღმეგო არაფერი მაქვს. თუ ქორწილშ დამპატჟებთ smile მაშინ რა თარიღიც არ უნდა აარჩიოთ აუცილებლად ჩამოვალ. ერთ ქორწილში არ ვყოფილვარ და მეორესაც ხომ არ გამოვტოვებ? სირცხვილია ბოლოს და ბოლოს... მიყვარხარ და მენატრები
Your Son Mike”
წერილის წერა რომ დაამთავრა კიდევ ერთხელ გადაიკითხა და გასაგზავნად გაამზადა. უკვე სრულებით დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა და ბეტისაც გაახარებდა ამ წერილის წაკითხვა. ამ ყველაფრით დაიმედებულმა გააგზავნა წერილი და არტურთან მივიდა
-გავაგრზავნე! 
-რა დაწერე? - კითხა ცნობისმოყვარე ხმით არტურმა
-რომ თანახმა ვარ
-რისთვის? რომ გათხოვდე? - გაეხუმრა მეგობარი
-ბიჭო! - და ხელი კრა
-ხო კაი რა იყო? ისე სწორად მოიქეცი
-ვიცი
როცა ბეტიმ წერილი წაიკითხა მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მაიკი თანახმა იყო. ახლა კი მხოლოდ ქორწილისთვის მომზადებულიყო...
-ლუ! ნიკ! გაიგეთ? - მივარდა გახარებული გვენი ნიკიტასთან და ლულუსთან.
(1) TumblrKristen Kreuk Canadian actress @ Sexy Girls Picture , Sexy Women
 გვენსაც ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო რომ მამამისი და ბეტი ქორწინდებოდნენ. რადგან მას ბეტი ძალიან უყვარდა. მასთან ნებისმიერ თემაზე შეეძლო საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ გოგონას ბეტი დედის მაგივრობას უწევდა. დედის, რომელიც არასდროს ენახა.
-რა უნდა გაგვეგო? - კითხა გაკვირვებულმა ლულუმ
-ის რომ მამა და ბეტი ქორწინდებიან
-wow! რა მაგარია გილოცავ! - და გადაეხვია - უკვე გადაწყვეტილია?
-კი უკვე გადაწყვეტილია. მაიკიც დათანხმდა და... აუ რა მაგარია არა?
-მაიკი დათანხმდა? - იკითხა ნიკიტამ, რომელის ხმაშიც ცოტა დაბნეულობა იკითხებოდა
-კი დათანხმდა და ისიც მოწერა ქორწილზეც ჩამოვალო. მაგარია არა? ბოლოს და ბოლოს გავიცნობ!
-კი მაგარია! - თქვა კიდევ უფრო დაბნეული ხმით. იმის გაგებაზე, რომ მაიკი ჩამოვიდოდა ნიკიტას შეააჟრჟოლა და ძალიან აღელდა...
ბეტისა და ტომის ქორწილის ამბარი ელვის სისწრაფით მოედო ქალაქს და ყველამ მასზე დაიწყო ჭორაობა, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ქორწილზე მაიკიც ჩამოვიდოდა... ამან ყველა საჭორაო გადაფარა... მაიკის ჩამოსვლას, ხომ თან ბევრი „სიურპრიზიც" მოჰყვებოდა...

თავი 8
„პირველი მსხვერპლი"

საყვარელი ადამიანის დავიწყება შეუძლებელია, მართალია, დრო უებარი მკურნალია და ძველებსაც კარგად უთქვამთ: „თვალი თვალს რომ დაშრდება, გულიც გადასხვაფერდებაო", მაგრამ სიყვარულის ცეცხლით დადაღულ გულში ტკივილისა და მონატრების ალის ჩაქრობა არც დროს და არც განშრებას ძალუძს.
ადამიანის გონება ზნეობას არ უკავშირდება. ისინი ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ცეცხლი და წყალი. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ისინი ერთ დინებაში მოყვებიან ხოლმე, თუმცა სხვადასხვა მიმართლებით მიდიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძება ერთდროულად გიყვარდეს და გძუდეს კიდეც.
სწორედ, ასე დაემართა ნიკიტას. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი ადამიანი ქვეყნის მეორე მხარეს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ სურდა მისი დავიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ეკრძალებოდა მისი სიყვარული, მასთან დამაკავშრებელი გრძნობა დღითდღე ძლიერდებოდა და დღთიდღე უფრო და უფრო დაღავდა გულს. 
ნიკიტა ცდილობდა არ ეფიქრა მაიკზე და მთელი გულით სჯეროდა, რომ ლოგანი მისი ძლიერი გრძნობის შესაბამისი გული იყო, მაგრამ ამაოდ. დღე არ გავიდოდა, რომ გულში მისი სახელი არ გაევლო და ღამე მისი სახე არ დასიზმრებოდა. 
დროდადრო ეჩვენებოდა, რომ თითქოს სძულდა კიდეც ან ცდილობდა, რომ შეძულებოდა მაიკი. ამ წუთებში მზად იყო მოეკლა კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი დანცდები იყო. კარგად რომ დაფიქრებოდა, თავის უბედურებაში ისევ თავის თავს ადანაშაულებდა. 
მაიკს კი გაურკვეველი ფიქრები და გრძნობები ტანჯავდა, რომლებიც ღამეებს თეთრად ათენებინებდნენ. დილით კი მათ დავიწყებას თავდაუზოგავი ვარჯიშითა და იარაღით ცდილობდა. მაგრამ ეკუთნოდა კი ეს ფიქრები ნიკიტას?
მისი ყოფა ისეთი მარტივი არ იყო, როგორსაც თავიდან ელოდა, მაგრამ ეს სულაც არ ტანჯავდა, რადგან დატვირთული გრაფიკი ეხმარებოდა წარსულის დავიწყებაში. ასეთმა თავდაუზოგავმა შრომამ, მალე შედეგიც გამოიღო, ოღონდ არა დავიწყებაში, არამედ კარიერაში. მაიკი მალე დააწინაურეს და პირველ დავალებაზეც გაუშვეს, მაგრამ არც ამ დავალებას ჩაუვლია იარის გარეშე. მანაც დიდი კვალი დაუტოვა ჯარისკაცსს.
-ძალიან სახიფათოა. შეიძლება ვინმე შეეწიროს კიდეც, ამიტომ შეგიძლია უარი თქვა - ეუბნებოდა ლეიტენანტი
-არა სერ, მე მზად ვარ
-დარწმუნებული ხარ? შეიძება ვინმეს მოკვლაც მოგიწიოს
-ვიცი სერ. აქ რომ მოვდიოდი შევეგუე კიდეც მაგ აზრს
-კარგი როგორც გინდა. აბა გაუმზადე რიგითო ნაით
-დიახ სერ - ხელი შუბლთან მიიტანა, როგორც ამას სამხედრო წესი მოითხოვდა და ოთახში გავიდა, რათა მგზავრობისთვის მომზადებულიყო. დავალება მართლაც რომ საშიში იყო: ჯარისკაცებს უნდა დაეცვათ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელსაც მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა ორ ქვეყანას შორის. მოლაპარაკებები კი სადავო ტერიტორიაზე უნდა წარმოებულიყო.
-მაიკ, სულ მინდოდა მეკითხა. რატომ წამოვედი აქ? - შეეკითხა გზაში არტურმა

-შენი აზრით?
-ალბათ, სიყვარული გამო, არ გაგიმართლა არა?
-არ გამიმართლა რომელია. ერთი შეყვარებული გამეღპა... - და უცებ შეჩერდა
-და მეორე? 
-მეორე არც მყოლია... ჩემმა ძმაკაცმა დამასწრო. და მანაც დაბრო მისცა
-დაგასწრო? იცოდა რომ გიყვარდა?
-კი იცოდა
-ოჰო!! რა ძმაკაცია
-ხოდა აქ იმიტომ წამოვედი - განაგრძო მაიკმა, რომ მეგობრის კითხვას არ დალოდებია - რომ იმ არაკაცის მოკვლა არ მინდოდა.... ხო მართლა, მოგიკლავს ვინმე? შენ ხომ ჩემზე დიდი ხანია მსახურობ
-კი მომიკლავს - დანანებით თქვა არტურმა
-რამდენი?
-ორი კაცი - ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც მაიკმა დაარღვია
-როგორია როცა კლავ?
-საშინელი! მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობა შეგაწუხებს. დღე არ გავა რომ პირველი მსხვერპლის სახე არ მოგელანდოს
-შენ გელანდება? - შეაწყვეტინა მაიკმა
-ახლა მხოლოდ სიზმრეზმრებში ვხედავ, მანამდე კი სადაც გავიხედავდი ყველგან მელანდებოდა - ეს რომ ვთქვა გაჩუმდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი განაგრძო - მეორე უფრო ადვილია
-რა ქვია ადვილია?
-მისი სახე უკვე აღარ გელანდება
-ორივეს სახე გახსოვს? 
-რა თქმა უნდა - როგორც კი არტურმა ეს სიტყვები თქვა, მაშინვე გაისმა ბომბის აფეთქების ხმა.... მანქანა გადატრიალდა, ორჯერ ჰაერში დატრიალდა და ძირს თავდაყირა დაეცა... მეორე მანქანა, რომელშიც პოლიტიკოსი იჯდა, ორი ჯარისკაცი გადმივიდა და ამოტრიალებულ მანქანასთან მივიდა. ერთმა სროლა დაიწყო, მეორე კი დაიხარა და შიგნით მყოფთ მიმართა
-ცოცხლები ხართ ბიჭებო?
-კი ყველანი - უთხრა ყველას ნაცვლად არტურმა. - ოღონდ გადმოსვლაში დაგვეხმარე - მაიკს ფეხში მინის მანსხვრევი მოხვედრია და ამიტომ მისი გადმოყვანა ჯარსკაცებს ცოტა გაუჭირდათ.
-აბა გაუძელი ცოტა გეტკინება - უთხრა არტურმა და გაუღიმა
-რას? - გაუკვირდა მაიკს
-ამას - თქვა თუ არა არტურმა მეგობარს მინის ნამსხვრევი ამოაძრო ფეხიდან . მაიკმა ტკივილისაგან იღრიალა. ამაზე არტურმა შარვალი გახია და გადაუჭირა. ეტყობოდა ნამსხვრევი სახსარში მოხვედროდა და ამიტომ მაიკი ფეხს ვერ ამოძრავებდა. როცა არტური მეორე მანქანისაკენ გაიქცა, რათა ბიჭებს დაჭრილი პოლიტიკოსის გადმოყვანაში დახმარებოდა, მაიკმა მისკენ მიმავალი ჯარისკაცი დაინახა, რომელსაც მისთვის იარაღი დაემიზნებინა და სროლას აპირებდა. მაიკმაც თავისი იარაღი აიღო და მანაც დაუმიზნა, მაგრამ... ამ დროს მისკენ არტურმა გაიხედა და მთელი ხმით იყვირა
-ესროლე მაიკ! - მაიკმა წაიჩურჩულა
-ღმერთო მაპატიე! - თვალები დახუჭა და სასხლეტს გამოკრა ხელი. გასროლიდან რამდენიმე წამში თვალები გაახილა და დაინახა თუ როგორ ეცემოდა ახალგაზრდა ბიჭი მიწაზე. ეტყობა პირდაპირ მიზანში გაურტყამს. მაგრამ იმ ბიჭსაც გაუსროლია და მისი მკვლელი მხარში დაუჭრია. მაიკმა ჭრილობაში ხელი ჩაიყო და ტყვია ამოიღო. უკვე ტკივილი აუტანელი იყო. ამ დროს მასთან არტური მივარდა და მკლავის გადახვევა დაუწყო. ბიჭმა მეგობარს ცრემლიანი თვალებით ახედა

  და უთხრა - მოვკალი! - თქვა თუ არა ეს იმ წამსვე მიწაზე დაეცა და გონი დაკარგა...

იმედია მოგეწონათ და დააკომენტარებთ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 990 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-12-26 Spam
kargia <3