მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 4 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
6:02 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
ეს თავი მინდა მივუძღვნა ჩემს მუდმივ მკითხველებს -PrettyLittleLiar-სა და -LittleLiar-ს




თავი 4
„12 მარტი - ყველაზე უიღბლო დღე"

12 მარტი - უკვე ორი წელი გავიდა ენის სიკვდილიდან. მართალია, მაიკს გრძნობა გაუჩნდა ნიკიტას მიმართ, მაგრამ მისი გული ჯერ კიდევ ენის საღელს მღერის. ნამდვილად არ არის ადვილი დაივიწყო გოგო, რომელიც ოდესღეც მთელი არსებით გიყვარდა. ეს რა თქმა უნდა ნიკიმაც იცოდა, მაგრამ რა ექნა? მაიკი თავდავიწყებით უყვარდა...
-მაიკ! დღეს ბავშვები სასაფლაოზე ვაპირებთ წასვლას და წამოხვალ? - დაურეკა ფეიჯმა მაიკს
-აუ... არა არ მინდა
-როგორ? დღეს...
-ვიცი ვიცი რა დღეც არის დღეს - ცივად შეაწყვეტინა - მაგრამ არ შემიძლია იქ ასვლა... არ შემიძლია წარმოვიდგინო რომ ის იქ წევს... არა... უჩემოდ წადით...
-კარგი როგორც გინდა - ნაღვლიანი ხმით უთხრა ფეიჯმა და ტელეფონი გათიშა
-მაიკ! - უძახდა ბეტი
-რა არის დედა?
-დღეს მიდიხარ...
-არა არ მივდივარ - მასაც არ აცადა დამთავრება, რადგან წინასწარ იცოდა რასაც ეტყოდა
-კარგი მაშინ მე წამომყევი
-კარგი მაგრამ სად?
-რაღაცეები უნდა ვიყიდო
-აუ... შოპინგზე?
-ხო შოპინგზე
-და ჩემი წამოსვლა რათ გინდა?
-ოოო... მინდა რომ წამოხვიდე მე მარტო მეზარება
-ხო კარგი კარგი - მოკლედ დედა-შვილი ერთად წავიდნენ საყიდლებზე. როცა ყველაფერი იყიდეს კაფეში შესვლა გადაწყვიტეს. იქ, კი მაიკმა ნიკიტა დაინახა 

და ჩუმჩუმად დაიწყო მისკენ თვალის გაპარება. უნდოდა არავის შეემჩნია, მაგრამ დედის თვალს ხომ არაფერი გამოეპარება
-ვინ არის ეგ გოგო?
-ვინ გოგო? - დაიბნა მაიკი
-კარგი რა შვილო. კარგად ვხედავ თუ როგორ უყურებ აი იმ გოგოს
-კარგი კარგი არ დაგინახოს
-ვინ არის?
-ნიკიტა... ნიკიტა სპარკსი
-ნიკიტა?... სპარკსი?... - აშკარა იყო რომ ბეტის ამ სახელი და გვარის გაგონება არ გაუხარდა
-რა იყო? რამე პრობლემაა?
-არა არანაირი
-არა არი... აშკარაა რომ არ გაგიხარდა
-... ხო კარგი. რა აზრი აქვს დამალვას? - ბეტიმ მაიკს მოუყვა ისტორია, საიდანაც აღმოჩნდა რომ ოდესღაც სპარკსებისა და ნაითების ოჯახები მეგობრობდნენ, მაგრამ შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო მათ შორის განხეთქილება მოხდა. ამის გამო მათი ერთად ყოფნა გამორიცხული იყო
-მე ხომ არაფერში არ მაქვს ბედი - თქვა მაიკმა და გავარდა. აღელვებულმა დედამ კი მიაძახა
-შვილო, მე წინააღმდეგი არ ვარ... - მაგრამ უკვე რაღა აზრი ქონდა? რაც ითქვა ის ვეღარ გამოსწორდებოდა...
მაიკმა კიდევ ერთი იმედგაცრუება ნახა, კიდევ ერთხელ გაუტყდა გული... ბიჭი მთელი დღის მანძილზე თვალით არავის ენახა. სად იყო? კიდევ გაიქცა? სულაც არა. ახლა ის ბარში იჯდა და დარდის ჩაკვლას სასმელში ცდილობდა
-კიდევ ერთი, კიდევ ერთი ჭიქა - ამბობდა ყოველი ჭიქის შემდეგ
-ოჰ! რა არის ეს სიყვარული მთელი ბოთლი რომიც რომ არ შველის - ჩაილაპარაკა ბარმენმა. მაიკმა ცრემლიანი თვალებით გახედა და ტკივილით სავსე ხმით უპასუხა:
-არ თქვა! - როცა საათს ისრები 12-ს გაუსწორდა მაიკი ბარიდან წამოვიდა. სრულიად შემთხვევით მოხვდა ავარიის ადგილზე, გზაჯვარედინზე. იქ კი თვალი მოკრა ნიკიტას, რომელიც ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა. დაკვირვების შემდეგ კი მაიკმა ამ ბიჭში ლოგანი ამოიცნო.

 ლოგანის დანახვამ გაუმძაფრა სურვილი გაეგო თუ რაზე ელაპარაკებოდა ის ნიკიტას. სმენად იქცა და გაიგონა კიდეც ერთი სიტყვა, რომელიც ყველაფერს ნათელს ფენდა. მაიკი გამწარდა. სახეზე ერთიანად გაწითლდა. თვალებიზე ცრემლები მოადგა. მას ხომ უახლოესმა მეგობარმა უღალატა. მაიკმა წასვლა დააპირა, მაგრამ რატომღაც ადგილზე გაქვავდა და კიდევ მიაყურადა. ამჯერად მას არა ლოგანის არამედ ნიკიტას პასუხი აინტერესებდა.
ნიკიტა თვალცრემლიანი ადგილზე იყო გაქვავებული. გული საშინლად ტკიოდა. მასაც ხომ გაუტყდა გული? ის იყო შეყვარებული ბიჭზე, რომლის საუკეთესო მეგობარიც ახლა მის წინ მუხლებზე იყო დამხობილი და სიყვარულს ეფიცებოდა. რა ექნა?
-მეც... მეც მიყვარხარ - აღმოხდა დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ გოგონას. ამ პასუხმა მაიკი კიდევ უფრო გააცოფა. უნდოდა ორივე ადგილზე მოეკლა, მაგრამ არ შეეძლო. აეტანა კიდევ ერთი დამცირება? მას დიდი სურვილი ქონდა ჩაეყლაპა ეს ყველაფერი, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო. ნელი ნაბიჯებით წავიდა მათკენ. ის ნელ-ნელა უჩქარებდა სიარულს. როცა ლოგანმა მისკენ მომავალი მაიკი დაინახა. ფეხზე წამოდგა. უნდოდა მისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ მეგობრის ზიზღით სავსე თვალებიმა შეაჩერა... მაიკმა ორივე შეათვალიერა და ლოგანს მთელი ძალით დაარტყა...
მაიკს კიდევ ერთხელ გაუტეხეს გული, კიდევ ერთხელ უღალატეს...
ისევ ჩიკაგოში, ისევ 12 მარტს, ისევ გზაჯვარედინზე...

როგორც დაგპირდით კიდევ ერთი თავი დავდე <3
იმედია მოგეწონებათ ))
გთხოვთ გააკომენტაროთ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 900 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 211 2 3 »
2012-12-25 Spam
aww!mexute tavo movdivar biggrin