მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 5 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
2:44 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
ეს თავი მინდა მივუძღვნა ჩემს უსაყვარლეს ადამიანს Queen♥mariamo-ს 
მარ იმედია მაქ გახსოვს გუშინდელი 15-15 :)))


თავი 5
„თავშესაფარი"

იმედგაცრუება, ბოღმა, ტკივილი, შურისძიების წყურვილი - ეს გრძნობები ტანჯავდა მაიკს მთელი დღეების მანძილზე. მის გულს უკვე აღარ ჯეროდა სიყვარულის, მეგობრობის. მას უკვე აღარ ქონდა იმედი, იმედი ახალი ცხოვრებისა, იმედი ახალი შანსისა. მას უკვე დაეკარგა ხალისი სიცოცხლისა. 
რამდენიმე კვირის მანძილზე ლოგანიც და მაიკიც ერთმანეთთან შეხვედრას ერიდებოდნენ. ალბათ, ლოგანს სინდისი არ აძლევდა საშუალებას, რომ ძველი მეგობრისთვის თვალებში ჩაეხედა. მაიკს, კი ის სიძულვილი რომელსაც მის მიმართ განიცდიდა. სწორედ, ეს სიძილვილი იყო რომ ტანჯავდა, გულს უღრღნიდა, მას კი მასთან ბრძოლა უნდოდა. არ უნდოდა დამორჩილებოდა ამ გრძნობას. ყველანაირად ცდილობდა. ცდილობდა მასთან ბრძოლას, მაგრამ როგორც კი ლოგანსა და ნიკიტას ერთად დაინახავდა ყველაფერი წყალში ეყრებოდა. ეს გრძნობა კიდევ უფრო იმაგრებდა მის გულში ფესვებს და მისი დამარცხება დრო და დრო უკვე შეუძლებელი იყო, მაგრამ მაიკმა მაინც იპოვა გამოსავალი. ამ გამოსავალს კი ქონდა სახელი U.S.Army…

 -დედა! გადავწყვიტე...
-რა? რა გადაწყვიტე?  - შეაწყვეტინა შეშინებულმა ბეტიმ. ის კარგად იცნობდა შვილს, და დარწმუნებული იყო რომ მისი ეს გადაწყვეტილება არ მოეწონებოდა
-რა და ჯარში მივდივარ
-რა?  - იყვირა სასოწარკვეთილი ხმით - შენ ხომ არ გაგიჟდი?
-სულაც არა დე...
-არა არ გაგიშვებ - თვალებიდან ცრემლები წასკდა და შვილს მაგრამ მოეხვია - შენს მეტი არავინ მყავს
-ვიცი დე ვიცი, მაგრამ ჩემს მომავალ ცხოვრებას იქ ვუყურებ...
-არა შენი მომავალი აქ არის ჩიკაგოში. უნდა იწავლო, ოჯახი...
-სულაც არა. ეგ ადრე იყო, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა - მაიკმა არ აცადა დედას სიტყვის დამთავრება
-კი მაგრამ მე?
-შენც დროა ცხოვრება თავიდან დაიწყო
-არა! გთხოვ არ წახვიდე! - დედა ყველაფერს ცდილობდა რომ მაიკი დაეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ... მას ეშინოდა ერთადერთი შვილის დაკარგვისა, მაგრამ რა ექნა?
-უკვე ვერაფერს შევცვლი გადაწყვეტილება უკვე მივიღე
-გთხოვ, შვილო!
-არა დე უკვე გადაწყვეტილია 
-არა არ მინდა რომ წახვიდე - კიდევ ერთხელ ჩაეხუტა შვილს. ასე ეგონა რომ უკანასკნელად ეხუტებოდა...
-დე ჯერ არ მივდივარ ერთ კვირაში უნდა...
-არა საერთდ არ მინდა რომ წახვიდე
-აქ დარჩენა უფრო ცუდია
-კი მაგრამ რატომ? - ცრემლიანი თვალებით ახედა შვილს
-იმიტომ რომ ესეთ რაღაცას გავაკეთებ რასაც მერე ვინანებ, ამიტომ ჯობია იქ წავიდე
-გთხოვ...
-უკვე გვიანია - ხელები დედას მოხვია. ასე იდგენენ რამდენიმე წუთი, შემდეგ მაიკმა ბეტის ხელები გააშვებინა და ოთახიდან გავიდა
მთელი კვირის მანძილზე ეხვერწებოდა ბეტი შვილს, რომ დარჩენილიყო მაგრამ უშედეგოდ. მაიკს უკვე გადაწყვეტილი ქონდა ჯარში წასვლა და მთელი დარჩენილი ცხოვრების იქ გატარება. ბეტიმ კარგად იცოდა თუ რატომ დგამდა მაიკი ამ ნაბიჯს მაგრამ რა ექნა? ის თავის თავს ადანაშაულებდა ამ ყველაფერში. ეს ხომ მან უთხრა მაიკს, ნიკიტასთან ვერ იქნებია, მაგრამ მან სულაც არ იცოდა მისი წასვლის მიზეზი. მიზეზი რომელსაც ნიკიტა კი არა ლოგანი ერქვა. 
ბეტი ნელ-ნელა ეგუებოდა შვილის გადაწყევეტილებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა რომ მას არ ეშინოდა იმ დღის როცა მაიკი წავიდოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა რომ ბეტის მთელი გულით სურდა დრო გაეჩერებინა და არ დამდგარიყო შვილთან განშორების დღე... ამ ყველაფრის მიუხედავად დრო არ ჩერდება. ის მიდის და დგება დღეც როცა საყვარელი ადამიანი გვტოვებს
-იქნებ გადაიფიქრო? - კიდევ ერთხელ სცადა ბეტიმ ბედი. ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო, მაგრამ...
-ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ არა?
-ხო კარგი კარგი მე მაინც ვცადე
-მიყვარხარ დე!
-მეც მიყვარხარ! აბა ღმერთი იყოს შენი მფარველი - მაიკმა დედას შუბლზე აკოცა და ავტობუსში ავიდა. ნამდვილად, ვერ გეტყვით რომ ეს არის დედა-შვილის ბოლო შეხვედრა, მაგრამ ეს დიდი განშორების საწინდარია...

გთხოვთ გააკომენტაროთ <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 964 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2012-12-25 Spam
magaria!