მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 7 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
9:16 AM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
ეს თავი მინდა მივუძღვნა ჩემს უსაყვარლეს ადამიანს PrettyGirl♥-ს 



თავი 6
„ცხოვრება გრძელდება"

კაცობრიობას დიდი გზა აქვს გავლილი, პრეისტორიულიდან დღემდე. პირველყოფილი ადამიანები ცეცხლზე ოცნებობდნენ დღეს კი ადამიანმა მთვარეზე დადგა ფეხი. იმ დროიდან ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ განვითარდით. მიწას სადაც ოდეზღაც დინოზავრები დადიოდნენ და ველური მუსტანგები ძოვდნენ დღეს ქალაქებს დაუკავებია. გამოქვაბულები ცათამფრჯენებმა ჩაანაცვლეს. ცხოველების გადაკაფი ბილიკები გზებმა გადაფარა. ცხელი ეტლმა, ხოლო ეტლი კი მანქანამ ჩაანაცვლა. ცას თვითმფრინავები, ხოლო წყალს გემები დაპატრონებიან. ფოსტა ტელეფონს, ინტერნეტს ჩაუნაცვლებია...
შეიცვალა ყველაფერი გარდა ერთისა. უცვლელია მხოლოდ დრო. დრო ბევრი რამის მოწმეა. ის არასდროს ჩერდება და ყველგან თავისი გააქვს. 
ზოგი მიდის, ზოგი მოდის, ზოგი კვდება, ზოგი იბადება - ეს ყველაფერი კი ჩვენს გულებს დაღს ადებს. თუ ღრმაა ეს დაღი, მაშინ მას ვერც ყოვლის მკურნალი დრო ვერ კურნავს, ხოლო თუ პატარაა, მაშინ ჩვენ მას ვივიწყებთ და გარკვეული დროის შემდეგ აღარც კი გვახსოვს. ჩემი აზრით, ეს იარები განსაზღვრავენ ჩვენს პიროვნებას. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისინი, რაც არ უნდა ტკივილს გვანიჭებდეს...
ცვლილებების მიუხედავდ დრო არ ჩერდება და ჩვენც მას მივყვებით, მასთან ერთად ვაგრძელებთ ცხოვრებას...
იმის მიუხედავად, რომ მაიკმა კვლავ დატოვა ჩიკაგო და მგონი სამუდამოდაც კი. ქალაქმა ისევ ძველ რიტმში გააგრძელა ცხოვრება. მიუხედავდ იმისა, რომ ბეტის დღითიდღე უფრო და უფრო ენატრებოდა შვილი ისიც იძულებული გახდა გარეთ გასულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. ის კვლავ დაუბრუნდა სამუშაოს(ბეტი სადაზღვეო აგენტი იყო)... რატომ ვამახვილებ ბეტიზე ყურადღებას?  იმიტომ რომ სამსახურში ის შეხვდა ადამიანს, რომელმაც მის ცხოვრებას დაუბრუნა ხალისი და დაუსახა მიზანი. ეს გახლდათ ტომ მარტინესი, 

სადაზღვეო კომპანიის ახალი დირექტორი. თავიდან მათ მხოლოდ სამსახური აერთიანებდათ, მაგრამ სამსახურეობრივი ურთიერთობა მალე მეგობრობაში გადაიზარდა. მეგობრობა კი...
-ბეტ რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და არაფერი გითქვამს შენი ცხოვრების შესახებ
-მაინც რა გაინტერესებს ტომ?
-გათხოვილი ხარ?
-ვიყავი, მაგრამ კარგა ხნის წინ დამეღუპა ქმარი
-უი! და შვილი დაგრჩა?
-კი ერთი ბიჭი, მაიკი
-რამდენი წლისაა?
-გვენის ტოლია - გვენი ტომის შვილი იყო. დიახ, ტომსაც ყავდა შვილი, მაგრამ არ ყავდა ცოლი. მას კარგა ხნის წინ გაშორდა
-და მაიკს რატომ არ შევხვედრივარ? - დანანებით იკითხა ტომმა, რადგან მიხვდა რომ ბეტის ბოლომდე არ შეეშვა თავის ცხოვრებაში
-იმიტომ რომ ჯარშია წასული უკვე ორი წელია
-ააა... და არ ჩამოდის ხოლმე?
-წელიწადში მხოლოდ ზაფხულობით და ისიც ორი კვირა - ნაღვლიანი ხმით თქვა ბეტმა
-ცუდია!
-კიდევ გაინტერესებს რამე? - ახლა უკვე ღიმილით კითხა
-არა მეტი არაფერი - ღიმილითვე უპასუხა ტომმა.
ამ საუბრიდან რამდენიმე თვეში ტომმა ბეტის ხელი თხოვა. ბეტი კარგა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს დათანხმა. სანამ დედის დანიშვნაზე მაიკის რეაქციას გავიგებთ, მანამ მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ გვენზე, რომელიც მომავალში ერთ-ერთი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენ მოთხრობაში
გვენ მარტინესი

მამასთან და მეგობარ ლულუსთან 

ერთად ჩამოვიდა ერთი წლის წინ ჩიკაგოში. გოგონამ ქალაქში ფეხი მალე მოიკიდა. ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში გაიცნო ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნიკიტა და მალევე დაუმეგობრდა კიდეც. ნიკიტა გვენს თვალდახუჭული უნდობოდა, მაგრამ არ უთქვამს ერთი რაღაც. გვენმა არ იცოდა რომ ნიკი მაიკზე იყო შეყვარებული. ამას კი ორი მიზეზი ქონდა. ერთი - გვენს ლოგანთან კარგი ურთიერთბა ქონდა და მეორე - ნიკიტა გვენს მაიკის მომავალ დად მიიჩნევდა. 
ახლა კი მინდა ლოგანისა და ნიკიტას ურთერთბაზეც გითხრათ. ლოგანს ნიკი ნამდვილად მთელი გულთ უყვარდა, მაგრამ ნიკიტას... ნიკიტას გული ჯერ კიდევ მაიკისკენ უწევდა. მას გოგონას გულში ჯერ კიდევ დიდი ადგილი ეკავა.
ქალაქში კი, მიუხედავდ იმისა რომ მაიკის წასვლიდან ორ წელს გაევლო, ჯერ კიდევ განხილვის საგანია მისი წასვლის მიზეზი. 
-ვიღაც გოგო შეუყვარდა და მის გამო წავიდა
-არა კაცო, რა გოგო ის ჯერ კიდევ ენზეა შეყვარებული - აი, ასე ჭორაობდნენ ქალაქის ჭორიკნები, მაგრამ სინამდვილეში არავინ არ იცოდა მაიკის წასვლის ნამდვილი მიზეზი ერთი ადამიანი გარდა. ეს ადამიანი კი რა თქმა უნდა ლოგანი გახლდათ...

მადლობთ რომ კითხრულობთ და აკომენტარებთ <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 837 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 201 2 »
2012-09-07 Spam
vaime vaima male male gaagrdzeleeeeeeeeeeeeeeeee