მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 2 » ხაზი ორ თარიღს შორის ❤
8:19 PM
ხაზი ორ თარიღს შორის ❤
სიმართლე რომ გითხრათ ძალიან ბევრი ვიყოყმანე დამედო თუ არა ეს თავი დღეს, რადგან ძალიან ვნერვიულობ... არ ვიცი როგორ გამომივიდა... ანიც (PrettyGirl♥) დამემოწმება რომ გუშინაც ვაპირებდი დადებას, მაგრამ თავი შევიკავე
დღეს კი როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიფე და დავდევი ))
იმედია მოგეწონებათ და დააკომენტარებთ

ინფორმაცია ქასთზე შეგიძლიათ ნახოთ აქ!!!




„საგნების გარეგნული მხარე უცნობი თანამგზავრია,
იგი ჩვენი მეხსიერების უწვრილეს ძაფებთან აბამს 
კავშირს და ზოგჯერ აღვიძებს მათ.  ეს ძაფები კი  არიადნას
 ძაფების მსგავსად, წაგიყვანენ  ფიქრების ლაბირინთში, 
სადაც ხშირად ვიკარგებით წარსულის აჩრდილის დევნაში"

შესავალი
"წარსულის იარა"

მოზუზუნე ქარი, მოშრიალე ფერადი ფოთლები, ალაგ-ალაგ მოკაშკაშე მზე - აი, ასე ესალმება შემოდგომა მოზარდი ბიჭი, რომელიც მარტოდ-მარტო ხვდება ახალ დილას. ქარი თმებს უწეწავს, ფერადი ფოთლები კი ფეხებზე ეთამაშება. ეს ყველაფერი კი ბიჭს უღვივებს მოგონებებს წარსულზე და მის ლაბირინთში კარგავს.
ეს ახალგაზრდა გახლავთ 18 წლის მაიკ ნაითი. მას ერთი შეხედვით უდარდელ ბავშვად მიიჩნევდით, მაგრამ როგორც ყოველთვის პირველადი შთაბეჭდილება მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს მაიკი თავის ქალაქში, ჩიკაგოში, ყველა გოგოს სასურველი ბიჭი გახლდათ, მაგრამ მის გულს მაინც დიდი დაღი ადევს. მას 3 წლის ასაკში დაეღუპა მამა, მაგრამ უმამაობა არ ყოფილა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია. თარიღი 2012 წლის 12 მარტი სამუდამოდ დარჩება მის მეხსიერებაში. ამ დღეს დაიღპა ენი, მისი ცხოვრების აზრი, სული და გული. ენის სიკვდილმა შეცვალა ყველაფერი. მაიკმადატოვა ჩიკაგო და შორს ესპანეთში წავიდა. წასვლამდე კი დედას დაუტოვა წერილი: 
„დედა მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე. უნდა წავიდე, რომ საკუთარ თავს ვაპატიო"
2 წლის მანძილზე ეს ერთი წერილი იყო მარტოხელა დედისთვის ნუგეში. ამ ხნის მანძილზე მან არ იცოდა, როგორ იყო ან სად იყო მისი ერთადერთი შვილი. დღე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ დაერეკა, მაგრამ პასუხი არა და არ იყო...
როგორც გითხარით მაიკი ესპანეთში წავიდა, რათა ყველაფერი გაეანალიზებინა და საკუთარი თავისთვის ეპატიებინა, მაგრამ უშედეგოდ. 2 წელი გავიდა, მაგრამ მას ღამ-ღამობით მაინც ჩაესმის ენის უკანასკნელი სიტყვები:  
-მეზიზღები! არარაობა ხარ! უკვე გვიანია ითხოვო პატიება, უკვე გვიანია მითხრა მიყვარხარ...
თვალწინ კვლავ უდგება მისი ცრემლიანი სახე, ისევ გრძნობს თუ როგორ ურტყამს მუჭებს მკერდზე. თვალს ისევ ჭრის ის საბედისწერო თეთრი, კაშკაშა შუქი. ხმა ისევ უწყდება ყვირილისაგან „მიშველეთ!" ისევ ესმის სასწრაფოს მანქანის ხმა. ისევ ხვდება ენის მშობლებთან ერთად საავადმყოფოში და ისევ ისმენს საოპერაციოდან გამოსული ექიმის სიტყვებს: „ვერ გაუძლო და... დაგვტოვა!" კვლავ შერბის საოპერაციოში და ხედავს სისხლში ამოსვრილ, შუაზე გაჭრის ენის უმშვენიერეს სხეულს. კვლავ უახლოვდება და კოცნი, კოცნის უკანასკნელად მის გაყინულ ტუჩებს...
აი, ამ მოგონებებში გავიდა 2 წელი. ყოველი დილა თავის დადანაშაულებითა და კითხვებზე პასუხის ძებნით იწყებოდა. ყოველი ღამე კი კვლავ შავ-თეთრი სიზმრებით მთავრდებოდა...




თავი 1
დაბრუნება

როგორც იცით არაფერია მუდმივი, არაფერი გრძელდება სამუდამოდ. ოდესღაც ყველანაირი გრძნობა, ტანჯვა. სიხარული, მონატრება გაუფერულდება, გაქრება. ასე რომ არც მარტოობა და არც მონატრებაა მუდმივი. ერთხელაც გათენდება, ამოვა მზე და მიხვდები, რომ ცხოვრების რაღაც მონაკვეთი დასრულდა. ახლა დროა ტანჯვა ქარს გაატანო და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო. სწორედ, ამ დროს აღმოაჩენ ძალას, რომელიც შეგაძლებინებს ცხოვრება წარსულ იარებთან ერთად.  შეიძლება ვერ აპატიო საკუთარ თავს, ვერ დაივიწყო წარსული, შეიძლება ისევ გიყვარდეს, როგორც ადრე, მაგრამ ეს დღე მაინც დადგება, მაინც იფეთქავს რაღაც ამოუცნობი ძალა და შენ კვლავ დაუბრუნდები ცხოვრების დაკარგულ რიტმს...
სწორედ, ამ დროს მიხვდები, რომ გაიზარდე, რომ რაღაც ისწავლე ამ გამოცდიდან. შეიძლება ვერ გადალახე ის და დამარცხდი, მაგრამ შენ ისწავლე, რაღც აითვისე და უკვე მზად ხარ ახალი გაკვეთლისათვის. უკვე მზად ხარ ახალი ბრძოლოსათვის, ოღონდ არა დამარცხებისათვის, არამედ მოგებისთვის.
სწორედ, ეს გრძნობები დაეუფლა ერთ დღესაც მაიკს. ერთ დღესაც ის მიხვდა, რომ მოვიდა დრო დაბრუნდეს. მიხვდა რომ უკვე მოვიდა დრო ახალი ეტაპისა, მოვიდა დრო ბედთან მრძოლოსა...

-ის დაბრუნდა! - ერთ დღესაც ამ ორმა სიტყვამ მოიცვა ჩიკაგო. ეს იყო გაოცება, რომელიც მაიკის დაბრუნებამ გამოიწვია. ამავინ ელოდა ამას, ეს ყველასთვის სიურპრიზი იყო. ზოგს ის უკვ სასუფეველშიც გაესტუმრებინათ, მათ უკვე დავიწყებული ყავდათ მაიკი და შეგუებოდნენ სამყავროს სადაც ის არ არის. აბა წარმოიდგინეთ ასეთი ადამიანების რეაქცია მისი დანახვისას :).მაგრამ იყვნენ ისეთებიც რომლებიც მას ელოდნენ და გაუხარდათ მისი დანახვა. ასეთი რა თქმა უნდა იყო მაიკის დედა, ბეტი, და მისი მეგობრები, ლოგანი, ფეიჯი და ჯექსონი. 
joey doesn't share food
Chris Pine ♥
cassie scerbo | Tumblr
adam sevani | Tumblr

-კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მეგობარო!
-მაიკ, როგორ მომენატრე <3
-კარგია რომ დაბრუნდი, ძმაო!
აი, ასეთ იყო მათი რეაქცია, როცა დაინახეს მეგობარი, რომელიც 2 წელია თვალით არავის ენახა. ფეიჯი მთელი დღის მანძილზე მაიკს არ შორდებოდა და დღის უმეტესი ნაწილი მასთან ჩახუტებული დადიოდა, ლოგანი და ჯექსონი ასეთ სენტიმენტებისაგან თავს იკავებდნენ. ხომ იცით არა ბიჭების ამბავი... 
მაიკის დანახვაზე ყველას ერთი კითხვა ღრღნიდა გულს, მაგრამ მას არავინ არ სვამდა. ყველა ცდილობდა რომ პასუხი თავიანთი ფანტაზიით გაეცათ. 
საღამოს ლოგანი და მაიკი თავიანთ საყვარელ ადგილას, ჩიკაგოს ერთ-ერთი შენობის სახურავზე იჯდნენ და საუბრობდნენ. სწორედ, აქ დასვა ლოგანმა ის კითხვა ყველას მაგივრად.
-ძმაო, მგონი ლოგიკურია ეს კითხვა რომ გამიჩნდა...
-რა კითხვა? - შეაწყვეტინა მაიკმა
-სად იყავი? რას აკეთებდი ეს 2 წელი?
-აუ, ლოგან... არ მინდა მაგაზე ლაპარაკი
-როგორ თუ არ გინდა? - ლოგანის ხმას გაბრაზება იგრძნობოდა - 2 წლი თვალით არავის უნახიხარ და ახლა ისიც არ გინდა თქვა სად იყავი?
-კარგი! ესპანეთში ვიყავი და ყველაფრის გადახარშვას ვცდილობდი - მოვალეობის მოხდის მიზნით უთხრა მაიკმა
-რი
ს გადახარშვას?
 - უცებ ლოგანი ვერ მიხვდა თუ რაზე ლაპარაკობდა მეგობარი, მაგრამ მერე ინანა ეს კითხვა რომ დასვა
-როგორ თუ რის? ენის სიკვდილის... - ამის თქმაზე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარა იყო რომ არცერთს არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ორივემ იცოდა რომ ამ თემას გვერდს ვერ აუვლიდნენ. - ვცდილობდი გამეაზრებინა რაც მოხდა - განაგრძო მაიკმა 
- ვცდილობდი შევგუებოდი სამყაროს, რომელშიც ის არ არის და ჩემი თავისთვის მეპატიებინა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი გავხდი. 
-მაიკ შენი ბრალი არ იყ
ო - ლოგანი ცდილობდა დაემშვიდებინა მეგობარი
-ჰმ! როგორ არ იყო? მე რომ არა ენი არ მოხვდებოდა იმ წყეულ გზაჯვარედინზე
-არ იყო შენი ბრალი! რაც მოხდა მოხდა - გაიმეორა ლოგანმა. კვლავ სიჩუმე ჩამოწვა. მაიკს თავი ხელებში ისე ჩაედო, რომ თითები საფეთქელს ეხებოდა. ჩანდა ფიქრებში მთელი არსებით ჩაფლულს ან წარსულის ახსნა ან მომავლის განჭვრეტა სურდა. ლოგანს კი არ უნდოდა მისთვის ხელი შეეშალა. 
-იცი ლოგან აქაურობა ძალიან შეიცვალა - სიჩუმე კვლავ მაიკმა დაარღვია - ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ბანაკში დავბრუნდი
-როგორ თუ ბანაკში?
-აი, პირველად რომ მიდიხარ ბანაკში და იქაურობა ძალიან მოგწონს. იქიდან წამოსვლისას კი ძალიან გწყდება გული... შემდეგ კი მთელი სულითა და გულით გინდა იქ დაბრუნება. როცა დაბრუნდები უცებ აღმოაჩენ რომ ყველაფერი შეიცვალა. აღაც ძველი ბავშვები არიან და აღარც ძველი ლიდერები და ამიტომ გული გიცრუვდება. აი, ზუსტად ეგრე ვარ...
-მართალი ხარ! ყველაფერი შეიცვალა... ჩვენც შევიცვალეთ...
-კი ჩვენც შევიცვალეთ - და მეგობრებმა ერთმანეთს შეხედენ. ასე იყვნენ რამდენიმე წუთი შემდეგ კი საუბარი განაგძეს...
აი, ასეთი იყო მაიკის პირველი დღე დაბრუნების შემდეგ...

იმედია სწორედ ისეთი გამოვიდა როგორიც მე მინდოდა და როგორსაც თქვენ ელოდით
მადლობთ ყურადღებისათვის <3
გთხოვთ დატოვეთ კომენტარები
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1292 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2012-12-25 Spam
saxla daviwye kitxva smile dzalian magaria!