მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
3:42 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
ეს თავი მინდა მივუძღვნა ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ადამიანს nina♥




თავი 2
„განთიადი თუ დაბნელება"

არავინ იცის რას გვიმზადებს მომავალი, ამიტომ ცხოვრება  მოულოდნელობით არის სავსე. თითქმის ყველას სურს გაიგოს რა მოელის, მაგრამ უშედეგოდ. ხომ გაგიგიათ - არავინ იცის რა ელის. 
ცხოვრების სიურპრიზები სხვადასხვა გვარია. ის ზოგჯერ ცუდად მოქმედებს ჩვენზე, ზოგჯერ კი - პირიქით. 
ეს სიურპრიზები გვაშვებინებენ შეცდომებს, რომელიც განსაზღვრავენ ჩვენს პიროვნებას. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეცდომები არ არსებობენ. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ მათ დაშვებას და რაც მთავარია, არ უნდა შეგვეშინდეს მომავლის. 
შეიძება ბევრმა გამაკრიტიკოს იმისთვის რაც ზემოთ ვთქვი და არ და არ დამეთანხმოს. ალბათ, მაიკს, რომ წაეკითხა ეს, ისიც ჩემს წინააღმდეგ წავიდოდა. იტყოდა რომ რაც უფრო ნაკლებ შეცდომად დაუშვებს ადამიანი მით უკეთესია. აიქვე კი დააყოლებდა, რომ არა ჩემი შეცდომა ენი ახლა ცოცხალი იქნებოდაო... მაგრამ ალბათ ენის სიკვდილი აუცილებელი იყო, რომ მომხდარიყო ის რაც მოხდა...
ერთხელაც მაიკმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრების ძველ რიტმს დაბრუნებოდა და კვლავ გაეგრძელებინა საყვარელი საქმის კეთება, ამიტომ ერთ დღესაც ის ბიჭებს კალათმურთის სათამაშოდ წაყვა. ხო, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ მაიკი კალათბურთელი გახლდათ და ადრე მისი ოცნება NBA-ში თამაში იყო. ახლა კი... გადაწყვიტა კვლავ გაეგრძელებინა თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ძველი შემართება აღარ ქონდა. სწორედ, ერთ-ერთი თამაშის დროს დაინახა გოგონა, რომელმაც შეცვალა ყველაფერი.
ეს გოგო გახლდათ ნიკიტა სპარკსი.

 თითქმის ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული. ეს არიც იყო გასაკვირი. არ შეიძლებოდა ნიკიტასთვის არ შეგეხედა და არ შეგყვარებოდა.  ის უნაკლო ადამიანი იყო. არა მარტო გარეგნობით არამედ შინაგანათაც. ის იყო მაღალი, სუსტი... მოკლედ რომ ვთქვა ნამდვილ მოდელს გავდა. შავი თმა და ცისფერი თვალები უფრო კიდევ ხაზს უსვამდა მის მშვენებას. ალბათ, დამეთანხმებით რომ ასეთ გოგოს არ მოწონება ცოტა რთლია. ვერ ვიტყვი, რომ მაიკს ერთი დანახვით შეუყვარდა, რადგან მისი გული ჯერ კიდევ ენის სახელს მგერდა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ გულში ნამდვილად ჩაუვარდა. 
-კამი ვინ არის ეს ახალი ბიჭი? - კითხა ნიკიტამ მის მეგობარ კამილას

-ვინ ის? ის სულაც არ არის ახალი
-როგორ თუ არ არის? მე რომ ადრე არ მინახავს?
-იმიტომ რომ შენ მხოლოდ წელია რაც აქ ხარ ეგ კი ორი წლის წინ წავიდა და ახლა დაბრუნდა. 
-მართლა? და მაინც ვინ არის?
-ეგ მაიკ ნაითია! ჩიკაგოს ძველი პრინცი :)
-უი! და რატომ წავიდა ეგეთი პოპულალური თუ იყო?
-შეყვარებული დაეღუპა
-და ეგ გახდა წასვლის მიზეზი?
-კი. თავის თავს ადანაშაულებდა
-რატომ? - აშკარა იყო, რომ ნიკის დააინტერესა მაიკის ისტორიამ
-ნიკ თუ იცი ჩვენი სკოლელი გოგო რომ დაიღუპა...
-მანქანა რომ დაეჯახა? - შეაწყვეტინა ნიკიტამ - კი... მოიცა რა ერქვა? მგონი ენი არა?
-კი ენი! აი, ეგ იყო მაიკის შეყვარებული
-და მერე ენის სიკვდილში თავს რატომ იდანაშაულებს? მას ხომ მანქანა დაეჯახა
-კი მაგრამ სანამ დაიღუპებოდა მაიკმა და ენმა იჩხუბეს...
-რატომ? - კვლავ არ დააცადა სიტყვის დამთავრება ნიკიტამ. მას ყველაფრის დეტალებში გაგება სურდა
-არ ვიცი. ეგ არავინ იცის გარდა მაიკის ))
-კარგი შემდეგ?
-შემდეგ ენი გაიქცა და სწორედ მაშინ დაეტაკა მანქანა
-ანუ მაიკი მაგ დროს იქ იყო? - შეძრწუნებული ხმით იკითხა ნიკმა
-კი იქ იყო... ენი თითქმის მის თვალწინ დაიღუპა
-თითქმის?
-ხო თითქმის
-ეგ როგორ?
-შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს და იქ საოპერაციო მაგიდაზე დალია სული
-ღმერთო! - ნიკიტამ გულთან ახლოს მიიტანა ეს ტრაგიკული ისტორია და დიდი სურვილი გაუჩნდა რომ მაიკი გაეცნო
როგორც ხედავთ მაიკს ახალი შანსი მიეცა ახალი სიყვარული სახით, მაგრამ მაინც რამდენად რეალურია ეს? შეძლებს კი ბიჭი მის გამოყენებას? ამას მოგვიანებით გაიგებთ.

ნამდვილად არ ვიცი როგორი გამოვიდა პირველი ან ეს თავი. ჩემს თვალში ორივე საშინელებაა მაგრამ მთავარია თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ მოთხრობის შესახებ.
მადლობთ რომ დააკომენტარეთ წინა თავი და იმედი მაქვს რომ ესეც მოგეწონებათ და დააკომენტარებთ
მიყვარხართ ყველანი <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 866 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 251 2 3 »
2012-12-25 Spam
magaria,wavikitxo aba mesame tavi...